კურსდამთავრებულთა მოგონებები

რანი (ხუხა) ჭაბუკიანი

მე-8სკოლაში სწავლობდა 1943-1954წწ .სკოლა               დაამთავრა ოქროს მედლით. მუშაობს საქართველოს       სუბტროპიკული მეურნეობის სა­ხელ­მწიფო         უნივერსიტეტის პროფესორად, არის   ტექნიკის           მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.
ცხოვრობს ქ. ქუთაისში, სოლომონ I ქ. პირველი შეს. №3 (ქ. სოხ­უმი, თბილისის გამზ. 97, ბ. 46).

ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრების 30 წლის მანძილზე არა­ერთ­ხელ გამივლია მე-8 სკოლის წინ გელათისაკენ მიმავალ გზაზე სტუმრებთან ერთად; დღეს ეს შენობა უფრო მცირე მეჩვენება,  ვიდრე ჩემი სწავლის პერიოდში; ეს გასაგებიცაა, რადგან არა თუ სკოლა, არამედ ქალაქიც, ქვეყანაც, სამყაროც პატარავდება ასაკის მო­მატებასთან ერთად, რადგან ყველაფერი გონების ჰორიზონტზეა დამოკიდებული, რო­მელიც თანდათან ფართოვდება. ყოველი გავლა აზრის ხმამაღლა გამოუთქმელად დაკავშირებულია ბავშვობის შთაბეჭდილებებთან, მახსენდება მეგობრები, ბურთის თა­მაში გაკვეთილებს შორის შესვენების პერიოდში, ცელქობა და მრავალი სხვა.
ძნელია გამოვყო რომელიმე მასწავლებელი, რადგან ისინი ბევრნი არიან და იცვლებოდნენ წლების მანძილზე. გარდა ამისა სკოლაში შესვლა ორ პერიოდად იყოფა; პირველი-როცა მეხსიერება ჯერ კიდევ სუსტია (თუმცა პირველ კლასში მერხზე დაჯდომა მახსოვს და მასწავლებელიც -მარიამ წიგნაძე, იქვე ცხოვრობდა სკოლასთან) და მეორე პერიოდი - ჭაბუკობა. ამ ბოლო პერიოდში გამოვყოფდი მათემა­ტიკის (ეთერ  ბურჯანაძე), ქართული ენისა  და ლიტერატურის (ნინა ცირეკიძე), ისტორიის (ჟორა ტორაძე), რუსული ენის (დირექტორი ვანო ვაშაკიძე), მათემატიკის (არჩილ ბარდა­ვე­ლიძე), რომელმაც ერთხელ ისეთი სილა მითავაზა, იგი დღესაც მახსოვს.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო ეთერ ბურჯანაძე; როგორც ჩანს იგი ინსტი­ტუ­ტის დამთავრებისთანავე დაინიშნა ჩვენი კლასის მათემატიკის მასწავლებლად მე-6 კლას­ში და შემდგომ წლებში არ მოგვშორებია, რადგან მანვე დაგვამთავრებინა საშუალო სკოლა; ჩვენ ყველანი შეყვარებულები ვიყავით ეთერი მასწავლებელზე, რომელიც სამ­წუხაროდ, არ დაოჯახებულა ისე გარდაიცვალა. მისი ძმისშვილი კუსუნია ბურჯანაძე ჩემი კარგი მეგობარია; იგი დიდი ხანია თბილისში ცხოვრობს და ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს თავის მამიდას. განსაკუთრებული კურიოზები სწავლის პერი­ოდში, რომელსაც შეიძლებოდა რაიმე გავლენა მოეხდინა შემდგომ ჩემს ჩამოყალიბებაზე, არ მახსოვს.
სკოლის მეგობრებიდან რამდენიმე კაცი შემოვრჩით ქუთაისს; რომ არა აფხაზეთის კოლონიზაცია, მეც სოხუმში ვიცხოვრებდი, რომელსაც საოცრად შევეჩვიე და სხვა ქალაქში ცხოვრება ვერც კი წარმომედგინა. ამ მეგობრებიდან კარგი ურთიერთობა მაქვს  ომარ ფრუიძესთან და თენგიზ დოღონაძესთან. (ორთავემ ჩემი ინსტიტუტი დაამთავრა-პირველმა პირველმა ტექნოლოგიის, ხოლო მეორემ მექანიზაციის ფაკულტეტი), და წლების მანძილზე იყვნენ წარმოება -დაწე­სებ­ულ­ებებში დირექტორები და მთავარი ინჟინრები. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი აკაკი ბრეგაძე, რომელიც ლექსებს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში წერდა, თბილისში ცხოვ­რობს. იგი ჟურნალ ,,ნაკადულის“ მთავარი რედაქტორი იყო, დღეს მთარგმნელობითი საქ­მიანობითაა დაკავებული. იშ­ვი­ათად ვხვდები ჩემს თანაკ­ლა­სელებს ჯიჯი ფურცხვანიძეს და გურამ გაბიძაშვილს.
უდიდეს პატივს ვცემ ჩემს სკოლას და მასწავლებლებს, რომლებმც ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩვენ მიგვეღო საჭირო ცოდნა. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ინსტი­ტუ­ტში დავიწყე მუშაობა და მეცნიერული საქმიანობა გადავწყვიტე. როგორც ასპირანტს და შემდგომში დოქტორანტს არ გამჭირვებია დაძაბული შემოქმედებითი მუშაობა თი­თქმის 25 წლის მანძილზე, საკანდიტატო (1970 წ.) და სადოქტორო (1989 წ.) დი­სერ­ტა­ციებზე მუშაობის დროს.


           მედლის მიღება სკოლაში ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მისი მნიშვნელობა მაშინ გავიგე, როცა უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩავირიცხე, თუმცა იმ სპეცი­ალო­ბაზე, რომელიც ძალიან მინდოდა (ხუროთმოძღვრების სპეციალობა) ვერ მოვხვდი და ამის შემდეგ ჩემ­თვის სულ ერთი იყო სად ვისწავლიდი; ერთი კი ფაქტია, რადგან ჩემთვის არა­სა­ინ­ტერესო დარგში ამდენის გაკეთება შევძელი, ალბათ მეტს გავაკეთებდი, ჩემთვის საყვარელ სპე­ციალობაზე რომ ჩავრიცხულიყავი. თუმცა ასეთები საბჭოთა პერიოდში ბევრი ვი­ყავით.




მარლენ (ომარ) ფრუიძე 

       დაიბადა  1936 წლის 28 მარტს.
1943-1954 წწ.  სწავლობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში.   სკოლა და­ამთავრა ვერცხლის მედლით.
წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამშე­ნებ­ლო ორგანიზაციების ხელმძღვანელად. ეჭირა სერიოზული თანა­მდებობები.
        ამჟამად არის  სს „იბერია 21“-ის დამფუძნებელი.
ცხოვრობს ქ. ქუთაისში,  ბათუმის ქ. №24.

ძალიან დიდი სურვილი მქონდა სკოლაში წასვლის, რადგან გამრავლების ტაბულა და რამდენიმე ლექსი ზეპირად ვიცოდი, მინდოდა „ჩემი ცოდნა“, რომელსაც მაშინ ასე ვთვლიდი, სკოლაში მიმეტანა.
მქონდა ასეთი შემთხვევა, ჩემი დეიდაშვილი ვებული გვე­ლესიანი, რომელიც ჩემზე უფროსი იყო წელიწადნახევრით, 1942 წელს  შეიყვანეს სკოლაში. ჩემში იმდენად დიდი იყო სწავლის წყურვილი, მასთან ერთად მეც დავდიოდი. მეგონა, რომ სკოლის მოსწავლე ვიყავი, თურმე სიაშიც არ ვყოფილვარ. სანამ დიდი თოვლი არ ჩამოწვა, მანამ შევძელი სიარული, ხოლო შემდეგ იმდენად პატარა ვიყავი, ვეღარ ვიარე. იმ დროისათვის სასწავლებლად საფიჩხიის უბანში არსებულ სკოლაში დავდიოდი, რადგან ჩვენს სკოლაში (მე-8 საშუალო სკოლა) სამხედრო სამედიცინო დაწესებულება იყო გახსნილი (ე.წ. ჰოსპიტალი).
          სკოლაში თითქმის ყველა მასწავლებელი საუკეთესო იყო, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო მათემატიკის მასწავლებელი ეთერ ბურჯანაძე. ჩვენს ჯგუფში შემოვიდა მე-4 კლასში, იმ წელს დაამთავრა ინსტიტუტი და სრულიად ახალგაზრდა ქალბატონი კოპლებიანი კაბით, შემოვიდა ჩვენთვის მათემატიკის სასწავლებლად, რომელიც აღარ წასულა ჩვენგან, ვიდრე სკოლა არ დავამთავრეთ. მან გვასწავლა მათემატიკა და ისიც ჩამო­ყალ­იბდა, როგორც საუკეთესო პედაგოგი. ამის შემდეგ თითქმის მთელი ჯგუფი მასთან დავრჩით უახლოეს მეგობრად იმ დიდ პატივისცემასთან და მორიდებასთან ერთად, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს შორის. ერთხელ ახალ წელს ვესტუმრეთ სახლში, ვიქნებოდით 7-8 ახალგაზრდა, დატრიალდა ეთერი მასწავლებელი, გაგვიწყო სუფრა და გამოიკვეთა, რომ არ ჰქონდა სახლში საკმაო რაოდენობის პური, გამოვიდა მოსატანად (მარტო ცხოვრობდა სახლში მოხუც დედასთან ერთად) მის მოსვლამდე ჩვენ საცივი მშვენივრად მივირთვით ხაჭაპურზე და ტორტთან ერთად. რომ შემოვიდა პურით ხელში და ნახა საცივი აღარ იყო, უნდა გენახათ მისი კმაყოფილებით გაბადრული სახე და თავისთვის ჩაილაპარაკა: როგორი კარგები ხართ და როგორ გამახარეთო.
სკოლის მეგობრებიდან ახლა ძალიან ცოტანი ვართ დარჩენილნი, მაგრამ არ შემიძლია არ მოვიგონო აწ გარდაცვლილი თამაზ ფურცელაძე და ზურაბ ბაკურაძე, რომლებმაც ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა  და კარგი სამეურნეო მუშაკი ზურაბ გაბრიაძე.   თამაზმა მოასწრო თავისი პიროვნების წარმოჩენა.  ქალაქში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ ზურაბი (ტახო) კი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და ვერ მოასწრო თავისი სათქმელის თქმა.   დიდი სიყვარული მაკავშირებდა და დღესაც იგივე გრძნობით ვარ გამსჭვალული აკაკი ბრეგაძის  მიმართ,  რომელიც ჩამოყალიბდა  კარგ  მთარგმნელად, ცხოვრობს თბილისში და ნათარგმნი აქვს ტოლსტოი, ჩეხოვი და სხვა ცნობილი მწერლები.  სიყვარულით ვიხსენებ ასევე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ  ხუხა ჭაბუკიანს, კარგ  ინჟინერს თენგიზ დოღონაძეს,  კარგ  მეგობარსა  და მასპინძელს გურამ გაბიძაშვილს  და სხვებს. ნუ მიწყენენ დანარჩენები, თუ ყველა ვერ დავასახელე.
          მე ვარ ჩემი სკოლის გამოუსწორებელი ფანი. ვამაყობ, რომ მაქვს დამთავრებული მე-8 საშუალო სკოლა, რომელსაც აქვს საუკეთესო ტრადიცია და მინდა ეხლანდელმა პედაგოგიურმა კოლექტივმა ის სახელი და დიდება, რაც წლების მანძილზე ჩამოუ­ყა­ლიბდა ჩემს სკოლას, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადოს.
        როდესაც სკოლა მედალზე დავამთავრე, არ ვიქნები მართალი, რომ არ ვთქვა - მსიამოვნებდა და მეამაყებოდა. მაგრამ ჩემმა მედალმა შემდგომ უფრო დიდი სამსახური გამიწია, როდესაც მამა გავხდი, ჩემს ბავშვს საწოლის თავთან ჰქონდა მედალი მიმაგრებული და ცდილობდა მამისთვის ეჯობნა და ასეც მოხდა: მე ავიღე ვერცხლის მედალი, მან კი ოქროსი. ეხლა ორივე მედალი ჩემს შვილიშვილებს ომარიკოს და თემუკას აქვს საწოლის თავთან მიმაგრებული და ცდილობენ არ ჩამორჩნენ ბაბუს და დედას.




აკაკი ბრეგაძე

დაიბადა ქუთაისში 1935 წლის 1 ივნისს.1954 წელს ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა  მე-8 სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულ­ტეტზე. სწავლა დაასრულა 1959 წელს.
„პატივს ვცემ თანამედროვე საჯარო სკოლას, ქუთაისის მე-8 სკოლას, რამეთუ აქ ჩამოვყალიბდი პიროვნებად. ვუსურვებ მის მასწავლებლებს ჩემი თაობის მასწავ­ლებ­ლებზე უკ­ეთესნი ყოფილიყვნენ და უკეთესი ქართველობა დაე­ზარ­დოთ. ეს იქნება დიდი მამულიშვილობის გამოვლინება.“
აკაკი ბრეგაძე

1960 წლიდან მუშაობას იწყებს საბავშვო და ახალ­გაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა „ნა­კა­დულში“, სადაც დღესაც მუშაობს. თითქმის ნახევარი საუ­კუნეა ემსახურება ქარ­თული წიგნის გამოცემის საქმეს; დიდი ამაგი დასდო ცალკეული წიგნების თუ ბიბლიოთეკის გამოცემას. მათ შორის  ქართული პო­ეზი­ის ჩვიდმეტტომეულს (იყო ამ გამოცემის უცვლელი რედაქ­ტო­რი), ქართული მწერლობის ოცდაათტომეულს (იყო ამ გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი).
ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1955 წლიდან. ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა ცნობილი რუსი მწერლის  ივანე ბუნინის  ნაწარმოებები (მათ შორის „ლიკა“ 1961 წელს). ასევე პირველმა თარგმნა  შვედი მწერლის ავგუსტ  სტრინდბერგის  პიესები: „მამა“  („საბჭოთა ხელოვნება“, 1984წ.), „მოჩვენებათა სონატა“ („ცისკარი“, 1990წ.), „ფრეკენ იულია“ („თეატრი და ცხოვრება“, 1991წ.), „ერიკ XIV“, თარგმნა და დაბეჭდა  ლ.  ტოლ­­ტოის, თ. დოსტოევსკის, ლ. ანდრეევის მოთხრობები, ა.პუშკინის მთელი მხატვრული პროზა (1977წ. 1983 წ. 2006წ.), ა. ტოლსტოის ტრილოგია „გზანი წამებისანი“ (1984 -1985წწ.), „ემიგრანტები“ (1988წ.), „ნევზოროვის  თავგა­დასავალი“  (1988წ.) კობო აბეს „ ქალი ქვი­შაში“  (1978წ.) , ქენძაბურო ოეს, „დაგვია­ნებ­ული ახალგაზრდობა“,  სელმა ლაგერლოფის „საგ­ა იოსტა ბერლინგზე“ (2007წ.), ჩ. აიტმატოვის „საქონდაქრე“ (2005წ.), მ. პასტერნაკის „ექი­მი ჟივაგო“ (2004წ.), ა. დიუმას, ე. ოჟეშკოს, მ. სელიმოვიჩის, ჟ. ამადუს და სხვათა რო­მანები.
მთარგმნელობით მოღვაწეობაში გაწეული წვლილისათვის  2004 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია.
1989 წლის 10 აპრილს დატოვა კომპარტიის რიგები,  კომუნისტური რეჟიმის მიერ ამავე წლის  9  აპრილს რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ ქართველი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, ხოლო 1992 წელს მწერალთა კავშირის რიგები - მაშინდელ მწერალთა კავშირთან მისი მრწამსის შეუთავსებლობის გამო.
ამ საუკუნის პირველ წლებში, რო­ცა ათასი მიზეზის გამო დიდად შეყოვნდა სა­ბავ­­ვო  წიგნების   გამოცემა და ჩვენს ბავ­შვე­ბს სულიერი საზრდო მოაკლდათ, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად თავს იდო პატ­რიო­ტულ-შემეცნებითი დამოუ­კი­დებელი სა­ბავშვო გაზეთის „ციცი­ნა­თელას“ გა­მო­ცემა (გაზეთი გამოდის 1995 წლის აგვის­ტო­დან). 2000 წლიდან  ასევე ოჯახის წევრებთან ერთად ბეჭდავს  პატ­რი­ოტულ-შემეცნებითი კრე­ბუ­ლების (სა­ბავ­შვო წიგნების) სერიას, რომელსაც ჰქვია „საკითხავნი ყმაწვილ­თა­თვის“.
 ამ  სერიით  უკვე გამოსცა 18 ტომი და  განზრახული აქვს 30 ტომამდე შეავსოს გამო­ცემა. 2007 წლიდან წამოიწყო ურთულესი საქმე - გამოცემა ახალი მრავალ­ტო­მეულისა, რომელსაც ჰქვია „მწიგნობრობა ქართული“. გამოცემა მოიცავს რამდენიმე მო­ნა­კვეთს. ესენია: 1. ხალხური სიტყვიერება,  2. სასულიერო მწერლობა , 3. საერო მწერ­ლობა,  4. საისტორიო მწერლობა,  5. ფილოსოფიური მწერლობა,  6. სამართლის  ძეგლები, 7. მემუარები,  8. სამოგზაურო მწერლობა.  ჯერჯერობით  გამოსულია 6 ტომი.

  თითქოს აკაკი ბრეგაძე  XIX საუ­კუნის დიდ მოღვაწეთა კვალზე მო­ვიდა. დიახ, თუ ვინმეზე ით­ქმის, პირველ რიგში სწორედ ბატონ აკაკიზე ითქმის, რომ ის აგრ­ძე­ლებს ქართველ სამოციანელთა დიდ ტრადიციებს: არ იქნება გა­დაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ თა­ვისი საქმით იგი  პირდაპირი მე­­კვიდრეა დიდი იაკობ გოგე­ბა­შვილის, მისი  სულის ამაღორ­ძი­ნე­ბელი.
ლადო მინაშვილი

  აკაკი  ბრეგაძე  თავისი ენერგიით, მუხლჩაუხრელი შრომით გვაგონებს XIX საუ­კუნის იმ დიდ სამოციანელებს, რომლებიც ნათელ ნიჭთან ერთად გამოირჩეოდნენ, გალაკტიონის თქმით „მძლავრი, ღონიერი მშრომელის ტემპერამენტით“. აკაკი ბრეგაძე ამ დიდებულ წინაპართა ღირსეული მემკვიდრეა.
იუზა ევგენიძე

  ერთი მოაზროვნე გვმოძღვრავდა: ჭეშმარიტი საყმაწვილო ქმნილება სწორედ ისაა, რომელსაც დიდებიც დიდი ინტერესით ეცნობიან, თუ ამ ფორმულას ბატონი აკაკი ბრეგაძის მიერ შედგენილ საბავშვო კრებულს მივუყენებთ, დავადგენთ, „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები„ (2008წ.) ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საამოდ საკითხავი პატრიოტული გზნებით გამსჭვალული წიგნია.
მურმან თავდიშვილი

  ჩვენი სკოლების დაწყებით კლასებში ძალზე პოპულარულია გაზეთი „ციცინათელა“. თვეში ერთხელ, როგორც კარგ საჩუქარს, ისე ელიან ჩვენი პატარები მის ახალ ნომერს.
ვილენ მარდალეიშვილი

  ბატონო აკაკი, თქვენ ბრძანდებით  ჭეშმარიტი ქომაგი ქართული მადლიანი სიტყვისა, ემ­სახურებით ქართული სულიერების გადარჩენისა და აღორძინების საქმეს. გმად­ლობთ!
ჟურნალ „ ფუძის“ რედაქცია



თენგიზ დოღონაძე


    1943-1954  წწ.  სწავლობდა ქუთაისის №8 საშუალო სკოლაში.   სკოლა დაამთავრა ოქროს  მედლით.
  ცხოვრობს ქ. ქუთაისში,  დიმიტრი თავდადებულის   ქ. №23.
           არის  შ.პ.ს  „ბარეული“-ის  დამფუძნებელი.

სკოლაში მისვლის წინ ძალიან ცუდი განწყობა მქონ­და, ვინა­იდან ჩემი საბუთები არ მიიღეს, რადგან 8 წელი არ შემსრულებოდა (დაბადებული ვარ 1935 წლის 4 ნოემბერს) შემდეგ ვთხოვეთ მაშინდელი განათლების გან­ყოფილების გამგეს, ბ-ნ კაკო კოპა­ლა­ძეს და სწავლას შევუდექი  5 ნოემბრიდან. მასწავლებლები ყვე­ლანი კარგი გვ­ყავდა (ერთმანეთზე უკეთესები), მაგრამ მათ შორის გამო­ვარჩევდი მა­თემ­ატიკის მასწავლებელს ქ-ნ ეთერ ბურჯანაძეს. ის ინსტი­ტუტიდან მე-4 კლასში მოვიდა ჩვენთან და დამთავ­რე­ბამდე გვასწავლიდა. ერთხელ ერთ-ერთი ფოტოგრაფის ვიტრინაში ვნ­ახე მისი სურათი, მოვიპარე და სანამ სკოლას დავამთავრებდი, თან ვატარებდი.
სკოლაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა. გავიხსენებ რამდენიმე მათგანს: ზურაბ ბა­კურაძე, ნოდარ დეისაძე, ლევან ფურცხვანიძე, გივი ურუშაძე,  ზურაბ გაბრიაძე, გია ღოღობერიძე (უკვე გარ­დაცვლილები არიან),  რანი (ხუხა) ჭაბუკიანი, ომარ ფრუიძე, გურამ გაბიძაშვილი,  და სხვები.
ხუხა (რანი) ჭაბუკიანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (წლე­ბის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული ინსტი­ტუტის პრორექტორად).
დიდ  პატივისცემას გამოვხატავ  №8 საჯარო სკოლისადმი. თითქმის ყოველ­დღე მიწევს მასთან გავლა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.  რაც შეეხება პედაგოგთა დღევანდელ შემადგენლობას, დიდი მოწიწებით ვესალმები ყოველი შეხვედრისას. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას და მრავალი თაობის აღზრდას.
რაც შეეხება ჩემს ყოფილ პედაგოგებს, თუ არ ვცდები, ცოცხალი მხოლოდ პროფესორი-მრავალი წიგნის ავტორი 88 წლის სიმონ არველაძეა.  
სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე, რამაც საშუალება მომცა გასაუ­ბრებით მოვწყობილიყავი უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დავამთავრე  და მის შემდეგ დღემდე ვმუშაობ მრეწველობის სხვადასხვა სფეროში.



ზურაბ დავითის ძე გაბრიაძე

მადლობა მინდა ვუთხრა მე-8 სკოლის პედკოლექტივს ამ შესანიშნავი ღონისძიების ჩაფიქრებისათვის.

ვცხოვრობდი ლექტორთა საერთო საცხოვრებელში, I საშუ­ალ­ო სკოლის შენობის გაგრძელებაზე (ყოფ. ლუქ­სემბურგის ქუჩის  15-ში) ამჟამად რუსთაველის ქ.  №7.
პირველი დაწყებითი განათლება ვაჟთა I საშუალო სკო­ლაში მივიღე. ჩემმა ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და მე მომიწია I სკოლიდან ვაჟთა მე-8 სკოლაში გადასვლა. ეს იყო 1948 წელი. 
ინსტიტუტის დამთავრების დღიდან ვმუშაობდი სხვადასხვა საპა­სუხისმგებლო თანამდებობაზე. ამჟამად ვარ საზოგადოება „ბაღისკიდის“ აღმას­რულებელი დი­რექტორი.
სკოლიდან სკოლაში გადასვლა არ არის ადვილი, ტოვებ ძველ მეგობრებს, იძენ ახალს... მივდიოდი მე-8 სკოლაში და  ფეხები უკან მრჩებოდა. ვფიქრობდი, როგორ მიმიღებენ, მაგრამ მისვლისთანავე შემეცვალა განწყობა. ბიჭებმა კარგად მიმიღეს, მალე დავმეგობრდით კიდეც.
დიდია მასწავლებლის პასუხისმგებლობა და მოვალეობა ქვეყნისა და მოზარდი თაობის წინაშე. მე პედაგოგის ოჯახში ვიზრდებოდი და კარგად ვიცი, თუ რა ტიტანურ შრომას ეწევა თითოეული პედაგოგი, მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში. თუ რამ კარგია ჩემში, ეს მათი დამსახურებაა. ქედს ვიხრი მათ წინაშე.
ჩემი საყვარელი მასწავლებლები იყვნენ: ეთერ ბურჯანაძე, ჟორა ტორაძე და უაღრესად განათლებული, დიდებული პიროვნება სიმონ არველაძე, რომელიც დღესაც აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას.


საზოგადოება „ბაღისკიდის“ გამგეობის წევრთა ერთი ნაწილი.
სხედან (მარცხნიდან): ბენია თხილავა, თენგიზ დოღონაძე, ოტია იოსელიანი.
დგანან (მარცხნიდან): ლევან როხვაძე, ჩიტო ბუზიაშვილი, ნუგზარ მჭედლიშვილი,
მოსე ბალუაშვილი, ზურაბ გაბრიაძე, გურამ ყურაშვილი, ვაჟა ჯაფარიძე.


მეგობრებიდან გამოვყოფ ზურა ბაკურაძეს, ლეო ფურცხვანიძეს, ნოდარ დეისაძეს, თამაზ ფურცელაძეს, რომლებიც დღეს აღარ არიან ჩვენს გვერდით. დღესაც ვმეგობრობ ომარ ფრუიძესთან, თენგიზ დოღონაძესთან, ხუხა ჭაბუკიანთან, კაკო ბრეგა­ძეს­თან,  ჟორა კუბლაშვილთან,  გურამ გაბიძაშვილთან. ვაჟთა მე-8 სკოლის ღირსეული და საამაყო შვილია ჩემი მეგობარი რეზო ჭეიშვილი.
მინდა გავიხსენო პატარა ამბავი, სკოლა 7 ნოემბრისთვის ემზადებოდა. ეწყობოდა ე.წ. „მარშიროვკები“, გამოგვქონდა ლოზუნგები და  გაისმოდა ჩვენი ომახიანი „ვაშა“. ერთი ასეთი ვარჯიშის დროს, ერთმა მოსწავლემ, ჩვენი რიგებიდან წამოიძახა-„გაუმარჯოს მე-8 სკოლის გაუთხოვარ პედაგოგებს“, ამას მოჰყვა ჩვენი „ვაშა“. ატყდა სიცილი, მართლაც ბევრი გაუთხოვარი მასწავლებელი იყო სკოლაში. ბევრი იცინეს, მაგრამ დირექტორმა მაინც გადაწყვიტა, დაესაჯა ის, ვინც გაიძახოდა მე ვიყავი, მე ვიყავიო.
ხშირად მიწევს ჩემს მშობლიურ სკოლასთან გავლა, რადგან ჩემი სოფელი-ძუყნური ტყიბულის რაიონში მდებარეობს. ამ გზით მივდივარ სოფელში. როცა სკოლას ვუახლოვდები, ვანელებ მანქანის სიჩქარეს და ჩემს გვერდით მსხდომთ ვეუბნები-ეს ჩემი საყვარელი სკოლაა.


ერთხელ კიდევ მინდა გამოვხატო მადლიერება მე-8 სკოლის პედაგოგიური კოლექტივისადმი და სკოლის ხელმძღვანელის რეზო სირბილაძის მიმართ. სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ სკოლის ახალგაზრდა პედაგოგებს. მხოლოდ კარგად ვიცნობ ერთს, ჩემს საუკეთესო მეზობელს, კარგ ადამიანს, არაჩვეულებრივ დიასახლისს, მჯერა, რომ იგი კარგი მასწავლებელიც იქნება. ეს არის ქალბატონი ნანა ვარდოსანიძე-ყიფიანი. 





გივი მიზანდარი


საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პროფესორი გივი მიზანდარი სამოციანელთა წარმომადგენელია.

იგი დაიბადა 1932 წელს ქ. ქუთაისში. 
1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
1960-1963 წლებში გივი მიზანდარი მიწვეული  იყო ვიეტნამში ქ. ჰანოის სამხატვრო ინსტიტუტში. დაბრუნების შემდეგ, 1964 წლიდან  მუშაობს  თბილისის სამხატვრო აკადემიაში.  1968-70 წლებში გივი მიზანდარი კვლავ მიიწვიეს კამბოჯის სამეფო ხელოვ­ნების უნივერსიტეტში, როგორც პროფესორი, სახვითი ხელოვნების
ფაკულტეტის დე­კანი. პარალელურად გივი მიზანდარი სამხატვრო აკადემიის სპორტული კლუბის ხელ­­­ღვანელია. წარსულში ითვლებოდა პოპულარულ მოკრივედ. შემდეგ კი საწყალოსნო-სა­ნაოსნო ტურისტული სპორტით  იყო გატაცებული.
იგი  იყო მრავალი გამოფენის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნებში. მისი ნამუ­შევრები ამშვენებენ პოლონეთს, ვიეტნამს, კამბოჯას, უნგრეთს, აშშ-ს, ყოფილ საბჭოთა  რეს­პუბ­ლიკებს. �ბატონი ნანა ვარდოსანიძე-ყიფიანი.



გივი მიზანდარის პერსონალური გამოფენები მოეწყო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
დავიწყებ იმით, რომ მე-8 სკოლაში ვსწავლობდი გასული საუკუნის პირველ ნახევარში და ვსწავლობდი ძალიან ცოტა ხანს, თუმცა ამ დროს დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვიხსენებ. მაშინ ამ სკოლის დირექტორი იყო ბატონი ვალიკო თუმა­ნი­შვილი, პიროვნება, რომელიც ქუთაისის კი არა, მთელი საქართველოს კოლორიტი იყო.  






