კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი პედაგოგები

  

     

მადონა გოცირიძე-ქიმიის მასწავლებელი


                      






მე-8 სკოლაში სწავლობდა  1956-66   წლებში.
ამჟამად №8 საჯარო სკოლის  ქიმიის  მასწავლებელია.












დაბადების თარიღი:   02.05.1950 წ.
დაბადების ადგილი:   საქართველო, ქ. ქუთაისი.
ეროვნება:             ქართველი.
მისამართი:           ქ. ქუთაისი, ლომონოსოვის ქ. I ჩ. №12.
განათლება:
1969-1974 წწ. -        ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის
                      სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 
                      ბიოლოგია-ქიმიის სპეციალობა.

სამუშაო გამოცდილება:  


   1968-1969წწ. -        საქკოოპმრეწვრეკლამის ქუთაისის განყოფილება.
1975 წლიდან -        ქუთაისის №8 საშუალო სკოლა. ქიმიის მასწავლებელი.

საკვალიფიკაციო გადამზადება:
           
1978, 1983, 1988 წწ. - ქუთაისის დახელოვნების ინსტიტუტი.
2003-2004 წწ. -      სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების                                                           ტრენინგ-პროგრამა.

ოჯახური მდგომარეობა:       მეუღლე  და სამი შვილი.

    მიჭირს ჩემი სკოლის წარსულზე წერა, რადგან მოგონებები ბევრ გულისტკივილს იწვევს.  აღარ არიან ის ადამიანები, ჩემი აღმზრდელი პედაგოგები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში. არ მგონია მე-8 სკოლის არსებობის მანძილზე, მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩემსავით მთელი ცხოვრება  სკოლის გვერდით და   სკოლის ცხოვრებით ეცხოვროს.შემიძლია ვთქვა, რომ ფეხი მე-8 სკოლის ეზოში ავიდგი. ძალიან კარგად მახსოვს როგორ სულმოუთქმელად ველოდი მამის სამსახურიდან დაბრუნებას, რომელიც საღამოს სკოლისკენ გაგვასეირნებდა და სკოლის ეზოში ბურთით სათამაშოდ შეგვიყვანდა მე და ჩემს დას. პატარა ველოსიპედის ტარებაც ამ ეზოში ვისწავლეთ.თოთქოს ახლაც ვგრძნობ იმ მოუთმენლობას, რომელსაც განვიცდიდი სკოლაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. დრო კი ძალიან ნელა მიდიოდა. მახსოვს ჩვენც და ჩვენი მეზობლის ბავშ­ვე­ბსაც როგორ გვა­ფრ­­­ხილებდნენ, გაკვე­თი­ლები დამთავრდა და ახლა მასწავლებლები ჩა­მოივლიან, ჭკვიანად იყ­­­ვითო და ჩვენც ხის ღო­ბის ჭურჭუ­ტა­ნე­ბი­დან მოწიწებით შევც­ქე­როდით მასწავ­ლებ­ლებს, რომლებიც ჩვენს ეზო­­სთან გაივ­ლი­­ნენ. ენით აუწე­რელია ის გრძნობა, რა­საც მა­შინ ჩვენი პა­ტარა გუ­ლები გა­ნიც­დი­და, რო­ცა რო­მე­ლიმე პე­და­გოგი შეგ­­ვა­­ჩნევდა და გაგვი­ღი­მებ­და. ერთი კი ფაქტია, ძვე­ლი პედაგოგები ძა­ლიან თავ­დაჭე­რი­ლი და მო­ზო­მილი მა­ნე­რე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­­ნენ, ჩაცმის სტი­ლითაც გა­მოირ­ჩეო­­ნენ.
მადონა გოცირიძე პედაგოგებთან და თანაკლასელებთან ერთად. 1959 წ.
სხედან: იულია ქუთათელაძე-დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ვანო ვაშაკიძე-სკოლის დირექტორი, რაისა ჭირაქაძე-სასწავლო ნაწილის გამგე, სონია ჟღენტი - დაწყებითი კლასების მასწავლებელი-ლენინის ორდენოსანი, არჩილ ბარდაველიძე - მათემატიკის მასწავ­ლებელი. შუაში: თამარ  ბარაბაძე - პიონერხელმძღვანელი.

         არ  შემიძლია არ გა­ვიხ­­სენო, როგორ გა­დას­ძა­ხებდნენ ჩვენი მეზობ­ლე­ბი ერთ­მანეთს „ეთერი მო­დისო“ (ეთერ ბურჯანაძე) და ისინიც ღობესთან გა­ჩერ­­დე­ბოდნენ, რომ აღ­ტა­­­ბუ­ლი მზერით გაეცი­ლე­ბინათ ეს ულამაზესი,  ჯეი­რა­ნივით ყერმოღე­რი­ლი ქა­ლი, რომელიც ძალიან კარგად გრძნობდა მისკენ მიპყრობილ მზერას.
         ...როგორც იქნა დადგა  ნანატრი პირ­ველი სექტემბერი, ცხა­დად მახსოვს სწავლის დაწყებასთან დაკავ­ში­რებით საზეიმო მიტინგ­ზე განცდილი სიხა­რუ­ლი, შავებით მოსილი, სათ­ნო მოხუცი, რო­მელ­მაც ეზოშივე შეგ­­კრ­იბა პირველ­კლა­სე­ლები, სიყვარულით მო­გვიალერსა და საკლასო ოთახში შეგვიყვანა. სონია ჟღენტი, უსაყ­ვარ­ლესი ადა­მი­ანი, მართლაც რომ გა­მორ­ჩეული პიროვნება იყო. კოჭებამდე გრძე­ლი, თალხი კაბა ემოსა, თმა შუაზე გაყოფილი და გულზე მედალიონი შვილის სურათით. ის მოთმინებით უხს­ნიდა ატ­ირებულ პატა­რებს, რომ ცოტა ხნის შემდეგ ისინი  ისევ სახლში წა­ვი­დოდნენ. მე კი მიკ­ვირდა რა ატ­­­რებდათ, მე ხომ მო­­­მენლად ვე­ლოდი ამ დღეს.
მადონა გოცირიძე პედაგოგებთან და თანაკლასელებთან ერთად. 1960 წ.
თინა ბოჭორიშვილი - ბიოლოგიის მასწავლებელი, თამარ ბარაბაძე - პიონერხელმძღვანელი, ნადია დევდარიანი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


         სკო­ლაში სწავ­ლის პერი­ოდ­ში მყავდა ბევრი გა­მორჩეულად საყ­ვარ­ელი მასწავ­ლებელი, მათ შორის იყო დიმიტ­რი ჩხი­კვაძე, ნადია დე­­და­­­იანი, იაშა კაჭ­კა­ჭი­შვი­ლი, ელე­­ნორა ვა­­­შა­­კიძე, აპოლონ ჩი­­­გა­ძე, მე­რი ვაშ­აკიძე, ნუ­ჩიკო ვა­საძე, ლილი იო­­ბიძე. არ შე­მიძ­ლია რო­მელიმე მათ­­გა­ნი გა­­მოვყო, თი­თოეულმა გა­­­­­ეული წვლილი შეი­­­ტანა ჩემი პი­როვ­ნების ჩამო­ყა­ლი­ბე­ბაში. სკო­ლის და­­თავრების ბო­­ლო დღე­ებში კი უკ­ვე მე ვტი­რო­დი, გუ­ლი მწყ­დე­ბოდა რომ ვამ­თავ­რებ­დი სკ­ოლას. 

