ფოტომატიანე 2018-2019 წწ.


    2019 წლის 14 მაისს თამარ მეფის ხსენების დღეს, სასიამოვნო დამთხვევის შედეგად,  მისი მეხოტბე მგოსნის - შოთა რუსთაველის სახელობის წყაროსთან, გელათისაკენ მიმავალ გზაზე N8 საჯარო სკოლის მე-8 კლასის  მოსწავლეებმა  წარმოადგინეს პროექტი ,,წყლის ჯადოსნური ძალა“. მოსწავლეებმა  საინტერესოდ ისაუბრეს წყალზე, როგორც პლანეტის ,,დაუცხრომელ სანიტარზე“.
     მოსწავლეებს ფერად ფურცლებზე  წარმოდგენილი ჰქონდათ   შემდეგი  შინაარსის პლაკატები:
*** შოთას წყაროს ქიმიური შემადგენლობა;
*** წყლის შემადგენლობაში ქიმიური ელემენტების  სიჭარბით  გამოწვეული დაავადებების ცხრილი;
*** წყლის მნიშვნელობა სხვადასხვა ორგანოს  ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
     გამოცხადებული კონკურსის შედეგად  წარმოდგენილი  წყლის ეტიკეტის  5 ნიმუშიდან  ერთი ამოარჩიეს და გააკრეს ჭურჭელზე. სხვადასხვა  ფერის ჭიქებზე გააკრეს ეტიკეტი - ,,მე შოთას წყარო“.  მათ ამ  ჭიქებით წყალი მიაწოდეს  დამსწრე საზოგადოებას.
     მოსწავლეებს დამზადებული ჰქონდათ სტენდი, რომელიც ასახავდა გარემოს ეროვნულ სააგენტოს  ლაბორატორიაში მათ სტუმრობას. ლაბორატორიაში მისვლის მიზანი კი  წყლის ქიმიური შემადგენლობის დადგენა იყო.
     მოსწავლეებმა ასევე თავის ხელით დაამზადეს განსხვავებული ფერისა   და შინაარსის ბუკლეტები, რომლებიც  დაურიგეს  ღონისძიებაზე დამსწრე პედაგოგებს, მოსწავლეებს და  უბნის მცხოვრებლებს.




პროექტის ,,წყლის ჯადოსნური ძალა" პრეზენტაციაზე შოთას წყაროსთან. პროექტის ხელმძღვანელები, პედაგოგები; მადონა გოცირიძე და დარეჯან ლანჩვა   (2019 წლის 14 მაისი)



სკოლის დირექტორი თეა ჩხეტია,  სკოლის პედაგოგები და  წარჩინებული მოსწავლე  გიორგი აბესაძე 
 პროექტის ,,წყლის ჯადოსნური ძალა" პრეზენტაციაზე შოთას წყაროსთან  (2019 წლის 14 მაისი)



სკოლის დირექტორი თეა ჩხეტია და  სკოლის პედაგოგები და გელათის ქუჩის მცხოვრებლები  პროექტის ,,წყლის ჯადოსნური ძალა" პრეზენტაციაზე შოთას წყაროსთან  (2019 წლის 14 მაისი)









სკოლის დირექტორი თეა ჩხეტია და  სკოლის პედაგოგები პროექტის ,,წყლის ჯადოსნური ძალა" პრეზენტაციაზე შოთას წყაროსთან   (2019 წლის 14 მაისი)


პედაგოგები: დარეჯან ლანჩავა. მზია ზარნაძე და მადონა გოცირიძე   (2019 წლის 14 მაისი)



პროექტის ხელმძღვანელი მადონა გოცირიძე
პროექტის ,,წყლის ჯადოსნური ძალა" პრეზენტაციაზე შოთას წყაროსთან    (2019 წლის 14 მაისი)



სკოლის დირექტორი თეა ჩხეტია და  სკოლის პედაგოგები პროექტის ,,წყლის ჯადოსნური ძალა" პრეზენტაციაზე შოთას წყაროსთან    (2019 წლის 14 მაისი)





პედაგოგები: დარეჯან ლანჩავა. მზია ზარნაძე და მადონა გოცირიძე   (2019 წლის 14 მაისი)






პედაგოგები: დარეჯან ლანჩავა. მზია ზარნაძე და მადონა გოცირიძე    (2019 წლის 14 მაისი)




პედაგოგები: დარეჯან ლანჩავა. მზია ზარნაძე და მადონა გოცირიძე   (2019 წლის 14 მაისი)



