კურსდამთავრებულთა მოგონებები - ნაწილი II

ჩვენი ამერიკელი მერვესკოლელი


        იუზა ცოციაშვილი დაიბადა 1937 წლის 7 მარტს ქალაქ ქუთაისში მოსამსახურის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის მე-8 საშუალო  სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1955 წელს. გატაცებული იყო ფოტოხელოვნებით, მუსიკალური ტექნიკუმიც დაამთავრა კლარნეტის განხრით.
     სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც ყველა ქართველ ებრაელს, მასაც ძალიან უნდოდა ექიმობა, მაგრამ იმ დროს ამისათვის საჭირო იყო დიდი ფული ან დიდკაცობა,  - სამი წლის განმავლობაში 1-2 ქულა აკლდებოდა ხოლმე.
    ქიმიაში საკმაოდ ძლიერად მომზადებულს სულაც არ გაჭირვებია წარმატებით ჩაებარებინა მისაღები გამოცდები სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში იგი უკრავდა კლარნეტზე(საქს-ბარიტონი) ხსენებული ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში, რომლის პროგრამებს ამზადებდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორები : გოგი ცაბაძე, კონსტანტინე პევზნერი, გივი ჩირაძე . . .  სწორედ კონსტანტინე პევზნერმა შეამჩნია ახალგაზრდა ი. ცოციაშვილის მონაცემები და სამუშაოდ მიიწვია საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრში ,,რერო“, რომელიც ამ დროს ყოფილ სსრ კავშირში ერთ-ერთი უძლიერესი კოლექტივი იყო. იუზა ხუთი წელი უკრავდა ამ ორკესტრში, მოიარა მრავალი ქვეყანა და როგორც პროფესიონალი მუსიკოსი, მოგვევლინა 60-იან წლებში, როცა ინსტიტუტი უკვე სოხუმში იყო გადასული. ჩამოსვლისთანავე იგი სათავეში ჩაუდგა ორკესტრს როგორც მხატვრული ხელმძღვანელი და შექმნა შესანიშნავი კოლექტივი, რომლის ტრადიციებზე აღიზარდნენ თაობები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ინსტიტუტი როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საზღვარგარეთ.
  მალე ი. ცოციაშვილი აბარებს ასპირანტურაში, იცავს საკანდიდატო დისერტაციას ჩაის ტექნოლოგიაში და რჩება სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე დოცენტად.
   კარგა ხანი დოცენტი ი. ცოციაშვილი მუშაობდა ინსტიტუტის სამეცნიერო  - კვლევითი სექტორის ხელმძღვანელად და თავისი განსაკუთრებული  მომთხოვნელობებითა და აკურატულობით აღზარდა თაობები, რომლებიც დღესაც წარმატებით ართმევენ თავს საპასუხისმგებლო თანამდებობებს.
  1990 წელს სახელმძღვანელოსათვის ,,ჩაის ქიმია და ტექნოლოგია“, რომელიც მან მოსკოვში გამოსცა, ი. ცოციაშვილს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. ნაშრომი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ იგი დღესაც დიდი წარმატებით გამოიყენება  სასწავლო პროცესებში.
           სამწუხაროდ, შემდგომი წლები არა მარტო პროფ. ი. ცოციაშვილისათვის, არამედ ინსტიტუტის მთელი კოლექტივისათვის  ტრაგიკული აღმოჩნდა. აფხაზეთის მოვლენების შემდეგ, იგი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო, რადგან ქუთაისში არც მას და არც მეუღლეს, რომლებმაც გაყიდეს თავიანთი საცხოვრებელი სახლები და იმით სოხუმში ააშენეს შესანიშნავი ბინა, არაფერი გააჩნდათ.
   1998 წელს პროფ. ი. ცოციაშვილი თავის მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად ( მან დაამთავრა მოსკოვის სტომატოლოგიური ინსტიტუტი) გაემგზავრა ამერიკაში საცხოვრებლად, სადაც მათ დახვდათ  ქალაქ  სან-ფრანცისკოში მცხოვრები უფროსი ვაჟი მერაბი. წლების მანძილზე  პროფ. ი. ცოციაშვილი იყო აშშ-ში ე. შევარდნაძის ფონდის ხელმძღვანელი. იგი აქტიურად ურთიერთობს ცნობილ ქართველ სპეციალისტებთან, რომლებსაც საქმიანი კავშირები აქვთ აღნიშნულ ქალაქში.
  პროფ. ო. ცოციაშვილი არ კარგავს თავის ძველ მეგობრებს და ხშირად გვირეკავს ხოლმე. 10 მარტს  სან- ფრანცისკოს  ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში, რომლებიც უკვე ცნობილი ექიმები არიან, იუბილე გადაუხადეს მამას.  იუბილეზე მიიწვიეს ამ რეგიონში მცხოვრები ყველა ჩვენი თანამოქალაქე.
  სადაურსა სად წაიყვანო, სწორედ პროფ. იუზა ცოციაშვილზეა ნათქვამი, თუმცა მას  ბაღის კიდეზე ერთი გავლა,  როგორც თვითონ ამბობს, მთელ სიცოცხლეს ურჩევნია და  იმედს  არ კარგავს, რომ ასეთი დღე დადგება.

        


         თანამშრომლებისა და მეგობრების სახელით:  პროფესორი რანი ჭაბუკიანი




კახა ნურალიძე

დაიბადა ქუთაისში 1973 წლის 16 ნოემბერს.
1979-1990 წლებში სწავლობდა  ქუთაისის მე-8 საშუალო  სკოლაში. სკოლა  დაამთავრა ოქროს მედლით.