გივი მიზანდარის ნამუშევრები

მასწავლებლებიდან მახსოვს ქართული ენის მშვენიერი მასწავლებელი ქალბატონი ჩიტორელიძე, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ სკოლის იშვიათი სტუმარი ვიყავი და მხოლოდ იმიტომ, რომ  ვმუშაობდი სხვადასხვა მშენებ­ლო­ბებზე.
ფაქტიურად მე-6 კლასიდან უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი. საშუალო სკო­ლის დამთავრებამდე ჩემი ძირითადი სამუშაო იყო ქუთაისის ახალი  თეატრის მშე­ნებლობა, სადაც ქვაზე ვჭრიდი ჩუქურთმებს (ძალიან ვიყავი გატაცე­ბუ­ლი სპორტით, რომ არა ხელოვნება, ნამდვილად პროფესიონალი სპორტსმენი გავხდე­ბო­დი).
 ქუთაისის  დრამატული  თეატრის ფასადს  დიდი კოლონები ამშვენებს და ამ კოლონის ორი კაპიტელი ჩემი ხელითაა გამოთლილი, მისი სიმაღლე მახსოვს 1,80 სანტიმეტრია.
ფასადის მეორე სართულზე, შუა კა­რებს, (რომელიც უფრო ფანჯრის მოვა­ლეობას ასრულებს)  დიდი მოცულობის  რამდენიმე მეტრის სიგრძის ორნამენტი-ჩუქურთმა ამშვენებს,  ისიც ჩემი „სა­კუთ­რებაა“ და მრავალი სხვა.
დაახლოებით ოთხი წელი ვიმუშავე ამ თეატრის მშენებლობაზე.
იყო შემთხვევა, რომ მასწავლე­­ლე­ბიც მოსულან  მშენებლობაზე ჩემი ნამუ­შე­ვრ­ების თუ მუშაობის პროცესის სანახა­ვად, რაც ჩემში დიდ სიამაყესა და სიხა­რულს იწ­ვევდა.
იქ მუშაობის გამო ხშირად ვაცდენდი სკო­ლის გაკვეთილებს. სიმართლეს თუ ვი­­ყვი, ალბათ ამიტომაც იყო, რომ ქუ­თაისის თითქმის ყველა სკოლა მოვიარე.
ქუთაისის თეატრის ფასადი და მთლი­ანად შენობა ქვით არის მოპირკეთებული. მშენებლობის პროცესში ქვის სამუშაოების ზედამხედველი და ერთადერთი ხელმძ­­ვანელი იყო მწვანეყვავილელი დიომიდე მამრიკაშვილი.
დიომიდე მამრიკაშვილთან ძალიან ახ­ლო მეგობრობა მქონდა, მიუხედავად ჩვ­ენი ასაკობრივი განსხვავებისა. მაშინ ამ მეგობრობით ვამაყობდი და და დღესაც მეამაყება, ვინაიდან დიომიდე მამრიკაშვილი არა მარტო ქვის კარგი ოსტატი იყო, არამედ 3-გზის კავალერი იყო ოქროს ჯვრისა (რუსეთის ყველაზე დიდი სამეფო ჯილდო), რომელიც მან გმირობისათვის პირველ მსოფლიო ომში დაიმსახურა, მაშინ მთელ რუსეთის სამეფო ტერიტორიაზე ასეთი გმირი რამდენიმე პიროვნება იყო.
დიახ, ეს უაღრესად არაჩვეულებრივი ადამიანი დიომიდე მამრიკაშვილი ქუთაი­სე­ლი მწვანეყვავილელი იყო, თქვენს სკოლასთან არც ისე შორს ცხოვრობდა და დღეს ქუთაისში შეიძლება ითქვას, ძალიან ცოტა ვინმემ იცის, მისი ცხოვრების და ისტორიის შესახებ.
სწორედ მისდამი პატივისცემამ განაპირობა ასე გაგრძელებული წერილის მოწერა.
ბოლოს, მინდა გისურვოთ, თქვენს ურთულეს საქმეში დიდი ნებისყოფა და წარმატებები - კარგი ადამიანების გამოძერწვა აღსაზრდელებიდან.





ზაურ დვალი

დაიბადა:          1939 წლის 25 მაისს.
1946-57  წწ. -       სწავლობდა  მე-8 საშუალო სკოლაში.
ცხოვრობს:         ქ. ქუთაისში, ბურჯანაძის ქ. №14.
პროფესიით:        ინჟინერ-მექანიკოსი.

სამუშაო გამოცდილება:
1959-1961 წწ. -            ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. ელ. მონტიორი.
1961 წ. -                  ქუთაისის პურ-პროდუქტების ბაზა.
1961-1963 წწ. -            სსბ „პროექტხელსაწყო“. დისპეტჩერი.
1963-1966 წწ. -            სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1966 წლიდან
საპენსიო ასაკამდე - სსბ „პროექტხელსაწყო“-ში ინჟინერი;
                                      რამდენიმე გამოგონების ავტორი.
                                      მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდო „შრომითი
                                      წარჩინებისათვის“.
ოჯახური მდგომარეობა:  
მეუღლე -          მანანა მიზანდარი-დვალი.
შვილები -          ვალერიანი და ირაკლი.



ჩემი მასწავლებლები იყვნენ: თამარ ჩაგელიშვილი, რაისა ჭირაქაძე, ვასილ კისკეიძე, არჩილ ბარდაველიძე, ნუჩიკო ვასაძე, ანტიკა თუმანიშვილი, ვენერა ღვინეფაძე, ნინა ბაბადოღლი, ნოე ალავიძე, თინა ბოჭორიშვილი.
მასწავლებლებიდან განსაკუთრებით დიდი სითბოთი მახსენდება ქართულის მასწავ­ლებელი - თამარ ჩაგელიშვილი, რომელმაც შემაყვარა ქართული ლიტერატურა და საერთოდ წიგნი; რაისა ჭირაქაძე დამამახსოვრდა მისი მომთხოვნელობით და ობიექ­ტუ­რო­ბით; ვასილ კისკეიძის გაკვეთილზე ბუზის გაფრენას გაიგონებდი, ისეთი სიჩუმე იყო. როდესაც ის ხსნიდა გაკვეთილს საქართველოს ისტორიის შესახებ, საინტერესო ამბებს ჩაურთავდა ხოლმე თხრობაში,  ამიტომ  ყველა სულგანაბული ვუსმენდით.
მე-8 სკოლამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩემი აზრით, მაშინდელი პედკოლექტივი ახალგაზრდობის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ყველა მასწავლებელი დიდი სიყვარულით მაგონდება ხოლმე. მე პირადად ვფიქრობ, რომ ყველა მერვესკოლელი მოსწავლე  ვალში ვართ  ჩვენი  სკოლის წინაშე.
ახლანდელ მე-8 საჯარო სკოლის კოლექტივს, მის პედაგოგიურ შემადგენლობას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ყველას ვუსურვებ  ჯანმ­­თელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, რათა ბევრი კარგი და სასახელო ახალგაზრდა აღეზარდოთ ჩვენი ქვეყნისათვის.




ავთანდილ ბერეჩიკიძე


1944-1955 წლებში სწავლობდა მე-8  სკოლაში.  სკოლა დაამ­თავრა  ვერცხლის მედლით.
ამჟამად მუშაობს საქართველოს სუბტროპიკული მეურ­ნე­ობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეპარტამენტის უფროსად, არის  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მინიჭებული აქვს  ემერიტუსის საპატიო  წოდება.
ცხოვრობს  ქ. ქუთაისში, წერეთლის ქ. N54.

სკოლაში მისვლის წინ ჩემი განწყობა იყო  სასიამოვნო.  დატვირთული შრომით, სიხარულით, წარმატებებით. სწავლის დამთავრების ბოლო წლები იყო საკმაოდ რთული, დიდი დრო მიჰ­ქო­ნდა თემებზე მუშაობას საჯარო და სასკოლო ბიბლი­­თე­კებში. ნა­ყოფიერი იყო სკოლისა და  პიონერთა სასახლის სხვადასხვა წრე­ებში მუშაობა, კომ­კავშირულ ორგანიზაციაში საქმიანობა.
მომწონდა ყველა მასწავლებელი, ისინი ყველაფერს აკეთებდ­ნენ ჩვენი აღზრდა-განათ­ლებისათვის; გამორჩეულად მიყვარდა წლების განმავლობაში ჩვენი კლასის დამ­რიგ­ებელი ეთერ ბურჯანაძე, რომელმაც  საკმაოდ მაღალ დონეზე გვასწავლა მათემატიკა,  განსაკუთრებულ პატივს ვცემდი სკოლის დირექ­ტორს ბატონ  ვანო ვაშაკიძეს.
მედალოსნების წერითი ნაშრომები სამინისტროში იგზავნებოდა. 1955 წელი ნაშრომების მკაცრი შემოწმების წელი იყო. ამ წელს ქუთაისის ყველა სკოლიდან დაამტ­კიცეს მხოლოდ ორი ოქროს მედალი. მეც ქართულ ენაში ნიშანი სამიანზე ჩამომიყვანეს და მედალი აღარ მეძლეოდა. მახსოვს სკოლის დირექტორის შეწუხებული სახე, რომელ­მაც შეგვატყობინა, რომ ჩვენი სკოლის არც ერთ მოსწავლეს მედალი არ მიეცმოდა. მან მიხმო და მირჩია სამინისტროში წასვლა და გამოცდის განმეორებით ჩაბარება. სამინისტროში საგნის გადაბარების  ნება დამრთეს . ქ. თბილისის მაშინდელ N47 სკოლაში ჩატარდა ხელახალი გამოცდა. მახსოვს დავწერე თემა: ე. ნინოშვილის „გლეხთა ტიპები“. შემატ­ყობინეს, რომ მომცეს ვერცხლის მედალი ე.ი. ნაშრომში დამიწერეს შეფასება „კარ­გი“. მახსოვს გახარებული  პედაგოგების შეხვედრა.
არც ერთი ჩვენი თანაკლასელი ცუდ საქციელში შემჩნეული არ ყოფილა. ჩემი საუ­კეთესო მეგობრები იყვნენ: ცნობილი ინჟინერ-მშენებელი ზაურ გვენეტაძე, პროფესორი იუზა ცოციაშვილი (ამჟამად მოღვაწეობს აშშ.), ინჟინერ-მექანიკოსი ზერო ცინცაძე, ჟურ­ნალისტი  აკაკი ბრეგაძე,  ინჟინერი თენგიზ დოღონაძე, ტარიელ  სილაგავა, ბადური ჯა­ნაშია, ჯუმბერ ბეროძე,  ბაქარ ბაქრაძე, სპორტსმენი გივი ჭლიკაძე, ექიმი რომან ლაბაძე და სხვ.
მე-8 საჯარო სკოლა არის გამორჩეული, დიდი გამოცდილების მქონე სასწავლო დაწესებულება, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. შევეცდები ხელი შევუწყო მის განვითა­რე­ბას ხაზვისა და კომპიუტერული გრაფიკის, შრომითი სპეციალობების სწავლის საქ­მეში.
სკოლამ მომცა საფუძვლიანი საწყისი განათლება, რამაც განაპირობა  ჩემი შემდგომი წარმატებები.



თემურ ჟღენტი

პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართ­ვე­ლოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი.
დაიბადა 1942 წლის 22 თებერვალს.
1948 - 1958 წლებში სწავლობდა ქუთაისის №8 საშუალო სკოლაში. სკოლა დაამთავრა   ოქროს  მედალზე.

1958-1963 წლებში ვსწავლობდი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომ­ლის დამთავრების შემდეგ იქვე დამტოვეს ლაბორანტად ის­ტორიის  კათედრაზე.
1964 წელს საცხოვრებლად გადავედი თბილისში და მუშაობა დავიწყე პიონერთა  და მოსწავლეთა რესპუბლიკურ  სასახლეში პედაგოგად.
1965 -1974 წლებში  ვმუშაობდი  გათავისუფლებულ კომკავ­ში­რულ სამუშაოზე (რაიონული კომიტეტი, საქალაქო  კომიტეტი, საქ. ალკკ ცენტრალური კომიტეტი).
1974 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს განათლების სამინისტროს სამ­მართ­ველოს  უფროსად, ხოლო 1976 წლიდან ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის დი­რექტორად.
1977 წელს დავინიშნე პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის  დირექტორად, სადაც  ვმუშაობდი 1987 წლამდე.
1987 წელს ამირჩიეს საქართველოს პროფკავშირების სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ რესპუბლიკური  საბჭოს თავმჯდომარედ.
1988-1992 წლებში ვიყავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  აკადემიური თეატრის  გენერალური დირექტორი.
1992-1993 წლებში ჩემს მეგობრებთან ერთად საფუძველი ჩავუყარე საქართველოში  კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის (შემდგომში უნივერსიტეტის) შექმნას, რომლის  რექტორად  არჩეული ვიყავი სამჯერ (1993-2007 წ.წ.).
2008 წელს გავედი პენსიაზე, ხოლო 2009 წლიდან ვმუშაობ კერძო, „გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანად.
საკანდიდატო დისერტაცია  დავიცავი 1985 წელს, სადოქტორო 2002 წელს.
ვარ საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, იაკობ გოგებაშვილის მედლისა და პრემიის  ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

ჩემი სკოლა, ჩემი ყველაზე დიდი საოცრება, მთელი ჩემი ცხოვრების „ოქროს ხანაა“, რომელიც მხოლოდ მოგონებებში დარჩა და არასოდეს გამეორდება.
ახლაც თვალწინ მიდგას ჩემი სკოლის შენობა, მისი ეზო, საყვარელი მასწავლებლები, დაუვიწყარი კლასები, ხელშეუხებელი ბავშვობა და სიყმაწვილე.
სკოლაში ნაადრევად შემიყვანეს, თუმცა წერა-კითხვა უკვე კარგად ვიცოდი. ყოველივე ამას ვუმადლოდი ჩემს ბებიას-უკეთილშობილეს ქალბატონს ქსენია ჟღენტს, რომელმაც გამზარდა და ცხოვრებაშიც დამაკვალიანა.
ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი დირექტორი ვალიკო თუმანიშვილი, რომელმაც საოცრად დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ასევე ძალზე თბილად ვიგონებ მეორე დირექტორს ივანე ვაშაკიძეს კეთილ, საქმიან, საჭიროების შემთხვევაში კი პრინციპულ ადამიანს.
არასოდეს დამავიწყდება ზედა კლასებში ჩვენი დამრიგებელი, არაჩვეულებრივად ლამაზი და მომხიბვლელი ქალბატონი ეთერ ბურჯანაძე.
სხვა მასწავლებლებს შეგნებულად არ ვასახელებ (თუმცა უმრავლესობა ძალზე საინტერესო პედაგოგი და პიროვნება იყო), ვინაიდან რომელიმე მათგანის გვარ-სახელის გამორჩენის შემთხვევაში მართალი არ ვიქნები მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.
სტუდენტობის პერიოდში ხშირად ვხვდებოდი ჩემს თანაკლასელებს, თუმცა შემდეგ ეს შეხვედრები იშვიათობად იქცა და სამწუხაროდ  დავშორდით ერთმანეთს. დღემდე არ მასვენებს მათზე ფიქრი, მე ისინი გულწრფელად მენატრებიან. ამ დანაკლისს ნაწი­ლობრივ  მივსებს ხშირი კონტაქტები იმ კლასელებთან, რომლებიც ამჟამად თბილისში ცხოვრობენ. ესენია: კუსუნა ბურჯანაძე, თენგიზ თუმანიშვილი, ზიგა ხეცურიანი. მათთან შეხვედრა ყოველთვის იწყება და მთავრდება იმ საოცარი მოგონებებით, რაც გადაგვხდენია სკოლაში სწავლის პერიოდში.
გულწრფელად მინდა მივმართო ახლანდელ თაობას: გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ თქვენი სკოლა და მასწავლებლები, ისწავლეთ კარგად, რათა ღირსეულად გამოადგეთ თქვენ ხალხს და სამშობლოს.
მამულს დაგილოცავთ ჩემო ჭაბუკებო, გფარავდეთ ღმერთი!







რევაზ გიორგაძე

დაიბადა 1948 წლის 2 თებერვალს.
1955-1966 წლებში  სწავლობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში. სკოლა დაამთავრა ოქროს მედლით.
ცხოვრობს - ქ. თბილისი, ბალანჩივაძის ქუჩა, კ. 22, ბ. 68.
არის  ქართულ-შვეიცარულ შპს „ართანას“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებელი და ხელმძღვანელი.

განათლება:
•  1955-1966 წწ. - ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლა.
•  1966-1971 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულ­ტეტი, სპეციალობა - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა. (წითელი დიპლომი)
•  1972-1976 წწ. -საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა. სპეციალობა - სამშენებლო მექანიკა.
•  1974-1975 წწ. -საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტი გერმანული ენის სპეციალობით.
•  1978 წ. მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი. ტექნიკის მეც­ნიერებათა კანდიდატი.
•  1987-1988 წწ. - საკავშირო დაუსწრებელი საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის დოქტურანტურა.
სამუშაო გამოცდილება:
•  1971-1991წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს უფროსი ლაბორანტი, უფროსი ინჟინერი, ტექნოლოგიური სექტორის გამგე, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
•  1972-1995 წწ. - სასწავლო ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების კურსი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის და თეორიული მექანიკის კათედრებზე.
•  1991-1995 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
•  1995-1997 წწ. - საქართველოს საუნივერსიტეტო სამეცნიერო-ტექნიკური პოტენ­ციალის რეალიზაციის საპრეზიდენტო პროგრამის სახელმწიფო კოორდინატორი.
•  1997-1998 წწ. - ქართულ-შვეიცარული ერთობლივი კომპანიის „კავკასიის სამშენებ­ლო მასალების“ გენერალური დირექტორი.
•  1998-2002 წწ. - მსოფლიოში უმსხვილესი ცემენტის მწარმოებელი კომპანიის „Hოლდერბანკ“-ის კონსულტანტი სამხრეთ კავკასიაში.
•  „2002 წლიდან ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დაფუძნების დღიდან ვხელმძ­ღვანელობ ქართულ-შვეიცარულ შპს „ართანას“, რომელიც თელავის რაიონში მევენახეობით არის დაკავებული. ამავდროულად ვარ ხელმძღვანელი საქვე­­მოქმედო ფონდისა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს აჯილ­დოვებს სახელობითი პრემიებით და ზრუნავს მათი პროფესიული დონის შემდგომ ამაღლებაზე.

სტატიები და სახელმძღვანელოები:   
  21 სამეცნიერო სტატია.
  3 სახელმძღვანელო.

მოგონებები:
სკოლამდე იყო ქუთაისის №5 საბავშვო ბაღი. ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი მას და წავიდოდი სკოლაში. ეს ოცნება დიდხანს გამიგრძელდა: ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა სკოლაში შვიდწლინახევრის შევსულიყავი, ვიდრე ექვსწლინახევრის და საბავშვო ბაღის უფროს კლასში "ჩამტოვეს". იმ ერთმა წელმაც როგორც იყო გაირბინა და 1955 წლის 1 სექტემბერს ფეხი შევდგი ქ. ქუთაისის მერვე საშუალო სკოლაში. რატომღაც ამ სკოლაში №5 საბავშვო ბაღიდან არავინ მოსულა და მე 1955 წლის 1 სექტემბერს გავიცანი ჩემი თანაკლასელები, რომლებთან მეგობრობაში გავატარე ჩემი ბავშვობა, ყრმობა, ახალგაზრდობა და სიჭარმაგე. სამწუხაროდ, რამდენიმე ებრაელი თანაკლასელის (რომლებიც ისრაელში წავიდნენ საცხოვრებლად) გზა-კვალი დავკარგე, ზოგიერთმა კი საერთოდ დაგვტოვა და სასუფეველში დაიმკვიდრა ადგილი. ცოტაღა დავრჩით, თუმცა ვინც დავრჩით, ვცდილობთ არ დავკარგოთ ბავშვობაში დაწყებული მეგობრობა.
მე და ჩემი თაობა სკოლაში, არა მარტო დავდიოდით, არამედ ვსწავლობდით კიდეც და მართლაც, რომ ხარისხიანად ვსწავლობდით. შესანიშნავი პედაგოგები გვასწავ­ლიდ­ნენ. მე გეოგრაფიას დედაჩემი, ქალბატონი შურა ჩიტიანი მასწავლიდა და ამით (ყოველ შემთხვევაში ჩემი დღევანდელი გადასახედიდან) ალბათ ყველაფერია ნათქვამი. ცხადია, დაუვიწყარია პირველი მასწავლებელი, ქალბატონი სონია ჟღენტი, რომელმაც ქართული ანბანი შეგვასწავლა და ყველა სხვა მასწავლებელი, რომლებთანაც ჩვენ პირველ რიგში კონკრეტულ საგანს, შემდეგ კი მეგობრობას და ცხოვრების ანა-ბანას ვსწავლობდით. უდიდესი პატივისცემით გავიხსენებდი მათემატიკის მასწავლებელს ბატონ არჩილ ბარდაველიძეს, უდიდეს პროფესიონალს, რომელსაც ჰქონდა საოცარი უნარი მარტივად, ხშირად ლამაზი იუმორითაც მიეტანა მოსწავლემდე თავისი სათქმელი. მაგონდება ასეთი ეპიზოდი: წილადის განმარტება ერთ-ერთმა ჩვენმა თანაკლასელმა კარგად ვერ გაიგო და რამდენიმეჯერ სთხოვა მასწავლებელს განმარტების გამეორება. ორი-სამი უშედეგო ცდის შემდეგ არჩილ მასწავლებელმა დაჭრა მის ხელთ შემთხვევით აღმოჩენილი ვაშლი და ასე ნაწილებად დაჭრილი ვაშლით გააგებინა მოსწავლეს თუ რა არის წილადი. თუმცა იქვე უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა: გენაცვალე ასე ყოველ გაკვეთილზე მე შენ ვაშლები თუ გიჭერი, დამრჩებიან შვილები უხილოდო... არ დამავიწყდება არჩილ მასწავლებლის გაბრწყინებული თვალები, როცა მე მას 1971 წელს ვახარე, რომ ჩემს მიღებას ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში, ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორი აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი აწერდა ხელს...  ბატონი არჩილი მე, შემდგომ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდშიც თვალწინ მედგა, როგორც თავისი საქმის შესანიშნავი პროფესიონალი. დიდი სიყვარულით გავიხსენებდი ჩვენს დამრიგებელს ქალბატონ ვენერა ღვინეფაძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ქალბატონ მერი ვაშაკიძეს, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ მარო ბარქაიას – უშვილოს, მაგრამ მართლაც რომ მრავალი ბავშვის აღმზრდელს, გერმანული ენის მასწავლებლებს, ქალბატონებს ლუბა კორძაძეს და ნარგიზ რიჟინაშვილს, ვასო კისკეიძეს, მიშა ღვალაძეს, გივი ჭლიკაძეს.... მგონი არც ერთი ცოცხალი აღარ არის. აღარ არიან აღარც თანაკლასელები - თამილა გიორგაძე, რუსუდან იმნაძე, მალვინა სოფრომაძე, არჩილ ბეგალიშვილი, მერაბ ობოლაძე...  აღარ არიან, თუმცა სამარადისოდ ცოცხლობენ ჩვენს გულებში.
ჩემი მოსწავლეობის დროს მე-8 სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა იყო. ამ პერიოდში იგი ნიჭიერი პედაგოგების წყალობით წარმატებებს აღწევდა სპორტში, მოსწავლეთა თვითშემოქმედებით  და  რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე.
იმედი მინდა გამოვთქვა, რომ საქართველო წარმატებით გაივლის თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას, მაჭარი დადუღდება და ყველა მიხვდება, რომ ახალი, ძლიერი და წარმატებული ქვეყნის აშენება მხოლოდ ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილ და თანამედროვე აზროვნებით აღჭურვილ ახალ თაობას ხელეწიფება და რაკი ასეთი თაობა სკოლამ უნდა აღზარდოს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ როგორიც გვექნება სკოლა, ისეთივე ქვეყნის აშენებას შევძლებთ...


ვიმედოვნებ, ჩემი მშობლიური სკოლა, ქვეყნის აღმშენებელი  ახალი თაობის ღირსეული აღმზრდელი იქნება...




მაგული წულაია

1955-1966 წლებში სწავლობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში. სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე.
1968 წელს ჩაირიცხა ნალჩიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1974 წელს თავისუფალი განაწილების დიპლომით დაბრუნდა ქუთაისში.
1974 წელს ინტერნატურა გაიარა მედსანნაწილში, მთავარი ექიმის ბატონი ო. ჩხობაძის ინიციატივით დატოვეს სტაციონარში ექიმად, პარალელურად მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების საკოორდინაციო ცენტრ-„03“-ში. 1980 წელს მედიცინის მუშაკებს შორის ჩატარებულ კონკურსში, როგორც გამარჯვებული გუნდის კაპიტანი, კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მიერ, დაჯილდოვდა საზღვარგარეთის უფასო საგზურით და იქედან დაბრუნებული, შემდეგ მთავარი ექიმის ბატონი ზ. ძოძუაშვილის ინიციატივით, დაინიშნა „03“-ის მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში. 1989-91 წლებში იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილე სასწრაფო დახმარების დარგში, ანუ სასწრაფო დახმარების უშუალო ხელმძღვანელი. ამჟამად არის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში.
ცხოვრობს ქუთაისში, ჭავჭავაძის 22/13. ბავშვობა გაატარა მწვანეყვავილას უბანში, გელათის ქუჩაზე №118-ში.

დავიბადე 1948 წლის 14 ნოემბერს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, იმხანად ახალგაზრდა და შემდეგ კი ცნობილი და დამსახურებული ექიმების - ჟენია და კაკო წულაიების ოჯახში.
ქუთაისელი ბებია გაიანე მახათაძე 9 თვემდე იქ მზრდიდა, შემდეგ კი წამომიყვანეს ჩემს დედისეულ ოჯახში, სადაც ცხოვ­რობ­დნენ ჩემი დეიდა და ამ ოჯახში ზედსიძედ შემოსული ბიძა-ვერიკო და ალიოშა ფორჩხიძეები, რომლებიც ასაკობრივი სხვა­ობის გამო, ჩემი დედის გამზრდელებიც იყვნენ, რადგან თა­ვიანთი სამი შვილი ჩვილობის ასაკშივე ჰყავდათ გარდაცვ­ლილნი, მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდათ, მეც მშობლების ტოლფასად მიყვარდნენ ისინი.
პირველ სექტემბერს, რადგან 7 წლისა არ ვიყავი, სკოლაში არ მღებულობდნენ.  „გაფრინდა“ დეიდაჩემი ბანძაში და გადარია მამაჩემი „ბაღანა თუ ჩამორჩა მის ტოლებს, დარდით მოგვიკვდება, ამიტომ გავუკეთოთ ყალბი დაბადების მოწმობა. მის სიკვდილს ჩვენი პატიმრობა და მისი კლასში ჩარიცხვა გვერჩიოსო“. - ჰოდა ხელოვნურად შემისრულეს 7 წელი! - კარგი მოსწავლე გამოვდექი, ახლა ახალი ამბავი ჩაიტანა დეიდაჩემმა „ბავშვი სხლავსო და გზა-კვალი არ ავუბნიოთო სოფელში სწავლით, თან პატარასაც უფრო მიხედავთო“ - და ასე შევრჩი ქუთაისს სოფლელი გოგონა. არადა ბანძის სკოლას უამრავი პროფესორ-აკადემიკოსი ჰყავს გაზრდილი. ჩემი დაც მადონა წულაიაც იქ გაიზარდა, ცხოვრობს თბილისში, არის ფილოლოგი და აქვს ღირსეული ოჯახი.
ჩემი მეუღლე ჯუმბერ კვანტალიანი,- გამოჩენილი ქართველი მოკრივე, ქუთაისის კოლორიტი პიროვნება, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, ჩვენი ქვეყნის, ასევე ხალხთა სპარტაკიადების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი იყო. იგი წლების მანძილზე გახლდათ საქორწილო სახლის დირექტორი.
ჯუმბერ კვანტალიანმა საკმაოდ ტემბრიანი სიტყვა თქვა ქართული კრივის ის­ტო­რიაში. უყვარდა მთელ ქალაქს და პატივს სცემდა მთელი საქართველო.
მყავს ტყუპი ქალ-ვაჟი დაოჯახებულები, უმაღლესი განათლებით ლაშა და ნათია კვანტალიანები და სამი შვილიშვილი ნიაკო კვანტალიანი, მერაბ და ლილე ვახტან­გა­ძეები. კარგი რძალი ია ლოსაბერიძე და შესანიშნავი სიძე თომა ვახტანგაძე.
ჩემი პირველი მასწავლებელი გახლ­დათ სონია (ქსენია) ჟღენტი,-ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონება-მოხუცი, შაოსანი, უსათნოესი ქალბატონი, რო­მე­ლიც ერთადერთი გარდაცვლილი შვილის ორი ობოლიდან ერთ-ერთს დამოუკი­დებ­ლად ზრდიდა და ღირსეულ მოქალაქედაც ჩამოაყალიბა - თეიმურაზ ჟღენტი, ჩვენი სკოლის მედალოსანი, პედაგოგიურის კურს­დამთავრებული, ცეკას  ერთ-ერთი პრესტიჟული განყოფილების გამგე, განათ­ლების მინისტრის მოადგილე, თბი­ლისის პიონერთა სასახლის დირექტორი, ცნობილი ქუთაისელი მოცეკვავის - ვიოლეტა სახვაძის მეუღლე.
მახსოვს შავ დაფაზე თეთრი ცარცით სონია მასწავლებლის დამჭკნარი ხელით მოხაზული „აი ია“. იქედან დაიწყო ჩემთვის სამყაროს შეცნობის არსი, ის დღე გახდა ჩემთვის საერთოდ სიცოცხლის და ასევე მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი.
 