                              
პროექტის ,,წყლის ჯადოსნური ძალა" პრეზენტაციაზე შოთას წყაროსთან    მონაწილე მე-7 კლასის მოსწავლეები (2019 წლის 14 მაისი)




       2019  წლის 9 აპრილი 

      2019  წლის 9 აპრილს, ამ საოცრად ტკივილიან, მაგრამ საამაყო დღეს  ქუთაისის ისტორიულმა  მუზეუმმა, ქალაქ ქუთაისის N8 და N4 საჯარო სკოლებმა   (დირექორები: ბატონი ომარ ლანჩავა, ქალბატონი თეა ჩხეტია, ბატონი  ალექსანდრე მიქაუტაძე)   განახორციელა ინტეგრირებული  პროექტი ,,ჯვარცმიდან თავისუფლებამდე). ამ სულისკვეთებით  12 საათზე  პროექტის სამივე მხარე ვეწვიეთ  9 აპრილის მემორიალს ქალაქის ბულვარში. შევამკეთ ყვავილებით, ავანთეთ სანთლები, მუხლი მოვიყარეს 9 აპრილის გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.  მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შეასრულეს  სიმღერები: ,,დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“, ,,შავლეგო“, ,,შენმა სურვილმა...“, ,,სამშობლო“, წაიკითხეს ლექსები.
       9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი ხალხი ოვაციებს ვერ მალავდა,   ყველას ჰქონდა სურვილი ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ჩვენს  ბავშვებთან სურათის გადაღების,  მათ მიერ შესრულებული გულშიჩამწვდომი სიმღერების კიდევ ერთხელ მოსმენის. იგივე სურვილს გამოთქვამდნენ  ჩვენი ქალაქის უცხოელი ვიზიტორები, მათ ჩაიწერეს  მემორიალთან  გამართული  ღონისძიების მთლიანი მიმდინარეობა, ჩვენთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
      მემორიალთან 9 აპრილის  გმირებისადმი პატივმიგების შემდეგ  პროექტის ყველა მონაწილე  13 საათზე გავემართეთ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის  დიდ საგამოფენო დარბაზში, სადაც   9 აპრილის გმირების მოსაგონარი გამოფენა - ,,ჯვარცმიდან თავისუფლებადე”,  მოაწყო მუზეუმის ახალი ისტორიის, ფოტოფონოფონდისა და განათლების განყოფილებამ. გამოფენაში წარმოდგენილი იყო აღნიშნულ განყოფილებაში დაცული: აფიშები, პლაკატები, ნივთიერი  და დოკუმენტური მასალები, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის პროფესორ გურამ გაბუნიას საოჯახო არქივიდან 9 აპრილის ამსახველი საარქივო მასალები, წიგნები.  მათი საშუალებით ნათლად გამოიკვეთა ქუთაისის საზოგადოებრიობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების  როლი 1989  წლის 9 აპრილის მონაწილეთა თანადგომის საქმეში.
         გამოფენა გახსნა მუზეუმის ახალი ისტორიისა და განათლების განყოფილების კოორდინატორმა ასოცირებულმა  პროფესორმა ქალბატონმა ლია გაბუნიამ,  მან იქ მყოფთ გაახსენა  9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, ის უდიდესი ტკივილი, რაც მთელმა ერმა იმ შავბნელ დღეებში განიცადა და რომელიც არასოდეს დაავიწყდება ქართველ ხალხს. ქალბატონმა ლიამ   მადლობა გადაუხადა გამოფენის მომწყობ ჯგუფს:  მუზეუმის თანამშრომლებს - მზია ზარნაძეს, ცისია გრიგოლავას, მარიამ მარჯანიშვილს და კახაბერ ქებულაძეს.  სიტყვებით გამოვიდნენ:  მზია ზარნაძე (პედაგოგი, მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი), მერაბ კეზევაძე (ეროვნული არქივის დირექტორი), ომარ ნიშნიანიძე (აწს უნივერსიტეტის პროფესორი),   რიტა წაქაძე და ემზარ ჭანტურიძე (ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის   საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები),  თამარ  ფანჩულიძე - მორჩაძე (ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე), ემზარ ჭიჭინაძე (პედაგოგი)  და კახაბერ ქებულაძე (აწს უნივერსიტეტის პროფესორი, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი). 
            ღონისძიებაში  აქტიური მონაწილეობა მიიღეს  ქალაქის N8 და N4 საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა: გიორგი და დათო ჭოხონელიძეებმა, გიგა სინატაშვილმა, გოგა სიმსივემ, ბექა ფრუიძემ,  თიკა კავთელაშვილმა, ნინო გოგაბერაშვილმა, თაკო ორთოვიძემ, ვასიკო ვაშაყმაძემ, ანა ხურციძემ,  თამარ და მარიამ ჩხიკვიშვილებმა. მათ შეასრულეს   9 აპრილის ჰიტად ქცეული  სიმღერები, რომლებიც ღონისძიებას  განსაკუთრებულობას, სევდასა და სიხარულს მატებდა.   ლიტერატურული მონტაჟით 9 აპრილის ტრაგედია  წარმოადგინეს ქუთაისის №8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:  ავთანდილ ჭიჭინაძემ, თამარ, საბა და მათე მორჩაძეებმა, მოსწავლეების მიერ გრძნობით წარმოთქმულმა სტროფებმა ბევრს ცრემლი მოჰგვარა. საგამოფენო დარბაზში ისმოდა მოსწავლეთა წკრიალა ხმებით წარმოთქმული დაღუპულ გმირთა სახელები, ექო თითქოს მეორედ და მესამედ იმეორებდა გმირთა  დაუვიწყარ სახელებს. დამსწრე საზოგადოებამ ცრემლებით გაიხსენა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, 9 აპრილის გმირი, ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას. 
          საგამოფენო დარბაზს ამშვენებდა  დროშით და ანთებული სანთლებით ხელში  საპატიო ყარაულში მდგომი შავ ჩოხებში გამოწყობილი მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
        9 აპრილის გმირების  უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიება  შეაჯამა  ქუთაისის ისტორიული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნონა ქარციძემ.
       გამოფენამ და გამართულმა ღონისძიებამ საყოველთაო  მოწონება დაიმსახურა, სტუმრებმა  დიდი მადლობა გადაუხადეს ქუთაისის N8 და N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მასწავლებელს ქალბატონ თამილა გიგატაძეს, პროექტში მონაწილე მოსწავლეთა მშობლებს, ქალბატონებს: თეონა სიმსივეს, ლელა დიაკონიძეს, ნანა რობაქიძეს, სოფიო ბაქრაძეს, მაკა ხონელიძეს,  ბატონ ემზარ ჭიჭინაძეს. მსმენელებმა განსაკუთრებული  მადლიერება გამოთქვეს ქუთაისის ისტორიული მუზეუმის  დირექტორის ბატონი ომარ ლანჩავას, გამოფენის ორგანიზატორებისა   და მთლიანად მუზეუმის კოლექტივის მიმართ, რომლებიც ყოველთვის ჩვეული ინტერესითა და გულმოდგინეობით აშუქებენ ქართველი ერის ცხოვრებაში მომხდარ  უმნიშვნელოვანეს  ეპიზოდებს