1990-1996  წ.წ.- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერ­სი­ტეტი.     
1996-1997წ.წ. - რუსეთის არმიის თბილისის №367 სამხედრო საოლქო ჰოსპიტალი, ინტერნატურა სპეციალობით  „ანესთეზი­­ლო­გია და რეანიმატოლოგია“.
2001.09-2003.11 - კვალიფიკაციის კურსი ანესთე­ზი­­ლო­გიაში, სამუშაო მივლინება. ბერლინი, ჰუმბოლდტის უნივერ­სი­ტეტის კლინიკა, (შარიტე), ექიმი ანესთეზიოლოგი.
2004.02-2004. 06 - კვალიფიკაციის კურსი ანესთეზიო­ლო­გიაში, სამუშაო მივლინება, მოსკოვი, რუსეთის ფედერაციის ტრან­სპ­ლანტოლოგიისა და ხელოვნურ ორგანოთა სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტი, ექიმი ანესთეზიოლოგი.
2005.05-2005.09 - კვალიფიკაციის კურსი ანესთეზიოლოგია, ინტენსიურ თერაპიასა და ჰოსპიტალურ მენეჯმენტში. ავსტრია, ქ. გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკა.
2008 წლის ივნისი-ივლისი - ევროპის სამედიცინო მენეჯერთა კონგრესი, სწავლების კურსი  ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლაში - ,,INEAD“ ფონტენბლო, საფრანგეთი, 15.07.2008 წ.
სამუშაო გამოცდილება:

•  1993 - 1996წ.წ.  - რუსეთის არმიის თბილისის №367 სამხედრო საოლქო ჰოსპიტალი. რეანიმაციის და ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექთანი;
•  1997-1998წ.წ. - რკინიგზის ცენტრალური კლი­ნი­კური საავადმყოფოს ანგ­­ოლოგია-ფლებო­ლო­გიის განყ­ოფილების ექიმი-ანესთეზიოლოგი;
•  1998-1999წ.წ. - რკინიგზის ცენტრალური კლინი­კუ­რი საავადმყოფოს ანგიო­ლოგია-ფლებო­ლო­გიის განყოფილების ანესთ­ეზი­­ლო­გიური სამსა­ხურის უფროსი;
•  1999-2002წ.წ. - რუსეთის არმიის თბილისის №367 სამხედრო საოლქო ჰოსპიტალი. რე­­ნიმ­აციის და ანესთეზიოლოგიის განყო­ფი­ლების ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანი­მა­­­ლოგი.
•  2003-2005წ.წ. - აკად. ო. ღუდუ­შაუ­რის ეროვ­ნული სამედიცინო ცენტ­რის ექიმი-ანე­სთე­ზი­­­ლო­გი.
•  2005 - 2010 წ.წ. - ქუთაისი, აკად. ზ. ცხა­კაიას სა­ხე­­ლობის დასავლეთ სა­ქართველოს ერ­­ვნული სამე­დი­ცინო ცენტრის გენერალური დი­რექტორი.
 
სამეცნიერო მუშაობა:
•  „ტრანსპლანტირებული თირ­­მლის პერ­კუ­ტა­­ული ტრან­­ლუ­მინალური ანგი­­­ლა­სტიკა სპი­ნა­ლური ანესთეზიის გამო­ყენებით“ - კრებული  „მედიცინა ახა­ლი ათას­წლეულის მიჯნაზე“ გვ. 1­­28-130, 2000 წ.   №1, გვ. 16-22. „სამეცნიერო ნაშრომთა კრებული“, სნ/სფ  11302. თბილისი, 2002წ.
•  „კრიტიკულ ავადმყოფთა მონიტორინგი რესურ­სე­ბის დეფიციტის დროს“.  მოხ­სე­ნება - „ახალი ტექნო­ლო­გიები კრიტიკულ მე­დი­ცინაში“. 04. 05. 2003 წ.
•  „დაბალნაკადოვანი ანე­­თეზიის გამოყენების მე­თო­დები და ტექნიკური უზ­რუ­­­ველყოფა აბ­დო­მინა­ლურ ქირურგიაში“ - „სა­ქა­­თვე­ლოს სამედი­ცი­ნო მო­­ამბე“,  გვ. 63-67, №1, 2005 წელი.
•  „თანამედროვე დაბალნა­კა­დო­ვანი ანესთეზიის თე­­­რიული ას­პექტები და ტერ­მი­ნოლოგია“, „სა­ქარ­­ველოს სამედიცინო მო­ამბე“, გვ. 73-76, №1, 2005 წელი.


ეროვნულ სამედიციო ცენტრში.
მარცხნივ - კახა ნურალიძე


•  Aპპლიცატიონ ოფ ტრანსპუ­ლმონარყ ტჰერმოდილუტიონ ფორ ცარდიაც პატჰოლოგიეს ინ ანესტჰესიოლოგყ პრაცტიცე“  - „Gეოგიან Mედიცალ Nეწს“, გვ. 12-15, №3, 2005 წელი.
•  „ახალი მიმართულებები სა­ქართ­­ველოს ჯანდაცვის სის­ტემაში“, მოხსენება, აღ­­­მო­სავლ­ეთ ევროპის რადიოლოგთა კონ­გრესი. LKH-GA, ავსტ­რია. 15. 07. 2005.
•   №2 , გვ. 65- 71, მოსკოვი, 2006 წელი.
•  ანესთეზიოლოგიადაჰოს­პი­ტალურისექტორისთანა­მედ­­როვემენეჯმენტიმოხ­სენება, „INEAD“ - ევროპისსამეცნიერომენე­ჯერთაკონ­­რესი, ჰარვარდი, უნივერ­სი­ტეტისბიზნესისადამენეჯ­მენტისსკოლა; ფონტენბლო, საფ­რანგეთი. 15. 07. 2008.  
•  10. 12. 2008 ..- დისერტაციათე­მაზე  „ზოგადიანესთეზიისმე­თო­დებისოპტი­მიზაციააბ­დომინურქირურგიაშიკარ­დი­ოლოგიურიპათო­ლოგიებისდროს“. მედი­­­ნისაკადემი­ურიდოქტორისწო­დე­ბა.




ჩომპარატივეცჰარაცტერისტიცსოფვარიოუსანესტჰტიცმეტჰოდსდურინგცორონარყარტერყბყპასსგრაფტინგცაბს“-GეორგიანMედიცალNეწს“, №5, გვ. 7-13, თბილისი, 2009 .
•  პარკუჭოვანიარითმიისაბ­ლა­­ციავალსალვისსინუსიდან“ - „თა­ნამედროვემედიცინა“, №11 გვ.24-27, თბილისი, 2009 წელი.