მადონა გოცირიძე პედაგოგებთან და თანაკლასელებთან ერთად







1961 წელი. თინა ბოჭორიშვილი - ბიოლოგიის მასწავლებელი,
აპოლონ ჩირგაძე - ისტორიის მასწავლებელი, ელეონორა ვაშაკიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის 
მასწავლებელი.
         ინსტიტუტის დამ­თავ­რებისთანავე 1975 წელს, როგორც წარჩ­­ნებით კურსდამ­თავ­რე­ბული რიგის გარეშე გამომაგზავნეს ჩემს სკოლაში. გუშინდელი მოს­წავლე უკვე 2 შვი­ლის დედა, პედაგოგად დავბრუნდი. ჩემი ყოფი­ლი პედაგოგები უკვე კოლეგებად იწოდე­ბოდ­ნენ, მაგრამ მე ისევ  იმ პატარა გოგონად ვგრ­­ნობ­დი თავს, რომელიც მოწი­წებით შესც­ქე­რო­და მაღალი კლასის მასწავლებლებს, ისევ ისეთი მოკრძალების და მოწიწების გრძნობა მქონდა. სამასწავ­ლებ­ლოში შესვლა მიჭირდა, როცა გაკვეთილები დამთავრდებოდა, მათ გვერდით სია­რული მიძნელდებოდა. თუმცა ჩემი ამაგდარი პედაგოგებიდან ბევრი სამწუხაროდ გარდაცვლილი იყო. 
      სკოლის პედაგოგებიდან დიდი სიყვარულით ვიხსენებ ნათელა ხობუას. უკვე 35 წელია  მეც პედაგოგი ვარ და პატივცემულ ნათელა ხობუას  მსგავსი კლასის ხელმძღვანელი ჯერ არ შემხვედრია. მას განსაკუთრებული თვისება ჰქონდა, ძალიან მეგობრულად იყო სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან და ამავე დროს იყო საკმაოდ მკაცრი მათ მიმართ. მისი წარბის აწევა საკმარისი იყო ყველაზე ცელქი მოსწავლის მოსათვინიერებლად, მისი სახელმძღვანელო კლასები ყოველთვის გამოირჩეოდნენ კარგი აკადემიური წარმატებით და დისციპლინით.
        მე-6 კლასში, კლასის ხელმძღვანელად დაგვინიშნეს ახალი კურსდამთავრებული ვესტა ვოლკოვა, რომელიც გერმანულ ენას გვასწავლიდა. ახლაც მახსოვს თემები, რაზეც ქალბატონი ვესტა გვესაუბრებოდა, ის გვასწავლიდა ქცევის წესებს საზოგადოებრივ ადგილებში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ის იყო ერთადერთი  პედაგოგი, რომელთანაც ცოტა უფრო თამამად ვგრძნობდი თავს. აქვე მინდა მოვიგონო გერმანულის მასწავლებელი ვენერა დვალი, ულამაზესი ქალბატონი, როცა მას შევცქეროდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თამარ მეფეც კი არ იქნებოდა უფრო ლამაზი, ტანადობითაც წარმოსადეგი  ქალბატონი ბრძანდებოდა.
      ქალბატონ ვესტამდე, ჩვენი კლასის ხელმძღვანელი იყო ისტორიის მასწავლებელი აპოლონ ჩირგაძე, რომელიც განსაკუთრებული მამობრივი მზრუნველობით და სიყვარულით მეპყრობოდა. მეც ძალიან მიყვარდა. ბატონი აპოლონ ჩირგაძე თან სიმღერას გვასწავლიდა და ზოგჯერ სადირიჟოროდ გამომიყვანდა კლასის წინაშე. ეს კი ჩემთვის ნამდვილი ტანჯვა იყო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სკოლის შვიდი კლასი დავამთავრე, სიმღერით ვერ დავიკვეხნიდი, ამიტომ სიმღერის გაკვეთილებზე ცოტა მორცხვად ვიყავი. მას კი  დიდი სურვილი ჰქონდა,  ისტორიის გაკ­ვე­თილზე „მერცხალივით მოჭიკჭიკე“ (როგორც თვითონ მეძახდა) სიმღერის გაკვე­თილებზეც წარჩინებული ვყოფილიყავი.
  მახსოვს, როგორი აღტაცებული ვიყავი ნადია დევდარიანით, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა. სკოლაში წასვლის წინ ჩემს ეზოში ვიდექი და ვუცდიდი, როდის გამოივლიდა ნადია მასწავლებელი, შემდეგ უკან ავედევნებოდი და სკოლაში ერთად შევდიოდით. ბოლოს ჩემი ეს საქციელი შეამჩნია, გამიღიმა, თავზე ხელი გადამისვა და გვერდით გამიყოლა.  უსაზღვროდ გამიხარდა და თანაც  ძალიან მრცხვენოდა  მის გვერდით სიარული, ამ დღის შემდეგ ყოველთვის თვითონ გამოიხედავდა ეზოსკენ და ხელს დამიქნევდა, მეც გახარებული და სიმორცხვით გაწითლებული მარდად ავედევნებოდი, იმ მომენტში უბედნიერესი ვიყავი.
როგორც დასაწყისში ვთქვი, ძალიან მიჭირდა ამ წერილის დაწყება, მაგრამ ახლა დამთავრება მიჭირს, მოგონებები კინოკადრივით გარბის ჩემს წინ და ვერ ვახერხებ მათ შორის რომელიმეს გამორჩევას.
            მოსწავლეობის სანუკვარი წლების შემდეგ, მხოლოდ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი მაშორებდა ჩემს სკოლას და მას შემდეგ ისევ  მე-N8 სჯარო სკოლაში ვმუშაობ, უკვე 35 წელიწადი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თბილი, საყვარელი, პატიოსანი, თავისი საქმის მოყვარული ადამიანებით, ბევრი სკოლა ვერ დაიკვეხნის. ეს არის ერთ ოჯახად შეკრული და რაც  განსაკუთრებით  სასიხარულოა ახალგაზრდა პედაგოგებიც ძალიან კარგები არიან. მჯერა, რომ ისინიც ღირსეულად  გააგრძელებენ №8 საჯარო სკოლის ტრადიციებს, ამ რწმენის საფუძველს მაძლევს სკოლის ხელმძღვანელი ბატონი რეზო სირბილაძე, რომელიც ასევე მე-8 სკოლის მოსწავლე ბრძანდებოდა და მთელი ძალის­ხმე­ვით და სიყვარულით ცდილობს სკოლის ტრადიციების დაცვას და განმტკიცებას.