მაგული წულაია და ვენერა ღვინეფაძე

ჩემს სკოლას ამშვენებდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც მე პირადად არასოდეს მასწავლიდნენ, მაგრამ მაინც რატომღაც ჩემს სიმპატიებად რჩებოდნენ და ვგრძნობდი, რომ არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ესენი გახლდნენ ზურაბ მოდებაძე, რაჟდენ მშვენიერაძე, ჩაგუ საჯაია, თამაზ მეძველია - ახალგაზრდა სასწავლო ნაწილი, პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის-პროფესორ კონსტანტინე მეძველიას ვაჟი, ღირსეული ოჯახის შვილი, ასევე კოტე მაჭავარიანი, იაშა კაჭკაჭიშვილი, ნინა ლომთაძე, ნინა ბაბადოღლი, გერმანულის მასწავლებელი ლუბა კორძაძე, გულნარა ჯანელიძე, ნელი ღაჭავა, ნარგიზა რიჟინაშვილი, ლილი კაკიტელაშვილი, რომელმაც „ვერ გვასწავლა მერხზე ჯდომა  და ფიზიკას რას გვასწავლიდა“, თუმცა მშვენივრად გვასწავლა. . . “
პედაგოგის სახეებს ასახავდნენ სასწავლო ნაწილის გამგეები - რაისა ჭირაქაძე და ნუჩიკო ვასაძე - დიდი აკაკი ვასაძის და, რომელიც ერთხელ ოლიმპიადისათვის მზადების პერიოდში სკოლაში გვესტუმრა და ჩემი წაკითხული „საქართველო“ მოისმინა, უცებ დაიყვირა: „კარგი ხარ! მაგრამ შუბლი გახსენი!“ და თან შუბლზე ხელი მტკიცა. მთელი ცხოვრება მეამაყებოდა, რომ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ხელი მტკიცა!
კოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ჩემი კლასის დამრიგებელი  რვა წლის განმავლობაში გახლდათ ვენერა ღვინეფაძე, რომელიც ხან „მოტიკტიკე საათს“ მადარებდა, ხან „წრუწუნას“ მიწოდებდა. ბოლომდე გვქონდა ურთიერთობები, ჩვენი ერთმანეთზე სხვადასხვა წლებში მიწერილი წერილები გაზეთ „ქუთაისში“ გამოქვეყნდა სათაურით „ორი წერილი სიყვარულზე“. ის გაუთხოვარი ქალი იყო და როდესაც სკოლას ვამთავრებდით, პატარა ლელა იშვილა, თუმცა მისი თვალების დახუჭვა მაინც მე მარგუნა ღმერთმა. . .
აქტიური ბავშვი ვიყავი, კარგი დეკლა­მა­ტორი, ოლიმპიადის მუდმივი კონ­ფე­რა­ნსიე, ხელ­წერა ლამაზი მქონდა, ამიტომ სულ აქტივში ვიყავი გაერთიანებული არა მარტო სკოლის, არამედ ქალაქის მასშტაბით.
ჩვენს კლასს სხვა სკოლის ბავშვებთან ვა­მე­გობ­რებდი, ვაწყობდი შეხვედრებს, შეჯიბ­რე­ბებს, კონცერტებს.
ერთი ღონისძიების მოწყობას დავამთავ­რებ­დი, მეორის მომზადებას ვიწყებდი, ამიტომ დეიდაჩემი სულ „წკეპლით სახლში მოყვანას“ მპირდებოდა, თუმცა ამისათვის ვერასოდეს ვერ მიმეტებდა.
ჩვენი დამრიგებელი - ვენერა ღვინე­ფაძე რუსულის პედაგოგი იყო და რუსულის კაბინეტიც ჩვენს საკლასო ოთახში ჰქონდა მოწყობილი. მთელი კედლები დაფარული იყო ე.წ. „ვენერას ტაბლიცებით“. სულ თავს დაგვტრიალებდა, ყველა ჩვენი საიდუმლო იცოდა, ჩვენს სულებს სხვადასხვა გზით ეფერებოდა, თითოეულ ჩვენს ნიშანს დახედავდა. თითოეული ჩვენგანის ოჯახის სატკივარიც კი იცოდა, თუმცა . . .
დასვენებაზე ჩამოვხსნიდით „ვენერას ტაბლიცებს“ და დავახვევდით ანუ „ანსამ­ბლის დუდუკებად“ ვაქცევდით, თავუკუღმა გადმობრუნებული ტრაპეციის ფორმის ხის სანაგვე ყუთზე „მომღერალი“ შემოდგებოდა და ასე ყოველ დასვენებაზე იწყებოდა „მუსიკალური ანსამბლის“ კონცერტი, რაზეც მე ლექსი დავწერე:
სანაგვე ყუთი სცენაა
სოლისტის სამღერალია,
ტაბლიცები გვაქვს დუდუკად,
ცოცხი გიტარად გვარგია!
მისამღერად აქვთ „ფამფორა“
უბნის მეძავი ერთია,
გადასაკეცი მერხი კი
გახლავთ ორკესტრის ღმერთია!
სოლისტად სოსოს გია ცვლის,
„ფიგაროს“ მომღერალია,
კონცერტს ყოველთვის ხელს უშლის,
სკოლის სამრეკლოს ზარია!
ორკესტრის ხმებში ზანზარებს,
პიანინოც და დაირაც,
ტაში დასცხეს და სასწრაფოდ
აცეკვეს რეზო და ირა!
ცეკვა „ძუნკური“ სრულდება,
ხელს ვინ შეგვიშლის ამაში!
მასწავლებელთა შემოსვლით,
წყდება ცეკვა და თამაში!
შემდეგ დასვენებაზე გლოვის იმიტაციას ვაწყობდით:
არჩილ „კუსა“ ბეგალიშვილი „გაჩიკინდებოდა“ (სხვათა შორის მართლაც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა) აიყვანდა ოთხი კაცი ხელში, წინ პუშკინის სურათი „მიუძღოდა“ და „მიასვენებდნენ“ დერეფანში. უკან მე მივყვებოდი თმებგაწეწილი - მეგრული მოთქმა-გოდებით, რომელსაც ძალიან სასაცილოდ ვანსახიერებდი. უკან კი კლასის პროცესია მოგვყვებოდა, მიშა ღვალაძის „ქოთნის ყვავილები“ სრულყოფილ იერს აძ­ლევდა ამ „გასვენებას“. თუმცა ერთხელ კორიდორში შემთხვევით გამოსული დირექ­ტორის შიშით კუსას გაუშვეს ხელი და საცოდავი ისე დაიმტვრა, ერთი კვირა სკოლაში ვერ დადიოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ჩემს კლასელებს მთლიანად შეუბრუნებიათ მთელი საკლასო ოთახის ავეჯი, რა თქმა უნდა, მერხებიც და დაფაც, ყველაფერი საპირისპირო მხარეს გადაუდგამთ. გაკვეთილზე შემოსულ მასწავლებელს თავი სხვაგან ეგონა, დაიბნა და უკან გაბრუნდა ანუ თავის საკლასო ოთახს ძებნა დაუწყო. მთელი კლასი ახარხარდა, ატყდა ერთი აურზაური, დაუწყეს ძებნა „იდეის ორგანიზატორს“. ვერავინ ვერ გატეხეს, ამიტომ ჩაატარეს „ფარული კენჭის ყრა“. ბევრმა მართლაც არ ვიცოდით ვინ მოაწყო ეს „აქცია“, ამიტომ „ქუდში“ ჩავყარეთ „შემომბრუნებლის“ გვარის ნაცვლად „არ ვიცი“. გაიხსნა „ყუთი“ და აღმოჩნდა, რომ 30-დან 18-ს დაეწერა „მაგული წულაიამო“. ახლა მე გავგიჟდი (ძალიან „უყვარდათ“ ჩემი აკივლება) ძლივს დამაწყნარეს მასწავლებლებმა, შენ იმიტომ დაგასახელეს, იცოდნენ, რომ არ დავიჯერებდით და არ დაგსჯიდითო.
მათემატიკას გვასწავლიდა უნიჭიერესი, სერიოზული, გაწონასწორებული პიროვ­ნება არჩილ ბარდაველიძე. მე არ მახსოვს მისი ახსნილი გაკვეთილი იქვე ხუთიანზე არ მომეყოლოს. იგი მკაცრიც იყო, მომთხოვნიც, ტაქტიანიც და იუმორით შეზავებულიც. ძალიან ბევრს გვიწევდა მონაწილეობის მიღება რესპუბლიკურ ოლიმპიადებში და გამარჯვებულებიც ვბრუნდებოდით. ყოველთვის ამოწმებდა დავალების რვეულებს, ერთხელ ერთ მოსწავლეს დავალების ნაცვლად მერხზე დაუდევს პლასტმასის ბატი მასზე მიბმული 5 პატარა ბატით. ეს შენიშნა მასწავლებელმა, წარბიც არ შეუხრია, დაფიქრდა და დინჯად ეკითხება:
- რა არის ეს? - თან აიღო ხელში „მოწონების“ ნიშნად ირონიული თავის ქნევით.
- ბატი, მასწავლებელო!-განმარტა ბიჭიკომ.
- რა ლამაზია, სად იყიდე?
- „დეტსკი მირში“, მასწ! - (მაშინ „ბავშვთა სამყარო“ ახალი გახსნილი იყო)
- მეტი არ იყო?
- რამდენიც გინდა იმდენია, მასწ!-დააკვალიანა ბიჭიკომ  მასწავლებელი.
- წადი, ბიძია, იყიდე ერთი ხუთი ცალი, მოუჯექი და მწყემსე! მეტი შენგან მაინც არ გამოვა არაფერიო. მან კი  ატეხილი ხარხარის შემდეგ დინჯად განაგრძო გაკვეთილის მსვლელობა.
იყო ასეთიც: ტრიგონომეტრიულ გარდაქმნებზე მუშაობის დროს სწორი პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ გადავინაწილეთ მოქმედებები, ცალ-ცალკე შეცდომის საპოვნელად. ამ დროს არჩილ მასწავლებელი გვაჩერებს, „მოიცათ ბიძია, ნუ იკლავთ თავს! (ჩვენ გვეგონა თვითონ უკვე იპოვა შეცდომა) შეხედეთ აგერ, ემნაძე გიორგაძეს მოკლე გზით აყვანინებს (რეზო გიორგაძე ზეხუთოსანი მოსწავლე იყო). ე, გოგო ემნაძე! გვასწავლე, რა იქნება მოკლე გზით გამოყვანა, თან დასძინა - ისე შენ გლახათ გაქვს თავი მიდებული მაგაზე და არ ჩაგივა ფეხებიო!“
ჯერ ერთი მასწავლებელო, ისეა ეგი სწავლით გაბრუებული, ფეხიც კარგად ჩამივა და კარგადაც მომერგება, მაგრამ მე არ მინდა, მეორეც - წიგნში უკანა გვერდზე პასუხები ტყვილა კი არ წერია, მიუწერეთ მაგ მაგალითს, ჩვენც დავისვენებთ და თქვენცო! - იყო არანაკლები იუმორით ნათქვამი პასუხი.
როგორც ცნობილია, რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრება გვეკრძალებოდა, არადა „მოწამეთობა“ იყო და გადავწყვიტეთ კლასიდან რამდენიმემ წავსულიყავით. სკოლის მახლობლად ტრანსპორტს ველოდებოდით, შეგვამჩნია ჩვენმა თანაკლასელმა ეროვნებით ებრაელმა - ბორის ელიგულაშვილმა, გაარკვია სიტუაცია და ხუთ წუთში მოულოდნელად მამამისის „ვოლგა“ ფეხებთან მოგვიყენა. მოწამეთაში გზა იყო გადაკეტილი, ბორია მანქანით ტაქსს გაედო, ჩვენ ძირს ჩამოვედით, მან მანქანა გადააყენა, შემდეგ კვლავ ჩავსხედით და გამოვიქეცით.  გაირკვა, რომ თურმე ბორისს მანქანა მოუპარავს მამამისისთვის და საცოდავი კაცი შეშინებული დაგვდევნებია, შემოგხვდა და დაუყვირა შვილს, „ბორია, დატოვე მანქანაო“. ბორისმა ჩამოგვყარა მანქანიდან და გაგვექცა, ჩვენ კი ტყე-ტყე ფეხით დავბრუნდით ქუთაისში. თან გზაზე ვიშვიშებდი: „როგორ აგყევით თქვენ, რა კაი გზაზე თქვენ კი მატარებდით, ახლა კომკავშირიდანაც გაგვრიცხავენ და სკოლიდანაც, გაზეთშიც გამოგვწერენ და თავი მოგვეჭრება-თქო. მომიბრუნდა მერაბ ობოლაძე და მეუბნება: კომკავშირიდან თუ გაგვრიცხავენ „ზნაჩოკი“ აღარ მექნება გულზე დასაკიდი, სკოლიდან თუ გამრიცხავენ, კარგა ხანია ვიძახი - ღმერთის წყალობით წერა-კითხვა კარგად ვიცი, მეტი არ არის საჭირო-თქო და კაცს არ ჯერავს, ჰოდა ახლა იქნება მეშველოს, გაზეთში თუ გამწერენ, სასტუმრო „ქუთაისის“ ფანჯრებზე დამკიდებენ და მაგას რა ჯობია, მთელი ქალაქი გამიცნობს, მარა უბედურება ის არის, იმ გაზეთს მალე ტუალეტში რომ ამოაყოფინებენ თავს! არა, ისე ქალბატონო, მადლობელი იყავი ღმერთის, კიდევ კარგად ხარ გადარჩენილი, აბა, რას ელოდი უკეთესს, რას ფიქრობდი, ქრისტიანულ დღესასწაულზე ებრაელის მანქანით რომ მიგულაობდიო“.
მეორე დღეს უცხო კაცი შევნიშნეთ სკოლის ეზოში. დამიძახეს და მითხრეს, ეს კაცი  მოწამეთაში მყოფი ბავშვების ამოსაცნობად არის გამოგზავნილი კომკავშირის ქალაქკომიდანო! -გული გამისკდა შიშით და თავი ნერვიულობით, არადა თურმე მაწვა­ლებდნენ, იგი სინამდვილეში შეყვარებული ქალიშვილის საზედამხედველოდ მოსული მშობელი ყოფილა.
გეოგრაფიას გვასწავლიდა ჩვენი თანაკლასელის რეზო გიორგაძის დედა შურა ჩიტიანი. რეზო ზეხუთოსანი მოსწავლე იყო, ოქროს მედალზე დაამთავრა და სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა, ცხოვრობს თბილისში. მისი დედა სიმპათიური, დინჯი და კულტურული ქალბატონი გახლდათ. ერთ დღეს რეზო ჭადრაკის ტურზე იყო და ამიტომ მან სოსო მოწონაშვილს სთხოვა, გასაღები მიეტენა სახლში, რადგან შეიძლებოდა მისი მეუღლე გარეთ იცდიდა. ცხოვრობდა იქვე. სოსო დაბრუნდა და ეუბნება მასწავლებელს. მასწ, ტყვილა გამიშვით. - თქვენი მეუღლე მოსულიც იყო და საწნახელში „ტვისტსაც“ ცეკვავდაო! (თურმე ყურძენს წურავდა).
ქიმიას მარო ბარქაია გვსწავლიდა, გაუთხოვარი, სპეტაკი სულის, თუმცა, უცნაური და თავისებური, საგნის კარგად მცოდნე ქალბატონი იყო.
გაკვეთილის ახსნის დროს ჩაატარა ქიმიური ცდა. გადაურია ხსნარები ერთმანეთში და გვეკითხება:
- რაფერი ხსნარი მივიღეთ მოსწავლეებო?
- რძისფერი - პასუხობს მერაბ ობოლაძე
- შენ დაგევსო გამოსახედი თვალები, ცისფერია ეგ, ბიჭო?
- მე ცისფერი არ მითქვამს, ვთქვი რძისფერი და რძე თეთრი არ არის, მასწავლებელო? თან ჩუმად დასცინა - თუ კაია, მე კი არა, შენ დაგევსო მაგ თვალები, ისე, როგორც ყურები გაქ­ვს დავსებულიო! ჩვენი მისთვის გაუგებარი ხარხარი მისმა კივილმა შეცვალა: გაწყ­ნარდით, გაწყნარდით, გაწყნარდით, მოსწავლეებო“ ეს მისი ჩვეული ლექსიკონი გახლდათ.
მარო მასწავლებელი ზოგჯერ ბიოლოგიასაც გვასწავლიდა, იყო ზოგიერთი თემა, რომელიც წიგნში არ იყო და კარნახით გვაწერინებდა. ერთხელ გვკარნახობს:        
- დავთესავთ თესლს, მივიღებთ თესლს.
- ნაყოფს მასწავლებელო! - შევუსწორე მე, რადგან ჩავთვალე, რომ მექანიკური შეცდომა დაუშვა, იგი კი იმეორებს.
- დავთესავთ თესლს, მივიღებთ თესლს.
- თუ ნაყოფს მასწავლებელო! ავუწიე ხმას, რადგან ჩავთვალე, რომ ვერ გაიგონა ჩემი მიცემული შენიშვნა და ამ დროს აკივლდა:
- თესლი არა წულაია! ნაყოფი, ნაყოფი, ნაყოფი, ნაყოფი!
- დიახ პატივცემულო, მეც ეგ გითხარით! - ვეცადე მისი დამშვიდება. ამაზე კიდევ უფრო გადაირია და კიდევ უფრო აკივლდა:
- ნაყოფი არა წულაია, თესლი, თესლი წულაია! გაი, გაი, გაი გარეთ! - სხვა გზა არ მქონდა გამოვედი გაკვეთილიდან.
        მის გაკვეთილზე სპეციალურად ატეხავდნენ ჩხუბს და ჭიდილს უახლოესი მეგობრები, რეზო გიორგაძე და მერაბ ობოლაძე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს გამგზავნა მან სასწავლო ნაწილის-უპატიოსნესი კაცის, დავით ცირეკიძის მოსაყვანად.
- ა, ბატონო დავით, ესენი ჭიდაობდნენ გაკვეთილზე, კინაღამ დაკლეს ერთმანეთი!
- რა იყო, ბიჭო, რა გაჭიდავებთ, ახლა, მე და ქალბატონმა მარიამმა რომ ვიჭიდაოთ, თქვენ გაგიხარდებათ?
- კი, მასწ! - ატყდა კლასში ხარხარი.
იყო, ერთი სიმპათიური პიროვნება, წარმოსადეგი, ლამაზი, ახოვანი, თავდაჭერილი და სიტყვა­ძვირი, მუდამ თეთრ პერანგში, შარვალ-კოსტიუმში და ჰალსტუხში გამოწყო­ბილი ჭაღაროსანი კაცი, იგი ბიოლოგიას (ბოტანიკას, ზოოლოგიას, ასევე საწარმო პრაქ­ტიკას) გვასწავლიდა. (ამიტომ ფანჯრის რაფაზე დაწყობილი „გაფურჩქნული ყვავი­ლე­ბის“ ზედამხედველობა ბრძანებით ჰქონდა დავალებული). ეს მიშა ღვალაძე გახლდათ.
გაკვეთილს ასე იწყებდა: იცით გაკვეთილი?-თან ჩაიქროლებდა მერხებს შორის ხელების ქნევით: „შენი არ მინდა, შენი არ მინდა, შენი არ მინდა, შენი მინდა“! ვაი, მისი ბრალი, თუ „შენი მინდა“-ს გაკვეთილი არ ეცოდინებოდა,  ან ვინმე წესრიგს დაარღვევდა, დამაჯერებლად ეტყოდა „მოგხვდება, სამი ორიანი კისერშიო“- არადა, მხოლოდ და მხოლოდ ციფრი „2“-ის წერა  არ იცოდა, მემგონი!
ყვავილების „უპატივცემულობას“ ნამდვილად არ გვაპატიებდა „გარშოკები მშრა­ლია და შენ რას აკეთებ აქ!“ ახლა ამ „გარშოკებს“ აიტაცებდნენ ჩემები და ხან „თეს­ლით მაწვალებდნენ და ხან „გარშოკით“.. მეც ვიდექი და ვრწყავდი „მიშას გარშოკებში“ გახარებულ ყვავილებს...
მეცხრე კლასელი გოგონა ვიყავი, ფარჯარასთან ვიდექი და გაკვეთილს ვიმეორებდი, ზარი დარეკილი იყო, უცებ კლასი ჩაწყნარდა, მივხვდი მასწავლებლის შემოსვლა გა­მომეპარა, შევედი. კლასი ფეხზე იდგა, გავემართე მერხისაკენ. შეჩერება საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან მასწვალებლის ადგილზე ერთი   პატარა ახალგაზრდა ბიჭი  იდგა.
- სად მიბრძანდები? - შემაჩერა მისი ასაკისა და აღნაგობის შეუსაბამო მკაცრმა ხმამ და იმაზე უფრო მკაცრმა და გაცეცხლებულმა მზერამ.  შევცბი და უნებლიედ შევჩერდი, მოვიბოდიშე, თუმცა უცნაური სტუმრის ვიზიტის მიზეზი ამოუცნობი დარჩა და მოუთმენლად დავუწყე ლოდინი მის  წარდგინებას ჩვენს წინაშე. სახტად დავრჩი და ამოვიოხრე, როცა გავიგე, რომ ის ფიზკულტურის მასწავლებელი გივი ჭლიკაძე გახლდათ. ეს იყო იმ ერთადერთი საგნის მასწავლებელი, რომლის ათვისებისთვის არანაირი შრომა არ ჭრიდა თუ ნიჭი არ გვქონდა და სწორედ ეს არ მქონდა. ბაწრიდან ჩამოვარდებოდი, ან ხელებს დავიკოჟრავდი, „ხარიხას“ გადავიბრუნებდი და თოკს გავწყვეტდი, ყირამალის დროს კისერს ვიტეხდი და თვალები მიბნელდებოდა. ჰოდა იმ დღეს „დავემშვიდობე მედალს“, რადგან მასწავლებლების ფერებით განებივრებულ მოსწავლეს ეს თვალებრიალა პედაგოგი რომ მომევლინა. მე ისტორიაც არ მიყვარდა. (წლების დამახსოვრების ნიჭი არ მქონდა), მაგრამ იმდენად მიყვარდა ჩემი ისტორიის მასწავლებელი აპოლონ ჩირგაძე (რომელიც სიმღერასაც გვასწავლიდა და მთელი ხუთი წელიწადი საქართველოს ჰიმნს გვამღერებდა) და ვასო კისკეიძე, უნიჭიერესი, ლამაზი სულის, წმინდა და ხალასი ბუნების პიროვნება, რომ მათი  საგნები ნიშნის პრობლემას არ მიქმნიდა.
გივი ჭლიკაძეზე ეჭვები არ გამიმართლა. გამოეწყო სპორტულ ფორმაში, ჩვენც გამოგვაწყო და ღირსეულადაც დაიკავა, ჩაგუს საჯაიას ადგილი, პატივს სცემდა ჩემს მონდომებებს და „ვებრალებოდი სპორტული უუნარობისათვის“. ხელში აიყვანა მთელი სკოლა მისი შემოქმედებითი ვარჯიშებით. დემოსტრაციებზე ისე ლამაზად გამოვი­ყურებოდით, ყველას „შურდა“ ჩვენი პოზიცია ქალაქში. სპორტში გააერთიანა მთელი სკო­ლა, მე საცოდავი კი არაფერში არ გამოვდექი: ფრენბურთში ბურთმა თითები მომამტ­ვრია და ბადის იქით ბურთი ვერ გადამქონდა, კალათბურთი ჩემთვის მიუწდომელი გახდა, ცურვაში სულ ვიძირებოდი. ერთი სიტყვით დამანება თავი და მეოთხედის ბოლოს „მომიგდებდა“ ერთ დაუმსახურებელ ხუთიანს, რომ ჩემთვის ნიშნები არ გაეფუჭებინა.
ეს მკაცრი პედაგოგი მთელი ჩვენი კლასის მეგობარი გახდა, ამ დროს მასში პიროვნების გაორება ხდებოდა. წვეულებებზე, ექსკურსიებზე  ჩვენს გვერდით ტრიალებდა.
დავამთვარე საშუალო სკოლა. მერე სამედიცინო ინსტიტუტიც, გავიდა წლები და ერთხელ იგი, მე და ჩემს მეუღლეს შეგხვდა გზაზე, სამთავემ გადავკოცნეთ ერთმანეთი, თუმცა ყველასთვის საკითხავი გახდა ვისთვის ვის, ვინ უნდა გაეცნო. ჩემი მეუღლეა! - დაარღვია გაუგებრობა ჯუმბერმა. ჩემი ყოფილი მოსწავლეა!- უპასუხა ჩვენი ქორწინებით გახარებულმა გივი ჭლიკაძემ.
      აი, ამიტომ კარგია,  როცა ადამიანი არსად არ ჩაიჭრები! განვმარტე – ხომ ხედავთ, ფიზკულტურა არ მეხერხებოდა, არც ისტორია მიყვარდა, მაგრამ ამ  ნაკლის კომპენსაცია იმით მოვახდინე, რომ პროფესიით ისტორიკოსს და დიდ სპორტსმენს ერთად გავყევი-თქო. – ძალიან ბევრი ვიცინეთ...
წრფელი ცრემლებით გავაცილეთ ტანვარჯიშის სკოლიდან გამოსვენებული ჩემი ახალგაზრდა მასწავლებელი!
დოკუმენტაციით, როგორც მოგახსენეთ, 15 აგვისტოს ვარ დაბადებული, თუმცა დაბადების დღეს სულ რეალურს მიხდიდნენ. რატომღაც დღემდე არც ერთ ჩემს კლასელს არ ავიწყდება ეს თარიღი-  14 ნოემბერი.


16 წლისა რომ გავხდი, ჩემმა ბიძამ და დეიდამ გრანდიოზული დაბადების დღე გადამიხადეს, ჩემი კლასელები სულ დუდუკებზე აქეიფეს. ისინი იმ დღეს პირველად დათვრნენ. ძალიან სასაცილოები იყვნენ, ყველამ თავისებურება გამოამჟღავნა: ზოგი იცინოდა, ზოგს ეძინებოდა, ზოგს აღებინებდა, ზოგს სიყვარულის საღერღელი აეშალა. ჰოდა ჩემმა „პირველმა ექიმობამ“ იმ დღეს კულმინაციას მიაღწია. ეს პროფესია ბაღიდანვე მსურდა და ამიტომ იყო ბაღში ბავშვებს სულ „გულავკით“ ვუკეთებდი აცრების სახით ნემსებს, ხან „კბილში“ და ხან სად, რისთვისაც კარგად მიმპერტყეს, მის შემდეგ ჩემი კლასელების პირველ დათრობამდე ნამდვილად აღარ „მიექიმია“ და ეს იმ ღამით ისე კარგად გამომივიდა და ყველას მათ ისე კარგად მივხედე, მეორე დილით კლასთა საბჭომ დაადგინა, რომ მე „ექიმობისთვის ვიყავი დაბადებული“.

 I რიგში: ანზორ გორელაშვილი,  გიორგი მინდიაშვილი, სოსო მაწონაშვილი და ანზორ გაგულაშვილი - საბჭოთა კავშირის  ნაკრების (სამეულის) წევრები ფარიკაობაში. II რიგში, პედაგოგები: ნელი ღაჭავა - ხატვის მასწავლებელი, ვენერა ღვინეფაძე - რუსულის მასწავლებელი, კლასის ხელმძღვანელი,  ივანე ვაშაკიძე - დირექტორი, შურა ჩიტიანი - გეოგრაფიის მასწავლებელი, რ. გიორგაძის დედა, მერი ვაშაკიძე - ქართულის მასწავლებელი, არჩილ ბარდაველიძე - მათემატიკის მასწავლებელი. III რიგში: თამილა გიორგაძე, დარეჯან ლოსაბერიძე,  მაგული წულაია, ნინელი ჭელიძე, არჩილ ბეგალიშვილი, ირა ჩაჩაშვილი. IV რიგში: დალი ხუჯაძე, ნაზი ციციაშვილი, რეზო გიორგაძე -  ოქროს მედალოსანი, გულბანა  ქარქაშაძე,  მერაბ ობოლაძე, მადონა ცანავა - ოქროს მედალოსანი - XI2 კლასიდან, მანონი ბედიაშვილი, ბიჭიკო სოხაძე.