დამატებითიმონაცემები:
•  2003 წლიდანერთიანინაციო­ნა­ლუ­რიმოძრაობისწევრი. ჩუ­ღუ­რეთ­ისრაი­ონისკოორდი­ნა­ტორი, თბი­ლისი.
•  2004 წლისნოემბერშისაქველ­მოქ­მედოაქციაზრუნვა“ -სხელ­­­­ვა­ნელი  (სა­მე­დიცინოდახ­მარებაგაე­წიასაქართველოსტერიტორიულმთ­ლი­ანობისათვისდაღუპულთა 49 ოჯ­ახს).
•  2004 წლისივლისი, სამაჩაბლო, სო­­­ფელქურთისსაავადმყოფო, ­­მე­დი­ცი­ნოდახ­მა­რებისორგანიზაციაკონფ­ლიქ­ტისზონაში, ადგილობრივიკადრებისტრენინ­გი.
•  2006 წელიიმერეთისრეგიონისერთიანინაციონალურიმოძრაობის“  პოლიტ­საბ­ჭოსწევრი.
•  2006-2009 დღემდე. ქუთაისისსაკრებულოსწევრი, ჯანდაცვისადასოც. საკითხთაკომისიისთავმჯ­დომარე.
•  2006-2007 ..- ზემოაფხაზეთი, აჟარისსაავადმყოფო, სამედიცინოდახ­მარებისორგანიზაციაკონფ­ლიქტისზონაში, ადგილობრივიკადრებისმრავალჯერადიტრენინგი.
•  2007 წლისივლისი-ჰუმანიტა­რულისამედიცინოაქციისხელ­მძღვა­ნელიდამონაწილესამაჩა­­ლოსადაახალგორისრაიონებში. სოფლებშიავნევი, ვანათიდაერგნეთი - გამორკვეულიქნა 5000-მდეადამიანი, 100-ზემეტპაციენტსჩაუტარდაოპერაციულიმკურნალობაქუთაისში.   
•  2007 წლისაგვისტო - საერთოქართულ - უკრაინულიაქციისხელმძღვანელიჩერნობილისკატასტროფისშედეგადდაზარალებულპირთამკურნალობააკადე­მიკოსზ. ცხაკაიასსახელობისდასავლეთსაქართველოსეროვნულისამედიცინოცენ­ტრისბაზაზე, უკრაინელახალგაზრდათაგანლაგებავარციხისპატრიოტთაბანაკში.
•  2005-2007.. – საერთაშორისოკონფერენციისორგანიზატორიქუთაისში, აკადე­მიკ­ოსზცხაკაიასსახ. დასავლეთსაქართველოსეროვნულისამედიცინოცენტრისბაზაზე.
•  2007 წლისსექტემბერი-ტრანსლუმინალურიქირურგიისმიმართულებისშექმნაპირველადამიერკავკასიისრეგიონში.
•  2007 წლისდეკემბერი-რეზერვისტიმუხროვანის 419-ებატალიონისბაზაზე, უმცროსილეიტენანტი, ასმეთაური.
2008 წლისმაისი -ჰუმანიტარულისამედიცინოაქციისხელმძღვანელიამბრო­ლა­­რისრაიონში, უფასოსამედიცინოდახმარებაგაეწია 750 მოქალაქეს.




ნათია ბზიკაძე

დაიბადა ქუთაისში 1974  წლის   5  აგვისტოს.
1980-1991   წლებშისწავლობდამე-8 საშუალოსკოლაში.
იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ბიზნესისა და საერ­თა­შორისო სამართლის უნი­ვერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე.
1997 წელს დაამთავრა ქუთაისის საერო ინსტიტუტის  „გე­ლა­თი“, იურიდიული ფაკულტეტი.
1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 1 მაისამდე მუშაობდა წყალტუბოს რაიონის საკრებულოში თავმჯდომარის თანაშემწედ.
2001 წლის 26 ივლისიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის საოლქო სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივნად.
2002 წლის 27 მაისს დაინიშნა მოსამართლის თანაშემწედ.
2005 წლის 31 ოქტომბერს გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.
2005 წლის 1 ნოემბრიდან დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.
2008 წლის აპრილში დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სპეციალისტად.

ჩემო საყვარელო, სანატრელო და ოცნებავჩემო მერვე სკო­ლავ. მე ხომ შენს კედლებში 11 კლასი დავამთავრე და სიმწიფიატეს­ტატი გავედი ცხოვრების ასპარეზზე. და­ვამთავრე იური­დიული ფაკულტეტი და ამჟამად ვმუშაობ ქუ­თაისის სააპელაციო სასამართლოში. თუკი რაიმე დადებითია ჩემში, ეს ჩემი საყვარელი სკო­ლის დამსახურებაა, რომლითაც ძალიან ვამაყობ.
ჩვენს სკოლაში, ჩემი დედა ქალბატონი მერი ვაშაკიძე ქარ­თუ­ლის მასწავლებლად მოვიდა, მომდევნო წლებში სკოლის ორ­განიზატორი იყო და მოვალეობას ყოველთვის კეთილ­სინ­დი­სიერად ასრულებდა.
პირადად მე საუკეთესო პედაგოგები მყავდნენ, რომლებიც არ იშურებდნენ ენერგიას ჩვენი სწავლა-აღზრდისათვის.
ჩემი კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი ფრინა ფურცხვანიძე დაუღალავი ენერგიით შრომობდა, გვზრდიდა და გვასწავლიდა, მისიამაგი არასოდეს დამავიწყდება.
მასწავლიდნენ შესანიშნავი პედაგოგები, რომლებსაც ყოველთვის თბილად და კეთილად ვიგონებ: ჩემი პირველი მასწავლებელი ქალბატონი კლარა აბჟანდაძე, ჩემი უსაყვარლესი მანანა კვიმსაძე, ქალბატონები ნორა ბურჯანაძე, ცისანა საყვარელიძე, მადონა გოცირიძე, დარეჯან ლანჩავა, ბატონები: დიმიტრი თაბუკაშვილი, რომან მეგრელიშვილი და ჩვენი უსაყვარლესი დირექტორი ბატონი ავთანდილ ქურასბედიანი.
მართალია, მეპირადად გერმანულს არ მასწავლიდა, მაგრამ გამორჩეულად მიყვარდა და დღესაც მიყვარს გერმანული ენის მასწავლებელი ნათელა ხობუა, ჩემი დედა და ნათელა მასწავლებელი ერთად მოვიდნენ სკოლაში, იმდღიდანვე დამეგობრდნენ, რაც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვათ.
ნათელა მასწავლებელი არის არამარტო შესანიშნავი და ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, არამედ ყველა მოსწავლის სულიერი მეგობარი, ყველას დამხმარე და მოსიყვარულე. მე დღესაც ვმეგობრობ ჩემს ნათელა მასწავლებელთან, ვეხმიანები ტელეფონით, ვსაუბრობთ, მივდივარ, ვნახულობ და სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ.
დაე, ასეთი პედაგოგები, გულწრფელები, ერთგულები და შრომისმოყვარეები ყოფილიყოს ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი. დამილოცნიხართ, ასეთია ჩემი დიდი სურვილი ჩემს საყვარელ სკოლაზე.
როცა სკოლის უბანში მოვხვდები, ჩემი მზერა მიმართულია მხოლოდ ჩემს სკოლაზე, ძალიან მინდა შევიდე, დავკოცნო კედლები, საკლასო ოთახები.
ჩემი სკოლის დირექტორს ბატონ რეზო სირბილაძეს, სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ვუსურვებ ყოველივე კარგს!