ქიმიის მასწავლებელი მადონა გოცირიძე კოლეგებთან - მე-8 სკოლის პედაგოგებთან ერთად. 1976 წ. სხედან: მიშა ღვალაძე - ბიოლოგიის მასწავლებელი, ნუჩიკო ვასაძე - ქართულის მასწავლებელი, ჟენია ნოსელიძე - მათემატიკის მასწავლებელი, ლილი იობიძე - მათემატიკის მასწავლებელი, ბაბულია ჭირაქაძე - დაწყებითი კლასების მასწავლებელი, 7. აპოლონ ჩირგაძე - ისტორიის მასწავლებელი.  დგანან: ნელი ბურჯანაძე - ფიზიკის მასწავლებელი, ნათელა ხობუა - გერმანულის მასწავლებელი, თინა ბოჭორიშვილი - ბიოლოგიის მასწავლებელი, ვერიკო ქომურჯიშვილი - ქართულის მასწავლებელი, ნარგიზა  რიჟინაშვილი - ქართულის მასწავლებელი, ნორა ბურჯანაძე - მათემატიკის მასწავლებელი, მადონა გოცირიძე - ქიმიის მასწავლებელი. III რიგში: იაშა კაჭკაჭიშვილი - რუსულის მასწავლებელი, სულიკო საფაროვი - სიმღერის მასწავლებელი.




თინათინ კვანტალიანი-ბაღაშვილი -ბუღალტერი, ეკონომიკის მასწავლებელი  












1958-1968 წლებში   სწავლობდა ქ. ქუთაისის
მე-8 სა­შუალო სკოლაში.








დაბადების თარიღი:   21.07.1951 წ.
დაბადების ადგილი:   საქართველო. ქ. ქუთაისი.
ეროვნება:              ქართველი.
მისამართი:             ქ. ქუთაისი. ერევნის ქ. N29.
განათლება:    
1995 წ. -               დაამთავრა ქ. ქუთაისის ტექნიკური
                       უნივერსიტეტი. ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი.
                       სპეციალობა ინჟინერ-ტექნოლოგი.

სამუშაო გამოცდილება:      
1969-1974 წწ.  -        სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის გამოთვლითი ცენტრი
                       -ოპერატორი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი.
1975-1985 წწ. -        სახ. სტატისტიკის წითელწყაროს გამოთვლითი ცენტრი -
                       ინჟინერი, ფილიალის უფროსი, ინჟინერ-ეკონომისტი.
1985-1991 წწ. -               სახ. სტატისტიკის ქუთაისის გამოთვლითი ცენტრი-ინჟინერი.

პროფესიული გამოცდილება:
1991-2009 წწ. -        ქ. ქუთაისის №8 საშუალო სკოლა - ბუღალტერი.
                       ეკონომიკის მასწავლებელი.
კვალიფიკაცია: 
1993 წ. -        ქუთაისის მეცნიერებისა და ტექნიკის სახლთან არსებული მუდმივ-
                მოქმედი საბუღალტრო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
2007 წ. -        ევრაზიის ფონდის კავშირ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“
                მიერ „სამოქალაქო ეკონომიკის“ მასწავლებლების გადამზადების
                ტრენინგის I ეტაპი.
2007 წ. -        ფონდი „განათლების ინსტიტუტი“. „სასკოლო ბუღალტერიის
                თანამედროვე ტექნოლოგიები“.
2008 წ. -        შ.პ.ს. „აუდიტ-სერვის-ცენტრი. ტრენინგ-კურსი საერთაშორისო
                სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო
                ფინანსების სტატისტიკის (FM) შემუშავებული ახალი
                საბიუჯეტო კლასიფიკაციის და ბუღალტრული აღრიცხვის
                პრინციპები.
2008 წ.  -       ევრაზიის კავშირ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ
                „სამოქალაქო ეკონომიკის“ მასწავლებლების გადამზადების
                ტრენინგის II ეტაპი.

ოჯახური მდგომარეობა:     ორი შვილი.


   სკოლის შემდეგ დავამთავრე ქ. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.
           1991 წლიდან, სახელმწიფო სტატის­ტიკის ქუთაისის საინფორმაციო-გამოთ­­ლითი ცენტრის ლიკვიდაციის შემ­დეგ (სა­დაც ვმუშაობდი 1970 წლიდან ოპე­რატორად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად, შემდეგ ფი­ლი­ალის უფროსად), მუშაობა  დავიწყე ჩემს მშობ­ლიურ მე-8 საშუალო სკო­ლაში მთავარ ბუღალტრად.  2000 წლამდე სკო­ლის დირექ­ტორი იყო ბატონი ავთანდილ ქურასბედიანი.
              2001 წლიდან მე-8 სკოლას ხელმძღ­ვა­ნელობს ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ამ კედლებში აღზრდილი ბატონი რეზო სირბილაძე, ამიტომაც არის, რომ ის ასე დიდი სიყვარულით, გულისხმიერებით და ენთუზიაზმით ეწევა იმ საპასუხისმგებლო მოვა­ლეობის შესრულებას, რაც მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდა-განათლებაში გამოიხატება.
                2005 წლიდან ბუ­ღა­­­რის თანამ­დე­ბო­ბასთან შეთავსებით ვას­წავ­ლი სკო­ლებში ახ­ლად­შემოღებულ საგანს - ეკონომიკას. ძალიან მიყვარს თი­თოეული მოსწავლე, თით­ქოს მათში ვხედავ ჩემს ბავშ­ვობას, ისევ, იმ მშობ­ლიურ სკო­ლაში, სადაც ვსწავ­ლო­­დი. მათ ხშირად ვახ­სე­ნებ მე-8 სკოლის საამაყო  ტრა­დი­ციებს, რომელსაც დღ­­­­საც აგრძელებს ამ­ჟამინ­დე­ლი დირექცია და პე­და­გო­გიური  შემა­­­გენ­­ობა.



ხე­დან: მ.  ჭან­ტუ­რიძე, ნ. ნანი­კა­შვილი, ნ. მოშია­შვილი,   დ. გიორგაძე, დ.                                    ლოსაბერიძე, 

დგანან: ნ. ქაჯა­ია, ნ. დოღონაძე,   ნ. მამრიკიშვილი, ნ. ბრეგაძე, ც. ხახიაშვილი, ც,                         ჭიჭინაძე,    თ.კვანტალიანი, მ. სოფრომაძე,

