ფოტომატიანე 2017-2018 წწ

,,შემოდგომის ფესტივალი“  ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლაში



  2018 წლის 31 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედ.კოლექტივმა   წელიწადის უმშვენიერესი დრო - შემოდგომა, ,, ფესტივალით“ გავაცილეთ.   იდეის ავტორი გახლდათ სკოლის დირექტორი ქალბატონი თეა ჩხეტია. ქალბატონმა თეამ მოგვცა წინადადება, რომ ღონისძიება  სიმბოლურად დაგვეკავშირებინა  მოსავლის აღებასთან, ხვავთან,  ბარაქასთან, დოვლათთან და ასე გაგვეცოცხლებინა შემოდგომის სურათები.     ღონისძიების მომზადებაში ჩაერთო მთელი პედაგოგიური კოლექტივი, ყველა კლასი, დიდი იყო მშობელთა ჩართულობაც. სცენარის  შექმნა და  ხელმძღვანელობა  დაეკისრა  სკოლის  უცვლელ  ,,რეჟისორსა  და პროდიუსერს“   ქალბატონ მედეა გოქაძეს (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).     დავისახეთ მიზანი... მოსწავლეებს  სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით   დავხმარებოდით გაეაზრებინათ, რომ შემოდგომა  ყველაზე ბარაქიანი დროა საქართველოში და შესაბამისად იმერეთში,  რომ  შემოდგომა   უფრო ხვავრიელი იქნება  თუკი შეიქმნება პირობები  და  სოფლის  მცხოვრებლები არ დაკეტავენ მამა-პაპის   სახლ-კარს, არ გააცივებენ  წინაპრების თბილ კერას,  მიხედავენ და დაამუშავებენ  ამჟამად  ეკალ-ბარდებით დაფარულ  მადლიან ქართულ მიწას.     ლიტერატურის გაცნობისა და  თეორიული  საუბრების დროს  მოსწავლეების ყურადღება გავამახვილეთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მოსავლის  აღებასთან არის დაკავშირებული, რომ  ხილის თუ ბოსტნეულის არც დაგვიანებით   დაკრეფა   შეიძლება და არც  ნაადრევად,  ვურჩევდით, რომ  მოსავლის აღებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ  დაჟეჟილი და  დაზიანებული ნაყოფი შესანახად უვარგისია.     ...დავიწყეთ  საქმის პრაქტიკული განხორციელება,   სკოლის დერეფნებში მოეწყო მოსწავლეთა გამოფენები,  რომლებშიც შემოდგომის მოტივები ჭარბობდა.  საკუთარი ნამუშევრების  პერსონალური გამოფენა წარმოგვიდგინა  მე-9 კლასის მოსწავლე ანრი  ჩოგოვაძემ,   უმშვენიერესი გამოფენები ზღაპრულად მორთულმა  დერეფნებმაც დაამშვენა. სკოლის პირველ სართულზე საშემოდგომო განწყობის შექმნაზე პასუხისმგებლობა  დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აიღეს, გაინაწილეს ვესტიბიულის   მათთვის მოსახერხებელი მხარეები, მორთეს ხალიჩა-ფარდაგებით,  თიხისა და ხის  ჯამ-ჭურჭლით, სხვადასხვაგვარი სასმისებით: ფიალებით, ყანწებით, აზარფეშებით, აგუზგუზებული ბუხრის წინ,  ხის დაბალ სუფრებზე გაწყობილი იყო  დასვრეტილი ყველი და ნეშოიანი მჭადები,  ქინძის სურნელით  გაჯერებული ქოთნის ლობიო და პრასა,  უამრავი ჩურჩხელა და ჩირი,  ცოტა მოშორებით თავს იწონებდა   უგემრიელესი, მრავალფეროვანი ხილით: ქარვისფერი მტევნებით, ლოყაწითელი ვაშლებით, დახეთქილი ბროწეულებით, წაბლით, თხილითა და ნიგზით სავსე  ძველებური ხის გობები, იქვე ახლოს თავმომწონედ  ჩამწკრივებულიყო  ჩაფები და  დოქები,   ღვინის ქვევრები.     ეზოში მთავარ  შემოსასვლელთან  არყის გამოსახდელი მოწყობილობაც გამართეს ჩვენმა მოსწავლეებმა და  თეორიულადაც გააცნობიერეს, რომ არაყი წვეთ-წვეთად გადმოდის, რომ გადმოდენილი არაყი თბილია და მისი დალევა მიზანშეწონილი არ არის,    საარყე ქვაბის ახლოს  დამსკდარი ნაყოფით   ტოტებდამძიმებული  ბროწეულის ხე იდგა, ხის გვერდით - ფერად-ფერადი გოგრების მთა. საპირისპირო მხარეს   ,,სავარგულებიდან  ახლადმოსულ“      ურემზე, ჩალის, თივისა და ჯერ კიდევ  გამოურჩეველი სიმინდის  ზორბა ტაროების  ტევა აღარ იყო. სკოლის  ღობეებზე ასკილი, მწვანე და წითელი კუნელი,  ბროწეული, კომში  და  შავი ყურძნის მტევნები იწონებდა თავს.