ლაურა გოტიაშვილი 

დაიბადა 1991 წლის 2 მარტს.
1997-2009 წლებშისწავლობდა  №8 საჯაროსკოლაში. სკოლადაამთავრავერცხლისმედლით.
ამჟამადსწავლობსქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილისსახელობისსახელმწიფოუნივერსიტეტში.

დილით წვიმის წვეთების წკაპუნმა გამაღვიძა, რვა საათი იქნებოდა. უცნაურია, მაგრამ არც დედას გავუღვიძებივარ და არც მაღვიძარა აწკრიალებულა. თუმცა, სკოლაში წასვლა სულაც არ დამზარებია, მოვემზადე და სკოლისაკენ გავექანე, კიბეები მძიმედ ავიარე, კარები შევაღე, ზარი უკვე დარეკილი იყო. დავიგვიანე: ,,...დირექტორი მომკლავს.“ დერეფანი ,,დავზვერე“, შიშნარევი ნაბიჯებით და დავიწყე სიარული და ანერვიულებულმა ჩემი კლასის კარები შევაღე... თუმცა, რაღა ჩემი კლასის, მე იქ უკვე აღარ მელოდნენ, ჩემს მერხზე უკვე სხვა იჯდა. მასწავლებელიც ვეღარ ვიცანი, ჩვენი ნაომარი ედლებიც შეულა­მა­ზებიათ. ზარიც დაირეკა და საწინააღმ­დე­გო კლასიდანჩემი დამრიგებელიგამოიქცა თავისი ბავშვებისაკენ, თუმცა აღარც იმ ბავ­შვებში ვიყავი მე და აღარც ის აღე­­ვებული დამრიგებელი იყო ჩვენი მა­­ვინა მასწავლებელი. კლასში შე­ვიარე და ჩემს ძველ მოგონებებს და­ვუწყე ძებნა, თუმცა, აღარც მერ­ხები იყო აჭრე­ლე­ბუ­ლი ჩვენი სახე­ლე­ბით და აღარც კარები ჰგავდა ბრძო­ლა­გა­მოვლილ, დახეიბ­რე­ბულ ჯა­რისკაცს. ზარიც დაირეკა, პირველად ჩემს ცხოვრებაში კლასიდან გამაძე­ვეს.
უკვე პირველი საათიიყო, ლექ­ცი­აზეც დავიგვიანე და აღარც უნი­ვერ­სიტეტისკენ მიმიწევდა გული. მე ხომ იქ ისეთი თბილი თვალებით აღარ მე­პა­ტიჟებოდნენ, როგორც სკოლაში ჩემი მასწავლებლები.





ლაურაგოტიაშვილიIკლასში, 1998 .

მას შემდეგ აღარ ვჩქარობ სკო­ლაში წასვლას. თუმცა, რო­დესაც დავინახავ მალვინა მას­წავ­ლებელს, ყოველთვის მაწუ­ხებს სინდისი, ბავშვობაში გატა­რებ­ული დაუწერელი დავალებისან გაკვეთილებიდან გაპარვის გამო. საკმარისია ჩემი პედაგოგი დავინახო, რომ ინსტიქ­ტურად ფეხზე ვდგები და საუბარს ვიწყებ გულუბრყვილო მიმართვითმასწ.“ გული სიხარულით მევ­სება, როცა ჩემს ცოდნის ტაძარ­ში შევ­დივარ,  იქ სადაც კვლავ დარ­ბის ცელქი მარიტას აჩრდილი, რომელიც მოუსვენარ თვალებს აცეცებს. მიყვარს, როდესაც კედლებს ვეფერები, რომლებიც მუდამ მხიარულობენ და ჩვენს საიდუმლოს ინახავენ. ჩემი სკოლის ყველა ნაწილი მიყვარს და ცხოვრების სისასტიკით გულნატკენს თავშესაფრად ჩემი სკოლა მევლინება, სადაც ვიცი, რომ დამხვდება სითბო, სიყვარული და სათნოება.
თითქოს ჩემი სკოლა ამქვეყნიურ სისასტიკეს მორიდებული სამოთხეა, სადაც მუდამ ჟრიამულია.  



ლაურა გოტიაშვილი ფიზიკის კაბინეტში.
პედაგოგი რუსუდან გუბელაძე VIII კლასი. 2005 წ.




ლაურა გოტიაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან. 2005 წ.


ლაურა გოტიაშვილი თანაკურსელებთან ერთად. 2010 წ.