     I კლასში ჩვენი მა­სწავ­ლებელი იყო დამ­სახუ­რებული პედაგოგი მარია წიგ­ნაძე. მისი პენ­სი­აზე გას­ვლის გამო II კლასიდან გვა­­წავლიდა ჩვენი უბნის ცნო­ბილი პედა­გოგი თამარ ძო­ძუ­­შვი­ლი, IV და V კლა­სებში და­­რიგებელი იყო ჩემი უსაყ­ვარლესი მასწავლე­ბე­ლი თინა ბოჭორიშვილი, VI კლასში მიხეილ ღვალაძე, ხო­ლო VII კლასიდან გერ­მანული ენის მასწავლებელი ნათელა ხობუა, რომელიც გაგვყვა სკოლის დამთავ­რე­ბამდე. ნათელა მასწავ­ლებ­ელი ძალიან მკაცრი და ამავე დროს დედასავით მო­სი­­ვარულე იყო.
              ჩვენი პარალელური კლასის ხელმძღვანელი იყო, ქართული ენისა და ლიტე­რა­ტურის მასწავლებელი მერი ვაშაკიძე. კლასები ძალზე მეგობრულ დამოკიდებულებაში ვიყავით ერთმანეთთან, რასაც განაპირობებდა ნათელა და მერი მასწავლებლების ახლო მეგობრობა და კოლეგიალობა.
               შემიძლია თამამად გავიხსენო, რომ იმ წლებში და შემდგომაც მე-8 სკოლა ქალაქში ერთ-ერთი ცნობილი და მისაბაძი სკოლა იყო, რითაც ძალიან ვამაყობდით მერვეს­კო­ლე­ლები. სკოლის  დირექტორი მთელი ჩემი  მოსწავლეობის  პერიოდში იყო  ბატონი ივანე ვაშაკიძე. ჩვენი კლასი სკოლაში ცნობილ კლა­სად ­ითვლებოდა, რადგან უმრავ­ლე­სობა კარ­გად ვსწავლობდით.
                საყვარელ მასწავლებლად ყვე­ლა ვთვ­ლიდით მათემატიკის მას­წავ­ლებელს ბატონ არჩილ ბარდა­ვე­ლიძეს, რომლის ვაჟი მერაბ ბარდა­ვე­ლიძე ჩვენი თანა­კლასელი იყო. არ­ჩილ მასწავლებელი გან­საკუთ­რე­ბული მზრუნველობით გვექ­ცეოდა და დი­დი მონ­დომებით გვას­წავ­ლიდა მა­თემატიკას.



 თეი­მუ­რთაზ ბობოხიძე, ციცინო ხახიაშვილი, თინათინ კვანტალიანი და გელა ლობჟანიძე.
  
ასევე დიდი სიყვარულით მინდა გა­ვიხსენო  ქართული ენისა და ლატერა­ტურ­ის მასწავლებელი ელეო­ნორა ვაშაკიძე, რო­მელიც გვასწავ­ლიდა IV და V კლასებში, ხაზ­ვის მასწავლებელი ნოე ალავიძე, შრომის მასწავლებლები: თამარ ბარაბაძე, გურამ ბერძენიშვილი, ტრისტან დადუნაშვილი, ქიმიის მასწავლებელი მარიამ ბარქაია, რუ­სუ­ლის მასწავლებლები: ვენე­რა ღვი­ნეფაძე და იაშა კაჭ­კაჭ­იშ­ვილი, ფი­ზი­კის მასწავ­ლებელი ლი­­ლი კაკი­ტე­ლაშვილი, ფიზკულ­ტუ­რის მასწავ­ლებელი გივი ჭლი­კაძე.

    ყველაზე დიდი კუ­რიოზი ჩე­მი მოსწავლეობის პე­რიოდში იყო IX კლა­­ში გოგონების „შა­ტალო“ - შრო­მის გაკვეთი­­ლიდან წა­ვედით ქალაქის ცენ­ტრში და გადა­ვიღეთ სა­მა­ხსო­­როდ სურათი. ამი­­სათვის ყვე­ლა და­ვისა­ჯეთ, სკო­ლაში დაი­ბა­რეს ჩვენი მშობლები და გაგ­ვკიცხეს გაკვეთი­ლის გა­­დენი­სა­თვის, რომელიც სა­მაგა­ლითო „სას­ჯელი“ იყო თი­თოე­ული ჩვენთა­გა­ნი­სათვის.




„გოგონების შატალო“. მერ­ვეკ­ლასელები ციცინო ხახი­აშვი­ლი, რომელიც ოჯახით ის­რაელში ცხოვრობს, ნუკ­რი ბრეგაძე, თინათინ კვან­­ალიანი და მასწავ­ლე­ბელი ნა­თე­ლა ხობუა.

ჩვენი კლასის ხელმძ­­ვა­ნელს ნათელა ხობუას არ უყვარდა სურათის გადა­ღე­ბა. ერთ-ერთ ექსკურსიაზე ყოფ­ნის  დროს ჩუმად მაინც გა­და­უღეს ფოტო, რაზედაც შემდეგ ძალიან განაწყენდა.
        ქ. ქუთაისში ხელმძ­ღვა­ნელ  მუ­შაკებად მუშაობდნენ ჩვენი თანაკ­ლა­სელები: თეი­მუ­რაზ ბობოხიძე ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რად; ზუ­რაბ დუ­შუ­აშ­ვილი ავტო­­­ქარ­­ნის რა­იონის მთავარ არ­ქი­­­ექტორად; გე­ლა ლობჟა­ნიძე სა­ხე­ლმ­წიფო უშიშ­როების კომიტეტის ქუთაისის  განყო­ფილ­ების უფროსად.

          ბევრი თანაკლასელი გვყავდა ებ­რა­ელი. მათი უმრავლესობა რამ­დე­ნიმე  ათე­­ლი წელია არის ისრაელის მოქალაქე და  ისი­ნიც დიდი მონატრებით და სიყვა­რულით იხ­სე­ნებენ   მოსწავლეობის პერიოდს.






სხედან: რუბენ მოძღვრიშვილი, გელა ლობ­ჟანიძე, ზურაბ დუშუაშვილი, ნინო მოშიაშვილი, დგანან: ნათელა ქონაშვილი, თინათინ კვან­ტა­ლიანი, ვახტანგ რატიანი, ციცინო ხახიაშვილი, ნინო ბუზიაშვილი და თამაზ ქობულაძე.


1988 წელს სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ შევიკრიბეთ ყოფილი თანაკ­ლა­სელები. მოვინახულეთ მშობლიური სკოლა,  ყო­ფილმა მასწავლებლებმა ჩაგ­ვიტარეს გაკ­ვეთილი და ვის­აუ­­რეთ ჩვენი ცხოვრების გან­ვლილ ორ ათეულ წელზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემს მშობ­ლიურ სკოლაში სწავლობდნენ ჩემი შვილები: მაია ბაღაშვილი, რომელიც 1997 წლი­დან არის №8 საჯარო სკო­ლის  დაწყე­ბი­თი კლასების მას­წავ­ლებელი და შორენა ბა­ღა­შვილი, რომელიც ამჟამად  ქ. თბი­ლისის №51  საჯარო სკო­ლის მუსიკის მასწავ­ლებე­ლია. ორივეს ასწავლიდნენ ჩემი ყოფილი მასწ­ავლებლები: ნათე­ლა ხობუა, არჩილ ბარ­და­ვე­ლიძე, მე­რი ვაშაკიძე და თამარ ძოძუ­­შვილი.




2010 წელი. I კლასის მოსწავლე
ლინდა ჯამბურია და სკოლის დირექტორი რეზო სირბილაძე.


         2010 წლის სექტემბრიდან №8 საჯარო სკოლის პირველ კლასში სწავლობს ჩემი შვილი­შვი­ლიც ლინდა ჯამბურია. ჩემ­თვის ძა­ლზე საამაყოა, რომ ჩვენი ოჯახიდან უკვე  მესამე თაობა სწავლობს ჩემს მშობლიურ სკო­ლაში.
დღესაც ამაყად და ახალ­გაზ­­­­დულად გადაჰყურებს ქა­ლაქს მარად ჩემი, უკვე ჭა­ღარა და წლებმორეული სკოლა.
         არ მოკლებოდეს სწავლი­­ სურ­ვილით ჟინმორეული მოს­წავ­ლეები და  ასევე სწავ­ლების სურვილით მწყურვალი მას­წავ­ლებლები ჩემს სკოლას. დაუშრეტელ მდი­ნარესავით იდინოს მის კედლებში სიბრძნისმაძიებელმა თაობებმა.




