ნორჩი პოეტები

ნორჩი პოეტები
                                                                სირბილაძე  მაგდა  - მე-12 კლასი

მშობლიურ ენას
თურმე ლექსია ჩემი ცხოვრება,                     
ამ დროს ღმერთთან ვარ რწმენით!
მინდა ვადიდო ქართული ენა
ლამაზ ლექსების წერით!

ო, როგორ მიყვარს ენა ქართული,
მშობლიური და ჟამთა მძლეველი,
                                                                                     დედის ნანასთან სულში ჩართული
                                                                                     წინაპართ ძმობის მატარებელი.

                                                      ფიქრი პირველი, გრძნობა პირველი
                                                      და სიყვარული ქართული ენის,
                                                      ჩემი სამშობლო გასაკვირველი,
                                                      თავის მომავალ გმირს ისევ ელის  

შოთას პოემა, ილიას სიბრძნე,

აკაკის ლექსის თავდავიწყება,
ეს ყველაფერი არის სიწმინდე,
           რომელიც ქართველს არ ავიწყდება!

             მართლაც რა კარგი არის ქართული,
ყველა ენისგან გამორჩეული,
საუკუნეებს გადარჩენილი-
სარწმუნოება, ენა, მამული.

   ულმობელია წუთისოფელი,
                   ოდეს ჩვენ წაავალთ და სხვა დარჩება,
                         მომავლის რწმენით და ღმერთის ნებით,
           ქართული ენა კვლავ გადარჩება.


         

                        სამშობლო
 ჯვარცმული მიწის თავზე  აფრით 2008,
მინდა რომ  აღსდგეს სიკვდილითა  ავის  მთრგუნველი
და აფხაზეთი ჩემი  დედის ტკბილი რძესავით
 იყოს ქართველიდ და  აფხაზ  ხალხის ნავთსაყუდელი.

 სამშობლო ჩემი  ჩუმი,  მწარე  გულისტკენაა,
დაბადებიდან სიმწარეა თვალთ უხილავი.
ტაოკლარჯეთი, სამაჩაბლო და აფხაზეთი
ეს სიზმარია, თანაც ცხადი,  გამოუთქმელი.

რემლის ნაკვალევს უნებურად ყველგან  მივყვები,
 წარსულის  ზღვაში ძველი   ტაოც   მოვინახულე,
  ...   მე ის მოხუცი მუსლიმანი  პაპაც ვიპოვე,
 დღეს რომ  ბაჯბაჯებს გათურქებულ ქართულ მიწაზე.

სისხლით შეღებილ ქართულ ხურჯინს მოვეფერები
გავიზიარებ  მასში გაკრულ ყველა იარას,
თურქულ სინდისში ქართულ მიწას დავეკონები
როგორც მშობლიურს, დაუვიწყარ ბედნიერებას...
                                                
ჩემი  სამშობლოს თვალწარმტაცო ნაკვეთურებო,
არ დაგივიწყებ არასოდეს  თვალ- ცრემლიანსა...
 სამაჩაბლო და  აფხაზეთი, ტაოკლარჯეთი,
დიდო უფალო,  დამიბრუნე  მე ცოდვიანსა.




                                                
            



 გაბელაშვილი  ნინო  - მე- 12 კლასი







ქართულ  ენას
ქართველი კაცის
ხმლითა და ფარით შემონახული -
ენა ქართული!
სადიდებელი, ჯერ არნახული -
ენა ქართული!
საყვარელი ყველა სხვაზედა,
სწორედ ის ენა,
რომელზედაც წარმოვთქვი დედა.
სწორედ ის ენა,
რომელზედაც ვისწავლე ლოცვა.
სწორედ ის ენა,
რომელზედაც მღვდელმა დამლოცა.
ქართული ენა, როგორც დედაა,
ისე წმინდაა ჩემთვის,
ქართული ენა სამშობლოსათვის
რომ ფეთქავს, იმ გულს ერთვის.
ნუთუ ის ენა რომ არ გიყვარდეს,
რაზეც გიმღერეს ნანა,
მშობელი ენა რომ არ გიყვარდეს,
ეს შეიძლება განა ?!
ქართული ენა ჩემთვის ისევე
არის ამქვეყნად ერთი,
ვით შემოქმედი ყველაფერისა,-
გამჩენი ჩვენი ღმერთი!


Комментариев нет:

Отправить комментарий