ჩვენი ზომიერი ქცევით და წმინდა ურთიერთობით აღფრთოვანებულმა ჩემმა გამზრდელებმა ახლა ახალი ღონისძიებით მოინდომეს ჩემი გახარება. ჩემი ბიძა 25 წლის ასაკში ომით დაინვალიდებული უფეხო კაცი გახლდათ, პროტეზებით მშვენივრად შეეძლო სვლა და ქეიფში ცეკვაც კი, ხშირად ასე იტყოდა: „რასაც ვიცოცხლებ ყველა დღე ღმერთის ბოძებულია და დრო უნდა ვატარო“. განსაკუთრებით უყვარდა არღანი, დუდუკები და ახალგაზრდების პატივისცემა. აქაოდა, ჩემი გოგოს (ანუ მე) გაზრდას მოვესწარიო და გადაწყვიტა ჩვენი სიამოვნება. გააკეთებინა  ჩემს მეზობლებს ოცდაათი კაცის პურ­-მარილი, ჩაგვილაგა გოდრებში, დაგვიქირავა დიდი ავტობუსი და გაგვიშვა მამაჩემთან ბანძაში. მამაჩემს გული გაუსკდა ოცდაათი დაუპატიჟებელი სტუმარი რომ ასე მოულოდნელად მიადგა კარს, არადა დიდებული ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ეს გოდრები რომ ჩამოვალაგეთ გოჭებით და მწვადებით სავსე, მას ერთი დიდი თუჯია ღომის გა­კეთების გარდა, ქათმის დაკვლაც არ დასჭირვებია. იანვრის არდადეგები იყო, მაგრამ ისეთი მზიანი და თბილი დღე იდგა, სუფრა მწვანემოლიან ეზოში გავშალეთ და ჩვე­ნი გივი მასწავლებლის დაკრულ აკორდეონზე დაუვიწყარი სიამოვნებით მოვილ­ხი­ნეთ.
ჩემს მეხსიერებას შემორჩნენ ჩემი სკოლის პედაგოგები, რომლებიც მე არ მასწავლიდნენ: ეთერ ბურჯანაძე, ნათელა ხობუა, რომლის მოსწავლეობა სულ მსურდა და არასდროს არ მეღირსა. მიუხედავად ამისა, იგი გერმანულის წრეს ხელმღვანელობდა, მე ამ საგანს ძალიან კარგად ვფლობდი და ამიტომ მეტნაკლებად მიწევდა ნათელა მასწავლებელთან „მეგობრობა“, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა. კოხტა, მოწესრიგებული, ამაყი,  თხემით ტერფამდე ინტელიგენტი, ტკბილმოუბარი, რომელიც   საღ  და ბუნებრივ პედაგოგიურ ნიჭს ფლობდა.
არ მავიწყდება ულამაზესი ნადია დევდარიანი - ჩემი მესამე კლასის პერიოდის „დამრიგებელი“, რომლის მოწეულ სიგარეტსაც ჩემს თვალში მისდამი სიმპათია არ გაუნელებია.
იყო კიდევ ერთი დაუვიწყარი - თინა ბოჭორიშვილი, შესანიშნავი პედაგოგი, ობლად გაზრდილი შვილის - ლერის ღირსეული დედა. იგი იყო მკაცრიც, მეგობრულიც და სამართლიანიც. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის ჩემს მახლობლად  ცხოვრობდა, ამიტომ მასზე სანდოს და კარგს ჩემს ტყუპებს ვის მივაბარებდი? მანაც ჩემი ამ ნაბიჯით უზომოდ გაიხარა, მათ „ჩემი სხიპები“ შეარქვა და მათემატიკა შეაყვარა. დღესაც ტკბილად იგონებენ ისინი „თინა მასწავლებელს“.
ბოლოსთვის „უტკბილესი ლუკმა“ შემოვინახე, ეს გახლავთ მერი ვაშაკიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი. ყველა ჩემი კლასელის და ნებისმიერი მისი მოსწავლის პიროვნული და პროფესიული კერპი, რომელიც „პედაგოგის ძეგლად“ უნდა დაიდგას. მაღალი სიმპატიური, მკაცრად ჩაცმული, სულ მოწესრიგებული, კაბა-კოსტიუმით, ვარცხნილობით, ფრჩხილებით, მაჯაში ჩამაგრებული მოქარგული და მაქმანებიანი ცხვირსახოცით, ჰაეროვანი ყელსაფენით. ეს ტაქტიანი, ინტელიგენტი მერხებს შორის ჩავლილი მუდამ სუნამო - „კრასნაია მასკვას“ სურნელს აფრქვევდა, გაკვეთილის არც ერთ წუთს უქმად არ კარგავდა. ქართული სიტყვის ლამაზად თქმას გვასწავლიდა, ვაჟას, ილიას, აკაკის, შოთას შემოქმედებას ისეთ ფრთებს ასხამდა, სულში, სხეულში, გულში სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაგვრჩენოდა, ამიტომ იგი ჩემი აზრით, ამ დიდ კორიფეებზე უფრო  დიდი კორიფე იყო, რადგან გახლდათ ეტალონი პედაგოგისა. იგი გარდა საგნისა სიყვარულს გვასწავლიდა, სიკეთეს, მეგობრულ ურთიერთობებს, ის გრძნობას გვიყალიბებდა, თანადგომის აუცილებლობის თვისებას გვინერგავდა და რაც მთავარია, იგი, ასევე დიდი ინტელექტის, ჩვენი სკოლის დირექტორის, ღირსეული პიროვნების, ბატონი ვანო ვაშაკიძის ქალიშვილი გახლდათ. დირექტორისა, რომელიც ღირსების და დიდკაცობის ეტალონად დარჩა ჩემს მეხსიერებაში.
გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე შემხვდა: „მე“ რომ მოვკვდები, შენი ლამაზი სიტყვებით გამაცილეო“ - ანდერძივით დამიბარა, გამეცინა. მშვენივრად გამოიყურებოდა. არადა აღმოჩნდა, რომ მის აღზრდილ ათასობით მოსწავლეში გამოვურჩევივარ. არ მქონდა უფლება „ანდერძი“ არ შემესრულებინა.
მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პედაგოგები მყავდნენ. მათი დამსახურებაა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ცნობილი და ღირსეული მოქალაქეები რომ არიან.
  სულ მქონდა კავშირი სკოლასთან, „ვაკონტროლებდი“ და თვალყურს ვადევნებდი  მის მომავალს, ყველა მის შემდგომ პედაგოგებს და დირექტორებს: ნუგზარ სიხარულიძეს,  რომან ცინცაძეს, ავთანდილ ქურასბედიანს. უმრავლე­სობასთან ახლო ურთიერთობები მქონდა.
მიხარია,  რომ  ბატონი რეზო სირბილაძე ის ღირსეული პიროვნებაა, რომელიც დღეს ჩემს სკოლას ხელძღვანელობს, რომელმაც საფიჩხიის, მწვანეყვავილას, კიბულის ქუჩის წარსული და აწმყო იცის, მის მომავალს გეგმავს, რადგან უყვარს იგი, იმიტომ რომ მას ამ უბნის ავი და კარგი სტკივა და უხარია.
მე გამომშვიდობების საღამოზე დაწერილი ჩემი ლექსით დავამთავრებ:
მასწავლებელი საყვარელი აღმზრდელი, ტკბილი,
მეორე დედა-ჩვენზე ფიქრით ღამენათევი!
ძალზე მოხუცი თუ ახალი  თმებშევერცხლილი,
დედა-მშობელი ამ თაობის და მასთან ჩემიც!
მასწავლებელი -მზრუნველი და დამრიგებელი
მოსწავლეების, კუდრაჭების ჩემგვარ ცელქების!
დიდი თაობის წევრთა აღზრდის პასუხმგებელი,
ძალიან მიყვარს, ღირსიც არის ჩემგან შექების!
თქვენ ის საზრდო ხართ, რომელიც კვირტს ვარდებად აქცევს
და ის სისხლძარღვი, რომლითაც კი ჩვენ სული გვიდგას!
არ შეგვიძლია იმ მადლობის გამოთქმა არც ერთს,
რაც თქვენ გეკუთვნით, რა მადლობის თქმაც თქვენთვის მინდა!
მე მასწავლებელს-პიროვნებას სულ ჩვენზე მზრუნველს,
პირობას გაძლევთ, ამაგს ორმაგად გადავუხდი!
ბედნიერების, სათნოების, მშვიდობის მსურველს,
პირველ მადლობას ლექსის ბოლოს სტრიქონით ვუხდი!
და ჩემს საკუთარ ლექსს დავუმატებ ერთი პოეტის კუთვნილ - მასწავ­ლებლისადმი მიძღვნილ ულამაზეს სტრიქონებს:
„რადგან ოსტატო, მრუდე ხისგან ძელი გამთალე,
თვალს თუ დაგაკლდეს - მე ვიქნები შენი                                           სათვალე!
მუხლმა გიმტყუნოს? -
-  შენს ყავარჯნებს მეც მიმათვალე“!

აღდგომა!
მიტომ დავტოვე ეს კარი,
შემობრძანებას ველი მაცხოვრის!
და- ქრისტე აღსდგა! და-ჭეშმარიტად!
საქრისტიანო გრგვინავს განცხრომით!
მთელი სამყარო აღსდგა, გაბრწყინდა,
ცისკარს თან დაჰყვა ტკბილი სურნელი,
ცა გაიხსნა და სულშიც გახსნილდა,
ღვთიური ქრისტე აღსდგა უცვლელი!
და- ქრისტე აღსდგა! და-ჭეშმარიტად!
ღვთისმშობელ დედას ძალა შეჰმატა,
ზეციურ ძალით ახსნილმა ჯვარცმამ
 ურწმუნონიც კი რწმენით შემართა!
და-ქრისტე აღსდგა!
და-ჭეშმარიტად!...
                                          მ. წულაია  
                          2010წ.




ქეთევან ლოსაბერიძე


დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს ტყიბულის რაიონის სოფელ  კიროვში(9 და-ძმის მე-8 და).
1955-1966 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში. სკოლა დაამთავრა ვერცხლის მედლით.

1966-1970წწ. სწავლობდა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის (დღეს აკაკი წერეთლის სახელობის) პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მათე­მა­ტიკის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა წითელ დიპ­ლომზე.
1970-1973წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის მათემატიკის კათედრაზე ლაბორანტად.
1973 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში. ჰყავს მეუღლე - იური გვეტაძე - იურისტი და ქალიშვილი - თინათინ გვეტაძე - იურისტი.
1974-2006წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრაზე ლაბორანტად, ასისტენტად და უფროს მასწავლებლად.

1967 წლიდან ჩართულია სპორტულ ცხოვრებაში, კერძოდ მშვილდოსნობაში. არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, სსრ კავშირის (2 გზის), ევროპის (3 გზის), მსოფ­ლიოს (2 გზის) და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მრავალი საერთაშორისო შეხვედრის გა­მარჯვებული, სხვა­­დასხვა კატე­გო­რი­ის თასის მფლობელი, მსოფლიო და ოლიმ­პიური რეკორდების ავტორი. და­ჯილ­დოვე­ბულია ხალხთა მეგობ­რობის ორ­დენით, ოლიმპიური ორ­დე­ნითა და ვახტანგ გორგასლის II ხარის­ხის ორ­დე­ნით.
მე-8 საშუალო სკოლაში სწავ­ლის დროს ქეთევან ლოსა­ბე­რიძე განსა­კუთ­რებულ სითბოსა და სიყვარულს გრძ­ნობდა კლასის დამრიგებლისა და მათე­მატიკის მას­წავლებლის ლილი იო­ბი­ძის მხ­რი­დან. ბრწყინვალე პედა­გოგი ყველა მოსწავლის მიმართ დიდ გუ­ლის­­მი­ერებას იჩენდა, მაგრამ გან­სა­კუთრებით დედით ობოლ ქეთევანს მზრუნველობდა.
ქალბატონი ქეთევანი დიდი სიყ­ვა­რულით იხ­სენებს ქართული ენი­სა და ლი­­ერატურის მასწავ­ლე­ბელს - თამარ ჩაგე­ლი­შვილს, გერმანული ენის მას­­წა­­ლებელს - ნათელა ხო­ბუას და ისტორიის მას­წავ­ლებელს (კუნძულ ტექ­სე­ლის გმირს) სიმონ ქარქაშ­აძეს.





გიზო სირბილაძე



დაიბადა ქუთაისში 1950 წელს.
1957-1967 წლებში სწავლობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში.

1967 წელს  დაამთავრა  გ. მაისურაძის  სახელობის  სამხატვრო სკოლა.
1968-73 წ.წ.  სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
1974 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო კავშირის  ქუ­თა­ისის ორგანიზაციაში და მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფე­ნებში.
1977-90 წლებში  მუშაობდა ქუთაისის გ. მაისურაძის  სახელობის სამხატვრო  სკოლის დირექტორის მოადგილედ.
1988 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

დღევანდელ დღესავით მახსოვს პირველი მისვლა მე-8 საშუ­ალო სკოლაში. მაშინ მე პატარა ბიჭი ვიყავი, რომელსაც უყვარდა ხატვა და თამაში. რა თქმა უნდა წიგნებიც ძალიან მიყვარდა და ეს ძირითადად დღევანდელი გადმოსახედიდან მე-8 სკოლის დამსა­ხურებაც იყო, იქაური პედაგოგების მოთხოვნითა და დარი­გებით უამრავი ლიტერატურა წავიკითხე, მათში ჩემი მხატვრობის პერსონაჟებსაც ვხედავდი და წაკითხვის შემდეგ ვასურათებდი. ასე დავხატე დონ-კიხოტ ლამანჩელი, სანჩო პანსა, დედოფალი მარგო, უთავო მხედარი და მრავალი სხვა. ზოგჯერ თვითონ წიგნების ავტორების სახე წარმომიდგებოდა. დანიელ დეფოს ,,რობინზონ კრუზო-ში ხომ ყველა დახატული მყავდა თვით ველურებისა და თუ­თიყუშების ჩათვლით. წაკითხვის შემ­დეგ ამხანაგებს ვუჩვენებდი ჩემს ნა­მუ­შევრებს, მაშინ აზრად არ მომსვლია, რომ შემდეგ ჩემი პროფესია მხატვრობა იქნე­ბოდა. ამას გართობის მიზნით თუ შინა­­ანი მოთ­ხოვ­ნილების შესაბამისად ვა­კეთებდი. მიყვარდა მასწავლებლების  გა­კვ­ირ­­ვებული სახეების  ცქერა და  მათგან ქების მოსმენა, – ,,ყოჩაღ გიზო! რა კარგად დაგიხატავს." მომწონდა ეს შე­ფასებები და კიდევ უფრო მონდომებით ვხა­ტავდი.
როცა ჩემმა მშობ­ლებმაც  გა­მო­­იჩინეს  ყურადღება ხატვის მი­მართ, მაშინ კი მივხვდი, ეს სპეცია­ლობა იქნებოდა დიდ ცხოვრებაში ჩემი გზა. 

ჩემი მომავალი პროფესიის  შემოქმედი მარტო მე არ ვიყავი. ეს მე-8 სკოლის პედაგოგთა დამსახუ­რებაც იყო.
სამთვიანი არდადეგების შემ­დეგ  პირველი სექტემბრის მოსვლას მოუთმენლად ველოდებოდი. მიხა­როდა ჩემი მასწავლებლებისა და ამხანაგების ნახვა. იმ ატმოსფეროს ხილვა, სადაც მთელი წლის გან­მავლობაში ვთამაშობდი, ვსწავლობდი, ვხატავდი. მიხაროდა იმ მშობლიურ გარემოში მოხვედრა, სადაც ყველა მიყვარდა და მეც ყველა სიყვარულით შემომც­ქე­როდა, მიხაროდა იმ ატმოს­ფე­როს კვლავ განცდა, რომ­ლის ბადა­ლიც ჩემს თვალ­თა­ხედვაში არც ერთი ად­გილი არ იყო. ეს იყო ჩემი თბი­ლისი, ჩემი პარიზი, ჩემი სამოთხე და სამყო­ფელი – ჩემი პედაგოგები და საყვა­რელი ამხან­აგები. ისინი მე ჩემი დედ­მა­მი­შვი­ლებივით მიყვარდნენ. მათთან ერთად ყველაფერი ადვილი იყო. ყოველთვის დიდი სიყვა­რულით ვიხსენებ საყვარელ მასწავ­ლებ­ლებს: ნუჩიკო ვა­საძეს, იაშა კაჭკაჭი­შვი­ლს, ნა­თელა ხობუას, მერი ვაშაკიძეს, ეთერ ბურ­ჯა­ნაძეს, ნინა ლომ­თაძეს, მარო ბარქაიას და სხვებს.

 1963 წ. 8 ივნისი. VII კლასი.
შუაში გერმანულის მასწავლებელი ვესტა ვოლკოვა სადამრიგებლო კლასთან. მარჯვნივ ციცინო აფხაიძე, მარცხნივ გიული სოფრომაძე. ქვემოთ: გიზო სირბილაძე, ციცინო გაბრიჩიძე, იურა ძოწენიძე.
დგანან: ზაალ ლოსაბერიძე, მედიკო მეგრელიშვილი, ნუკრი ძოწენიძე, მადონა გოცირიძე.


დავამთავრე მე-8 სა­შუალო სკოლა და ჩა­ვა­ბარე თბილისის სამ­­ხატვრო აკადე­მი­აში, ბედნიერი კაცი ვი­ყავი. მა­შინ ყველა ინ­სტი­ტუ­­ში მოხვედრა ძა­ლიან ძნელი იყო. სამ­ხატვრო აკადემია კი მიუწვ­დო­მელი, მაგრამ ჩე­მთვის ის არ გახდა აუ­­ღებელი ციხე-სიმ­­­რე. არ ვიცი ჩემი ხატ­ვის ნიჭმა მიშ­ველა თუ იღ­ბალმა, ჩემ­ზე ბედნიერი მაშინ არავინ იყო. სამ­ხატ­ვრო აკადემიას პრე­­ტიჟის თვალ­­საზ­რისით იმ დროს სამედიცინო ინსტიტუტიც კი ვერ შე­ედრებოდა. მოვეწყვე სამ­ხატვრო აკადემიის დე­კო­რატიულ-გამ­­ყე­ნე­ბითი ხელოვნების ფა­კულ­ტეტზე და წამოვედი ქუთაისში იმ მზადყოფნით, რომ ჩავსულიყავი პირველ სექ­ტემბერს სასწავლებლად. შემდეგ იყო განუმეორებელი სტუდენტური წლები, მაგრამ არასდროს დავიწყებული მე-8 საშუალო სკოლა.



გიზო სირბილაძე თანაკლასელებთან ერთად.
პედაგოგი აპოლონ ჩირგაძე - კლ. ხელმძღვანელი. 1962 წელი.








                                                              











თბილისიდან ქუთაისში ყოველი ჩამოსვლის დროს ოჯახის მონახულების შემდეგ გულისძგერით სკოლისკენ გავ­წე­­დი ხოლმე, მის ეზოს ჩავუვ­­იდი, მის მოედნებს დავ­ხე­დავდი, ამასობაში ჩე­მი რომელიმე მასწა­­ლე­ბელი შემნიშნავდა და დამიძახებდა, ყოჩაღ გიზო, გავიგეთ აკა­დე­მი­აში მოწყობილხარ. სა­სი­­მოვნოდ ელა­მუ­ნებო­და ჩემს თავმოყ­ვა­რე­ობას ეს მისალმება და შეძახილები, მაგრამ მე ამას არასოდეს გაუ­თა­მამებივარ. გულ­­მოდგ­ინედ ვსწავლობდი. დღესაც ამ საქმეს ვემსა­ხუ­რები.


ნიღაბი

წლების მანძილზე ვიყავი ქუთაისის  სამხატვრო სკოლაში დირექტორის მოადგილე, ამით პედაგოგობასაც გადავუხადე ჩემებური ხარკი.  დღესაც ჩემი  ცხოვრების თანამგზავრი მხატვრობაა, ჩემი ერთადერთი ვაჟიც მხატ­ვარი-მოქანდაკეა, მანაც ჩემი გზა განვლო აკადემიამდე და აკადემიიდან შემოქმ­ედებით ცხოვრებამდე.



 მონადირე

ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. მაგრამ ცხადშიც და სიზმარშიც ქუთაისში ვარ.
მის ქუჩებში დავდივარ. მე-8 სკოლას აუვლი და ჩაუვლი, ამ სურათს ჩემს გულში ვინახავ და თან ვმუშაობ და ვქმნი ახალ შემოქმედებით ტილოებს, იმას რასაც ჩემი ქვეყნისა და ხალხის დიდი სიყვარული, პატიოსანი ცხოვრება შთამაგონებს. მხატვარი ხომ შთაგონების გარეშე უსულო საგანს დაემსგავსება.
ჩემი შთაგონების წყაროს,  ქუთაისის  მე-8 საჯარო სკოლას, ჩემს უბანსა და ჩემს საყვარელ ქალაქს–ქუთაისს დავლოცავ და ამ სურვილებით დაგემშვიდობებით,  დროებით.
დიდი ინტერესით დაველოდები წიგნს მე-8 სკოლის შესახებ. . .  



ციცინო აფხაიძე

დაიბადა ქ. ქუთაისში, 1949 წლის 16 დეკემბერს.
1957-67 წლებში სწავლობდა  მე-8 საშუალო სკოლაში.

1967-1973 წლებში  სწავლობდა  საქართველოს პოლი­ტექნ­­კუ­რი ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში „სამრეწველო და სამო­ქალაქო მშენებლობის“ სპეციალობაზე,  პარალელურად მუშაობდა სა­­როექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენპროექტის“ ქუთაისის ფი­ლი­­­ში, ტექნიკოსად, ინჟინრად, უფროს ინჟინ­რად, ჯგუფის უფ­რო­სად.
1983 წელს  ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით  საცხოვ­რებ­ლად გადავიდა  ქ.თბილისში. მუშაობა განაგრძო საპროექტო ინსტიტუტ „საქ­ქალაქმშენპროექტში“, -1992 წლამდე.
1998 წელს დაიწყო  მუშაობა მაშინდელ საქართველოს სახელმწიფო კან­ცე­ლარიაში, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის აქტებისა და დავალებების შესრულების  კონტროლის განყოფილებაში  რეფერენტად. 2004 წლიდან დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის კონტროლის დეპარ­ტამენტის ანა­ლიზისა და ინფორმაციის სამმართველოს წამყვან სპეციალისტად, სადაც მუშაობდა 2010 წლის 1 თებერვლამდე.
ჰყავს  მეუღლე მიხეილ ციცქიშვილი (1970 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ტრანსპორტის სამინისტროში. 1976 - 2008 წლებში მინისტრთა კაბინეტში პროგრამული განყოფილების უფროსად, რეფერენტად, მთავარ სპეციალისტად).
ჰყავს ორი შვილი: ბექა და გიორგი ციცქიშვილები.

მოგონებები:
ბავშვობაში ტანად პატარა და სუსტი ვიყავი, მაგრამ ძალიან მინდოდა სკოლაში წასვლა, (ჩემი და უკვე მეორე კლასში იყო), სკოლაში  დავდიოდი  ჩემს დასთან და  მეგობრებთან ერთად. ამ პერიოდს უკავშირდება  ჩემი მეგობრობა გიული სოფრომაძესთან (რომელიც მე-5 კლასიდან გადავიდა სხვა სკოლაში), სულიკო ლოსაბერიძესთან  აწ გარდაცვლილ  შოთა მაღლაფე­რი­ძე­სთან (ვცხოვრობდით ძალიან ახლოს).
ბევრი მოგონება მაკავშირებს ბავ­­ვობასთან, კარგიც და ცუდიც. ცუდად მახსენდება ის დრო, როდესაც მეორე კლასის მოსწავლე გაუგებარი მი­ზეზის გამო  გადამიყვანეს  22-ე საშუალო სკოლაში, რო­მელიც  ჩემი სახლიდან შორს იყო. მყავდა ასაკით პატარა ძმა და დედას ძალიან უჭირდა ჩემი ტარება. თანაც მე-8 სკოლა ახლოს იყო ჩემს სახლთან. საბოლოოდ დედას კატეგორიული მოთხოვნით, ისევ დამაბრუნეს მე-8 სკოლაში. ძალიან მიყვარდა კლასობანას თამაში, ვიყავი ცელქი, მაგრამ ბეჯითი. მიყვარდა კითხვა, განსაკუთ­რებით სათავგადასავლო ლიტერატურის. ხშირი სტუმარი ვიყავი როგორც სკოლის, ასევე უბნის ბიბ­ლიოთეკის.   თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაკ­­ვეთილი არ მცოდნოდა. ერთ-ერთ  კარგ მოსწავლედ  ვი­თვლებოდი, თუმცა ეს ჩემს საბოლოო ნიშნებში არც თუ კარგად აი­სახა, მიზეზი არ ვიცი, რამაც გული დამწყვიტა (ალბათ ვერ ვამჟღავნებდი).
ვიზრდებოდით კარგი პედაგოგების ხელში. ძალიან კარგად მახსოვს პირველი კლასის მასწავლებელი სონია ჟღენტი, საოცრად თბილი ადამიანი. 

                                             1966წ. 25 დეკემბერი.
                         ციცინო აფხაიძე და მერი (ნამცეცა) სულაქველიძე

მიყვარდა ქართული ენა, რომელსაც გვასწავლიდა ელეონორა ვაშაკიძე და ნინო (ნუჩიკო) ვასაძე,  მოწოდებით პედაგოგები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ბავშვები, ისინი გვავალდებულებდნენ, რომ გვესაუბრა სუფთა ქართული ენით. მე კალიგრაფია კარგი არ მქონდა და ამიტომ მსაყვედურობდნენ. არადა მიყვარდა ქართული ენა.
მახსენდება მათემატიკის მასწავლებელი ლი­ლი იობიძე, რომელიც ძალიან მკაცრი იყო. მე ნაწ­ნა­ვებს ვატარებდი სკოლის დამთავრებამდე. ყველა ისე იყო  შეჩვეული  ჩემს ნაწნავებს, ვერ წარ­მო­ედ­გინათ ჩემი   ნაწნავების გარეშე ყოფნა და როდესაც სკოლის გამოშ­ვების საღამოზე თმებ­შე­­რილი მოვედი, კარგად მახსოვს, ყველანი გაკვირვებულნი დარჩნენ, ხოლო ქალბატონი ლილი კი განაწყენებული.
ბოლო კლასებში მათემატიკას გვას­წავ­ლიდა, ასევე კარგი პედაგოგი ზურაბ მოდე­ბაძე.
60-იან წლებში უცხო ენის სწავლა არც თუ მო­დური იყო, როცა ჩვენ ვიყავით V-VI კლასში გერმანულ ენას  გვასწავლიდა არა­ჩვე­ულებრივი პედაგოგი ვესტა ვოლკოვა, რო­მელმაც ყველას შეგვაყვარა ეს ენა, მაგრამ შემდეგ გათხოვდა, ჩვენ კი სხვა პედაგოგთან აღარ მიგვიწევდა გული ენის შესასწავლად. გეოგრაფიას გვასწავლიდა თამარ ასათიანი,  მე ძალიან მიყვარდა ეს საგანი და ვსწავ­ლო­ბდი კიდეც.
ქიმიის მასწავლებელთან გვაკავ­შირ­­ბდა  ბევრი  კურიოზი, თუმცა, აღარ მახსე­­დე­ბა დეტალები, ძალიან უნდოდა კარგად გვეს­წავლა, მაგრამ არცთუ კარგად გამოგ­ვი­ვიდა ნასწავლი.   

                                    1966წ. 1 სექტემბერი. X კლასი.
სხედან: მერი (ნამცეცა) სულაქველიძე, ციცინო აფხაიძე. დგანან:  ნათელა                                                     ზონენაშვილი და ლალი მოშიაშვილი
ისტორიას გვასწავლიდა შესანიშნავი პე­და­გოგი  ვასო კისკეიძე,  რომელმაც შეგ­ვაყ­ვარა ეს საგანი.
ხაზვას გვასწავლიდა ნოე ალავიძე, რომელ­მაც პირადად მე და მრავალ ჩემს ამხანაგს შეგვაყვარა ხაზვა. ხაზვას სულ რამდენიმე ბავშვი ვახერხებდით. ნოე ალავიძის დამსახურებაა, რომ  30 წელი ფანქრისათვის არ გამიშვია ხელი, სულ ვხაზავდი ჩემი პროფესიიდან გამომ­დი­ნარე.
კარგად მახსენდება ფიზკულტურის მასწავლებელი გივი ჭლიკაძე, რო­მელთანაც ბავშვებს კარგი ურთი­ერ­თობა გვქონდა, ვასრულებდით ყველა ნორმატივს, რაც შედიოდა პროგრამაში.
ჩემს მოსწავლეობის პერიოდში მოვიგონებ ერთ კურიოზს. ­მახსოვს, ერთხელ წავედით შატალოზე, რომელიც საკმაოდ  მალე გამჟღავნდა. მეორე დღეს დაგვაწყვეს ყველა და შეგვიყვანეს დირექტორის კაბინეტში, ძალიან გვეშინოდა ვანო ვაშაკიძის, ჩაგვიტარა საყვე­დუ­რე­ბის კურსი და შეგვაშინა, მეორედ აღარ გაიმეოროთ ეს, თორემ „ფიშტოს“ გესვ­რი­თო, რომელი რომელს ვასწრებდით სიცილით კარებში არ ვიცი.
ვიყავით ძალიან მეგობ­რუ­ლი და კარგი კლასი. მახსე­­დება ბევრი საინ­ტე­რესო და კარ­გი საღამო, მეგობრების შეკ­რება, ერთად მეცადინეობა, ჩემს მეგობრებს შორის, რომლებ­თა­ნაც დღე­საც მაკავშირებს ძა­ლიან დიდი ოჯ­ახუ­რი მეგობ­რო­ბა გამოვყოფდი მა­ნანა გი­ორ­­გაძეს - არქიტექტორს, ნუ­ნუ გრი­გო­რაშვილს,  ჯილდა ალა­ვი­ძეს - პედა­გოგს. ასევე გამოვ­ყო­ფდი მადონა გო­­­რიძეს - მე-8 სკოლის ქიმიის პე­დაგოგს, მერ­ი (ნამ­ცეცა) სულაქვ­ელიძეს, გულ­ნა­რა გრიგო­რა­შვილს, დარე­ჯან ცხა­დაძეს,  ბადრი კუპ­­რა­შვი­ლს. იურა ძოწენიძეს, ჩემს მეგობრებს შორ­ის იყო გიზო სირ­ბილაძე.  გულის­ტკი­­ვილით გავიხსენებ აწ გარ­დაც­­ლილ მიშა (ბულა) ალხაზაშვილს, ასევე ჯგუ­­ფში იყვნენ ებ­რაელები, რომლებ­თა­ნაც ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა. ჩემს წინა მერხზე ისხდნენ მანანა გიორგაძე და ალბერტ ხოტოველი, მათ უკან ვისხედით მე და ბადრი კუპ­რაშვილი, ალბერტს მოჰ­ქონდა ჩვენთვის მაცა - ებრაელების პასკა, ისეთი გემრიელი იყო ზოგ­ჯერ გაკ­ვე­თილზეც ჩუმად გაგვისინჯავს. ასე­ვე კარგი მეგობარი იყო ლალი მო­შია­შვი­ლი.

                          1967 წელი, 25 მაისი. ათწლედის დამთავრება.
სხედან: ციცინო აფხაიძე, ნათელა ზონენაშვილი, თინა ბანძელაძე. დგანან: დოდო გრიგორაშვილი, ჯილდა ალავიძე, ნუნუ გრიგორაშვილი.