მაგდანა გოგოლაშვილი-
გერმანული ენის მასწავლებელი 










მე-8 სკოლაში სწავლობდა  1983-93   წლებში.
ამჟამად №8 საჯარო სკოლის  გერმანული ენის მასწავ­ლე­ბე­ლია.








დაბადების თარიღი:     08.03.1976წ.
დაბადების ადგილი:     საქართველო, ქ. ქუთაისი
ეროვნება:                 ქართველი
მისამართი:              ქ. ქუთაისი, მ. კოსტავას ქ. II ჩ. №9
განათლება:
1993-1998 წწ. -          ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის                                                       სახელობის    სახელმწიფო
                                    უნივერსიტეტი. ფილოლოგიის                                                   ფაკულტეტი  გერმანული ენის                                                      სპეციალობა.
 პროფესიული გამოცდილება:
        
1998 წლიდან -      ქუთაისის №8 საშუალო სკოლა.
                                გერმანული  ენის მასწავლებელი.

ოჯახური მდგომარეობა:        მეუღლე და ერთი შვილი.
           ჩემთვის მე-8 სკოლა მართლაც რომ მშობლიურია. მამაჩემი ხშირად იხსენებდა სკოლისდროინდელ სახალისო ამბებს, იმ საუკეთესო პედაგოგებს, რომლებიც მას ასწავლიდნენ,  მაშინ, როცა მე-8 სკოლა ჯერ კიდევ ვაჟთა სკოლა იყო. ჩემი უფროსი დებიც ამ სკოლაში სწავლობდნენ და მეც რა თქმა უნდა ამავე სკოლის მოსწავლე გავხდი. ჩემი პირველი მასწავლებელი ქ-ნი გულნარა ჯანელიძე გახლდათ, მე-5 კლასში მათემატიკის მასწავლებლად ჩვენს ჯგუფში ახლადდანიშნული დირექტორი, ავთანდილ ქურასბედიანი შემოვიდა და სკოლის დამთავრებამდე გვასწავლიდა. მათემატიკა ძალიან მიყვარდა და ალბათ მართალიც იყო ბატონი ავთო, როცა გული დაწყდა, სწავლა ამ გზით რომ არ გავაგრძელე.
           გერმანულ ენას არაჩვეულებრივი ადამიანი და პედაგოგი ნათელა ხობუა გვასწავლიდა. მას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, მისი გაკვეთილი ყოველთვის საინტერესო და ხალისიანი იყო.
           ხაზვის მასწავლებელი მალვინა კვანტალიანი ჩემი მომავალი დედამთილი აღმოჩნ­და, მეუღლე კი ჩემზე ორი წლით უფროსს კლასში სწავლობდა, თუმცა ერთმანეთს სკოლი­დან არ ვიცნობდით.
           ყოველთვის მომხიბვლელი ნანი კაკალიაშვილი, მუდამ ენერგიული და ხალისიანი ლოლიტა ხაჭაპურიძე და კიდევ ბევრი კარგი და საყვარელი პედაგოგი მასწავლიდა, რომლებიც შემდეგ ჩემი კოლეგები გახდნენ.
 10 წელზე მეტი  №8 საჯარო სკოლაში გერმანული ენის პედაგოგად ვმუშაობდი, ასე  რომ ეს სკოლა ჩემი ცხოვრების ნაწილია ბევრი სახალისო თუ სევდიანი მოგონებით. იმედია, №8 საჯარო სკოლა ბევრ წარმატებას მიაღწევს.



ნანა სალაძე-
დაწყებითი კლასების მასწავლებელი









მე-8 სკოლაში სწავლობდა  1987-97  წლებში.
ამჟამად №8 საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების
 მასწავ­ლე­ბელია.








დაბადების თარიღი:     1.10.1980წ.
დაბადების ადგილი:     საქართველო, ქ. ქუთაისი
ეროვნება:           ქართველი
მისამართი:        ქ. ქუთაისი. ბარათაშვილის ქ. №55
განათლება:
1998-2002 წწ. -    ქ. ქუთაისის აკ. წერეთელის სახელობის                                     პედაგოგიური ინსტიტუტი.                                                           დაწყებითი სწავლების პედაგოგიკისა                                         და მეთოდიკის  სპეციალობა.

2002-2003 წწ. -   წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქ.                                     ქუთაისის სასულიერო  სასწავლებელი.

2006-2008 წწ. -     ქ. ქუთაისის აკ. წერეთელის სახელობის                                    პედაგოგიური უნივერსიტეტი.                                                    დაწყებითი განათლების მეთოდიკის                                          და მეთოდოლოგიის სპეციალობა.                                               მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება:

2004 წლიდან -     ქ. ქუთაისის №8 საჯარო სკოლა.
                               დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

საკვალიფიკაციო   გადამზადება:

ახალი ტექნოლოგიების ინსტიტუტის მათემატიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით კლასებში და ზოგადი უნარები.

ოჯახური მდგომარეობა:  მეუღლე და ორი შვილი.
  სახელმწიფოს ძლიერება მომავალი თაობის ხელშია, ახალგაზრდობა კი მხოლოდ განათლებით შეძლებს ქვეყნის გონივრულ მართვას. მომავალი თაობის განათლებისა და აღზრდის საქმეში დიდი პასუხისმგებლობა სკოლას აკისრია.
ჩემთვის სკოლა ყველაფერია. ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღი­ზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამას­თა­ნავე მიიღოს ზოგადი განათლება და იქ ცხოვ­რების საუკეთესო წლები გაატაროს.
      ჩემი საუკეთესო წლები სწორედ რომ სკოლას ეკუთვნის, სკოლას რო­მელიც მდება­რეობს ქ. ქუთაისში, გელა­თის ქუჩა №81-ში და ეს არის №8 საჯარო სკოლა. ვფიქრობ, სკო­ლის ისტორია არა მისი შენობის, არამედ აქ მოღვაწე ადამიანების, მისი მოსწავ­ლეების და მათ შორის ჩამოყალიბებული ურთიერ­თო­ბების ისტორიაა. დამეთან­ხმ­ებით, სწო­რედ ამ ურთიერთობების წყა­ლობითაა, რომ ყოველი ჩვენგა­ნი­სათვის სკოლასთან დაკავში­რებული მოგონებები ესოდენ თბილი და ლამაზია.


ნანა სალაძე  და I კლასის მოსწავლე მირონის სირბილაძე. 2005 წელი.


     როცა სკოლაზე ვფიქრობ, სიამოვნებით ვიხსენებ ჩემი მოსწავლეობის პერიოდს და ჩემს კლასს, რომელიც ყოველთვის გა­მო­ირჩეოდა სიცელქით და განსხ­ვავებული იდეებით. ასევე ჩვენს აწ გარდაცვლილ დი­რექტორს ავთო ქურასბედიანს.
არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი არსებობით ამშვენებენ სკოლას. ასეთებია ჩემი მასწავლებლები: თბილი, ალერსიანი, შრომისმოყვარე, ენერგიული. რუსული ენის მასწავლებელი მარინე ბასილაია, ქიმიის მასწავლებელი მადონა გოცირიძე, ფიზიკის მასწავლებელი რუსუდან გუბელაძე, ... რომლებიც ახლაც წარმატებით უძღვებიან თავიანთ საქმიანობას.
     ადამიანი, რომლის გარდაცვალების გამო გული მწყდება, ეს არის ჩემი პირველი მასწავლებელი ქეთო ახვლედიანი. სიმკაცრეში შეპარული სითბო, სიმართლის მოყვარული, ბობოქარი სულის პატრონი. უსამართლობას, უწესრიგობას, უპასუხის­მგებ­ლობას ვერ იტანდა და მისთვის საყვარელ ადამიანსაც კი პირში მიახლიდა სიმართ­ლეს. ბევრი რამ ვისწავლე მისგან, როგორც პედაგოგისგან. უხაროდა, მისი პროფესია რომ ავირჩიე.
    ჩემთვის ეს სკოლა მშობლიურია. სკოლის მოსწავლეობის ტკბილი წლები აქ გავატარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავუბრუნდი ჩემს საყვარელ სკოლას დაწყებითი სწავლების პედა­გოგად და ჩემს ყოფილ მასწავ­ლებ­ლებთან ერთად, უკვე როგორც კოლეგამ, და­ვიწყე მუშაობა. ისე როგორც ბავ­შვ­­ბაში, მინდა დავიმსახურო მათი შექება. სკოლა დამხვდა გალამაზებული, სამ­­ცველო გაკეთებული,სამას­წავ­ლებლო შეც­ვლილი, სიყვარულითა და სიცოცხლით სავ­სე ოთახებით, ნათელი დერეფნები. ეს ყვე­ლაფერი ჩვენი ახალი ხელმძღვანელის დამ­სახურებაა.

  ამ გალამაზებულ სკოლაში 2004 წელს შე­ვუდექი მუშაობას. ჩემი პირველი გამოშვება მერცხლები უკვე მე-8 კლასში არიან და მეა­მაყება, რომ სკო­ლაში ერთ-ერთი მისაბაძი კლა­სია, რის გამოც დი­რექ­ტორისგან „მად­ლო­ბის სიგე­ლიც“ მი­ვიღე ამ ღირსეული მუშა­­ბისთვის.

ნანა სალაძე   თავის აღსაზრდელებთან. II კლასი, 2006 წელი.

 ძვირფასო მშობლებო, გმადლობთ ამ და­მოკიდებულებისათვის, რომელსაც მუდ­მი­ვად ავლენთ სკოლისადმი. ჩვენ ერთი საზ­რუ­ნავი გვაქვს, ეს -  ჩვენი შვილებია, ქვეყნის მომავალია, ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს,  აღვზარდოთ ყმაწვილები ღირსეულ ადამია­ნე­ბად, ოჯახის, სკოლის, სამშობლოს პატრიოტებად.

      ჩემო ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო მასწავლებლებო, მე, როგორც თქვენი ყოფილი მოსწავლე და კოლეგა მსურს გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა, საერთო საქმის ხარისხიანად და სიყვარულით კეთება კვლავდაკვლავ ხელს შეუწყობს ახალი თაობების მაღალზნეობრივ,  ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მინდა, რომ ჩემმა  სკოლამ  იამაყოს იმით, რომ  მან თავის მოღვაწეობის მანძილზე ქვეყანას აღუზარდოს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.


სკოლის პედაგოგები I კლასის მოსწავლეებთან.  2003 წ.
 (შუაში) რეზო სირბილაძე - სკოლის დირექტორი, უკანა რიგში: ნანა სალაძე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ნინა ხაჭაპურიძე - სასწავლო ნაწილის გამგე, მაია შხიანი - სკოლის ორგანიზატორი, თამილა გიგატაძე - მუსიკის მასწავლებელი.



  






ირმა ბერძენიშვილი -
ქართული ენისა და            
 ლიტერატურის           მასწავლებელი






მე-8 სკოლაში სწავლობდა  1978-89   წლებში.
ამჟამად №8 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელია.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             დაბადების თარიღი:   15.06.1972წ.  
დაბადების ადგილი:   საქართველო, ქ. ქუთაისი.   
ეროვნება: ქართველი.
მისამართი:     ქ. ქუთაისი, დ. თავდადებულის ქ. N30.
განათლება:    
1992-1997 წწ. -   აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
                ფილოლოგიის ფაკულტეტი. ქართული ენის, ლიტერატურისა და
                აღმოსავლური ენის სპეციალობა.
პროფესიული გამოცდილება:      
                ქუთაისის №8 საჯარო სკოლა. ქართული ენისა და
                ლიტერატურის მასწავლებელი.
ოჯახური მდგომარეობა:     მეუღლე და  ორი შვილი.
   №8 საჯარო სკოლა ტერიტორიულად  ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობს. რაოდენ მშობლიური და საყვარელია იგი ჩემთვის. 1978 წელს 6 წელი შემისრულდა, მშობლებმა შემიყვანეს მე-8 სკოლის მოსამზადებელ კლასში, რომელიც დავასრულე 1989 წელს. სასწავლებელში მისვლამდე ძილი გამიკრთა, მეჩქარებოდა 1 სექტემბრის მოსვლა. ჩემს მეხსიერებაში წარუშლელია პირველი დღის შთაბეჭდილება, პირველი ზარი, საკლასო ოთახი, ჩემი თანატოლები და ქ-ნ ქეთო ახვლედიანის ღიმილიანი შემოსვლა ჯგუფში. კარგად მახსოვს, როგორ მოგვეფერა, როგორ გვესაუბრა და დაგვარიგა.
     გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სახლში სირბილით მივქროდი, რომ ჩემი შთაბეჭდილება, სიხარული და კმაყოფილება გამეზიარებია ჩემი მშობლებისა და ნაცნობებისათვის.
     დაწყებით კლასებში ორი პედაგოგი მასწავლიდა: ქ-ნები ქეთო ახვლედიანი და ლილი ხიდაშელი.
ქალბატონმა ქეთევანმა მაზიარა დედაენას და აღმიძრა სწავლისადმი სიყვარული. იგი მთელ ჯგუფს უნაწილებდა სითბოსა და ყურადღებას. არ გვაკლებდა  დედობრივ მზრუნველობას. სწორედ, მასზეა ნათქვამი:
„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.“

ასევე ბავშვებზე საოცრად შეყვარებული, კეთილშობილი ბუნების, მშვიდი, დაუღალავი ენერგიის მქონე ადამიანი გახლდათ ლილი ხიდაშელი.

 III კლასიდან გადავედით  საგნობრივ სწავლებაზე. კლასის დამრიგებლად დაგვინიშნეს ქ-ნი ნ. ხაჭაპურიძე, რომელმაც გვიხელმძღვანელა სკოლის დამთავრებამდე. ის არის საგნის კარგი მცოდნე, ძალზე ენერგიული, ინტერესიანი, პრინციპული, სამართ­ლიანი, კოლეგიალური, ბავშვებზე უსაზღვროდ შეყვა­რე­ბული, საქმის ერთგული, პასუხის­მგებლობის გრძნობით დაჯილ­დო­ვე­ბული ადამიანი. ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა მის მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა სასკოლო თუ კლას­გარეშე აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებმა, რომ­ლებიც დიდ გავლენას ახდენდა როგორც ღონისძიებაში მონაწილე ბავშ­ვებზე, ასევე დამსწრე საზოგადოებაზე. ქ-ნი ლოლიტა გვას­წავ­ლიდა მეგობ­რობას, სიკეთეს, ურთიერთ­სიყვა­რუ­ლსა და პატი­ვისცემას. მისა­სალ­მებელი და საამაყოა, რომ დღესაც  ჩვეული ენერ­გიითა და შე­მართებით აგრძელებს მუშაობას სას­წავ­ლო-აღმზრდელობით დარგში. ვუსურვებ მას ჯანმრთე­ლობას, დიდ­ხანს სიცოცხლესა და ულევ ბედნიერებას საკუთარ ოჯახთან ერთად.
    ასევე  წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე თავიანთი ადა­მიანობით, შრომის­მოყ­ვა­რეობითა და კეთილშობილებით ჩემმა სხვა პედაგოგებმაც. მე ყოველთვის სიყვარულითა და კეთილ­განწყობით ვიხსენებ მათ: დარეჯან ლანჩავას, მარინა ელიაშვილს, ნანი კაკა­ლიაშვილს, მადონა გოცირიძეს, ნუნუ ძოწენიძეს, ნარგიზა რიჟინა­შვილს, ლეილა კეზევაძეს, მანანა კვიმსაძეს, იზო გიორგობიანს. ზოგი მათ­განი დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას პედაგოგიურ სარბიელზე. ბედნიერებას ვუ­სურვებ თითოეულ მათგანს.

ირმა ბერძენიშვილი ამხანაგებთან ერთად. კლასის ხელმძღვანელი ლ. ხაჭაპურიძე.VIII კლასი, 1986 წ.



ღრმა პატივისცემით, სიყვარულით, მაგრამ ამასთანავე უდიდესი გულისტ­კივი­ლითა და ცრემლით ვიხსენებ სკოლის აწ გარდაცვლილ პედაგოგებს. კერძოდ კუკური სიხარულიძესა და ავთანდილ ქურასბედიანს, რომლებიც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით ხელმძღვანელობდნენ მე-8 სკოლას, თინა ბოჭორიშვილს, ნარგიზა ჩოგოვაძეს, არჩილ ბარდაველიძეს, იაშა კაჭკაჭიშვილს, გივი ჭლიკაძეს, თამარა ძოძუაშვილს, მარიამ თავდიდიშვილს, სულიკო საფაროვს, თამაზ მეძველიას, თამაზ მესხს, მანანა ქათამაძეს, გულიკო ჯანელიძეს, დედაჩემს - გუგული ქიტიაშვილს, ჩემს ბიძას  გურამ ბერძენიშვილს. ამ პედაგოგების მოღვაწეობით კმაყოფილი იყო როგორც დირექცია, ისე მშობლები და მოსწავ­­ეები. ისინი იყვნენ შრომის­მოყვარე, ბა­ვშვების მოსიყ­ვა­რულე, მუ­ყაითი, თა­­­და­ბა­ლი, გულ­თბი­­ლი ად­­­მი­ანები. ისინი სი­ცოცხ­ლის უკ­­ნას­­ნელ წუ­­თამდე დაუ­ღა­­ლავი ენერ­გიით, მუხ­­ჩაუხ­რელად ემ­სა­ხუ­რებ­­­­ნენ მომავალი თაობის აღზ­­დის საქმეს.



                                              ირმა ბერძენიშვილი ამხანაგებთან ერთად.
                                                           კლასის ხელმძღვანელი ქეთო ახვლედიანი.1978 წ.

           სწორედ, რომ ჩემი პედაგოგებისადმი უსაზღვ­რო სიყვარულმა გადამაწყვე­ტინა, მეც გავმხდარიყავი მას­წავლებელი და დღეს ბედნიერი ვარ, რომ უკვე მესამე წელია, ჩემს მშობლიურ სკოლაში ვმუ­შაობ, აქვე სწავლობს ჩემი შვილი და რაოდენ ამაყი ვარ იმით, რომ ჩემ გვერდით კვლავ აგრძელებენ მოღვაწეობას ჩემი ყოფილი პედაგოგები. ყველა მათგანი სანიმუშოა ჩემთვის.
          №8 საჯარო სკოლას დღესდღეობით  ჩვეული ენერგიითა და შემართებით ხელ­მძღვანელობს ბატონი რეზო სირბილაძე. ჩემს მშობლიურ სკოლას, დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს ვუსურვებ დღეგრძელობასა და ბედნიერებას, კვლავაც ძველებური შემართებით გაეგრძელებინოს სასახელო მომავალი თაობების აღზრდის საქმე.






მაია ბაღაშვილი -
დაწყებითი კლასების მასწავლებელი








მე-8 სკოლაში სწავლობდა  1985-1991 წლებში. ამჟამად
№8 საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების   მასწავლებელია.









დაბადების თარიღი: 26.11.1976წ.
დაბადების ადგილი:   საქართველო, ქ. წითელწყარო
                      (ახ.დედოფლისწყარო).
ეროვნება: ქართველი.
მისამართი:     ქ. ქუთაისი. თაყაიშვილის  ქ. №14.
განათლება:    
1991-1995 წწ. -   ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის  სამუსიკო
                სასწავლებელი.  თეორეტიკოსის სპეციალობა.
                სოლფეჯიოს მასწავლებელი, მუსიკის ლიტერატურისა და
                ხალხური მუსიკალური შემოქმედების მასწავლებელი.
1993-1998 წწ. -   ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო
                უნივერსიტეტი. პედაგოგიური ფაკულტეტი.
                დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა, მეთოდიკა და მუსიკის
                სპეციალობა.
        
                            პროფესიული გამოცდილება:

1997-2000 წწ. -   ქ. ქუთაისის №8 საჯარო სკოლა. ექსპერიმენტულ ჯგუფებში
                             ელემენტარული თეორიისა და ფორტეპიანოს მასწავლებელი.
2000 წლიდან -  ქ. ქუთაისის №8 საჯარო სკოლა. დაწყებითი კლასების 
                             მასწავლებელი. 
 
საკვალიფიკაციო გადამზადება: 

1999 წ. -                ორგანიზება მომავლისათვის.
2002 წ. -                დემოკრატიული ლიდერებისა და ტრენერების მომზადება.
2001-2002 წწ. -     წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის (120 სთ)  
2006 წ. -                მათემატიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო  სკოლის
                               დაწყებით კლასებში და ზოგადი უნარები. (20 კრედიტ საათი)
                                (ახალი ტექნოლოგიების ინსტიტუტი).
2007-2008 წწ. -     საგნობრივი სატრენინგო კურსი, სწავლა-სწავლების
                              თანამედროვე  მეთოდები (კავშირი - „უწყვეტი განათლება“).
    2012 წელი -           ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები და მიენიჭა დაწყებითი
                                    კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია.
2013 წელი -              გაიარა  ,,ინტელის” ტრენინგები (ი.ს.ტ.)
2015 წელი -               მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
2015 – 2016 წწ. -        ჩართულია  G-PRIED – ის პროექტსა და მასწავლებელთა                                                             პროფესიული განვითარების სქემაში, არის ფასილიტატორი                                                        მასწავლებელი.
2016  წელი -               გაიარა  ,,ინტელის” ტრენინგები (ი.ს.ტ.)

ოჯახური  მდგომარეობა: მეუღლე და ერთი შვილი.

      ვინც მწვანეყვავილასკენ მიმავალ გზას დასდგომია და გელათის  ქუჩაზეც გაუვლია, ალბათ, შეუნიშნავს ერთი სა­­სარ­თულიანი, დიდი ხნის წინ აგებული შენობა, რომლისთვისაც ჟამთა ცვლი­ლებას ვერაფერი დაუკლია და ისევ ამა­ყად დგას,  კვლავ მოლოდინით გად­მოჰ­ყუ­რებს ეზოს, ქუჩას, ხალხს... ის ხომ და­არ­სებიდან მუდამ ჟრიამულსა და ხა­ლისს არის მიჩვეული.









  მთელი ჩემი ცხოვრება, დაწყე­ბული ბავშვობიდან დღემდე, უკავ­ში­რდება სკო­ლას, რომელიც თითქმის მშობ­ლიურ კერად იქცა ჩემთვის... მას შემ­დეგ დიდი დრო გავიდა... მე დავ­­რთიანდი, გავი­ზარდე, ზრდასრულ ადა­მიანად ვიქე­ცი, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ახ­ლაც, ყოველ დილით, გავიღვიძებ თუ არა, პატარა ბავშვივით მი­ხარია სკო­ლაში წას­­ლა. ვიცი, რომ ის ისევ მე­ლო­დება, კარს მიღებს...



2000 წელი. მაია ბაღაშვილი გაკვეთილზე.



       №8 საჯარო სკოლაში სწავლობდა დედაჩემიც  - თინათინ კვანტალიანი (ამჟამად ამავე სკოლაში მუშაობს), რომელმაც შთაგვაგონა მე და ჩემს დას შორენა ბაღა­შვილს მისი სიყვარული.
     არაჩვეულებრივი წარსულის მქონეა ჩვენი სკოლა. ძალიან კარგი პედაგოგები გვზრდიდნენ; მათ შორის იყო დი­რექტორი ბ-ნი ა. ქურასბედიანი,  კაცი, რო­მელიც სიკეთეს, სათნოებას განასა­ხი­­რებდა. ის რა­ტო­­ღაც მთელს სკოლაში მხო­ლოდ ჩემს კლასს ასწავლიდა მათე­მატიკას, ჰოდა, ჩვენც განებივრებულები ვყავდით, ხში­რად გვეხუმ­რებოდა, არა­სო­დეს საყვე­დურს მკაცრი ტონით არ გვე­­ყოდა, საო­­რად ტაქტიანად, ზოგ­ჯერ იუმორითაც კი მიგვითითებდა ხოლ­მე შეცდომებზე, სწორედ ამაში იყო მისი დი­დი „ოს­ტა­ტობა“.
         №8 საჯარო სკოლაში ვმუშაობ 1996 წლი­დან. მა­შინ ძა­ლიან ახალბედა ვიყავი, ვყა­ლიბ­დე­ბოდი, რო­გორც პე­­­გოგი, საკუ­თარ თავზე ბე­ვრს ვმუ­შა­ობდი.
საუკეთესო პედა­გო­გე­ბი მყავდა სკოლაში,  რომ­ლებიც ყოველთვის ცდი­ლო­­დნენ მეგრძნო ოჯა­ხური სითბო და სიყვა­რუ­ლი, მეც ახალ­გაზრ­დული შემარ­თებ­ით, საქ­მი­სა­დმი ინტერესით, ვც­დი­ლო­ბდი დამემკვიდ­რე­ბი­ნა თავი.



მაია ბაღაშვილი სადამრიგებლო კლასთან. 2001 წლის 1 სექტემბერი

   ბატონი ავთანდილის შემდეგ ჩვენს სკოლაში დირექტორად დაინიშნა ბატონი რეზო სირბილაძე, რომელმაც სკოლას სულ სხვა იერი შესძინა. მან ახლებურად გამოაცოცხლა ყველაფერი. ბ-ნი რეზოს თაოსნობით შეიქმნა სკოლის ჰიმნი, რომელშიც გარკვეული წვლილი მიმიძღვის (მელოდიის შექმნაში) და მეამაყება კიდეც. ამავე პერიოდში პირველად გავხდი I კლასის დამრიგებელი. დიდი ენთუზიაზმით მიწევდა მუშაობა სადამრიგებლო კლასთან და დღესაც ასეა. მუდამ ვცდილობ ბავშვებს არაფერი დავაკლო, ვიმეგობრო მათთან, ვიყო მათი მეორე დედა და აღმზრდელი. დღესაც სიხარულის ცრემლებს მგვრის, როდესაც 12 წლის წინ დაწერილ წერილებს ვკითხულობ. ეს წერილები ჩემმა პირველმა მოსწავლეებმა მისახსოვრეს და ალბათ არც იციან, რომ კვლავ შენახული მაქვს. ამ ოდნავ შეყვითლებულ ბარათებს არასოდეს გავანადგურებ, რადგან მათთან ერთად ჩემს გულში  ბავშვები ცოცხლდებიან... და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ასეთი „სასიყვარულო“ ბარათი მაქვს შემონახული...
    ჩვენს სკოლაში ჩემი შვილიც სწავლობს ლინდა ჯამბურია, რომელიც დიდი ხანია, რაც შეჩვეულია აქაურ გარემოს და ალბათ მასაც ძალიან გაუჭირდებოდა სხვა სკოლაში სწავლა.
№8 საჯარო სკოლა ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია ჩემი ოჯახის მატეანისა. ვუსურვებ მას კვლავ ამაყად გადმოჰყურებდეს, ამშვენებდეს გელათის ქუჩას და აღზარდოს არაერთი  განათლებული  და პატრიოტი  თაობა.

მაია ბაღაშვილი III კლასში ყოფნის დროს პედაგოგებთან  (ვერიკო ხურციძე - ქართული ენის
და ლიტერატურის, არჩილ ბარდაველიძე - მათემატიკის, რუსუდან კაკიტელაშვილი - რუსულის)  და თანაკლასელებთან ერთად. 19 მაისი, 1986 წელი.



გამოყენებული ლიტერატურა:  ,,სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლა“  1938-2011, ავტორები:  მზია                                                                       ზარნაძე, ლია გაბუნია . 2011 წელი, გვ.158-171.

Комментариев нет:

Отправить комментарий