 


9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი სსიპ  ქალაქ ქუთაისის N8 და N4 საჯარო სკოლის  მოსწავლეები




პროექტის ,,ჯვარცმიდან თავისუფლებამდე"  მონაწილეები  ქუთაისის ისტორიული მუზეუმის  საგამოფენო დარბაზში (2019 წ. 9 აპრილი)




პროექტის ,,ჯვარცმიდან თავისუფლებამდე"  მონაწილეები: პედაგოგი მზია ზარნაძე, მოსწავლეები: ბექა ფრუიძე,  გიგა სინატაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, გოგა სიმსივე და დათო ჭოხონელიძე  ქუთაისის ისტორიული მუზეუმის  საგამოფენო დარბაზში (2019 წ. 9 აპრილი)



პედაგოგი მზია ზარნაძე ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია ,,მეგატივს".( 2019 წ. 9 აპრილი).





9 აპრილის მემორიალის შემკობის წინ, ქალაქის  ბულვარში  შეკრებილი სსიპ  ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის  მოსწავლეები ( 2019 წ. 9 აპრილი).


9 აპრილის მემორიალის შემკობის წინ, ქალაქის  ბულვარში  შეკრებილი სსიპ  ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლის  მოსწავლეები ( 2019 წ. 9 აპრილი).


პროექტის ,,ჯვარცმიდან თავისუფლებამდე"  მონაწილეები: პედაგოგი მზია ზარნაძე, თამილა გიგატაძე, მშობელი: ემზარ ჭიჭინაძე, მოსწავლეები:  თიკა კავთელაშვილი, ბექა ფრუიძე,  გიგა სინატაშვილი, გიორგი და დათო  ჭოხონელიძეები, გოგა სიმსივე , მათე მორჩაძე, ავთანდილ ჭიჭინაძე  ქუთაისის ისტორიული მუზეუმის  საგამოფენო დარბაზში (2019 წ. 9 აპრილი).

Комментариев нет:

Отправить комментарий