სკოლაში სწავლის პერიოდში დავდექი არჩევანის წინაშე, ვაპირებდი უცხო ენებზე ჩაბარებას, მაგრამ მერე შევიცვალე გადაწყვეტილება. ჩემი ბავშვური ოცნებით ავირჩიე სამშენებ­ლო ფაკულტეტი. სკოლის დამთავ­რებ­ის შემდეგ, იმავე წელს, ჩავაბარე სა­ქართ­ველოს პოლიტექნიკური ინსტი­ტუ­ტის ქუთაისის ფილიალში  სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის  სპეციალობაზე, საღამოს დასწრებულზე. სტუდენტობის წლებში ვმუშაობდი საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენპროექტის“ ქუთაისის ფილიალში,  ტექნიკოსად,  ინჟინრად, უფ­როს ინჟინრად, ჯგუფის უფროსად.
საპროექტო ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სიმკაცრით ცნობილი სოსო იმ­ნაძე, თავისი საქმის დიდი მცოდნე და კარგი ხელმძღვანელი. დასავლეთ საქართ­ველოს მასშტაბით ვაპროექტებდით ძალიან ბევრ ობიექტს. ვმუშაობდი ცნობილ არქიტექ­ტო­რებთან - ბატონ გივი თოდაძესთან, აწ გარდაცვლილ არქიტექ­ტო­რებთან - ნაკო გუჯა­ბიძ­ესა და ამურ ფხაკაძესთან, ასევე ქალაქში ცნობილ კონტრუქტორებთან რომან ლო­მი­ძესთან, რეზო ქევანიშვილთან, ავთო სინაურიძესთან და მთავარ ინჟინერ ჯემალ წულაძესთან.
რომან ლომიძისა და რეზო ქევანიშვილის ოჯახებთან დღესაც მაქვს მეგობრული და ოჯახური ახლო ურთიერთობა. დაოჯახების შემდეგ გადმოვედი ქ.თბილისში და მუშაობა განვაგრძე საპროექტო ინსტიტუტის სათავო ოფისში, მყავდა 2 პატარა შვილი, თან ვმუშაობდი და ვიყავი ძალიან დატვირთული. არა ერთი შენობა-ნაგებობა დამიპროექტებია. 1991 წელს მონაწილეობა მივიღე მიწისძვრის შედეგად დანგრეული რაჭის აღდგენის პროექტირებაში, ვიყავი ინჟინერ-კონსტრუქტორი.
ვმუშაობდი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. ამ წლების განმავლობაში ვიყავი  მრავალი  ცვლილების მომსწრე. თითქმის ყოველ­წლიურად იცვლებოდა საქართველოს მთავრობა, ახალი შემადგენლობა მოდიოდა თავისი გუნდით, რაც ძალზედ ცუდ შეგრძნებას იწვევდა ჩვენში. ჩემი სამსახური ყოველთვის პროფესიულ დონეზე ასრულებდა თავის საქმეს.
ყოველთვის ვიყავი და ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და ასე ვიქნები სიცოც­ხლ­ის ბოლომდე.
1967 წელი, 1 მაისი,  X კლასი.
ქვემოთ: ზაალ ლოსაბერიძე, ნუნუ გოგელაშვილი, ციცინო აფხაიძე, მერი სულაქველიძე, ზურიკო ბობოხიძე.
დგანან: მარიეტა მაღლაფერიძე, ციცინო გაბრიჩიძე, ნათელა ზონენაშვილი, გულთამზე ცხადაძე, იურა ძოწენიძე, ნუკრი ძოწენიძე, მიშა ალხაზაშვილი, მევლუდ სულაქველიძე.



          მანანა გიორგაძე

დაიბადა  ქ.ქუთაისში 1950 წლის 14 ივნისს.
1957-1967 წლებში  სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში.
1969 წლიდან ცხოვრობს თბილისში. სხვადასხვა წლებში  მუშაობდა  საპროექტო ინსტიტუტში „საქქალაქ-მშენსახ­პრო­ექტი“, მუშაობდა საქართველოს  დიდი  ქალაქების გენგეგმებზე, მათ შორის ქუთაისის გენგეგმაზედაც. არის  ავტორი მრავალი საცხოვრებელი სახლის პროექტის. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის  არქიტექტურის ინსტიტუტის „ნატიფი ხელოვნების" სკოლაში. არის  საქართველოს არქიტექტორთა  კავშირის წევრი.
ჰყავს მეუღლე ომარ ბერიძე - არქიტექტორი და ორი შვილი: დავითი - გეოგრაფი,     ქეთევანი - ფილოლოგი.
სკოლის მოპირდაპირე სახ­ლში ვცხოვრობდი, რამაც განა­პი­რობა ჩემი ოჯახის სიახლოვე სკოლასთან.
მამის, ვლადიმერ (ლადო) გიორგაძის გარეშე სკოლაში არ ჩატა­რებულა არც ერთი ღონის­ძიება. სკოლის კედლის გაზე­თე­ბის და სტენდების მხატვრულად გაფორმება მამას ევალებოდა. სამ­მეტ­რიანი  ტრანსპარანტები  და ლოზუნგები,  რომელიც სკო­ლას სა­პირველმაისო და საშ­ვი­დნოემბრო დემოსტ­რაც­იე­ბზე გაჰქონდა, მამას მიერ იყო შესრულებული. ხშირად, რომე­ლიმე სიტყვაში ბგერა გამორ­ჩებოდა ხოლმე და ამ ყველაფერს თავიდან წერდა. ის პრო­ფე­სიით არქიტექტორი იყო და როცა სკოლის გაფართოების სა­კითხი დად­გა, დაშენების პროე­ქტი უსასყიდლოდ შეას­რუ­ლა.
დედაც (ქეთევან მა­ნა­გაძე) აქ­ტი­ურ­ად იყო ჩაბ­მული სკოლის ცხო­ვრებაში. წლების განმავ­ლობაში ის მშო­ბელთა კომი­ტე­ტს თავმ­­დომარეობდა.
მე არაფრით გამოვირ­ჩეო­დი, მაგ­რამ ჩემს დას, თა­მილას რეზო გიორ­გა­ძესთან და მიშიკო ალხაზაშვილთან ერთად ხშირად უსახე­ლე­ბიათ ჩვენი  სკო­ლა. ისინი დი­დი ხნის განმავ­ლო­ბაში ჭა­დრაკის ჩემპიონატში გარ­­დამავალი თასის მფ­ლო­ბე­ლები და ჩემპიონები იყვნენ, რითაც სკო­ლა ამაყობდა. თამილა იყო ქუ­­თაისის ჩემპიონი ქალთა შო­რის. შემდეგში სტუდენტ ქალთა ჩემპიონიც. მწვრთნელი და­ვით ჩირაძე მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ დე­დის ნაადრევმა სიკვდილმა თამილას და ჩემს ცხოვრებას დიდი დაღი დაა­­ვა.
თვალწინ მიდგას I კლასის მასწავ­ლებელი სონია ჟღენტი, ჭკვიანი და სან­დო­მიანი, რომე­ლიც ჩემი მასწავ­ლებელიც იყო და მეორე ბებიაც. ის ჩემი კარის მეზობლების, უსაყვარლესი პი­როვნებების თემურ და ომარ ჟღენ­ტების ბებია იყო. მე მის მი­მართ ყოველთვის მოკრძა­ლებუ­ლი და მორიდებული დავრჩი, მას ვერასდროს გავ­უთამამდი. 


1963 წ. 28 ნოემბერი - სკოლის ეზოში, VII კლასში.
I რიგში: აფხაიძე ციცინო, ძოწენიძე ნუკრი, გაბრიჩიძე ციცინო. დგანან: გოცირიძე მადონა, გიორგაძე მანანა, სულაქველიძე მერი, ალავიძე ჯილდა, გრიგორაშვილი გულნარა, გრიგორაშვილი  ნუნუ.
უდიდესი სიყვარულითა და პატ­­ვისცემით ვიგონებ მშობ­ლი­ური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს:
ნადია დევდარიანს, ელე­ონ­ორა ვაშაკიძეს და ნინო (ნუჩიკო) ვ­ასაძეს. მათგან არ მახსოვს ვინ­მეს მიმართ შეურაცხმყოფელი სიტ­ყვა. კარგი პედაგოგები იყვნენ,  ამიტომ ლიტერატურისადმი სიყვარული მათგან გა­მომყვა.
გული მწყდება, რომ მაშინ კარგად არ ვიცოდი ქართული ლიტერატურის ფასი, არ ვიცოდი, თუ რა არაჩვეულებრივად მდიდარი პოეზია გვქონია. არ ვიცოდი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სახარებისეული იყო; არც ის მესმოდა, რა იყო სახარება, რატომ გააკრეს ჯვარზე ქრისტე და რატომ ემუქრებოდნენ გარიცხვით იმას, ვინც აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე მივიდოდა.  ჩვენს პედაგოგებს ამის ახსნის უფლება არ ჰქონდათ. არადა, სკოლიდან უფ­რო მეტი ცოდნის გამოტანა შეგვე­­ლო, რადგანაც ისინი ძალზე განათ­ლებულები იყვნენ.  ჩვენ ცუდ დროს მოგ­ვიწია სკოლაში სწავლა. ცუდ დროს  თუნ­დაც იმიტომ, რომ სრულფასოვნად არ გვასწავლიდნენ საქართველოს ისტო­რიას, ე.წ. 24 ფურცლიანი რვეულისხელა „საქართველოს ისტო­რი­ის“ წიგნიდან რა ცოდნა უნდა მიგვეღო?! საქართველოზე შეყვარებულ ვასო მასწავლებელს კი ბევრის თქმა ალბათ არ შეეძლო. სკკპ  ისტორიას გვასწავლიდა, შიგადაშიგ ქართულ გვარ-სახე­ლებითაც დაინტერე­სე­ბული მკითხავდა ხოლმე, სადაური გიორგაძე ვიყავი; ძალიან კი უხაროდა ჩემი ოკრიბელობა, „ვანელს არ გავხარო“, მეუბნებოდა.
რამდენი რამე არ ვიცოდით და არც ჩვენი უცხო ენის პედაგოგების გვჯეროდა, როცა გვეუბნებოდნენ, „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო“, თორემ ენების შესწავლას უფრო მონდომებით უნდა მოვკიდებოდით.
ნოე ალავიძე - ხაზვის მასწავლებელი: მამამ და მისმა, ნოე მასწავლებლის საგანმა განაპირობა ჩემი მომავალი პროფესია. ბატონი ნოე ჩემს ნახაზს ეჭვის თვალით უყურებდა ხოლმე, ეგონა მამა მეხმარებოდა.

1966 წელი 4 ივნისი.   I რიგში: მედეა ნებიერიძე, მარიეტა მაღლაფერიძე, ციცინო გაბრიჭიძე.
II რიგში სხედან: მადონა გოცირიძე, ჯილდა ალავიძე,
ციცინო აფხაიძე, მანანა გიორგაძე, გულთამზე ცხადაძე, ბადრი კუპრაშვილი.
III რიგში დგანან: სამსონ (სულიკო)ჭირაქაძე  , შოთა მაღლაფერიძე,
იური ძოწენიძე, ნუკრი ძოწენიძე, ალბერტ ხოტოველი, მერი (ნამცეცა) სულაქველიძე,
ნათელა ზონენაშვილი, ლალი მოშიაშვილი.


1966 წლის 7 ნოემბერი.
სხედან: ალავიძე ჯილდა, გაბრიჩიძე ციცინო, აფხაიძე ციცინო, სულაქველიძე  მერი (ნამცეცა).
დგანან: მაღლაფერიძე მარიეტა, ცხადაძე დარეჯანი, ძოწენიძე ნუკრი,
გიორგაძე მანანა, გრიგორაშვილი დოდო (გულნარა)

მათემატიკის, ქიმიის და ფიზიკის სწავლება ჩვენს სკოლაში მაღალ დონეზე იყო და თუ თავადაც ამ საგნების შესწავ­ლის ნიჭი გვქონდა, ყველაფერი რიგზე იყო. ქიმიის მასწავლებელი მარო ბარქაია ჩემს სახეზე მუდმივად მხიარულ გამომეტყველებას არასერიოზულობად აღიქვამდა. კარგი პედაგოგი იყო, ქიმია კარგად გვასწავლა.     
გივი ჭლიკაძე ნორჩ ფიზკულ­ტუ­რელებს დემონსტრაციებზე გასასვლე­ლად გვამზადებდა, ჩვენც დიდი შრომის შედეგად ტრიბუნის წინ ვარჯიშის დროს სინქრონს ვახერხებდით და ტრიბუნიდან მოწოდებებს ომახიანად ვპასუხობდით.
ჩემი კლასი და კლასელები ამ ქვეყნად ყველაზე კარგები იყვნენ. მახსოვს, სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან ბევრი ვიტირე. მერე დავ­შო­რდით, ზოგი სად წავიდა და ზოგი სად, ერთ­მანეთს ხშირად აღარ ვხვდ­­ბო­დით. ჩემი კლასელების ერთი ნაწილი ისრაელში წავიდა საცხოვ­რე­ბლად.  გული მწყდება, რომ მათთან ყველა კავ­შირი შეწყდა. ისინი ძალიან კარ­გები იყვნენ და ერთმანეთთან კარგი ურ­თიერთობები გვქონდა. 
I რიგში, შუაში: მადონა გოცირიძე.
II რიგში: მანანა გიორგაძე, ციცინო აფხაიძე,
ნუნუ გრიგორაშვილი. დგას: ლუბა გრიგორაშვილი, ნუნუ გრიგორაშვილის დედა.

გელა (ვლადიმერ) ლობჟანიძე



დაიბადა 1951 წლის 28 მარტს ონის რაიონის სოფელ ღებში.
1960-1968 წლებში სწავლობდა ქუთაისის მე-8  საშუალო  სკოლაში.





სწავლის პერიოდში, ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში  უდიდესი როლი ითამაშეს პედაგოგებმა: ნათელა ხობუამ და მერი ვაშაკიძემ. მათ დამსახურებად მიმაჩნია ყველაფერი კარგი, რაც დღეს ჩემში არსებობს. მე თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ვთვლი, რომ ყველაფერ საწყისს მათ ჩაუყარეს საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ვცელქობდი და სასჯელსაც ხშირად ვიმსახურებდი, სკოლაში მისვლა ძალიან მიხაროდა. მათმა პიროვნულმა თვისებებმა, უშუალო, გულღია და ალბათ სწორმა პედაგოგიურმა მიდგომამ უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს შემდგომ არჩევანზე. სკოლის შემდგომ პერიოდშიც არ გამიწყვეტია მათთან ურთიერთობა, სწორედ მათთან დათათბირებით გადავწყვიტე ჩემს პროფესიად ამერჩია მშენებლობა, უმაღლესიც ამ განხრით დავამთავრე და 10 წელი მშენებლობას მივუძღვენი, თუმცა შემდგომ გადაწყვეტილება შევცვალე და 25 წელი  უშიშროების ორგანოებში ვიმუშავე.
ამჟამად შრომით საქმიანობას განვაგრძობ ს.ს. „ქუთაისგაზის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
ქ. ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში სწავლის 8 წლიანი მონაკვეთი უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. მაშინდელ პედაგოგიურ კოლექტივს თამამად შეიძლება ეწოდოს ერთი ლამაზი და დახვეწილი, ინტელექტუალობითა და პატიოსნებით გამორჩეული კეთილი ადამიანების ოჯახი.
სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების ხასიათის გამო, დიდი ხნით მომიწია ქალაქიდან წასვლა, რის გამოც მერვე სკოლის დღევანდელ პედაგოგიურ კოლექტივს და მის საქმიანობას კარგად არ ვიცნობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მერვე სკოლა ღირსეულად აგრძელებს ჩემი საყვარელი პედაგოგების ვასო კისკეიძის, ჟენია ნოსელიძის, მარო ბარქაიას, არჩილ ბარდაველიძის, თამარ ასათიანის და სხვების ლამაზად დამკვიდრებულ ტრადიციებს.
დღევანდელი პედაგოგებისადმი ჩემი სურვილიც ეს არის: ნუ უღალატებთ ძველ და კარგ ტრადიციებს, რასაც მოსწავლის სულის გამოძერწვა ჰქვია.


ია ასათიანი 
1958-1968 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში.

ცხოვრობს ქუთაისში,  ტყიბულის ქ. N10.


სკოლაში სიხარულით წავედი. ჩემი პედაგოგებიდან პირველ რიგში მინდა მოვიგონო ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი, უსათნოესი ქალბატონი ქსენია (სონია) ჟღენტი. ჩემი 


დამრიგებელი IV-X კლასებში უსაყვარლესი მასწავ­ლებელი მერი ვაშაკიძე, ნათელა ხობუა, თამაზ მეძველია.
სკოლის მეგობრებიდან ყველაზე ცნობილი პიროვნება გახდა მანანა ჯინჯიხა­შვილი. იგი სკოლაშივე გამოირჩეოდა შემოქმე­დე­ბითი უნარით, კარგი დეკლამატორობით, თავისუფალი აზროვ­ნებით, პროფესიით ფილოლოგი, მუშაობდა გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში ჟურნალისტად, შემდეგ კი იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე.
მანანა 1988 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ  წლების მანძილზე მუშაობდა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციაში, ძირითადად ხელოვნების საკითხებზე.  იყო გაეროში „ამერიკის ხმის“ აკრედიტებული ჟურნალისტი.
მანანა კოლუმბიისა და ინდიანას უნივერსიტეტებში ასწავლიდა ქართულ ენას. ჰქონდა შეხვედრები და ინტერვიუები მრავალ ცნობილ ადამიანთან. მეგობრული ურთიერთობა აქვს ისეთ პიროვნებებთან, როგორიცაა პროფესორი დოდონა კიზირია, პიანისტი ეთერ ანჯაფარიძე, პიანისტი ლექსო თორაძე, დირიჟორი ვახტანგ ჟორდანია, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი და სხვა.
კურიოზის რა მოგახსენოთ, მაგრამ განსაკუთრებით მახსოვს სკოლაში სწავლის ბოლო დღე. მთელი დღე გაუთავებლად ვტიროდი, ისე მწყდებოდა გული სკოლასთან განშორების გამო.
მართალია, ჩემი მასწავლებლებიდან დღეს მე-8 სკოლაში აღარავინ მუშაობს, მაგრამ კოლექტივს ვიცნობ. ჩემი შვილიც ამ სკოლაში სწავლობდა. ვუსურვებ მე-8 სკოლის დღევანდელ კოლექტივს ჯანრთელობას, დღეგრძელობას და სასახელო მოსწავლეების აღზრდას.
რაც შეეხება მედალს:  9 წელიწადი  ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ მე-10 კლასში ისე შეიცვალა საერთოდ სიტუაცია განათლების სისტემაში, რომ მედლები ვეღარ მივიღეთ, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. 




ლიანა ჩიტიანი


გავიგე რა, ჩემი აღმზრდელი სკოლა წარსულის ამსახველ მასალებს ისტორიულ წიგნად წერს და უშვებს, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, თვალი ცრემლით ამევსო და კალამს ხელი მოვკიდე, რათა ორიოდე სიტყვა მეც დამეწერა ჩემს საყვარელ და სათა­ყვანებელ სკოლაზე.
ვალიკო ჩიტიანის ოჯახიდან შვიდმა შვილმა დავამ­თავრეთ აღნიშნული სკოლა. არც ერთს თავი არ შეგვირ­­ხვენია,  არ შეგვირცხვენია სკოლა და აღმზრდელი პედა­გო­გები. ცხოვრებაში ყველამ საპატიო ადგილი დავიჭირეთ და პატიოსან ცხოვრებას ვეწეოდით და ვეწევით დღესაც. ჩემი და-ძმანის შვილებიც აღიზარდენ მერვე სკოლაში და დღესდღეობით მათი შვილიშვილებიც თქვენი სკოლის აღსაზრდელები არიან.
ძალზე მიძნელდება წარსულზე ლაპარაკი, თვალი  ცრემლით მევსება, ვიხსენებ ყველა ჩვენს აღმზრდელ პედა­გოგს, რომლებიც დღეს არც ერთი ცოცხალი არ არის. ან რა ენერ­გიით, რა შემართებით შრომობდნენ, რათა თითოეულ ჩვენგანს კარგი განათლება მიგვეღო და პატიოსან მოქა­ლა­ქეებად აღვზრდილიყავით. ღმერთმა ნათელში ამყოფოთ მათი სულები. დამრჩა მხოლოდ ერთი, ჩემი საყვარელი, ერთგული და ამავე დროს ჩემი მეგობარი ნათელა მასწავლებელი. ის სკოლაში რომ მოვიდა, ძალზე ახალგაზრდა იყო, ალბათ 21-22 წლის. მას მოსწავლეები „კუკლა“ მასწავლებელს ეძახდნენ. არ წყინდა, პირიქით ეღიმებოდა და ყველასთან მეგობრული იყო. მახსოვს მისი  ჩვენთან ჩატარებული რამდენიმე გაკვეთილი. ეს იყო ზღაპარი გაკვეთილები. სულ­განაბული უსმენდა ყველა და გაკვეთილიდან გასვლის დროს კოცნით ვაჯილ­დოვებდით. არც ეს წყინდა. ყველა ვუყვარდით. გვიღიმოდა, გვარიგებდა და გვეხმარებოდა, თუ ვინმეს გაუჭირდებოდა, ნათელა მასწავლებელთან გარბოდა და ისიც ჩვენს ყველა სურვილს გვისრულებდა. ყველას მისი იმედი გვქონდა.




შოთა ჩიტიანი

ლიანა ჩიტიანის ძმა.

მე-8 სკოლის 

კურსდამთავრებული



დღესაც იგივე თვისებები შემორჩა. ნეტავ მას, ვინც მის  რჩევა-დარიგებას გაჰყვება, ყოველთვის გაიმარჯვებს ცხოვრებაში.
ჩემი კლასიდან ბევრი სახელოვან პიროვნებად აღიზარდა, რომელთაც ასახელეს სკოლა და აღმზრდელი პედაგოგები. ესენია:  თემურ ჟღენტი, თამაზ ნამიჭეიშვილი, მერაბ ფი­ლიპოვი, გოგი ცანავა და სხვა.
 ჩემს საყვარელ სკოლას   ვუსურვებ ყოველივე კარგს, წარმატებებს, მიღწევებს, გამარჯ­ვებებს და სახელოვანი ახალგაზრდების აღზრდას, ჩვენი სკოლის ბრწყინვალე თავკაცის რეზო სირბილაძის ხელმძღვანელობით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გკოცნით მრავალს!


სტატია იბეჭდება უცვლელად

ქართული საქმის

 საკეთებლად 

ამერიკაში
აქვე  დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ ქუთა­ისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ამჟამად აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით;  მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად, ჟურნალისტად,  ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგედ. ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში ოჯახთან ერთად.
როდესაც მანანა ჯინჯიხაშვილზე დავიწყე წერა, მოულოდ­ნელად აღმოვაჩინე, რომ ჩვენი მეგობრობის უფრო ხანგრძლივი ნაწილი უკვე ამერიკულ პერიოდზე, მის ემიგრანტულ ცხოვრებასა და ჩვენს სატელეფონო თუ ეპისტოლარულ ურთიერთობაზე მოდის, უფრო ნაკლები კი საქართველოში სტუდენტობისა და მეგობრობის იმ წლებზე, როცა ყოველდღე,  ან თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, რთულმა და წინააღმდეგობებით აღსავსე მთელმა ეპოქამ. საუკუნე შეიცვალა  როგორც პირდაპირი,  ისე გადატანითი მნიშვნელობით. მანანამ უფრო მშვიდი, თუმცა უკვე აფორიაქებული საქართველო დატოვა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სივრცეში ხედავდა იმ საფრთხეს, ჩვენ რომ ჯიუტად არ ვუსწორებდით თვალს. არ გვეშინოდა, რადგან ჰორიზონტზე საქართველოს დამოუკიდებლობა ჩანდა.
ასე იყო 9 აპრილის წინა დღეებში. მანანა რეკავდა, წუხდა, ჰქონდა დიდი საშიშ­რო­ების მოლოდინი. მახსოვს მისი ფრაზა: „ოღონდაც ახლა გადავრჩეთ“, რაც მაშინ გაზვიადებულიც მეჩვენა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლისას მანანას გული  წყდებოდა, რომ აქ ტოვებდა საყვარელ საქმეს,  თუმცა არც კი უძებნია ახალი პროფესია. სამაგიეროდ, თავისი ცნობიერებით ერთი წუთითაც არ დაშორებია საქართველოს. ჩემთვის დღეს ძნელია მანანას ვაშინგტონში „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციაში საქმიანობის შეფასება, მაგრამ ალბათ, ეს პერიოდი მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იყო. ახალ რეალობასთან შეგუება, განსხვავებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში, თანაც მაღალ კონკურენტულ გარემოში ადაპტირება, ინგლისური ენის კარგად დაუფლება - ერთბაშად რამდენიმე ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა, ბუნებრივია, იოლი არ იქნებოდა.
მანანა წლების განმავლობაში იყო გაეროში „ამერიკის ხმის“ აკრედიტებული ჟურნალისტი. იყო ავტორი მრავალი საინტერესო და საჭირბოროტო რეპორტაჟისა. მის მიერ ლიტერატურისა თუ ხელოვნების სხვა სფეროებში მომზადებული გადაცემები კი ყოველთვის გამოირჩეოდა სიღრმით, მრავალი პლანით, რაც სხვადასხვა რაკურსში აჩვენებდა იმ პროცესებს, ამერიკის კულტურულ ცხოვრებაში რომ მიმდინარეობდა. იგი სწორედ ამ სივრცეში ქმნიდა შემოქმედი ქართველების პორტრეტებს და უფრო თვალსაჩინოს ხდიდა ჩვენთვის მათ წარმატებებს. ვფიქრობ, მანანა ჯინჯიხაშვილის პროგრამები გამორჩეულ ხიბლს, ინდივიდუალურ  ხელწერას ანიჭებდა ამერიკის ხმის ქართულ გადაცემებს. საქართველოს სახელმწიფოებრივმა დამოკიდებულებამ ძალზე საამაყო  რეალობა მოიტანა. ამერიკის უნივერსიტეტების (კოლუმბიის, ინდიანას...) სტუდენტებს (და არა მარტო მათ) შესაძლებლობა აქვთ უცხო ენად  ქართული აირჩიონ. მანანა მათ ასწავლის. ბევრი მათგანი იმყოფებოდა  კიდეც საქართველოში. თითოეულმა, ბუნებრივია აქ თავისი ქართული ენის მასწავლებლის სულის ნაწილი გამოიყოლა, მისი თვალით შეხედა ჩვენს ქვეყანას. მე ვიცი, რა რუდუნებით ეკიდებოდა იგი ამ მნიშვნელოვან საქმეს. რა დიდ პასუხისმგებლობასთან, რთულ შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყოველივე. მზა მეთოდიკა საკმაოდ მწირია, საკუთარი  გამოცდილება კი წლებს მოაქვს და იგი  მანანას უკვე საკმაოდ დაუგროვდა. მან  შეძლო  გარედან  შეეხედა ქართული  ენისათვის.  სხვათათვის ესწავლებინა,  არა მხოლოდ  გრამატიკული კატეგორიები, არამედ ენა, როგორც გამანივთებელი.  ახლა მანანას გადაწყვეტილი აქვს ჩამოვიდეს და საქართველოში შეკრიბოს  ქართველი  ხალხის ეთნოგრაფიული   ხასიათის   მასალები, რომელშიც თავს მოიყრის  ქართველების საუბრები ოჯახში, საზოგადოებაში, ქუჩაში, სუფრასთან, ჩაიწეროს ბუნებრივი დიალოგები კარგი ქართულით მოლაპარაკე ადამიანებთან ერთად, რასაც ეჭვი არ მეპარება,  აუცილებლად განახორციელებს.
მანანა ჯინჯიხაშვილი, როგორც  მწერალი ჯემალ ქირია ამბობს მასზე, კარგი ებრაელი და კარგი ქართველია. იგი ქართულ საქმეს  აკეთებს. პროფესიონალი ფილოლოგია. მისი პედაგოგიური საქმიანობა, სამწუხაროდ, უფრო მეტად სხვათა არჩევანზეა დამოკიდებული, ვიდრე  მის აქტივობაზე. საკმაოდ მოშორებით ჩვენგან მან შეძლო თავისი  ქართული სამყარო შეექმნა. ახლა რუსულენოვან რადიოში გააჩინა ქართული ნიშა. აქ მიჰყავს ქართული  გადაცემები, რასაც უსასყიდლოდ აკეთებს.
აქაც გულღია მასპინძელი და სხვათა გულშემატკივარი ამერიკაშიც, ასევე აგრძელებს ცხოვრებას. მისი სახლის კარი მუდამ ღიაა მასპინძლობისათვის,  მუდამ მზად არის დახმარებისათვის.
თითქმის 18 წელია, რაც მანანა ჯინჯიხაშვილი წავიდა ქუთაისიდან, მაგრამ ერთი დღითაც არ დაშორებია ქართულ სიტყვას, ქართველ მეგობრებს, ქართულ მწერლობას და  ხელოვნებას, ქვეყანას, სადაც დაიბადა, გაიზარდა, ჩამოყალიბდა  როგორც  პიროვნება, რომელთანაც უამრავი კარგი მოგონება და ტკივილიც აკავშირებს  და რომლის დიდი ქომაგიცაა.
ნესტან კუტივაძე,
ჟურნალი „ნოსტალგია.“

გიორგი მაღლაფერიძე

1962-1972 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში. სკოლა დაამთავრა ოქროს მედლით.
მისი ყრმობისა და სიჭაბუკის წლები სკოლას უკავ­შირ­დება.  „აქ, ამ სკოლის უბანში ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი“,  აღ­ნიშნავს ბატონი გია.