       სკოლაში  გამართული  ,,შემოდგომის ფესტივალი“  ორი  ნაწილისგან შედგებოდა.   პირველ ნაწილში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა  აჩვენეს თავიანთი ხედვა და დამოკიდებულება შემოდგომის მიმართ, მათ თავისებურად გააცოცხლეს  წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო.  ულამაზეს  სამოსში გამოწყობილი  თვალხატულა გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ   ლექსის თქმაში,  ცეკვასა და სიმღერაში. 


სკოლის მე-11  კლასის მოსწავლე ჯიმი  სულაქველიძე ახორციელებს იმიტაციას  ფრანკო კასტელანოს ცნობილი ფილმიდან ,,ჭირვეულის მორჯულება“. არაჩვეულებრივი მუსიკის თანხლებით,   ჯიმი ხის უზარმაზარ კასრზე  დაყრილ ყურძენს  ფეხით ჭყლეტდა 



,,შემოდგომის ფესტივალის" მონაწილე მშობლები და პედაოგები

სკოლის დირექტორი თეა ჩხეტია და სტუმრები  


       მთავარი სანახაობა სკოლის ეზოში, ნაძვების ხეივანში გაიმართა, ამჯერად  სტუმრების ახალი ნაკადი  მობრძანდა, რომელთა შორის იყვნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის  უფროსის მოვალეობათა  შემსრულებელი ბატონი გიგა ციბაძე და ქალაქის სკოლების  ხელმძღვანელი მუშაკები. მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა სკოლის დირექტორი  ქალბატონი თეა, გააცნო  მათ  მოსწავლეთა ჩანაფიქრი  და მოსალოდნელი შედეგები, რომელსაც ამ ღონისძიების განხორციელებით  მიიღებდნენ ჩვენი აღსაზრდელები, პედაგოგები, მთლიანად სკოლა და პროექტში ჩართული მოსწავლეთა მშობლების დიდი რაოდენობა.

იმერულ, სვანურ, გურულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები   აგუგუნებდნენ  ქართულ მრავალჟამიერს.


       დიდი იყო აღფრთოვანება, ოვაციები... ახლა ჯერი მშობლებზე დადგა...მათ უგემრიელესი თათარა მოადუღეს, იქვე ხარიხაზე გადაკიდებული თხილისა და ნიგვზის ასხმები  თათარაში ამოვლებას ელოდნენ...  პირველი ჩურჩხელის ამოვლება  ბატონმა გიგა ციბაძემ  განახორციელა, შემდეგ კი სტუმარმა ქალბატონებმა, ჩურჩხელა ამოავლო ქალბატონმა თეამაც, მშობლებმაც, მოსწავლეებმაც...