სოფიო გოჩელაშვილი



დაიბადა 1991   წლის 26 ოქტომბერს.
1997-2009 წლებში  სწავლობდა  №8 საჯარო სკოლაში. სკოლა დაამთავრა  ვერცხლის მედლით.
ამჟამად სწავლობს ქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახე­ლობის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტში. სოციალურ და პოლიტიკურ  ურთ­იერთობათა ფაკულტეტზე. სპეცი­ალობა საერთაშორისო ურთიერთობანი.

სკოლაში მოსვლისას ძალიან ვღე­ლავდი, მეშინოდა იმის, თუ როგორი მეგობ­რები დამხვდებოდნენ, როგორი მასწავ­ლებ­ლები მეყოლებოდა. სინამდვილემ ყოველ­გვარ მოლოდინს გადააჭარბა.  I-IV კლასებში ძალიან თბილი და მოსიყვარულე დამრი­გებელი მყავდა - გულიკო ბერეკაშვილი, რომე­ლიც ჩემთვის მართლაც  რომ მეორე დედად იქცა. მას ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი მუდამ ჩემზე  და ჩემს ამხანაგებზე ზრუნავდა და როგორც თვი­თონ გვეძახდა, ჩვენ „მისი წიწილები ვიყა­ვით“.
საკმაოდ ად­ვი­ლად შევეგუე ახალ გარე­მოს და ეს რა თქმა უნდა მასწავლებლების და სკოლის დირექციის დამსახურებაა. შინ ყო­ველთვის ემოციებით დატვირთული ვბ­რუნ­დებოდი და დედას ვუყვებოდი სკოლაში მომხდარ ამბებს. 4 წლის შემდეგ გადავედი სწავლის მეორე საფეხურზე, ძალიან გამიძნელდა გულიკო მასწავლებელთან განშორება, მაგრამ ეს არც იყო განშორება, მას ჩვენ ყოველდღიურად დასვენებებზე ვნახულობდით თავის სხვა „ახალ წიწილებთან ერთად“.
მეორე დამ­რი­გებელი - მალვინა ლაღიძე, არაჩ­ვეუ­ლებრივი პიროვნება, ნამდ­ვილი მეგობარი და მზრუნველი ადამიანი იყო, მარ­თლაც თბილი მოგო­ნებები მაკავშირებს მასთან. არ არ­სე­ბობდა საკითხი, რაშიც ის გვერ­დით არ დაგიდ­გებოდა. რამდენი საყვე­დური აუტა­ნია ჩვენს გამო მალვინა მასწავ­ლებელს, მაგ­რამ ჩვენი სიყვარულით ყვე­ლაფერს ით­მენდა, ჩვენც ძალიან გვიყვარდა, ყვე­ლა­ფერში ვენდობო­დით და თუ რამე გაგ­ვი­ჭი­რდებოდა, მაშინვე მასთან გავრბოდით, ისიც როგორც უფროსი მეგობარი დაგ­ვა­რი­გებდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ჩვენ­თვის სიხა­რული და ბედნიერება მოეცა.
გამიმართლა, რომ მე-8 სკოლაში ვსწავლობდი, რადგან მას მართლაც, რომ არაჩვეულებრივი დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ჰყავს. არ შემიძლია გამოვყო რომელიმე მასწავლებელი, რომელიც უფრო მიყვარს, ან რომელსაც უფრო დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის ყველანი ძვირფასები არიან. ისინი გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, სიყვარულით, აქვთ ბავშვებთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი უნარი.





სოფიო გოჩელაშვილი,  სკოლის დირექტორი რ. სირბილაძე
 და ისტორიის მასწავლებელი დ. სულამანიძე. 2009 წელი.







სამსონ (ჯაჯული) დოღონაძე
დაიბადა 1943  წლის 12 მაისს.
1950-60  წლებში სწავლობდა  მე-8  საშუალო სკოლაში.
2000 წლის 22 სექტემბერს, 56 წლის ასაკში, უეცრად დასრულდა შესანიშნავი ხელოვანის ყველა შემოქმედებითი ჩანაფიქრი, ქართულ კულტურას დააკლდა მის სამსახურში ერთგულად დამაშვრალი ადამიანი.

მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ღვაწლმოსილ ქუთათურთა გვერდით, ღირსეულად განისვენებს მე-8 საშუალო სკოლის სასახელო კურსდამ­თავრ­ებული - ცნობილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და საზოგადო მოღვაწე, წლების მანძილზე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და მთავარი რეჟისორი, სტუდენტი-ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი სამსონ (ჯაჯული) დოღონაძე.
ქუთაისის კოლორიტი  მოცეკვავის ვალიკო ბრეგვაძის აღზრდილმა, ცხოვ­რების საუკეთესო წლები დიდ ხელოვნებას მიუძღვნა. ყმაწვილობაშივე წილად ერგო, ყოფილიყო წამყვანი სოლისტი ქალაქის ახალგაზრდული ანსამბლისა, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ დიდი ქორეოგრაფები მურმან ლომთათიძე და ბუხუტი დარახველიძე. ამ პერიოდშივე მიაღწია ჯაჯული დოღონაძემ, როგორც მოცეკვავემ, დიდ შემოქმედებით წარმატებებს. მომდევნო წლებში სათავეში ედგა წყალტუბოს ქორეოგრაფიულ ანსამბლს, რომელიც მისი ხელმძღვანელობით რეს­პუბლიკური და საკავშირო ფესტივალების ლაურეატი გახდა.




გელა მურცხვალაძე, სევერიან კახიძე, მურად ჭეიშვილი, ჯუმბერ ფილია
და ჯაჯული დოღონაძე. 1968 წელი.


1988 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ქუთაისის“ გენერალური დირექტორი იყო. მისი ხელმღვანელობით, ანსამბლი წარმატებით გამოდიოდა, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე - საზღვარგარეთის ქვეყნებში, დაიმსახურა უამრავი ჯილდო, მათ შორის მნიშვნელოვანია 1996 წელს პალმე-დემალიორკაში ჩატარებული საერთაშორისო კონკურსის უმაღლესი ჯილდო - გრან პრი.
ის მხოლოდ ხელმძღვანელი კი არა, მომღერალთა და მოცეკვავეთა ერთიანი, ლამაზი ოჯახის თავკაცი იყო, ერთ სულ და ერთ ხორც ცხოვრობდნენ, ერთად ღვრიდნენ ოფლს და ერთადვე იმკიდნენ უამრავ ტაშს, სიხარულსა და აღტაცებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საკონცერტო დარბაზებში. დიდი ეროვნული ფოლკლორის გულწრფელ ემისრებს, უთვალავჯერ უზეიმიათ მსოფლიო ფესტივალებსა და კონკურსებში გამარჯვება, უთვალავჯერ გაუხარიათ, როცა უცხოელებს დააინტერესებდნენ ქართული ცეკვითა და სიმღერით. ამ გამარჯვებაში კი უპირველესი წვლილი ედო ჯაჯული დოღონაძეს, სწორედ მისი ალღოს, გამჭრიახობის, დიდი პროფესიონალიზმის შედეგი იყო ანსამბლის ყოველი წარმატებული გასტროლი თუ კონცერტი.
სამწუხაროდ, 2000 წლის 22 სექტემბერს, 56 წლის ასაკში, უეცრად დასრულდა შესანიშნავი ხელოვანის ყველა შემოქმედებითი ჩანაფიქრი, ქართულ კულტურას დააკლდა მის სამსახურში ერთგულად დამაშვრალი ადამიანი.
„დღევანდელი გადასახედიდან კაცმა შეიძლება გაიოცოს,   რამდენი რამის გაკეთება მოასწრო და კიდევ რამდენი გეგმა დარჩა განუხორციელებელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სიჭარმაგეში ახლახან შესულ, ამ მართლაცდა დაუღლელ, ძმობისა და მეგობრობის უღელში ერთგულად დამაშვრალ კაცს. მარტო ქუთაისს კი არა, მთელს საქართველოს სწვდებოდა მისი კაი კაცობა და საძმოდ გაწვდილი მარჯვენა . . .“ - წერდნენ ოფიციალურ ნეკროლოგში ქართული კულტურის კორიფეები: ანზორ ერქომაიშვილი, თენგიზ სუხიშვილი, ომარ მხეიძე, თენგიზ უთმელიძე, რეზო ჭანიშვილი, კუკური ჭოხონელიძე, რეზო ამაშუკელი, თამაზ  წივწივაძე და სხვები.
ასევე, გამოსათხოვარ სიტყვაში თემურ ჟღენტი და ომარ სიხარულიძე მწუხარებით აღნიშნავდნენ: „ჩვენ მომსწრე ვართ შენი უბადლო, განუმეორებელი - ჯაჯულისეული ცეკვისა, რომელიც აჯადოებდა არა მარტო ქართველ მაყურებელს, არამედ - ყველას, ვისაც კი შენი ძარღვიანი მაჯა უნახავს შვეციიდან ესპანეთამდე. ეს პოლუსები იმიტომ ვარჩიეთ (სხვაც ბევრია ჩამოსათვლელი), რომ შენ სამი წელი გაატარე პარიზის თეატრ „ზინგაროში“ და ჩვენ იქაც ვიხილეთ ის დიდი ნიჭიერება, რომლითაც შენ გააოგნე ფრანგი თუ ესპანელი მაყურებელი, როგორც მოცეკვავემ და როგორც ქორეოგრაფმა.“
როდესაც ჯაჯული დოღონაძის - ამ უნიჭიერესი შემოქმედის პორტრეტს მოხაზავ, არ შეიძლება  იქვე არ გაიხსენო მისი საოცარი პიროვნული ხიბლი, მოყვასისადმი თანადგომის იშვიათი ნიჭი, თავმდაბლობა, გულისხმიერება, ჭეშმარიტი მოქალა­ქეობრიობა, მშობლიური ქუთაისისადმი უდიდესი თაყვანისცემა.
„ის კაცი იყო, ვით შეჰფერის კაცსა კაცობა . . .“
11 წელია, მარადისობაში გადაინაცვლა, მაგრამ იგი ახსოვთ!
სსიპ ქუთაისის №8 საჯარო სკოლა  არასდროს დაივიწყებს მის აღზრდილ კაცს, რომელსაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის უშურველად შეეძლო სიხარულის, სიყვარულის და წარმატებების მოტანა.


დათო გამთენაძე
დაიბადა 1971 წელს   ქუთაისში.
1977-1988 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში.
1993 წლის 20 ოქტომბერს, გუბისწყალთან, ქუთაისიდან ორი ნაბდის გაფენაზე, ქართველების ნასროლმა ტყვიამ ჩაუქრო  პოეტური სხივი და საქართველოს ტრფიალით ანთებული თვალები.

რამდენიმე წლის წინ ჩვენი სკოლის დერეფნებში დააბიჯებდა მაღა­ლი, სიმპატიური ჭაბუკი, რომელიც მასწავლებლების დიდ სიყვარულს იმსა­ხურებდა. მისი თვალებიდან მხოლოდ სიყვა­რუ­ლისა და სიკეთის სხივი იფრქვეოდა, ეს ჭაბუკი დათო გამთენაძე იყო.
ის წერდა ლექსებს, ხატავდა, იყო მოკრძალებული და მისი მეოცნებე თვალებიდან პოეტური შუქი კრთოდა.
მაშინ  ვინ იფიქრებდა, რომ დრო გავიდოდა,  და მის მეოცნებე თვალებში მოციაგე პოეტური სხივი, როცა საქართველოს გაუჭირდებოდა ბრძოლის ჟინით აბრიალებული ცეცხლით შეიცვლებოდა, კალმის და ფუნჯის ნაცვლად 21 წლის ობოლი ბიჭი ხელში ავტომატს აიღებდა და
1993 წლის 20 ოქტომბერს, გუბისწყალთან, ქუთაისიდან ორი ნაბდის გაფენაზე, ქართველების ნასროლმა ტყვიამ ჩაუქრო  პოეტური სხივი და საქართველოს ტრფიალით ანთებული თვალები.
ბრძოლის ველზე ვაჟკაცურად დაეცა, მაგრამ ღიად დარჩა ფაქიზი სულის სარკ­მელი, საიდანაც თავისი მშვენიერი ლექსებით ცოცხალივით გველაპარაკება.
„რვეულის ფურცელს გავანდობ სათქმელს,
გულით რას ვფიქრობ და რასაც ვხედავ,
და მას ვიტოვებ ვით ღია სარკმელს,
ჩემს ბავშვობაში გადასახედავს.“
აქეთ დარჩა გაუკვალავ-გაუხედნავი გზები, ოცნებები, სიყვარული, უახლოესი ადამიანები, აქეთ დარჩა დედა და ცრემლი, შეყვარებული და ტკივილი, იქით რა გაჰყვა? ისევ ცრემლი და ტკივილი, დარდები, დაუწერელი ლექსი, დაუხატავი პეიზაჟი, უიღბლო სიყვარული, ერთი ცისფერთვალება გოგო.
დათომ ადრიანად დატოვა ბავშვობა, ადრიანად მოეძალა ზრდასრული კაცის ფიქრები, ადრიანად მოიხადა ქვეყნის ვალი და ადრიანად შეუერთდა მარადიულობას. ცხოვრობდა ქუთაისში დათო გამთენაძე, კაი ყმა, კაი დედის და მამის შვილი, ჰყავდა ორი ძმა, კახა და გიორგი.
ნიკეას ქუჩაზე მეათე სართულზე ჰქონდათ „ბუდე“. ფუფუნება არა, მაგრამ ტკბილად და შინაარსიანად  კი ცხოვრობდნენ ოჯახში.
1993 წლის 20 ოქტომბერი გამთენაძეების ოჯახში არ გათენებულა, ამ დღეს კახას და გიორგის აღარ ჰყავდათ უფროსი ძმა, მშობლებს-უფროსი ვაჟი, ქუთათურებს და მთელ საქართველოს-ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცი, ჭაბუკი რომ დარჩება მარად.
დათო გამთენაძე სწავლობდა მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. დადიოდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა წრეში, კარგად ხატავდა, კარგადაც წერდა, მისი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთ „ქუთაისში“ და რესპუბლიკურ საბავშვო პრესაში. დათოს ნახატები შესრულებული აქვს სხვადასხვა მასალაში. ის ცდილობდა დაუფლებოდა ფერწერას, გრაფიკას, ხეზე კვეთას.




დათო გამთენაძის ლექსები


შეჩერდი, ძმაო!


შენთან მომავალ ქარს ბარათს ვატან,
სანგარში ნაწერს მეტად საჭიროს,
შეჩერდი წუთით, თუ მართლა ძმა ხარ,
არ მომჭრა თავი, არ შემარცხვინო.
მოდი, კვლავ შევსვათ ერთად ზედაშე,
სისხლი კი არა, ღვინო მწყურია,
რა გვაქვს სადაო, ძმაო, მე და შენ,
ეს მიწა ერთი დედის გულია.
თავზე ტყვიების წვიმა გადამდის,
რა დროს წერაა, რა დროს ლექსია,
დუმილისათვის სინდისი დამსჯის,
სიმართლის თქმისთვის ტყვიებს მესვრიან.
მესტუმრე, ძმაო, გულს გადაგიშლი,
ნუ გამაწვალებ შენი კვნესამე,
მტერი გიცქერს და ფიქრობს თავისთვის,
ვაცლი ერთმანეთს თვითონ შეჭამენ.
შენთან მომავალ ქარს ბარათს ვატან,
ახლა ტყვიაზე უფრო საჭიროს,
შეჩერდი წუთით, თუ მართლა     ძმა ხარ,
შევრიგდეთ მტერი არ გავაცინოთ.



ქუთაისი უნდა ნახო

თუკი დარდი გაქვს გულზე
და გგონია, მზეც არ გათბობს,
თუ ოცნებობ სიყვარულზე,
ქუთაისი უნდა ნახო.
თუკი თვალზე ცრემლი ბრწყინავს,
უნუგეშოდ დახვალ მარტო,
და დაეძებ მას, ვინც ხშირად
გაღელვებს და ვეღარა  თმობ..
დამერწმუნე, კარგად ვიცი
თუმც მრავალჯერ ნათქვამს ვამბობ,
ჩემი ტკბილი ქუთაისი
უეჭველად უნდა ნახო.
გაგამხნევებს, ნუ გაქვს შიში
დარდს გაატანს ფრთამალ ნიავს,
რადგან ჩემი ქუთაისი,
უკვდავების წამალია.


გახსოვდეს!


პაწაწა მეგობარო,
ჩემო თვალის სინათლევ,
შენი ენა და მამული
დედასავით გიყვარდეს!
რასაც ხელით შეეხები,
ძალა მიეც ახალი,
შენ მომავლის იმედი ხარ,
მზეც და ციურ ვარსკვლავიც.
წუთი უქმად არ დაკარგო,
ჯარასავით იბრუნე,
თორემ განვლილ ძვირფას წუთებს
ვერა, ვერ დაიბრუნებ!
რაგინდ ძნელი გზები გქონდეს
ბრძოლა ხდება ადვილი,
სიბეჯითის ფარი თუ გაქვს
მტკიცე რწმენის მახვილი,
თუკი შრომას შეიყვარებ,
ეკალს შეცვლი ვარდებით,
სხვის იმედად რომ გაფრინდე,
კვლავ ძირს ჩამოვარდები.
შენ მამულის იმედი ხარ,
სიტყვა არ თქვა ლიტონი,
უერთგულე, მასზე ძვირფასს
სხვაგან ვერსად იპოვი.


დედას!


შენი ფიქრი მე დამყვება მუდამ,
დამღუღუნებს თავზე როგორც მტრედი,
ყველა საქმეს შენი ხელი უნდა,
შინ და გარეთ საყვარელო დედი.
შენს მკერდში სულ გაზაფხული ფეთქავს,
არ გაკლდება ღიმილი და სითბო,
მზე სხივებს და შენ სიკეთეს თესავ,
მე ცხოვრების ავ-კარგი რომ ვიცნო.
შენი ზრუნვა, დაე მქონდეს ვალად,
არ ვიწამო სხვა რამ კარგი, მეტი,
არასოდეს არ შეგარცხვენ, არა,
ჩემო კარგო, საყვარელო დედი.



ნეტა ვინ ზიდავს ცოდვას


რანი ვართ, რანი ვიქნებით,
ვინც გადურჩებით დრო-ჟამს,
ზოგი სავსეა ეჭვებით,
ზოგი კვლავ ჟინით ბორგავს.
ძირფესვიანად ვინგრევით
ზოგ მგელს ცხვრის  ქურქი მოსავს,
ზოგი სიკვდილით ვიწვებით,
ზოგი მშვიდად სცემს ბოლთას
შორს დაკარგული იმედის
ისევ მოველით მოსვლას,
ზოგი, ვით ოქრო ბრწყინდების
ზოგს კვლავაც დაფი მოსავს,
რა ცოდვა გვაძევს ასეთი
ქართველ ჯილაგს და მოდგმას,
უღვთოდ განწირულ ბიჭების
ნეტა ვინ ზიდავს ცოდვას?



ლაშა ტყეშელიაძე


დაიბადა 1981 წლის 26 აგვისტოს.
1987-96 წლებში  სწავლობდა მე-8  სკოლაში.
1996 წელს   სწავლა გააგრძელა სამხედრო ლიცეუმში.
1998-2003 წლებში სწავლობდა სამხედრო აკადემიაში.

მე-8 საშუალო სკოლაში ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა სამხედრო პოლიტიკური აღზრდა. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იმისა, რომ ჩვენი ახალ­გაზ­რდები კათილსინდისიერად იხდიდნენ სამხედრო სამსახურს. მათ შორის გამორჩეული ბედისწერის აღ­მოჩნდა ლაშა თამაზის ძე ტყეშელიაძე. თუ და­თო  გამთენაძე მაღალი, გამხდარი, სერი­ოზული და ზოგჯერ თითქოს სევ­დია­ნიც, მეოცნებე თვალებით დინჯად და­აბიჯებდა ჩვენი სკოლის საკლასო ოთახებში, ლაშა პი­რიქით, ჩაფსკვნილი და ყოველთვის მხიარული, ლაღი, იუმორით სავსე, ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებით დაქროდა სკოლის დერეფნებში. ირგვლივ მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს თესდა. მართლაც ვინ იფიქრებდა, რომ ამ სიცოცხლით სავსე  ბავშვს ასეთი ვაჟკაცური გული ედგა სხეულში. სულ პატარა მძიმედ განიცდიდა საქართველოში დატრიალებულ ამბებს და იძახდა, „მე საქართველო უნდა დავიცვაო“, ამი­ტომაც ჩვენი სკოლის 9 კლა­სის დამთავრების შე­მდეგ, 1996 წელს სწავლა სამ­ხედრო ლიცეუმში გა­აგრ­ძელა, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნავე ჩა­­რიც­ხა ­თა­­­­-­­­ცვის სამი­ნის­ტრ­ოს გაერ­თი­ანე­ბულ აკა­­დე­მიაში, რომე­ლიც 2004 წელს დაამ­თავ­რა. ამ დროს აღნიშ­ნული სას­­წავ­ლებელი ასე იწო­­­დე­ბოდა „საქართ­ველ­ოს და­­ვით აღმა­შენებლის სა­ხე­ლო­ბის თავ­დაცვის ერ­ოვ­ნული აკადე­მია“.
აკადემიის დას­რუ­­­ლე­ბით ლაშა ტყე­შე­ლიაძეს მი­ენიჭა სახ­მელეთო არტი­ლე­რიის სამეთაურო ტაქტ­იკური ოფიცრის და ისტორიის მასწავლებლის კვა­ლი­ფიკაცია. ახალგაზრდა ოფიცერი მუშაობდა სხვადასხვა სამ­ხედრო ნაწილში, ფოთში, თბილისში, გორში. ბოლოს კი ხონის მეორე საარტილერიო ბრი­გა­დაში. აქ ლაშას ასეულის მეთაურის თანამდებობა ჰქონდა. მორიდებულს, დავალებების უზადოდ შემს­რუ­ლებელს, უფ­რო­სები მაღალ სამხედრო კა­რიერას უწინასწარ­მეტ­ყვე­ლებ­დნენ.
ლაშა დაუფიქრებლად გაწი­რავდა თავს, თუ სამ­შობლოს დასჭირდებოდა, მაგრამ მისი კეთილი გული 2008 წლის ერთ ავბედით დღეს მეგობრის ავ­ტოავარიაში მოხვედრამ შეაძრწუნა. საშველად ხონიდან მაშინვე ქუთაისში გამოეშურა და როცა საავადმყოფოში გარ­დაცვ­ლი­ლი მეგობარი ნახა, იმ­დენად ძლიერი იყო თავ­ზარის დაცემა, რომ სა­ავადმყოფოდან  რამდენიმე წუთის  წინ წამო­სული, ისევ ავტოავარიის შედ­­გად, თვი­თონაც გულშენგ­რე­ული, თა­ვისი მეგობრის გვერ­დით დაასვენეს. ღირ­სეული ვაჟ­კაცი მეგობ­რებ­მა  ვაჟ­კა­ცურად დაი­ტი­რეს და და­აფასეს.
ლაშა ტყეშელიაძესაც ბევრი ოცნება დარჩა შეუს­რუ­ლებელი, მათ შორის ყველაზე გამორჩეული ოცნება ლამაზი ოჯახის შექმნა და ბევრი შვილის გაჩენა იყო.


გამოყენებული ლიტერატურა: 

1.,,სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლა“  1938-2011,                                                                                ავტორები:  მზია ზარნაძე, ლია გაბუნია .2011 წ. გვ. 126-139.
 2.სკოლის არქივი.




Комментариев нет:

Отправить комментарий