დავიბადე 1955 წლის 22 მარტს  ქ. ქუთაისში. 1977-1986 წლებში ვსწავლობდი კრასნოდარის მხარის ქ. ყუბანის სახელმწიფო სა­მე­დი­ცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. სა­მედიცინო მოღ­ვაწეობა დავიწყე ქუთაისის სარაიონთაშორისო ნარ­კოლო­გი­ური საავადმყოფოს უბნის ნარკოლოგად, 1991 წელს დავინიშნე ნარკოლოგიური საავადმყოფოს დისპანსერული გან­ყო­ფილების გამგედ, 1995-2005 წლებში ვიყავი ქუთაისის სამხარეო ნარ­კო­ლო­გი­ური ცენტრის დირექტორი. 2005 წლიდან ვმუშაობდი სა­ჯარო სამ­­­თლის იურიდიული პირი ლევან სამხარაძის სახე­ლობის სასა­მარ­­ლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართ­ვე­ლოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ნარკოლოგიური განყოფილების უფროსად.
სკოლა ჩემი ცხოვრების ნათელი პერიოდია.  სკოლა ის სხივია, რომელიც წუთისოფლის ბილიკებს კვლავაც რომ მინათებს და უკან მოხედვისას წარსულს ლამაზად  წარმომიდგენს. „ჩემი ყრმობისა და სიჭაბუკის წლები სკოლას უკავშირდება. აქ, ამ სკოლის უბანში ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი“.
სკოლაში გატარებული წლები ჩემთვის არა მარტო ცოდნის შეძენის, არამედ პიროვნებად ჩამოყალიბების დიდი სამჭედლო იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირ­ველი მასწავლებელი ქალბატონი ბაბულია ჭირაქაძე, რომელმაც დედაენის სიყვ­არულით გაგვიკვალა გზა სწავლისაკენ. არც შემდეგ მომკლებია რუდუნება და მზ­რუნ­ველობა პედაგოგებისა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი ჯგუფის დამრიგებლები: ქალბატონი თინა ბოჭორიშვილი და ბატონი არჩილ ბარდაველიძე, პედაგოგი, რომელიც სკოლის დამთავრებამდე გვწინამძღვრობდა და საუკეთესო ადამიანურ თვისებებს გვინერგავდა. შეუძლებელია დავივიწყო ასევე ჩვენი საყვარელი პედაგოგები, ქალბატონები: ნინო ვასაძე, მარო ბარქაია, მერი ვაშაკიძე, ნათელა ხობუა, ბატონები: მიშა ღვალაძე, ნოე ალავიძე, იაშა კაჭკაჭიშვილი, გივი ჭლიკაძე, აპოლონ ჩირგაძე, თამაზ მეძველია, დირექტორები: ივანე ვაშაკიძე და ალექსანდრე სანდუხაძე. მათი დიდი დამსახურებით გამოვედით ცხოვ­რებ­ის ასპარეზზე, რომ ჩვენი ქართველობა და მამულიშვილობა ღირსეულად გვე­ტარებინა.
სკოლაში მივიღე არა მარტო განათლება, არამედ აქ  შევისწავლე მოყვასის შეწევნის, ურთიერთგატანის, გარჯის, სიყვარულის მადლი და ფასი. დაუვიწყარი იყო ჩემთვის ღონისძიება - „დიდება შრომას“, რომელზეც  მოწვეული გვყავდა შრომის გმირები, რომლებიც საავტომობილო ქარხანაში მუშაობდნენ - იოსებ ხაზარაძე და ვილჰემ ხომერიკი. ღონისძიებას   ესწრებოდნენ ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელი პირები, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩემს სასკოლო ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ ქართველი კაცის ღირსება გარჯის მადლიდან მოდის, თუ რას გააკეთებს ის საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ეს იყო დიდი სიხარულის და ბედნიერების განცდა, რომ ჩემი მშობლიური სასწავლებელი, სადაც 10 წელი გავატარე, სადაც ყოველ ადგილას ჩემი ბავშვობის ნატერფალები იყო, ასე დასაჩუქრებული და დაფასებული მიშვებდა თავისი კალთიდან.
ჩემი მშობლიური სკოლის სიყვარული მთელი ცხოვრება თან მდევს. დღეს როცა თანაკლასელები ერთმანეთს ვხვდებით, ყოველი შეხვედრა გვახსენებს იმ გავლილ პერიოდს, რომელიც ერთად გავატარეთ და ეს არის მოგონება არა მარტო ჩვენი ბავშვობისა და ყმაწვილობისა, არამედ ჩვენი სკოლისა, საიდანაც ამდენი სითბო, სიყვარული და სიკეთე წამოგვყვა.
დიდ პატივს ვცემ დღევანდელ №8 საჯარო სკოლას,  მის დირექტორს, ბატონ რეზო სირბილაძეს და მთელ პედაგოგიურ შემადგენლობას, ვუსურვებ მათ წარმატებებს ბედნიერი, სულით ჯანსაღი და განათლებული მომავალი თაობების აღზრდაში.







თამილა 

ქველიაშვილი

დაიბადა ქ. ქუთაისში  1953 წელს.
1960-70  წლებში სწავლობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში.

მე მიყვარს ჩემი სკოლა, მიყვარს ჩემი აღმზრდელი პედაგოგები, ისინი ხომ ჩვენთვის იღწვოდნენ, გვზრდიდნენ, გვას­წავ­ლიდნენ.
ჩვენს სკოლაში, თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს საქმეთამმართველად მუშა­ობ­და ჩემი უსაყვარლესი მამიდა გოგონა ქველიაშვილი.
მართალია, მე არ მასწავლიდა, მაგრამ განსაკუთრებით     მიყვარდა, მიყვარს და მარადჟამს მეყვარება ჩვენი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი ნათელა ხობუა. მსმენია მის ცეცხლოვან გაკვეთილებზე. პირადად ჩვენს კლასში რამდენიმე გაკვე­თი­ლის ჩატარება მოუხდა. ჩატარებული გაკვეთილები არასოდეს დამავიწყდება, ან რა ენერგიით მუშაობდა, რა ხერხს არ იყენებდა გაკვეთილზე, რომ ჩვენთვის კარგად ესწავლებინა. უყვარდა ყველა მოსწავლე და ყველა მოსწავლესაც უყვარდა და პატივს სცემდნენ ნათელა მასწავლებელს.
ახლა როცა მე ყველა დავკარგე - გარდამეცვალა მშობლები და უახლოესი ადამიანები, ჩემს იმედად და მეგობრად, მრჩევლად და გვერდში მდგომად მხოლოდ  ნათელა (ნათელა ხობუა) მასწავლებელი დამრჩა. ხშირად დავდივარ მასთან, ვმეგობრობ, მისი ნახვით სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ, მარიგებს, მამხნევებს, ვიცი რომ, ვუყვარვარ და მისი დარიგება ყოველთვის მჭირდება.
ვუსურვებ ჩვენს დღევანდელ სკოლას, რომ ასეთი პედაგოგები მრავლად ჰყოლოდეს.
ხოლო თქვენ, ჩემო საყვარელო ნათელა მასწავლებელო, ყველაფრისათვის დიდ მადლობას გიხდით. დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.




თამილა ქველიაშვილი თანაკლასელებთან და პედაგოგებთან  ერთად.
პედაგოგები - თინა ბოჭორიშვილი და ელეონორა ვაშაკიძე. 1963 წ. 30 მაისი

1964 წელი IVკლასი. თამილა ქველიაშვილი მასწავლებლებთან:
თინა ბოჭორიშვილი და თამარ ძოძუაშვილი და თანაკლასელებთან



                               ნინო ჩირაძე


დაიბადა  ქუთაისში 1958 წელს.
1974 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლა.
1979 წელს წარჩინებით დაამთავრა  ქუთაისის პედ­აგ­­გი­ური ინსტიტუტი ბიოლოგია-ქიმიის სპეციალობით.

ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი საგანი იყო მშობ­ლი­ური ენა და ლიტერა­ტურა. ვითვლებოდი კარგ დეკლ­ამატორად. მიყვარს პოეზია, მხატვრული ლიტერატურის კითხვა. . .  გული მწყ­დება, რომ არა ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მას­წავ­ლებელი და დღევანდელი გადასახედიდან ვერ ვასწავლი დავით გუ­რამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, ტატოს, გალაკტიონის, კონს­ტან­ტინე გამსახურდიას მადლიან სტრიქონებს.
პედაგოგობაზე არასოდეს მიოცნებია. სურვილი მქონდა ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ოჯახური პირობების გამო (მამა გარდა­მეც­ვალა) ვერ ავისრულე ჩანაფიქრი და ჩავაბარე ქუთაისში.
. . . დღეს კი, მასწავლებლობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არ არის, არამედ მთელი ცხოვრებაა, თავისი სიხარულით და ტკივილით.  მე ჩემი პროფესია სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია და არაფერზე გავცვლი. . .
„ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი . . . “
ბატონმა რეზო სირბილაძემ მაუწყა, რომ წიგნის გამოშვებას აპირებდა, ამასთან დაკავშირებით მთხოვა, გამეხსენებინა მნიშვნელოვანი დღეები ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან.  მყისვე მურმან ლებანიძის სიტყვები გამახსენდა:
„მე ჩემს წიგნს „მახსოვს“ დავაწერე,
რადგან ყველაფერი მახსოვს. . .
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს. . .“
დიახ, მახსოვს, ყველაფერი მახსოვს... ლამაზი ბავშვობა მახსოვს, ჩემი მასწავ­ლებ­ლე­ბის სიკეთით ავსებული გული და კეთილი ღიმილი მახსოვს... სცენაზე გამოსვლისას ღელვით მოძალებული ცრემლიც მახსოვს. . .
. . . ვიხსენებ ჩემთვის ყველაზე ბედნიერ წლებს და ასე მგონია, კინოკადრებივით მიდის წარსული, რომელიც ჩემს სულში და სხეულში ჩაკირულია ისე მტკიცედ, რომ მის წაშლას ვერავინ შეძლებს. . .
. . . თითქოს დრო გაჩერდა და ჩემს ირგვლივ მარტო წარსული გამეფებულა. . . ცოცხლდება მოგონებები და თვალს ცრემლი მივსებს, რადგან მენანება, რომ წლები გასულან და ეს დრო არასოდეს დაბრუნდება.
. . . და მაინც, პირველად ჩემს წარმოსახვაში 1964 წლის 1 სექტემბერი ამოტივტივდა.
. . . დღე, როდესაც ფეხი შევდგი იმ დიდ ტაძარში, რომელსაც მე-8 სკოლა, ჩემი „დედა სკოლა“ ჰქვია.

. . . საშინლად წვიმდა. . . თითქოს ცა ჩამოდიოდა ძირს, მაგრამ ბედნიერი ვიყავი ისე, როგორც ეს 6 წლის ბავშვს შეეძლო განეცადა. მივდიოდი სკოლაში დედასთან ერთად და ვგრძნობდი, ბავშვური გულუბრყვილობით ვგრძნობდი, რომ ეს ახალი ცხოვრების, ბავშვური, მაგრამ საინტერესო ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა. . .
. . . მახსოვს, სახლში დაბრუნებულს დედის შეგონება: „არასოდეს ამხანაგს უარი არ უთხრა დახმარებაზე, თუ რამ იცი, მასაც გაუზიარე, უკარნახე, გადააწერინე, შეიძლება ამით მასწავლებლისგან საყვედური დაიმსახურო, მაგრამ მას მაინც ეყვარები. . . .
მეგობრები, შენს ირგვლივ მყოფები უნდა გიყვარდეს. . . მასწავლებლის სიტყვის გჯეროდეს. . . შეიძლება ვინმემ გული გატკინოს, მაგრამ სამაგიეროს გადახდას ნუ შეეცდები. . . სიკეთით უპასუხე და თავად მიხვდება შეცდომას“.
იმ დღიდან ეს დარიგება არასოდეს დამირღვევია და ცხოვრების საგზლად თან დამაქვს . . .
. . . და დაიწყო ჩემი 10-წლიანი ცხოვრების ხანა . . . იმდენი რამე მახსენდება, ალბათ ვერც შევძლებ ყველაფერი გადმოვცე სხვადასხვა მიზეზების გამო . . .

პირველი კლასი:
პირველი მასწავლებელი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი შეასრულა, ცისანა შუბლაძე იყო. სიკეთით სავსე, ბავშვების მოყვარული, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, ჩვენი თვისებების მიხედვით სახელებიც რომ გამოგვიძებნა და მასში უსაზღვრო სითბოს აქსოვდა . . .
. . . მახსოვს პირველად ჩემგან წაკითხული ლექსი, რომელიც სცენაზე ასვლით და სათაურის თქმით დასრულდა, რადგან ხმამაღლა ავტირდი და იძულებული გახდნენ სცენიდან ჩამოვეყვანეთ, მიუხედავად ამისა, ცისანა მასწავლებელი მაინც არ „მომეშვა“, არაფრად ჩააგდო ჩემი მარცხი და იმდენჯერ „მაიძულა“ სცენაზე გამოსვლა, რომ ბოლოს კარგ დეკლამატორად მაქცია, თუმცა ჩემს წაკ­ითხულ ლექსს ცრემლი ყოველთვის  ახლდა.



I2 კლასი - მასწავლებელი
ცისანა შუბლაძე, მოსწავლეები: მარჯვნივ ნინო ჩირაძე, მარცხნივ - ნინო ტუღუში



მადლობა ჩემს პირველ მასწავლებელს, რო­მე­ლმაც რწმენა ჩამინერგა და პიროვ­ნებად ჩა­მო­მა­ყა­ლიბა, ცხოვრებასთან შებრძოლების უნარი გა­მო­მიმუშავა და ჩემს შესაძ­ლებ­ლობებში დამარწ­მუ­ნა.

ჩვენი დირექტორი:
როცა სკოლას ვიხსენებ, ჩემს თვალწინ, უპირველეს ყოვლისა, ბატონ ალიოშა სანდუ­ხაძის სახე ცოცხლდება. ჩვენი დირექტორი, მრავლობითში იმიტომ ვწერ, რომ არ არსებობს მე-8 სკოლის ყოფილი მოსწავლეებიდან ალბათ არავინ, ვისთვისაც ის მისაბაძი მაგალითი არ იყო . . .
მე-7 კლასში ვიყავით, როცა ბატონი ალი­ოშა ჩვენს სკოლაში პირველ ხელმძღვანელად მოვიდა და სკოლამაც ახალი ცხოვრება დაიწყო...
ბატონი ალიოშა იყო ადამიანი, აღსავსე დიდი სიკეთით, მკაცრი, მაგრამ სიყვარულით და სითბოთი სავსე. მან თითოეული ჩვენგანი საკუთარი სულის ნაწილად აქცია. . .  ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობდა. . .  არც სიცელქე გამოეპარებოდა  და არც პირველი „სიყვარულის ისტორიები“. ყოველი მისი სიტყვა, ქმედება სკოლისა და ჩვენი სიყვარულით იყო ნაკარნახევი. გულწრფელად ვიტყვი,  რომ დღეს უფრო მეტად ვგრძნობ მის დიდ პიროვნებას, რადგან იგივე საქმის კეთება მიხდება. „ვიხსენებ ბატონ ალიოშას, ჩვენთან ერთად ეზოში მომუშავეს, მუდამ ჩვენს გვერდით მყოფს, მის დარიგებებს, ჩვენი წარმატების სიხარულით აღვსილს, რომელიც სკოლას ძალის გამოყენებით კი არა, სიყვარულით მართავდა, ამიტომაც მან ჩვენში ავტორიტეტი სიმკაცრითა და შიშით კი არა, სამართლიანობით და ჩვენდამი დიდი სიყვარულით მოიპოვა. . .
. . .  მახსოვს, სკოლაში მშენებლობა იყო. ბიჭებთან ერთად თავადაც მუშაობდა. კალათბურთის მოედანიც მოაწყო, თავისი განათებებით და მუშაობის დასრულების შემდეგ ბავშვებს იმდენ ხანს ათამაშებდა, რამდენი ხანიც სურდათ, თავად იდგა და სიყვარულით ანთებული თვალებით მისჩერებოდა. ვგრძნობდი, რომ ეს სიყვარული ნამდვილი და გულწრფელი იყო.
. . . იანვრის არდადეგებიდან დავბრუნდით, ჩემი და პარალელური კლასის ოთახები გვერდიგვერდ იყო.   დირექტორის გაკვეთილი გვქონდა, პარალელურ კლასს ჩემი კლასის ხელმძღვანელის  ქ-ნ მერი ვაშაკიძის. . . ზარის დარეკვა არ გაგვიგია, ისეთი ჟრიამული, ერთმანეთთან ყოფნით გამოწვეული სიხარული სუფევდა ირგვლივ. ცოტა ხანში მივხვდით, რომ ზარი დარეკილი იყო და მარტო ჩვენ ვიყავით გარეთ, მხოლოდ ჩვენი ხმა ისმოდა. . . უცებ ყველანი გავჩერდით და კიბისკენ ავიხედეთ. . . ბატონი ალიოშა და ქალბატონი მერი კიბის თავში იდგნენ და იქედან გვიცქერდნენ. ორთავეს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. როგორც მერე გავიგეთ მერი მასწავლებლისთვის დირექტორს უთქვამს: ვაცალოთ ამაზე დიდი გაკვეთილი რა უნდა ჩავუტაროთ, როცა ერთმანეთი ასე ძალიან უყვართო.
ვიცოდით, ბატონი ალიოშა ყოველთვის ჩვენი დამცველი იყო, არასდროს  არავის უფიქრია მისი მოტყუება, თუნდაც რაიმე დაშავებული ჰქონოდა, რადგან მისგან მხოლოდ მშობლიურ დარიგებას მოისმენდა და ისეთ დარიგებას, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებდი.
მან ჩვენი ყველაფერი იცოდა . . . ისიც კი, ვის ვისი სიყვარულით ჰქონდა გული დაკავებული მალულად, მისი ყურადღების ქვეშ ასეთი სიტუაციებიც ექცეოდა, მაგრამ ისე ფრთხილად, რომ ვინმეს თავმოყვარეობა არ შელახოდა.
ბატონი ალიოშა იყო დირექტორი, რომლის სიტყვას ძალაც ჰქონდა და ფასიც, ეს უდიდესი ავტორიტეტი მან თავისი საქმისა და ბავშვების უსაზღვრო სიყვარულით მოიპოვა.
დღესაც, როცა რაიმე მინდა გადავწყვიტო, ჩემს თავს ვუსვამ კითხვას: „ალიოშა მასწავლებელი ამ დროს როგორ მოიქცეოდა“? ამ გზით  ყოველთვის ვპოულობ გამოსავალს.
დიდება თქვენს სახელს, ჩემო ძვირფასო, საყვარელო ადამიანო! ჩემი და, არა მარტო ჩემი ცხოვრების თანმდევო და გზამკვლევო . . . გწამდეთ, თქვენი სახელი არასოდეს წაიშლება, ვიდრე თუნდაც თქვენი ერთი ნამოწაფარიც იარსებებს ამ ქვეყნად.
ჩვენთვის ყოველთვის თქვენი ხატება წმინდა იქნება, სიამაყით გაგიხსენებთ და ვიტყვით, რომ ჩვენ გვყავდა დირექტორი მაღალი ღირსებისა და ზნეობის კაცი, ჩვენთვის დამაშვრალი, ჩვენი მოყვარული და სიკეთის, სიყვარულის, პატიოსნების მასწავლებელი.

ქალბატონი მერი ვაშაკიძე:
ჩვენი კლასის ხელმძღვანელი. . . მკაცრიც და ლმობიერიც. ადამიანი, რომელმაც დაწინაურების მიუხედავად (ორგანიზატორად გადაიყვანეს) ჩვენი კლასის ხელმძღვა­ნელ­ობა არ დათმო და ბოლომდე გვიერთგულა. ის დანაპირებიც შეგვისრულა, რომ ჩვენს შემდეგ სადამრიგებლო კლასი აღარ ჰყოლია.
მახსოვს, ჩემო მერი მასწავლებელო, თქვენი ქართულის გაკვეთილები, მახსოვს, როგორ მისრულებდით სურვილს, რომ  ყოველდღე გაგეძახებინეთ, რადგან იცოდით, რომ მე თქვენი საგანი განსაკუთრებით მიყვარდა.  მახსოვს, თქვენი ღიმილიანი თვალები, როცა ჩვენი სულის ლაბირინთებს ჩაწვდებოდით და არაფერი გამოგეპარებოდათ. მახსოვს თქვენი ცრემლიანი თვალებიც, როცა მუხრან მაჭავარიანის „საბა“ წავიკითხე, მახსოვს თქვენი განსაკუთრებული სითბო და თანადგომა, როცა მამა გარდამეცვალა. მახსოვს, მე-10 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე როცა ქართულის წერა უნდა ჩაგვებარებინა, დილით რომ მოდით და თქვით: „მთელი ღამე არ მიძინია, ვფიქრობდი, რა თემა მოვიდოდა, ნინოს დარდი მქონდა, რადგან ხუთიანის მიღება არ გაჭირვებოდაო. მაშინ ცოტა გამიკვირდა თქვენი ნათქვამი, ახლა კი როცა მეც ასეთი განცდები მაქვს ჩემი მოსწავლეების მიმართ, ვგრძნობ თქვენს დიდ სიყვარულს . . . გვიან, მაგრამ მადლობას გეტყვით, ყველა იმ სიკეთისათვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ . . .

ჩემი ნათელა მასწავლებელი:
ნათელა ხობუა, გერმანული ენის მასწავლებელი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი, ბავშვობიდან დღემდე. ადამიანი, რომელიც ყველა ნამოწაფარს ერთნაირად უყვარდა და უყვარს. თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული, ყველა მოსწავლეში რომ პიროვნებას ხედავდა. თავისი გაკვეთილებით ერთმანეთისა და სკოლის სიყვარულს გვინერგავდა.
მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ჩემი მასწავ­ლებელი იყავით. . . ბედნიერი ვარ, რომ თქვენ­გან ვისწავლე საქმის სიყვარული, სკოლის სიყვარული, ერთგულება . . . ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მასწავლეთ როგორი უნდა იყოს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა, რომ არ არსებობს ცუდი მოსწავლე, საჭიროა მას სულის გასაღები მოუძებნო და შენი სიყვა­რული დაანახო. მე თქვენი გაკვეთილები საგზ­ლად დამყვება ყოველთვის, მინდა ისეთი ვიყო ჩემს მოსწავლეებთან, როგორიც თქვენ იყავით ჩვენთვის. მასწავლებელი, მეგობარი, სულის მოძღვარი, მკაც­რი, სამართლიანი . . . და თუკი ჩემს მოსწავლეებთან საერ­თო ენის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ, ეს თქვენგან მაქვს ნასწავლი, ჩემო უსაყვარლესო ადამიანო!
. . . მახსენდება, მამა ახალი გარდაცვლილი იყო, გაკვეთილად განყენებული თემა „ჩემი ოჯახი“ გვქონდა. თქვენ მე გამომიძახეთ. . . ჩემთვის იმდენად მტკივნეული იყო იმის თქმა, რომ მამა აღარ მყავდა, ჯიუტად უარი გითხარით გაკვეთილის მოყოლაზე . . . ახლაც მახსოვს თქვენი გაკვირვებული თვალები, თუმცა ერთი სიტყვაც არ გითქვამთ  . . . მე დავჯექი თავდახრილი, რადგან თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, თქვენ კი, მიუხედავდ ამისა, გაკვეთილს აგრძელებდით, ვგრძნობდი, ფიქრობდით ჩემგან თქმულ უარზე. ცოტა ხნის შემდეგ ამოცანა ამოხსენით, თქვენი დიდი ინტუიციით, მომიახლ­ოვდი­თ, გულზე მიმიკარით და ასე ვიყავი თქვენს მკერდზე მიკრული საკმაო ხანს. ამით ყველაფერი გასაგები გახდა თქვენთვის.  მადლობა იმ დღისათვის, რადგან ამას ალბათ თქვენს მეტი ვერავინ შეძლებდა.
ისიც მახსოვს, განათლებიდან მოსულ დამსწრეს დასვენებაზე ჩემი თავი გააცანით და უთხარით: მე ხუთს მხოლოდ ამას ვწერ და თუგინდ რაიმე არ მოგეწონოს, მე მაინც ასე მოვიქცევიო. . .
დამსწრე იქვე გამესაუბრა და გაკვეთილზე აღარ შემოსულა. ეს ალბათ მხოლოდ თქვენნაირ  უანგარო ადამიანს შეეძლო ეთქვა და გაეკეთებინა.
. . . თქვენ ხომ ჩემი შემდგომი ცხოვრების გზის გაკვალვაშიც დამეხმარეთ . . . თქვენ შემაძლებინეთ ჩემი ყველა ტკივილი გადამეტანა, რწმენა ჩამინერგეთ, მაპოვნინეთ ჩემი ადგილი ცხოვრებაში.
თქვენგან ვისწავლე საქმის ერთგულება და სიყვარული, თქვენგან ვისწავლე სამართლიანობა, უანგარო სიყვარული მოსწავლეების მიმართ და თუ მე დღეს ჩემი სახელით და გვარით თავაწეული დავდივარ, ჩემს დედასთან ერთად თქვენი დიდი დამ­სახურებაცაა. თქვენ ჩემი არა მარტო მასწავლებელი, არამედ დიდი მეგობარიც იყავით და დღესაც ხართ.
მიყვარხართ, უსაზღვროდ მიყვარხართ!
მაპატიეთ, რომ ვერასოდეს გითხარით ის სამადლობელი, რაც თქვენ გეკუთვნოდათ.
ვზივარ, ვწერ, მოგონებები კვლავ ცოცხლდება, გიხსენებთ, ჩემო საყვარელო მას­წავ­ლებლებო და ახლა უფრო ვგრძნობ, რაოდენ უანგარონი, თქვენს საქმეზე შეყ­ვა­რებულნი ბრძანდებოდით.
მახსენდება ნორა მასწავლებლის ფერადი ცარცებით ჩატარებული, მართლაც ახლებური და თანამედროვე  გაკვეთილები, ქ-ნი ფრინა ფურცხვანიძის მშვიდად ახსნილი ახალი მასალა  და მისი შექება, როცა პასუხი მოეწონებოდა.
მახსენდებიან ყველანი, მათ შორის ისინიც, რომელნიც დღეს უკვე აღარ არიან, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემში მუდამ არსებობენ: ქალბატონები:   ქეთო ახვლედიანი, ვენერა ღვინეფაძე, თამარ ძოძუაშვილი, ჩვენი დამრიგებელი თინა ბოჭორიშვილი, რომლებმაც დაწყებით კლასებში მომავლის საძირკველი ჩაყარეს.
მახსენდება ქალბატონ ჟენია ნოსელიძის დინჯად თქმული „ყმაწვილებო, დასამტ­კიცე­ბელია თეორემა“. აპოლონ ჩირგაძის „ბუზღუნი“ ჩემს მიმართ: ხომ შეიძლება ხმას დაუწიო და ისე მოყვე გაკვეთილი, ჩემი ყურები ამას ვერ  გაუძლებსო“.  ბატონ მიშა ღვალაძის გაოც­ება, როცა  მეხუთე კლასში პირველ გაძახებაზე ოთხიანი მივიღე და მთელი ხუთი გაკვეთილი გულამოსკვნილი ვტიროდი.
მახსენდება მარიამ ბარქაიას უცნაურობები, რომელსაც მუდამ ახსოვდა ჩემ მიერ თქმული პირველი ლექსი და ტირილი. ჩემი საყვარელი სასწავლო ნაწილი ზურაბ მოდებაძე, რომლისგანაც მუდამ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი, მახსენდება აგრეთვე  ნოე ალავიძის, არჩილ ბარდაველიძის, ნუჩიკო ვასაძის, შურა ჩიტიანის, კოტე გაბუნიას, აგრეთვე ნინა ლომთაძის ფაკულტატურის გაკვეთილები, სადაც ორივე პარალელის ბავშვები ვიყრიდით თავს და „ვაბრაზებდით“ კიდეც ჩვენი მოუსვენრობით და ზედმეტი შეკითხვებით. ვასო კისკეიძის „ყური მიგდეთ ყმაწვილებო“,  იაშა კაჭკაჭიშვილის (ჩემი პარალელური კლასის ხელ-ლი) და  მერი ვაშაკიძის დიალოგი მეოთხედის ბოლოს – „მერი რამდენ დაბალ ნიშანს დაწერ  ჩემთან, მეც იმდენს დავწერო“,  თამარ ჩაგელიშვილი, რომელიც სულ მზად იყო დახმარების ხელი გამოეწოდებინა. ვერიკო ქომურჯიშვილი სითბოთი და სიყვარულით სავსე,   თამაზ მეძველია, ჩემთვის მასწავლებელიც და დიდი მეგობარიც, რომელმაც დიდი სითბო და სიყვარული დამიტოვა.


და ბოლოს, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ნამცეცა...
რომელთანაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდით თავს . . . ერთი წამიც რომ გვ­ქო­ნოდა თავისუფალი, მის პატარა ოთახს მივაშურებდით . . . მან ჩვენი ყველაფერი იცოდა . . . ჩვენი გულის მესაიდუმლე იყო . . . ცდილობდა დაგვხმარებოდა ჩვენი პირადი საქმეების მოგვარებაშიც.
 . . . ვფიქრობ . . . ვწერ. . .  აუ, რამდენი წელი გასულა  . . . ბედნიერი და ტკივილიანი.
„გასულან წლები, გადაკარგულან ოცნებებით აფერადებული ყმაწვილური აღტაცებანი“, ჩანაცვლებულა ცეცხლი მზისა და ტრფობისა და მაინც ისევე,  როცა მწვანეყვავილას მწვანეებიდან გელათის ქუჩით ამოვივაკებ, გული მზით მევსება. . .  ჩემი სკოლის შენობა შემომეგებება და თამაშ-თამაშით მოიწევს ჩემკენ ჩემი ბალღობა, სიყ­მაწვილე და სიჭაბუკე . . .
ვეფერები ჩემს მასწავლებლებს, ღიმილიანებს, თავიანთი საქმის ერთგულებს, გულში სათითაოდ ვინახავ გარდაცვლილთა ხსოვნას, ვეალერსები სკოლის კედლებში მიჩუმებულ ჩემს სიყმაწვილეს, ასე ამაღლებულს და განუმეორებელს. . .
სკოლის დერეფნიდან, საკლასო ოთახიდან იმზირება ჩემი ბავშვობა, ყვავილობა, რომელმაც უკვე ჩაიარა და გული მტკივა . . .
ჩემთვის სკოლის გახსენება ყველაზე ბედნიერი მოსაგონარია. ახლაღა ვხვდები, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ის პერიოდია წმინდათაწმინდა, შეულახავი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გზას გინათებს და საიმედო მეგზურად დაგყვება.
დღეს, როცა პედაგოგი ვარ, ვხვდები, რამდენი შრომა ყოფილა ჩადებული თითოეული დღისათვის, რომელსაც მოსწავლე ვერ იგრძნობს  მანამ, სანამ თავადაც ამ საქმეს არ შეეჭიდება, სანამ ცხოვრება არ დაანახებს თავის ბასრ ბრჭყალებს.   
და, როცა ყველაზე მეტად მიჭირს, მაშინ მხოლოდ თქვენ გეძახით გულით, ჩემო მასწავლებლებო!  ბ-ნ გივი მეფისაშვილის სიტყვებით  მოგმართავთ: „მასწავლებელო, მე გეძახი შენ, როცა ძალიან მიჭირს, შენი თბილი ხმა ჩამესმის და მამშვიდებს“.
მეც ასე ვგრძნობ და განვიცდი. ვისურვებდი, ჩემს მოსწავლეებსაც გაჰყოლოდეთ სკოლის, ერთმანეთის, მასწავლებლის ისეთი სიყვარული, როგორც მე მერგო წილად. ჩემი ამ გრძნობის გამოსახატავად მოვიშველიებ პოეტის სიტყვებს:
 „მერე რა რომ წლები გავიდნენ,
ბზარი გამიჩნდა ხმაში,
სკოლის კედლებო, ისევ მიყვარხარ,
როგორც მიყვარდი მაშინ“.