             2018 წლის 30 მაისი 

    სსიპ  ქალაქ ქუთაისის N 8 საჯარო სკოლის მეტერთმეთე კლასის  მოსწავლეებმა   გამართეს პროექტის ,,სასწავლო რესურსების შექმნა“, პრეზენტაცია ( პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი  პედაგოგი  მზია ზარნაძე).  
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით არსებული  სასწავლო რესურსების გამდიდრება ;    მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში აქტიური  ჩართვა; ინტერნეტ სივრცის საშუალებით, მოსწავლეთა მიერ, უკვე არსებული სასწავლო რესურსების მოძიება-გაცნობა. ამ მიზნის მისაღწევად საკომუნიკაციო-საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული  ტექნიკის მოქნილად გამოყენება; მოსწავლეებში, პროგრამით გათვალისწინებული მასალის მიმართ  ინტერესის გასაღვივებლად და მხატვრულ ნაწარმოებზე სიღრმისეული წვდომის უნარის გამოსამუშავებლად, გადაცემულ მასალაში სათვალსაჩინო ეპიზოდების მოძიება. ამ მიზნით, ბავშვების თვალით დანახული გმირების, პეიზაჟების, ჩანახატების და ა. შ.  შექმნა; საგამანათლებლო-სასწავლო რესურსების მოძიებით დაინტერესებულ ქვეყნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებსა  და მასწავლებლებზე, მდიდარი, დამხმარე სასწავლო რესურსის მიწოდება ინტერნეტ სივრცის საშუალებით;  ქართული ლიტერატურის  სწავლების მაღალ ხარისხში აყვანა.
         პროექტის მონაწილეებმა  მოსწავლეებს,    სკოლის  დირექციას, პედაგოგებს, მშობლებს  აჩვენეს მათ მიერ შექმნილი  სხვადასხვა ტიპის სასწავლო რესურსები. აღნიშნეს, რომ პროექტის მიმდინარეობის  რვა  თვის მანძილზე შექმნილი აქვთ 30-მდე სასწავლო რესურსი. პროექტის მონაწილეებმა  გადაწყვიტეს  საგამანათლებლო მიზნით   ელექტრონული გვერდის  შექმნა,  რომელზეც განათავსებენ   მრავალფეროვან სასწავლო - საგამანათლებლო მასალას   საჯარო სკოლების XI კლასში გამოსაყენებლად.  ელექტრონული გვერდი, მუდმივი შევსების რეჟიმში იქნება.




                                 პროექტის მონაწილე - სალომე გოტიაშვილი






პროექტის ტექნიკური რედაქტორები: ოთარ გომჯილაშვილი და ელდარ სოლოღაშვილი;   ხელმძღვანელი პედაგოგი მზია ზარნაძე


პროექტის მონაწილე - ლიკა ხეცურიანი


 პროექტის ტექნიკური რედაქტორები: ოთარ გომჯილაშვილი და ელდარ სოლოღაშვილი;  ხელმძღვანელი პედაგოგი მზია ზარნაძე





             სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები




                                პროექტის პრეზენტაციის წამყვანი - გიორგი მიქაუტაძე



                   პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი პედაგოგი მზია ზარნაძე




                     პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი პედაგოგი მზია ზარნაძე




                  სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები




                    პროექტის მონაწილეები - გიორგი გორგიძე და სალომე ნიშნიანიძე



პრეზენტაციას აკეთებს  პროექტის მონაწილე - ნიკოლოზ ვარდანიძე 

      პრეზენტაციას აკეთებს  პროექტის მონაწილე -  გიორგი სოლოღაშვილი



           პრეზენტაცია აკეთებს  პროექტის მონაწილე - გიორგი სოლოღაშვილი


                          პრეზენტაცია აკეთებს  პროექტის მონაწილე -  ნინა კობერიძე



სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები


                   პროექტის პრეზენტაციის წამყვანი - გიორგი მიქაუტაძე
სკოლის დირექტორი ქ-ნი თეა ჩხეტია აჯილდოებს გალიგრაფთა კონკურსში გამარჯვებულს  საგანგებო პრიზით



               სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები




პროექტის ხელმძღვანელი  პედაგოგი  მზია ზარნაძე


                      სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები



               პრეზენტაციას აკეთებს  პროექტის მონაწილე - ნინა კობერიძე



                    სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები


სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები





 პროექტის მონაწილეები,  პროექტის ხელმძღვანელი მზია ზარნაძე და კლასის დამრიგებელი მარინე ელიაშვილი

პროექტის მიმდინარეობა


                         პროექტის ხელმძღვანელი  პედაგოგი  მზია ზარნაძე


 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები: გიორგი გორგიძე, სალომე ნიშნიანიძე და ნიკოლოზ გაგიშვილი




          სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე - პროექტის მონაწილე  ნიკოლოზ გაგიშვილი


 პროექტის მიმდინარეობა



                            სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები  - პროექტის მონაწილეები


 სკოლის დირექტორი ქ-ნი თეა ჩხეტია, პედაგოგი მზია ზარნაძე და მე-11 კლასის მოსწავლეები


პრეზენტაციის წამყვანი გიორგი მიქაუტაძე

 პროექტის ხელმძღვანელი  პედაგოგი  მზია ზარნაძე  ხსნის პროექტის პრეზენტაციას

 სკოლის მე-11 კლასის  პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა  სკოლის დირექტორთან ქ-ნ  თეა ჩხეტიასთან და  პროექტის ხელმძღვანელთან პედაგოგ მზია ზარნაძესთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები








პროექტის მიმდინარეობის დროს


პროექტის მიმდინარეობის დროს




სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლაში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე (2018 წ. 30 მაისი)  მოხდა კალიგრაფთა კონკურსში  გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. გამარჯვებულებს  სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თეა ჩხეტიამ, სიტყვაში გამოვიდა პროექტის მონაწილე მშობელი ქალბატონი ნანა ქათამაძე

 სკოლის მე-11 კლასის მონაწილეები - პროექტის მონაწილეები


                               სკოლის დირექტორი ქ-ნი თეა ჩხეტია





პროექტის პრეზენტაციაზე (2018 წ. 30 მაისი)  მოხდა კალიგრაფთა კონკურსში  გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

სკოლაში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვაში გამოვიდა პროექტის მონაწილე მშობელი  -ქალბატონი ნანა ქათამაძე


სკოლაში გამართული პროექტის ,,სასწავლო რესურსების შექმნა"  პრეზენტაცია  მაღალ დონეზე შეაფასა შეაფასა სკოლის დირექტორმა ქ-ნმა თეა ჩხეტიამ


პრეზენტაციის შემდეგ გადაიღეს სამახსოვრო სურათი სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან ერთად


პროექტის პრეზენტაციაზე (2018 წ. 30 მაისი)  მოხდა კალიგრაფთა კონკურსში  გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება.



 2017 წელი   14 ნოემბერი


სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლის კლასის მოსწავლეებმა  2017 წლის  14 ნოემბერს  ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ბერძენიშვილიბაგრატის ტაძრის ეზოში წარმოადგინეს თეატრალიზებული ნომერი შოთა რუსთაველის"ვეფხისტყაოსნიდან  -  "თინათინის გამეფება". მოსწავლეებმა ხალისით მოირგეს შოთა რუსთაველისმეფე როსტევანისთინათინისავთანდილისა და ვეზირების როლები და წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.№8 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს კურთხევისათვის,  ,,ანსამბლ "ერისასხელმძღვანელ პაატა ქარქაშაძეს ქორეოგრაფიული გაფორმებისათვის და სსიპ ქალაქ ქუთაისისსაჯარო სკოლის პედაგოგებს მოსწავლებს და მათ მშობლებს დაუვიწყარი საღამოსათვის




ინსცენირება ,,თინათინის გამეფება"




მარცხნიდან-   ლიზი შალიკიანი  ( ღონისძიების  მონაწილე) ,ნია კვანტალიანი (ღონისძიების  წამყვანი),   ანანო ღურჭუმელიძე ( ღონისძიების მონაწილე)



         მარცხნიდან-   ნია კვანტალიანი ღონისძიების წამყვანი, მარიამ ხერხაძე
           (თინათინის აღმზრდელი), ლანა კოპალიანი ღონისძიების მონაწილე)


მარცხნიდან; ლანა კოპალიანი, ლიზი შალიკიანი,  ნია კვანტალიანი, ანანო                                                                        ღურჭუმელიძე

                                               მე-5 კლასის  მოსწავლეები ბაგრატის ტაძარში 


                                                            ნია კვანტალიანი (მე-5 კლასი)


                                                         ნია კვანტალიანი (მე-5 კლასი)





სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები და სსიპ N8 საჯარო                                  სკოლის პედაგოგები. 2017 წ. 14 ნოემბერი 





                    ღონისძიების მონაწილე ბავშვები და ჩინელი ტურისტები



 ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები; (მარცხნიდან) ლანა კოპალიანი, ლიზი                                 შალიკიანი, ნია კვანტალიანი, ანანო ღურჭუმელიძე


                ღონისძიების მონაწილეები ბაგრატია ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან


ღონისძიების ხელმძღვანელი, პედაგოგი ირმა ბერძენიშვილი და ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები

Комментариев нет:

Отправить комментарий