ნინო ჩირაძეს:
...  კარგი მოსწავლე მასწავლებლის გულის ვარდია.
ბევრი კარგი მოსწავლე აღვზარდე და ჩავუნერგე მათემატიკისადმი დიდი სიყვარული, რასაც მივაღწიე იმით, რომ ვიყავი ჩემი საქმის ნოვატორი, შემოქმედი, მუდამ ახლისა და სწავლების საუკეთესო ფორმების მაძიებელი. მე არ მქონდა უფლება ჩემ შრომას მივდგომოდი მოვალეობის მოხდის მიზნით.
ვგრძნობდი, რომ მოსწავლეთა კოლექტივი შემიძულებდა თუ ჩემს საქმიანობას არ ეხლებოდა პედაგოგიური წვა, ალღო, გატაცება და შემოქმედება. მწამდა, რომ ეპოქის შესატყვის მეოცნებე შემოქმედ პედაგოგს შეუძლია აღზარდოს ღირსეული თაობა. ჩემს თავს ვალმოხდილ პედაგოგად ვთვლი. მეამაყება, რომ ქუთაისის ბევრ სკოლას ამშვენებს ჩემი აღზრდილი მასწავლებლები, ახლა ისინი განაგრძობენ უმცროსი თაობის აღზრდას,  ყველაზე დიდი სიმდიდრე,  რაც  მათ თავიანთ პედაგოგს დაუტოვეს- მათი სიყვარული  იყო.
ბევრი კარგი მოსწავლიდან მინდა გამოვყო ნინო ჩირაძე, ის განათლებულ ოჯახში აღიზარდა, იყო ძალზედ ზრდილობიანი, თავაზიანი გოგონა, ლამაზი სული ამშვენებდა, მეგობრული, წიგნიერი, აზრიანი, ნიჭიერი. უყვარდა კეთილსინდისიერი და ბეჯითი სწავლა. ის უპასუხისმგებლოდ არასდროს სკოლაში არ მოვიდოდა, სულ იყო მოწესრიგებული სასწავლო ნივთებით, დავალებით და გაკვეთილის ცოდნით. იცოდა, რომ  მათემატიკაში ჰყავდა მკაცრი და მომთხოვნი პედაგოგი, რასაც აფასებდა და მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა. ნინო ყველა პედაგოგის უსაზღვრო სიყვარულს იმსახურებდა. მას სწამდა, რომ კარგი და საფუძვლიანი ცოდნის მიღებით მიზანს მიაღწევდა. ამიტომაც მე-8 სკოლა წარმატებით დაამთავრა, ასევე წარმატებით დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და დღეს ნინო ჩირაძე დიდი ტრადიციების მქონე, ქუთაისის საკმაოდ პრესტიჟული საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა.
წოდებით სასწავლო ნაწილის გამგეა, მაგრამ სკოლისათვის ყველაფერია. მას პირველად მოუხდა მუშაობა ბატონ რომან ცინცაძესთან. ის იყო განათლებული, ერუდირებული პიროვნება. სიკეთითა და  კეთილშობილებით შემკული, რომელმაც  დიდად შეუწყო ხელი მის პედაგოგად და ორგანიზატორად ჩამოყალიბებას და ღვიძლი მამასავით მხარში ამოუდგა.
სანდომიან ქალბატონს ბევრი იცნობს, უყვართ, აფასებენ განსაკუთრებული პიროვნული თვისებების გამო, მისი სიმდიდრე ცხოვრებისეული გამოცდილებაა, მასწავლებლის თეთრად თენებული ღამეები და იშვიათი ღირსება დღემდე ახსოვთ ყოფილ აღსაზრდელებს. დღეს მე-3 სკოლის დირექტორია-განათლებული, უნიკალური პიროვნება თამაზ ჭაბუკიანი. მასაც ნინო ერთგულად უდგას გვერდით და შეხმატკბილებულად იღვწვიან სკოლის ღირსების და მისი ტრადიციების შესანარჩუნებლად. ნინო საკუთარი ოჯახივით  ფუსფუსებს სკოლაში. წრფელი გულით ასრულებს ყოველგვარ დავალებას. მას გააჩნია დიდი ინტუიცია, სინათლე შეაქვს ყველა თანამშრომლის ცხოვრებაში. შე­უძლია ადამიანების სულის წვდომა, ამიტომაც ყველა იზიარებს მის სიბრძნეს და რჩევებს. სიყვარულს თესავს და სიყვარულსვე იმკის. მისი უნიკალური თვისებები, სი­მამაცე და გამბედაობა ამკობენ, ალამაზებენ და ამიტომ სამართლიანად იმსახურებს თანამშ­რომ­ლების და მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარულს.
ჩემს ყოფილ მოსწავლეს საყვარელ გოგონა ნინო ჩირაძეს ვუსურვებ ჯანმრ­თე­ლობას, მხნეობას, ბედნიერებას, სიკეთეს, უღრუბლო ზეცას, ულევ სიხარულს და ულევ სიყვარულს. ახალ-ახალ წარმატებებს მის საქმიანობაში. კვლავ იბრწყინებს სიბრძნის ტოტი, მე-8 სკოლა იამაყებს შენით.
შენი საყვარელი მათემატიკის მასწავლებელი
ნორა ბურჯანაძე

მინაწერი: სამწუხაროდ, ნინო ჩირაძე ვერ გაეცნო ნორა მასწავლებლის შეფასებებს, იგი მძიმე სენით დაავადებული 2011 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა.

მზია ზარნაძე




თამაზ ნოსელიძე

დაიბადა 1956 წლის 18 იანვარს.

1963 -1973-წლებში სწავლობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში.

ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ზარდალიშვილის ქ. №16.

სკოლის დამთავრებისთანავე, 1973  წელს, ჩავირიცხე თბი­ლი­სის სახელმწიფო უნი­ვერსი­ტე­ტში ეკონომიკის ფა­კულ­ტეტის სტა­ტისტიკის სპე­ცია­ლობაზე, რომელიც დავამთავრე 1978 წელს.
სკოლაში სწავლის წლები ჩემთვის კეთილმოსაგონარია. გან­სა­კუთრებით ტკბილ მოგონებად დამრჩა პირველ კლასში საყ­ვარელ და დაუვიწყარ ბაბულია მასწავლებელთან გატარებული პირველი გაკვეთილები, რომლებიც არასდროს ამოიშლება ჩემი მეხსიერე­ბი­დან.
ძალიან დაგვწყდა გული მე და ჩემს ამხანაგებს, რო­დესაც გადავედით შემდეგ ჯგუ­ფებში და ჩამოვშორდით ჩვენს პირველ და განუმეორებელ ბაბულია მას­წავ­ლებელს.
არ დამავიწყდება ასევე საყვარელი მასწავლებელი და დამრიგებელი ვერიკო ქომურ­ჯიშ­ვილი, რომელიც დიდხანს გვასწავლიდა და ბევრი რამ კარგი შევიძინეთ მისგან. მოს­წავ­ლეებს თავს გვევლებოდა და დარწმუნებული ვარ, საკუთარი შვილებივით ვუყვარდით. ბავშვს რომ გააშვილებენ და ჩამოაშორებენ მის აღმზრდელ მშობელს, ისეთი შეგრძნება გვქონდა, როცა დავშორდით  ვერიკო მასწავლებელს  მაღალ კლასში გადასვლის გამო.
ბევრი ღირსეული და კარგი პედაგოგი მასწავლიდა, მათ შორის განსაკ­უთ­რე­ბით დამამახსოვრდა ეთერ ბურჯანაძე, ნათელა ხობუა, თამაზ მეძველია, სიმონ ქარქაშაძე, მიშა ღვალაძე, თინა ბოჭორიშვილი, ჯემალ ბერძენაძე, ლილი კაკიტელაშვილი.
გერმანული ენის მასწავლებელი ნათელა ხობუა  დამამახსოვრდა პირველ  რიგში, როგორც მოხდენილი არისტოკრატიული შეხედულების მასწავლებელი, ამავე დროს – საგნის ცოდნით და მოსწავლეებთან თავისებური მიდგომით. ის გაკვეთილს ისე ხსნიდა, ყველა მოსწავლე უსმენდა. მონდომებით და საინტერესოდ გადმოსცემდა ახალ მასალას, ამიტომ მისი საგანიც შემიყვარდა. მთელი გულისყურით ვუსმენდი და მონდომებული ვიყავი, კარგად მესწავლა. ახალ სიტყვებს რომ აგვიხსნიდა, ვთხოვდი ხოლმე, მომავალ გაკვეთილს ეხლა მოგიყვები-მეთქი.
ფიზიკის მასწავლებელი ლილი კაკიტელაშვილი ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, სულ ბოლო მერხზე ვიჯექი მის კაბინეტში და სისტემატურად ვიცოდი გაკვეთილი, როდესაც გამიძახებდა, ყოველთვის მაღალ შეფასებას  ვღებულობდი.
ერთხელ განათლების განყოფილებიდან სასკოლო ინსპექტორი გვესტუმრა, რო­დესაც მასწავლებლის  მიერ დასმულ ყოველ კითხვაზე ხელს ვწევდი და კარგადაც ვპასუხობდი, დამსწრე კმაყოფილი დარჩენილა და  სამასწავლებლოში, ყველას თანდასწ­რებით განუცხადებია, ბოლო მერხზე მჯდომი მოსწავლე ასე კარგად რომ პასუხობდა, წინ მსხდ­ომმა მოსწავლეებმა ალბათ მასზე მეტი იცოდნენო. მეორე დღეს შემაქო მასწავ­ლებელმა - დამსწრესთან მასახელეო.
შემიცვალეს ფიზიკის მასწავლებელი, დაგვინიშნეს ახალგაზრდა მრისხანე, კონფლიქ­ტური მასწავლებელი  N. ამის შემდეგ  საერთოდ აღარ ვსწავლობდი ფიზიკას. წლის ბოლოს მასწავლებელმა ძლივს დამიწერა სამიანი, ისიც წინა წლებში მიღებული მაღალი ნიშნების გამო.










თამაზ ნოსელიძე
II კლასში, თანაკლასელებთან და  დამრიგებელ ბაბულია ჭირაქაძესთან ერთად.
28 მაისი.  1964 წელი.

სკოლაში სწავლის პერიოდში ვიყავი წარმატებული  სპორტსმენი.
მახსოვს, პირველად საქართველოში ტარდებოდა ჩემპიონატი „ჭიდაობა ძიუდოში,“ რაშიც მე უნდა მიმეღო მონაწილეობა. აღნიშნული ჩემპიონატი ზუსტად გამოცდების პერიოდს ემთხვეოდა. ამის გამო საქართველოს სპორტკომიტეტის წერილით უნდა ვყოფილიყავი გათავისუფლებული სკოლის დამამთავრებელი გამოცდებიდან და ძალაში რჩებოდა მეოთხედის ბოლოს დაწერილი ნიშნები.
რატომღაც სპორტკომიტეტიდან განათლების განყოფილებაში გამოგზავნილმა (გამოცდებიდან გათავისუფლების) წერილმა დააგვიანა და გამოცდაზე, ქართულ წერაში, მომიწია გასვლამ.
დაგვესწრო  დირექტორი ალიოშა სანდუხაძე.  არ ვიყავი გამოცდისათვის სათანადოდ მომზადებული, რადგან მწვრთნელი მარწმუნებდა, რომ აუცილებლად გაგათავი­სუფ­ლებენ გამოცდებიდანო, თანაც ინტენსიურად, გაძლიერებულად ვვარ­ჯი­შობდი და დროც აღარ მრჩებოდა სამეცადინოდ. ამიტომ გამოცდაზე მთელი ჩემი მოხერხება გამოვიყენე და ისე ოსტატურად  გადავიწერე  „შპარ­გალ­კიდან“, ვერავინ ვერ შემამჩნია, რადგან „შპარგალკა“ თითებს შორის მქონდა დამალული. განგებ თავს მაღლა ვწევდი, თითქოს ვფიქრობდი და რომ მომიახლოვდებოდნენ, წაკითხული რამდენიმე სიტყვის დაწერას შევუდგებოდი.
საგამოცდო კომისიას რომ წაუკითხავს ჩემს მიერ დაწერილი თემა, – გაკვირვებიათ, ისე მაღალმხატვრულად იყო დაწერილი. თანაც დარწმუნებული იყვნენ, რომ თემა არ გადამიწერია.
ქართულის მასწავლებელი თამარ ჩაგელიშვილი განცვიფრებული მეკითხებოდა, როგორი კარგი თემა დაგიწერია, ნეტა ამდენ ხანს რატომ არ გაქცევდი ყურადღებას, სულ შემეცვალა შენზე წარმოდგენა, რა კარგი ბიჭი ყოფილხარო.
   მეორე გამოცდა უნდა მქონოდა მათემატიკაში და როგორც იქნა მომისწრო გათავისუფლების წერილმა და აღარ გავსულვარ გამოცდებზე.
სკოლის დამთავრების შემდეგ ორი მეათე კლასიდან მხოლოდ სამმა ჩავაბარეთ იმავე წელს უმაღლეს სასწავლებელში: გია იდაძემ, ბადრი დოღონაძემ და მე.



ჭიდაობა ძიუდოში 5-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი, პირველი ადგილი  ავიღე საბჭოთა კავშირის საზოგადოება „დინამოს“ ჩემპიონატში, მეორე ადგილი – საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე (ტრამვის გამო).
გავხდი ევროპის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ქალაქ ბუდაპეშტში.
სპორტი ცხოვრებაშიც ძალიან გამომადგა, რადგან ცხოვრება წინააღმდეგობათა ჭიდილია და პრობლემის გადალახვა მოითხოვს სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს.
სკოლის მერხიდან დაწყებული, მეგობრობა, ეს ხომ ნამდვილი მეგობრობაა, მიუხედავად მრავალი განვლილი წლისა, სკოლის ამხანაგებთან ურთიერთობა დღემდე გრძელდება იმ სიყვარულით, რაც გაცნობის პირველი დღეებიდან მქონდა და არც არასოდეს განელდება.
დღევანდელ სკოლაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბავშვებს ღვთის­მეტ­­ვე­ლებას ასწავლიან. ეს, პირველ რიგში, სკოლის დი­რექტორის რეზო სირბილაძის დამსა­ხუ­რებაა.
კარგი იქნება, თუ მთლიანად სკოლა სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდება, ამით სულიერად უფრო ძლიერი ახალგაზრდობა გვეყოლება, რომელიც თავის თავსა და ქვეყანას კეთილად გამოადგება.

მივესალმები სკოლებში მანდატურების შემოსვლას, რადგან ისინი  ქუჩური ტრადიციე­ბი­საგან იცავენ ახალგაზრდებს, თუმცა ჩვენს სკოლას მანდატურები ნაკლებად  სჭირდება, რადგანაც აქ აღმზრდელობითი პროცესი და სასკოლო დისციპლინა, როგორც ვიცი,  ხელმძღვანელობის მიერ ჩინებულად იმართება.






დავით აბულაძე



დაიბადა  1957 წელს.
1964-74 წლებში   სწავლობდა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში.
დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა სხვადასხვა თანამ­დებობებზე.  ხელმძ­­ვა­ნელობდა  ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას. 

რამდენიმე ხნის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონი რეზო სირბილაძე აპირებდა გამოეცა წიგნი, რომელშიც მნიშვ­ნელოვან ადგილს კურსდამთავრებულთა მოგონებები დაიკავებდა. სხვებთან ერთად მეც მივიღე შეთავაზება გამეხსენებინა სკოლაში გატარებული წლები. წლები, რომელიც მუდამ სასიამოვნო და ტკბი­ლად მოსაგონარია ჩემთვის. ალბათ ბოლომდე ვერ შევძლებ გამოვხატო ჩემი ემოცია, ის დამოკიდებულება, რაც ჩემში არის და მუდამ იქნება №8 სკოლის და იმ პედაგოგების მიმართ, რომლებმაც ჩვენს აღსაზრდელად და ზნეობრივი ფასეულობების ჩამოყალი­ბე­ბისათვის უანგაროდ იღვაწეს...
...დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს ერთი საერთო წარსული გვაქვს „ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“, მე-8 საშუალო სკოლა ჩემთვის ჩემი ბავშვობის დიდი და ლამაზი მოგონებაა. ადამიანური ღირსების, პიროვნული თვისებების, ცხოვრე­ბი­სეული ღირებულებების ჩამოყალიბების პერიოდია. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ძვირფასია იქ გატარებული ყოველი დღე. ჩემს მეხსიერებაში წარუშლელად დალექილა ის უზრუნველი წლები.  სწორედ აქ, სკოლის კედლებში შევიძინე ავისა და კარგის გარ­ჩევის, სიკეთისადმი სწრაფვის, სიყვარულის უნარი. იქნებ მაშინ ვერც კი ვამჩნევდი იმ ბედნიერებას, რაც ცხოვრების ამ ეტაპს ასახავდა. მაგრამ ახლა, როცა ათეული წლები მაშ­ორებს ჩემს ბავშვობას, საოცრად ძვირფასია შორეულ წარსულში დარჩენილი ყრ­მობისა და მოსწავლეობისდროინდელი ყოველი დღე . . .
და მაინც, რით იყო გამორჩეული ჩემი ბავშვობისდროინდელი მე-8 საშუალო სკო­ლა?!
ჩემი მოსწავლეობის წლებს სკოლის აღორძინების ხანა შეიძლება ვუწოდო, რადგან ყოველი დღე სიახლის მომტანი იყო ჩვენთვის. აქ სწავლებისათვის, თვითშეცნობისა და თვითდამკვიდრებისათვის საუკეთესო პირობები არსებობდა. ეს სკოლა, ოჯახთან ერთად, იყო ჩვენი სულიერების შემქმნელი. ყველაფერი კი ბატონ ალიოშა სანდუხაძის ძალის­ხმევითა და ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა.  ბატონი ალიოშა ჩვენთვის დირექ­ტორიც იყო და მეგობარიც, მკაცრიც და სამართლიანიც, უსაზღვროდ უყვარდა თავისი საქმე და ყველა მოსწავლე. ხელმძღვანელის მკაცრ ეტიკეტს მიღმა ვგრძნობდით მისგან დიდ სიყვარულსა და თანაგრძნობას. არ არსებობდა არც ერთი წუთი, ჩვენ მისი მხედველობის არეში რომ არ ვყოფილიყავით. იგი პიროვნული ღირსების დაფასებისა და წახალისების გზით გვიღვიძებდა ენთუზიაზმს და წარმოაჩენდა ჩვენს საუკეთესო თვისებებს. ჩვენც მის სიყვარულს სიყვარულით ვპასუხობდით, მის სიტყვას პატივს ვცემდით და მის თხოვნას (დიახ, თხოვნას) ყოველთვის ვასრულებდით. ის თითოეულ ჩვენგანში პიროვნებას ხედავდა და წყენაც რომ ჰქონოდა, მისი საყვედური შეურაცხ­მყოფელი არასდროს იყო.
ბატონმა ალიოშამ სკოლაში ჰარმონიული ურთიერთობა დაამკვიდრა დირექტორსა და მოსწავლეს, მოსწავლესა და მასწავლებელს, დირექტორსა და მასწავლებელს შორის. ჩვენ ვიზრდებოდით ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ჩვენმა თაობამ დირექტორისაგან ისწავლა საქმის ერთგულება და სიყვარული, კაცურ კაცობის მადლი. მან შეძლო მთელი პედკოლექტივი ერთი მიზნით გაეერთიანებინა, სკოლის ავტორიტეტი აემაღლებინა, ჩვენთვის სასწავლო პროცესი, სკოლაში ყოფნა მიმზიდველი და საინტერესო გაეხადა და  რაც მთავარია, ყოველთვის გაეთვალისწინებინა ჩვენი ინტერესები...
...ჩვენ გვასწავლიდნენ კარგი მასწავლებლები. ადამიანთმცოდნეები, გამოც­დი­ლე­ბი, ერუდირებულები, ინტელექტუალურები, ზნეობრივები, უანგარონი - აი, ასე შემიძლია დავახასიათო პედაგოგები, რომლებმაც ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით მინდა გავიხსენო თითოეული მათგანი: ბაბულია ჭირაქაძე, მერი ვაშაკიძე, ვასილ კისკეიძე, ჟენია ნოსელიძე, იაშა კაჭკაჭიშვილი, მარიამ ბარქაია, ნინა ლომთაძე, ნარგიზა რიჟინაშვილი, თინა ბოჭორიშვილი, ნათელა ხო­ბუა, ელეონორა ვაშაკიძე, გივი ჭლიკაძე, თედო კეზევაძე, მიშა ღვალაძე, არჩილ ბარ­და­ველიძე, ზურაბ მოდებაძე, შურა ჩიტიანი. დღეს კიდევ მეტად ვგრძნობ მათ ამაგს, მათ უანგარო ძალისხმევას, ჩვენი კეთილდღეობისათვის გაღებულს. მათგან ვსწავლობდით უნივერსალურ ადამიანურ ურთიერთობებს, რომელიც შემდგომში ცხოვრების წესად გვექცა. თავს ვიხრი ჩემი თავმდაბალი და სპეტაკი, გულისხმიერი პედაგოგების წინაშე და მადლიერებას გამოვხატავ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს...
...36 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც სკოლას დავემშვიდობეთ, მაგრამ იმდროინ­დელი მოგონებები ჩემთვის მარტო წარსული კი არა, დღევანდელობა და აწმყოა, რომლის გახსენებაც ყოველთვის სასიამოვნო მოგონებაა...
ბოლო პერიოდში ჩვენს სკოლაში სასიკეთო ძვრებია, ყოველდღე რაღაც ახალს ვხედავ გაკეთებულს და მიხარია, რომ კიდევ მეტის გასაკეთებლად ემზადებიან.
წარმატება იყოს თქვენი თანამდევი...



ირმა ხელაძე

1975-1985 წლებში სწავლობდა  მე-8 საშუალო სკოლაში.
ცხოვრობს - ზ. ჭავჭავაძის ქ. №18/87.
მუშაობს ქ. ქუთაისის №1 სტომატოლოგიურ პოლიკ­ლი­ნიკა შ.პ.ს „პრიმა-დენტი“-ში ორთოდონტ-სტომატოლოგად.



კარგად მახსენდება ის ამაღლებული განწყობა, რითაც სკოლის ჭიშკარი შევაღე და ბავშვურად დამფრთხალი, თა­ნაც ცნობისმოყვარე თვალებით ვეძებდი მას, ვისთანაც საკმაოდ ტკბილად ასო­ცირდება სკოლის მოგონებები - ქალბატონი ცისანა შუბლაძე. მის სახელთანაა დაკავშირებული ჩემი დაწყებითი განათ­ლების მიღების 3-4 წელი. ყოველი მისი აღზრდილის ცნობი­­რებაში მუდამ იქნება შემონახული პედაგოგის კეთილშობილი სახე და ის თბილი დამო­კი­დებულება, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანთან გაჩნდა.
განსაკუთრებით მომწონდა პედაგოგი ნარგიზა ჩოგოვაძე, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა. მაშინდელი გადასახედიდან ცოტა უხეშად, ზედმეტად მომთხოვნ პედაგოგად მეჩვენებოდა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ, როცა განათლების სისტემაში მრავალი რეფორმა გატარდა, თვალს გადავავლებ ხოლმე სკოლაში გატა­რებულ წლებს და სიამაყით აღვნიშნავ: თუ მშობლიურ ენაზე გამართულად და სწორად მეტ­ყველება და აზროვნება შემიძლია, ეს მეტწილად არის ქალბატონ ნარგიზას დამსახურება.
ჩემი სკოლის მეგობრები არიან: ჭ. მერკვილაძე, ნ. იამანიძე, ნ. გაგნიძე, ლ. ბაქრაძე.

მახსენდება ასეთი ეპი­ზოდი ჩემი სასკოლო მოგო­ნე­ბე­ბი­დან: ვიქნებოდი I-II კლასში. სკოლაში ჩატარდა დიდი სამა­მულო ომისადმი მიძღვნილი პოე­ზიის საღამო, სადაც მო­ნა­წი­ლეობას ღებუ­ლობ­დნენ მა­ღა­ლი კლასის მოსწავლეები, რამ­დენიმე ვიყავით დაწყებითი კლა­­სის აღსაზრდელიც. გან­საკ­უთრებით მოწონება დაიმ­სა­ხურა ჩემს მიერ წაკითხულმა საკმაოდ ვრცელმა, ალიო მირცხულავას  მიერ ომის თემაზე შექმნილმა პოემამ, რომელსაც თან  ვაფორმებდი სიმღერით-იავნანა. დღესაც ზუსტად მახსოვს ის ემოციები, რომელიც დარბაზიდან მოდიოდა: მქუხარე ტაში, აპლოდისმენტები, არასდროს დამავიწყდება მაშინდელი მე-8 სკოლის დირექტორის  ბატონ  რომან ცინცაძის კეთილი ბაბუის სახე, რომელმაც ხელში ატაცებული ჩამომიყვანა სცენიდან და ჩახუტებულს დიდხანს მეფერებოდა. ეს იყო იმ პერიოდში ჩემს მიერ  პირველად შეგრძნობილი სცენის „მტვრის გემო“ და მთელი 10 წლის განმავლობაში არც ერთი ღონისძიება, სტუმრის მიღება, თუ სასკოლო ოლიმპიადა არასდროს არ ჩატარებულა ჩემი აქტიური მონაწილეობის გარეშე.
ძალიან დიდ პატივს ვცემ დღევანდელ №8 საჯარო სკოლას, მის პედაგოგიურ შემადგენლობას, განსაკუთრებით ქალბატონ რუსუდან გუბელაძეს, რომელსაც ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.





მაკა თავაძე      

1975-1985 წლებში სწავლობდა  მე-8 საშუალო სკოლაში.
ცხოვრობს - ქ.ქუთაისში, სოლომონ I-ის მე-4 შეს. №4.მუშაობს ქ. ქუთაისის ენების შემსწავლელ ცენტრში.
როგორც ყველა ბავშვი, მეც ძალიან დიდი ინტერესით, ცნობისმოყვარეობით, დიდი სიხარულით მივედი სკოლაში. საოცრად მიხაროდა  ჩანთა და სასკოლო ნივთები რომ შევიძინე. ბავშვობას რაც შეეხება-ჩემი ბავშვობაც ჩვეულებრივი იყო, ხალისიანი, ლაღი. ბავშვობა ის პერიოდია, როდესაც გულიანად იცინი და ვერანაირ პრობლემას, რაც კი შენს ირგვლივ ხდება ვერ ამჩნევ. ჩემს თაობას ნამდვილად ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა.
მე ყველა მასწავლებელი ძალიან მიყვარდა. მათდამი განსა­კუთ­რებული პატი­ვის­ცემით და მოწიწებით ვიქცეოდი. ჩემს მო­მა­ვალ პროფესიაზე დიდი გავლენა იქონია ორმა პედაგოგმა ქალ­ბა­ტონმა რუსუდან გუბელაძემ (ფიზიკა) და ბატონმა არჩილ ბარდავ­ელი­ძემ (მათემატიკა). მათ შემაყვარეს ტექნიკური საგნები და ჩავა­ბარე ფიზიკა-მათე­მა­ტიკის ფაკუ­ლტეტზე. ბატონი არჩილი გაკვეთილების შემდეგაც გვ­ტოვებდა სამეცადინოდ. ის ძალიან კარგი პიროვნება, კარგი მათემატიკოსი და კარგი პედაგოგი იყო. ქალბატონ რუსუდანს რო­დესაც ვხვდები, სულ მეუბნება, რომ ჩემი რვე­­ლი დღემდე შენახული აქვს.
ჩემი სკოლის მეგობრებიდან განსა­კუთ­რებული, მნიშვნელოვანი პიროვ­ნება (ვგუ­ლისხმობ თანამდე­ბო­ბას) არავინ გამოსულა, მაგრამ ვთვლი, რომ არც ერთი ცუდ გზაზე არ დამ­დგარა, ყველას  ლამაზი ოჯახი ჰყავს და ჯანსაღ შვილებს უზრდიან ქვეყანას.
მაკა თავაძე და ვახტანგ გოკიელი. გამარჯვების 40 წელი, 1985წელი, 20 მარტი.
კურიოზები ბავშვობაში, განსა­კუთ­რებით სკოლის პერიოდში ბევრია, ჩემთვის დი­დი და სამარცხვინო კური­ოზი მოხდა რუ­სულის გაკვეთილზე. რუ­სულს გვასწავლიდა ქალ­ბატონი ლიდა პეისახოვა. ზარი დაირეკა, რამდენიმე ბიჭი დაგვიანებით შემოვიდა ნა­ყინით ხელში. ლიდა მასწავლებელი გაბ­რაზდა და  მოითხოვა გადაეყარათ ნაყინი, მათ ბევრი არ უფიქრიათ და მომენტალურად მო­ის­როლეს ფანჯრიდან. ამ დროს ეზოში ერთ-ერთი მასწავლებელი იდგა და ეს ნაყინები მას დაეცა. ამას მოყვა კრება დამ­რი­გე­ბელ­თან, დირექტორთან შესვლა და მთელი რიგი საყვედურები.
ერთხელ კლასის ამხანაგები შატალოზე წავიდნენ. დედა სკოლაში  პედაგოგად მუშაობდა და უხ­ერ­­ხუ­ლი იყო ჩემი წასვლა, მაგრამ ყველა წ­ავიდა და მეც წავედი, ამის გამო დედამ საყვედური მი­­იღო, მე კი კარგად დავისაჯე. ეს დღემდე მახსოვს. მე ჩემი შვილებისათვის შატალოზე წას­ვლა არ დამიშლია.

ჩემთვის და ჩემი თაობისათვის სკოლა ყოველთვის განსაკუთებული იყო. საკ­მა­რისია ეზოშიც კი ფეხი შევდგა, რომ საოცრად კარგი შეგრძნება მეუფლება. მე ჩემს სკო­ლას და ყველა მასწავლებელს ყოველთვის დიდ პატივს ვცემ. ჩემი პედაგოგებიდან ბევრი აღარ მუშაობს, ბევრიც გარდაიცვალა. დღეს ვინც მუ­შაობს, მათ ვუსურვებ დიდ წარ­მა­ტე­ბებს, აღეზარდოთ ბევრი კარგი და ნი­ჭიერი ახალგაზრდა, ქვეყნის საამაყო მამულიშვილები. მათაც წლების მან­ძილ­­ზე გაჰყოლოდეთ პედაგოგებისა და სკო­ლის სიყვარული.
მე მედალი არ ამიღია (ერთმა ნი­შან­მა შემიშალა ხელი). ვერცხლის მედა­ლი  რომ ყოფილიყო, აუცილებ­ლა­დ ავი­ღებდი, მაგრამ ეს შეგრძნება ინსტიტუტში გან­ვიცადე, როდესაც წითელი დიპლომი გად­მომცეს. კარგი შეგრძნებაა, რომ რაღაცით შენი განსაკუთრებულობა ფასდება.   



  ნინო იამანიძე




დაიბადა ქუთაისში 1969 წლის  17 მარტს.

1975-1985   წლებში სწავლობდა  მე-8 საშუალო სკოლაში, სკოლა დაამთავრა ოქროს მედლით.
ცხოვრობს - ქ. თბილისში, მიცკევიჩის ქ. N24.
მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკაში ექიმ-ენდოკრი­ნო­ლოგად.

არის სერტიფიცირებული  ექიმი.


დიდი სიხარული და პატივი იყო იმ სკოლაში სწავლის დაწყება, რომელიც მამაჩემმა, ბონდო იამანიძემ დაამთავრა.
ჩემთვის საყვარელი მასწავლებელი  ბევრი იყო, მაგრამ მათ შორის გამოვყოფ პირველი კლასის მასწავლებელს ცისანა შუბ­ლაძეს, რომელმაც შეგვაყვარა მშობლიური ენა.
მე-8 სკოლაში ბევრი დამ­სახურებული და ღირ­სე­ული პედაგოგი მოღვა­წე­ობდა: ეთერ  ბურჯანაძე, თი­ნა ბოჭორიშვილი, ნარგიზა ჩო­გოვაძე, ნათელა ხო­ბუა, ნუ­ნუ ძოწენიძე, მადონა გო­­ცირიძე, ნორა ბურჯანაძე, ლე­­ილა კეზევაძე და სხვა, რომ­ლებსაც დიდი წვლილი მიუძღ­ვით ჩემს წარმატებაში.
სკოლის პერიოდში მო­ნა­წილეობას ვღებულობდი სას­კოლო და რესპუბლიკურ  ოლიმ­პი­ადებში. მიღებული მაქვს მრავალი სიგელი და დიპლომი.
წარჩინებით დავამთავრე პირველი მუსიკალური სკოლაც.
სკოლაში ყველა ამხანაგთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. დღესაც ახლოს ვარ ირმა ხელაძესთან, რომელიც ქუთაისის პირველი სტომატოლოგიური კლინიკის ექიმია.

1985 წ. ივნისი.  თბილისის რიტუალების სასახლე.  ოქროს მედლით დაჯილდოება.

ძალიან მიხარია, რომ  დღეს №8 საჯარო სკოლა წარმატებულად მოღვაწეობს. დირექცია და პედკოლექტივი ძალ-ღონეს არ იშურებენ  მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მე მათ ყოველივე კარგს ვუსურვებ.
ოქროს მედალს ჩემთვის ახ­ლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არა­სოდეს დამავიწყ­დება ის წუთები, რო­დესაც საქართველოს ყველა მედა­ლოსანს რიტუალების სასახ­ლეში ღირსეული შეხვედრა მოგ­ვიწ­ყვეს. პირადად მე ოქროს მედალი სა­ხელოვანმა მომღერალმა პაატა ბუ­­ჭულაძემ გადმომცა.

1987წ.  ნინო იამანიძე თანაკურსელებთან.

ნინო იამანიძე, ენდოკრინოლოგი
 თანაკურსელებთან.


სახელმწიფო სამედიცინო უნ­­ვერ­სიტეტში მონაწილეობას ვღე­ბუ­ლობდი სა­მეცნიერო კონფე­რენც­იე­­ში.უნივერსიტეტი წითელ დიპ­­ლო­მზე დავამთავრე.
ინტერნატურა გავიარე რე­­­პუბ­ლიკური საავადმყოფოს ენ­დო­კრი­ნო­ლო­გიურ განყო­ფი­ლებაში პროფესორ ოქ­როპირ გო­გიბერიძის ხელმძ­ღვა­ნე­ლო­ბით.
კვალიფიკაციის გავლის შემ­დეგ ვმუ­შაობდი თბილისის პირველ კლი­ნი­კურ საავადმ­ყო­ფოში პროფესორ დავით მეტ­რე­ვე­ლთან.
ვარ ლიცენზირებული ექი­მი. მი­­­ღე­ბული მაქვს უმაღ­ლესი კატე­გო­რიის ექიმის წოდ­­ბა.
ამჟამად ვმუშაობ საქართ­ვე­ლოს ტექნიკური უნივერ­სი­ტეტის კლინიკაში ექიმ-ენ­დო­­­კრი­ნოლოგად.
მყავს მეუღლე მალხაზ კა­პანაძე - ექიმი უროლოგი. შვი­ლები 16 წლის ლუკა და 14 წლის ბექა. 



  დავით ნანობაშვილი






















1976-1986 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლაში.ცხოვრობს  ქუთაისში, გელათის ქუჩა მე-2 ჩიხი №10
არის კინოსტუდია „გრაალის“ ხელმძღვანელი.

ბედნიერი დღეები მაქვს გატარებული მე-8 საშუალო სკოლაში.
ყველაზე მეტად დაწყებითი კლასის მასწავლებელი ქეთო ახვლედიანი მომწონდა.
ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იღებდნენ ფილმებს. ჩემი მოწაფეობის დროს მოსწავლეები წრეებში უნდა ყოფი­ლიყვნენ გაერთიანებული, ამიტომ მივაშურე ნორჩ ტექნიკოსთა სადგურს, სადაც ფოტოგადაღებას ასწავლიდნენ. აღმოჩნდა, რომ იქ თბილისიდან ახალი ჩამოსული იყო კინოოპერატორი ჯემალ სირბილაძე, რომელიც კინო­გა­დამღებთა წრეს აყალიბებდა. მეც გავერთიანდი ამ წრეში. მალე ყველანი პიონერთა სასახლეში გა­დავედით, რადგან  იქ  უკეთესი პირობები იყო შექ­­­ნილი. 1983 წელს, 14 წლის ასაკში გა­დავიღე პირველი დამოუკიდებელი დოკუ­მე­­ტური ფილმი „გე­ლათი“.

იმავე წელს თბილისში ჩატარებულ მოყვარულთა საკავშირო კი­ნოფესტივალზე  „თბი­ლი­სური აისი“ ავიღე მთავარი პრიზი, აგ­რეთ­ვე 4 სხვადასხვა პრიზი. შემ­დგომ წლებში გადავიღე 10-მდე განსხვა­ვებული ხასიათისა და ჟანრის სამოყვარულო ფილმი.   
1985 წელს ქუთაისში ჩატარებულ საკავშირო კინო­ფესტ­ივალზე არჩეული ვიყავი ფეს­ტივალის პრეზიდენტად და ჟიურის წევ­რად. ამ ფესტივალზე საზ­ღვ­არგარეთის მრა­ვალი ქვეყანა მონა­წილეობდა. ფეს­ტივალზე ამირ­ჩიეს ავსტრიის კინომოყ­ვა­რულთა ასო­ცია­ციის წევრად. მის შემდეგ ჩემი გადა­ღე­ბული ფილ­მები მრავალ ფესტივალზე უჩვენეს, რომლებიც სხვად­­სხვა პრიზით იქნა და­ჯილ­­დოვებული.
1992 წელს დავამთავრე თბილისის სა­ხე­ლმწიფო უნი­ვერ­სიტეტის კინოსა­რე­ჟი­სო­რო ფაკულტეტი.
1995 წელს კინოსტუდია „ქართული ფილ­­მის“ ბაზაზე გა­დავიღე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟიანი მხატრული ფილმი „კატა­რაქ­ტა“.
2000-2007 წლებში გადავიღე დოკუ­მენ­ტური ფილმები: „მირონმდინარე ხატები“, „ბნელ ძალთა კრება“, „ქვეყნის აღსას­რული“, „სიწმინდეთა შენთათვის ოკრიბავ “, „საქართველოს საუ­ნჯე“, აგრეთვე გამოვეცი აუდიო წიგნები „საიქიო“ და „სწავლებანი“.







დათო ნანობაშვილი ამხანაგებთან ერთად.
IV კლასი. 1979 წელი. კლასის ხელმძღვანელი  თამარ ძოძუაშვილი.






დათო ნანობაშვილი  ამხანაგებთან ერთად.
0 კლასი. კლასის ხელმძღვანელი ქეთო ახვლედიანი. 1975 წელი.























იასონ ებანოიძე


1981-1992 წლებში სწავლობდა  მე-8 საშუალო სკოლაში.
2011 წელს მიენიჭა  ასოცირებული პროფესორის წოდება.
ცხოვრობს  ქ. ქუთაისში, ტყიბულის ქ. №8.

5 წლის ასაკში შემიყვანეს სკოლაში იმის გამო, რომ მეზობ­ლის ბავშვებისა და ჩემი დის სკოლაში შესვლას განვიცდიდი, რადგანაც მათი  სახით მოთამაშე - პარტნიორები ჩამომცილდნენ და მარტო­­მარტო დარჩენილი თავს არა­კომ­ფორტულად ვგრძ­ნობ­დი.
მიყვარდა არჩილ ბარ­და­ვე­ლიძე - მათემატიკის მასწავ­­­ბე­ლი, მალ­ვინა კვანტა­ლი­ანი - ხაზვის მასწავ­ლე­ბელი, ნანი კაკა­ლიაშვილი - ბიო­ლოგიის მასწავ­ლე­ბელი, და­რეჯან ლანჩავა - ისტორიის მას­წავლებელი.
მართალია, სკოლა წარჩინებით დავამთავრე, მაგრამ იმ პერიოდში მედლებისთვის არავის ეცალა. საქართ­ვე­ლოში ომი მძვინვარებდა,  ამიტომ  დავრჩი მედლის გარეშე.                                                 
პატივს ვცემ დღევანდელ №8 საჯარო სკოლას, მის სრულ პედაგოგიურ შემადგენლობას, ვუსურვებ ჯანმრთე­ლობას, ულევ სიხარულს და ბევრი კარგი ახალგაზრდის აღზრდას.



ანბანის დამთავრება. I კლასი.
ნინო აბულაძე,იასონ  ებანოიძე.







ქართული ენის ზეიმი, 4.02.1988 წელი.
ეკა აბულაძე, იასონ ებანოიძე.





ფრიდონ გვენეტაძე, იასონ ებანოიძე,
ლოსაბერიძე, სოფიო ფურცხვანიძე,
ანა ბრეგაძე.











ირინა ნიკოლაძე           



1976-1986 წლებში სწავლობდა  მე-8 საშუალო სკოლაში.
ცხოვრობს - ქ. ქუთაისში, ტყიბულის ქ. 1 შეს. №7.

არის კერძო საბავშვო ბაღის „ანა-ბანა“  ხელმძღვანელი.


ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ოჯახის შემდეგ დიდი როლი შეასრულა ჩემმა უსაყვარლესმა პედაგოგებმა და სკოლამ. მათი სიყვარულით ავირჩიე ჩემი საქმიანობა. ვარ კერძო საბავშვო ბაღ „ანა-ბანას“ ხელმძღვანელი.


1978 წ. ყვავილების დღესასწაულზე.

ლელა ცხადაძე და ირინა ნიკოლაძე


1976 წლის 1 სექტემბერს შევადგი ფეხი მე-8 საშუალო სკოლაში, ქეთო ახვლედიანის ჯგუფში. პირველივე გაკვეთილზე მერხიდან სამელნე გადმოვარდა (მე იმ თაობას მივეკუთვნები, როდესაც მელნით ვწერდით) და თეთრი წინდები დამესვარა. საშინლად ავღელვდი და ტირილი დავიწყე. იქვე იდგა ახლად­გაცნობილი თანაკლასელი ნინო ჭაბუკიანი. მან დამამშვიდა, ცრემლები საკუთარი ცხვირსახოცით მომწმინდა. მე მისგან ისეთი სითბო და თანადგომა ვიგრძენი, რომ იმ დღიდან განუყრელი მეგობრები ვართ, დღემდე ვმეგობრობთ და ჩემი შვილის ნათლიაც არის. ნინო ბანკ „კონსტანტას“ ფოთის ფილიალის მმართ­ვე­ლია.

საოცრად მეგობრული ჯგუფი გვქონდა, თითქმის იგივე რაოდენობით (28-29) ბავშვი მივედით მე-8 კლასამდე, როგორც პირველ კლასში ვიყავით, მაგრამ ჩვენი ჯგუფი მოხვდა იმ ექსპერიმენტში, რომელიც ითვალის­წი­ნებდა პროფესიულ ჯგუფებად დაყოფას. გოგონები ჭრა-კერვის პროფესიულ ჯგუფში გადაგ­ვი­ყვანეს. ამის გამო გადავედი სხვა სკოლაში, სა­დაც დავამთავრე 10 კლასი. მოვე­­ყვე  პირვე­ლივე წელს უმაღლეს სას­წავ­ლე­ბე­ლში, ხო­ლო ჩემმა ამხანაგებმა 11 კლასი და­ამ­თავრეს, ეს კური­ოზულ სიტუაციას ქმნიდა, რადგან მე ვიყავი I კურსის სტუდენტი, ხო­ლო ჩემი ამხანაგები სკოლის მოსწავლეები. თითქოს მთელი ჯგუფი ჩარჩა იგივე ჯგუფ­ში ჩემს გარდა. ამ ექსპე­რი­მენტმა არ გაამართლა, ჩვენი ამხანაგების მომა­ვალზე კი უარყოფითი გავლენა მოახდინა.
სკოლის დირექტორი იმ წლებში იყო რომან ცინცაძე. ის იყო პიროვნება, რომ­ლის ხმამაღალი საუბარიც კი არ ჰქონდა არავის მოსმენილი, მიუხედავად ამისა უდიდეს პატივისცემასა და მოკრძალებას იმსახურებდა.
მე-4 კლასში ჩვენი დამრიგებელი გახდა ციცინო ნანიკაშვილი. იგი ჩემთვის იყო უსაყვარლესი ადამიანი. ხშირად ვგრძნობდით მისგან დედობრივ სიყვარულს და სითბოს, ამიტომ უსაზღვროდ გვიყვარდა ციცინო მასწავლებელი. იგი არ იყო საბჭოთა პედაგოგის სტერეოტიპი. მას შეეძლო კალთაში ჩავესვით და ისე მოგვფერებოდა. საკუთარი ხელით დაევარცხნა თმები. გვასწავლა თუ როგორ უნდა გვემეგობრა ბიჭებსა და გოგონებს ერთმანეთთან.
მე-6 კლასში ყოფნის დროს ციცინო მასწავლებელი პირველი სკოლის სასწავლო ნაწილად გადაიყვანეს, უნდა გენახათ როგორ ვტიროდით მთელი ჯგუფი, რამდენიმე დღე დირექტორის კაბინეტთან ვიდექით და ვითხოვდით არ დაეშორებინათ ციცინო მას­წავლებელი ჩვენთვის, მაგრამ ეს მაინც მოხდა, მიუხედავად ამისა, ციცინო მასწავლებელი ხშირად დადიოდა ჩვენთან, ზრუნავდა ჩვენზე და რამდენიმე წელი მას ისევ კლასის დამრიგებლად ვთვლიდით.
არანაკლებ ძვირფასი და საყვარელი იყო ჩვენთვის შემდეგი დამრიგებელი – ნათელა ხობუა. იგი ჩვენი ჯგუფის ფარი და ხმალი იყო. ნათელა მასწავლებელმა შეგვაყვარა გერმანული ენა. ბავშვები გერმანულ ენაზე თითქმის გამართულად ვსაუბრობდით. ნათელა მასწავლებელი გვტვირთავდა საინტერესო ღონისძიებებით, მათ შორის განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ყვავილების დღესასწაული, რომელიც თავისი იდეურობით მნიშვნელოვანი იყო.
სწორედ ჩემი სწავლის პერიოდში გადაიყვანეს მე-3 სკოლის დირექტორად, ჩვენი სკოლის დირექტორი რომან ცინცაძე. აქ უკვე არა მარტო ბავშვები, არამედ მთელი სკოლის პედაგოგებიც თვალცრემლიანი დავდიოდით რამდენიმე კვირის განმავ­ლო­ბაში, ვერ ვეგუებოდით სკოლას მის გარეშე. ძალიან გაგვიჭირდა მასთან განშორება.
მე-3 კლასში ყოფნის დროს მონაწილეობა მივიღე ასფალტზე ხატვაში, რომელიც ჩატარდა საქალაქო მასშტაბით (ასეთ ღონისძიებებში მე ჩვენი სკოლიდან ვიღებდი მონაწილეობას). გავიმარჯვე და I ადგილი ავიღე. დაჯილდოების ცერემონიალი დიდხანს გაგრძელდა და სახლში დამაგვიანდა. შინ გაბრაზებულები მელოდნენ, მაგრამ რომ დამინახეს სახლში დავბრუნდი და თან მოვათრევდი რაღაც დიდ ყუთს, გაბრაზება გაოცებაში გადაეზარდათ მშობლებს და შემდეგ გაიხარეს კიდევაც ჩემი წარმატებით. ეს პრიზი იყო აკორდეონი, რომელიც დღემდე მაქვს სასიამოვნო მოგონებების ნიშნად.
ნამცეცა მასწავლებლის გუნდში სიმღერა სასიამოვნოდ მახსენდება. ოლიმპი­ადებში წარმატებები ჩვენი გუნდის დევიზი იყო  და ვერც კი წარმოგვედგინა რომელიმე საპრიზო ადგილი არ აგვეღო ოლიმპიადის დროს.


ირინა ნიკოლაძე მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ერთად

ექსკურსიაზე სოფელ სხვიტორში.  V კლასი, 1982 წელი.

ჯგუფში გვყავდა ფოტო და კინო მოყვარული დავით ნანობაშვილი. დათო უამრავ სურათს გვიღებდა, შემდეგ მივდიოდით მის ფოტოლაბორატორიაში, რომელიც სახლში ჰქონდა და სურათების ბეჭდვის საოცრებას ვუყურებდით. დათოს ჰქონდა კინოაპარატიც. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩვენს ჯგუფზე გადაიღო. იგი დღეს ცნობილი რეჟისორია, მისი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები არა მარტო საქართველოს, არამედ საზღვარგარეთაც ფართოდ არის ცნობილი. მისი ფილმები სხვადასხვა პრიზების მფლობელია. ეს ფილმებია: „სამყაროს აღსასრული“, „საქართველოს საუნჯე“, „კატარაქტა“ და სხვ.
ჰყავს 5 შვილი და აქვს ულამაზესი ოჯახი.




ირინა ნიკოლაძე თანაკლასელებთან ერთად.
დაწყებითი კლა­სების მასწავლებელი ქეთო ახვლედიანი. 1976-77  სასწ. წელი.


მე-8 სკოლა  ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონება არის. ჩემი მეგობრები, თავიანთი ოჯახებით, ისევ ჩემს უბანში ცხოვრობენ, ყოველდღიურად ვხვდები მათ და ისევ ჩემს ბავშვობას და სკოლას ვუბრუნდები. ჩემმა მამამ - მურად ნიკოლაძემ დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, თუმანიშვილის  დირექტორობის დროს. ის ხშირად იხსენებს, თუ როგორი  საუკეთესო იყო მე-8 სკოლა. მამა 15 წელი ქ. დონეცკის საკონსერვო ქარხნის დირექტორი იყო, ხოლო შემდეგ   წლების განმავლობაში, სიმონეთის ღვინის ქარხნის დირექ­ტორი.
ჩემი ოჯახის თითქ­მის ყვე­ლა წევრი მე-8 სკოლის კურ­­დამ­თავ­რე­ბუ­ლია (მეუღლე, მუ­ლი, მა­მამთილი), ხოლო ჩვენი ოჯა­ხის საამაყო ნათესავები, ჩემი დედამთილის ძმები, მურ­მან და ნოდარ ლომ­თათიძეები, მე-8 სკო­ლის მოსწავლეები იყვ­ნენ, სწორედ სკოლაში ყოფნის დროს ჩამოაყალიბეს მათ ცეკ­ვის ანსამბლი და ამით შევიდნენ ის­ტორიაში როგორც პირველი, ყველაზე მცირეწლოვანი ქორე­ოგ­რაფები. მათ წარმატებებზე საუ­ბარი ძალიან შორს წაგვ­იყვანს. მურმან ლომთათიძე იყო სახალხო არტისტი, რომელიც საბჭოთა ენციკ­ლო­პედიაში არის შეყვანილი. სიცოცხლის ბოლომდე ისინი ამ საქმით - ქორეოგრაფიით იყვნენ დაკავებულები.
№8 საჯარო სკოლას ვუსურვებ, რომ აღეზარდოს სასახელო და წარმატებული ახალგაზრდობა, ხოლო პედაგოგებს, ვუსურვებდი ყოფილიყვნენ ისეთი პიროვნებები, რომ მრავალი წლის შემდეგ ისეთი სიტკბოთი და სიყვარულით გაეხსენებინოთ ისინი აღზრდილებს, როგორც მე ვიხსენებ ჩემს სკოლასა და პედაგოგებს.


ირაკლი ლაღიძე




დაიბადა ქუთაისში 1971 წლის  9 მაისს.
1977-1988  წლებში სწავლობდა  მე-8 საშუალო სკო­ლაში.
ცხოვრობს - ქ. ქუთაისში,  დ. თავდადებულის  ქ. №3.
მუშაობს -  2005 წლიდან დღემდე, ქუთაისში მრ­ავ­ალპ­რო­ფილიანი კლინიკა „&“ ქირურგ-ენ­დოსკოპისტად.

სამუშაო გამოცდილება:
1994-1998წწ. სემიპალატინსკის  სამედიცინო  აკა­დე­მია. ზოგადი  ქირურგიის კათედრა. ასისტენტი.
1998-2001წწ. ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და უმწეოთა სარეა­ბილიტაციო, სამკურნალო ცენტრი.  ქირურგი.
2001-2003წწ. გერმანია. ოფენბახი. კეტლერის სახელობის კლინიკა. მცირე  ინვაზიური და ვისცე­რა­ლური ქირურგიის განყოფილება.  ქირურგი.
2003-2005წწ.  რუსეთი.  სანკტ-პეტერბურგი.  ქალა­ქის № 4 საავადმყოფო. ქირურგი.
2005 წლიდან დღემდე ქუთაისი. მრავალპროფილიანი კლინიკა „ლ&ჯ“ ქირურგი-ენდოსკოპისტი.
2006 წლიდან დღემდე  სადაზღვევო  კომპანია „ჯი.პი.აი ჰოლდინგის“  იმერეთის ფილიალის უფროსი.
სკოლაში მისვლის პირველი დღე გან­საკუთრებით კარგად მახსოვს. სკო­ლამ­დელ ასაკში  ამ  დღისთვის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანისთვის, დიდხანს მამზადებდნენ და ალბათ ამიტომაც ძა­ლიან ვნერვიულობდი. მიხაროდა, როცა სასკოლო ფორმა მოვირგე.
ირაკლი ლაღიძე ოპერაციაზე

მახ­სოვს ჩვენი პირველი საკლასო ოთახი და პირველი
გაკვეთი­ლის­თვის შეკ­რე­ბილი თანაკლასელები-ზოგის  მომ­ღიმარი, ზოგის  კიდევ  მომ­ტირალი სახე­ები.  ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვ­რებაში რა­ღაც ახალი, ძალიან მნიშვ­ნე­ლოვანი დაიწყო და წინათგრძნობამაც გაამარ­თლა. სკო­ლა ადამიანის პიროვნებად ჩა­მო­ყა­ლიბებისთვის უმნიშვნელოვანესია. სამ­ჭედ­ლოა არა მარტო ზოგადი განათ­ლების, არამედ  ადამიანთა შორის ურ­თი­ერთობისა და პრინციპში ყველა იმ უნა­რებისა, რომელიც პიროვნებას სი­­­­­ხლის განმავლობაში ყოველ­დღი­ურად სჭირდება.
ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ყვე­ლა პედაგოგი. მათი დღემდე უაღრესად მად­ლობელი ვარ. განსაკუთრებით  მახსენდება ქალბატონი ნარგიზა ჩოგოვაძე - აწ გარდაცვლილი. თავის საქმეზე და ყველა ბავშვზე შეყვარებული ადამიანი. ყველა მოსწავლის ცხოვრებით მცხოვრები. მისი „ვეფხისტყაოსანი“ და  თვალებში  ჩამდგარი სხივი,  როცა ამ უნიკალური ნაწარმოების არსს გადმოგვცემდა. ალბათ  უნდოდა, რომ ყველა ჩვენთაგანი, შემდეგ ცხოვრებაში ტარიელებად  და ნესტან-დარეჯნებად  აღეზარდა! იმ ასაკისთვის ძალიან ვზარმაცობდი, მაგრამ ქართულის  გაკვეთილზე ეს სენი არ ვრ­ცელ­დებოდა. მოუთმენლად ველოდი  ქართულის ყველა გაკვეთილსა და ნარგიზა მასწავლებელს.
სკოლამ ჩემს ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშნელოვანი როლი ითამაშა, ამ პერიოდს მიეკუთვნება:  პირველი წიგნი, პირველი სიყვა­რული, პირველი მეგობარი და ყველაფერი პირველი! ვთვლი, რომ რაც ჩემშია, მაშინდელია და დღემდე უცვლელია!
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი წელი გავიდა სკოლის პერიოდის შემდეგ, მაგრამ კვლავინდებურად შენარჩუნებულია  უსაზღვრო სიყვარული ყველა პედაგოგის და თანაკლასელის. უაღრესად დიდი მადლობა ყველა მასწავლებელს,  ესოდენ რთულ საქმეში გამოჩენილი სიყვა­რულის, პროფესიონალიზმისა და გამძლეობისთვის.




მამა ბასილი (კახაბერ) გამთენაძე


დაიბადა   ქ. ქუთაისში  1976 წლის 15 აგვისტოს.
1981-1989 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკოლაში

დადგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლების: ნა­ბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების  წინამ­ძღ­ვრად, სადაც დღემდე მოღვაწეობს.

მამა ბასილი, ერისკაცობაში კახაბერ აკაკის ძე გამ­თენაძე, დაიბადა 1976 წლის 15 აგვიატოს ქ. ქუთაისში აკაკი გამთენაძისა და მაგული ჯინჯიხაძის ოჯახში. მშობ­ლები სიყვარულით ზრდიდნენ სამ ვაჟკაცს: დავითს, კახა­ბერსა და გიორგის. მათ ოჯახ­ში შემოქმედებითი სული ტრი­ალებდა და ამიტომ შვილებს პოე­ზიისა და მხატვრობისადმი სიყვარულს ბავშობიდანვე უნერ­გავ­დნენ. 5 წლის კახაბერს პიონერთა სასახლეში ხატვის პედაგოგმა ალიოშა ტოგონიძემ გამო­ფენაც კი მოაწყობინა სა­ხელ­წოდებით „ძმები გამთენაძეების ნახატები.“ რისთ­ვი­­აც „ნორჩი შემოქმედის“ სიგელით დაჯილ­დოვ­და.

1981-1989 წლებში სწავლობდა მე-8 საშუალო სკო­ლაში, პარალელურად სწავლობდა მაისურაძის სამ­ხატვრო სკოლაში. მშობლიურმა სკოლამ და აღმ­­­დე­ლმა პედაგოგებმა კახაბერის კარგ მამუ­ლი­შვილად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.
1993 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტო­რიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაიღუპა უფროსი ძმა, პოეტი და მხატვარი დავით აკაკის ძე გამთენაძე. ამ დიდმა ტრაგედიამ კახაბერისა და მთელი ოჯახის ცხოვრება სრულიად შეცვალა. ძმის დაღუპ­ვი­დან ერთი თვის შემდეგ კახაბერი ყოვლადწმიდა ღვთის­მშობლის ხარების ტაძრის მორჩილი გახდა. 1995 წელს შევიდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1999 წელს დაამ­თავრა აღნიშნული სემინარიის სრული კურსი. ამავე წელს  სწავლა გააგრძელა გელათის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. სტუდენტობის პერიოდში 4 წელი ასწავლიდა რელიგიას და კულტურას მშობლიურ სოფელში, ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში. მეუფე კალისტ­რა­ტეს ლოცვა-კურთხევით სათავეში ედგა ამავე სოფლის წმ. გიორგის ტაძრის რეს­ტავრაციას.
2006 წლის 21 იანვარს ჯვარი დაიწერა მარიეტა ბოჭორიშვილზე. 12 მარტს კი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად და ეწოდა სახელი „ბასილი“, რომელიც გამწესებულ იქნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სამლო­­ვე­ლოში.
2007 წლის 18 თებერვალს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ სოფელ ჭოგნარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ხელი დაასხა მღვდლად და დადგენილ იქნა ტყიბულის რაიონის სოფლების: ნაბოსლევის, კოკისა და ცუცხვათის ეკლესიების წინამძღვრად, სადაც დღემდე მოღვაწეობს. უმცროსი ძმა გი­ორგი სტიქაროსანია.
მამა ბასილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი  - ელისაბედი და მარიამი. 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ,,სსიპ №8 საჯარო სკოლა (1938-2011)”, ავტორები:   მზია ზარნაძე, ლია გაბუნია, გვ. 62-126.

2.ქუთაისის სახელმწიფო  ისტორიული მუზეუმი. ფონდი ქ.ი.მ. N10133/სფ.287 ფ.67-104.

1 комментарий:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ОтветитьУдалить