წარჩინებით კურსდამთავრებულები

სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები

                        1940-1963 სასწავლო წელი

ოთარ მამფორია - 1940 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, შემდეგ თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეწეოდა ნაყოფიერ მუშა­ობას, მისი ლექსები საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. პიესები ხშირად იდგმება ჩვენი ქვეყნის თეატრების სცენებზე.

მედეა პაპისოვა - 1941 წელს წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1947 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა გუმათის საავადმყოფოს მთავარ ექიმად.

რევაზ თოფურია - წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, შემდეგ მოს­კოვის სამშენებლო ინსტიტუტი. წლების მანძილზე მუშაობდა კუნძულ სახალინზე ერთ-ერთი დიდი მშენებლობის სამმართველოს უფროსად, ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას
.
ჯაბა ჭელიძე - 1947 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1952 წელს - ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1965 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის დოცენტად, შემდეგ პროფესორად.

თეიმურაზ მელიტონის ძე იამანიძე - 1947 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო  სკოლა, 1952 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოში საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად.

ოთარ სტეფანეს ძე კაჩუხაშვილი - 1947 წელს წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1951 წელს - მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი. ჩაბარებული აქვს საკანდიდატო მინიმუმი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ბეჟან ბარდაველიძე - 1948 წელს წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1953 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ პროფესორი. იგი მეცნიერებას კარგად უთავსებდა მხატვრულ-შემოქმედებით მუშაობას, მისი მოთხრობები, ლექსები, ნაკვესები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებში.

სპარტაკ ერმალოს ძე შარაბიძე - 1948 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1952 წელს - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, 1953-57 წლებში მუშაობდა ალკკ  ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, 1968 წელს დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის საკონსერვო ქარხნის დირექტორად. არჩეული იყო საქართველოს კპ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის წევრად და მშრომელთა დეპუტატების ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

იასონ ჯაბულოს ძე ზვიადაძე - 1948 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1956 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, პარალელურად მუშაობდა საქართველოს სსრ ცეკვის დამსახურებულ სახელმწიფო ანსამბლში, მან ამ პერიოდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებსა და ქალაქებში, მოიარა მსოფლიოს 45 ქვეყანა, მათ შორის ა.შ.შ. 1955-57 წლებში მსოფლიოს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისათვის სამჯერ მიენიჭა ოქროს მედალი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის საპატიო წოდება, 1967 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის საგამომძიებლო განყოფილებაში უფროს გამომძიებლად.

ტუხუ ნოეს ძე ქორქოსაძე - 1948 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1956 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, წლების მანძილზე ქობულეთის მე-4 სამმართველოს სანატორიუმის მთავარი ექიმია, 1969 წლიდან მუშაობდა ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანების მთავარ ექიმად.

ჯაბულო გიორგის ძე ჭლიკაძე - 1949 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1954 წელს - ფიზკულტურის ინსტიტუტი, საქართველოს რვაგზის ნაკრების წევრია, ხოლო ექვსგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის „დინამოს“ ხაზით სამგზის ჩემპიონი, 1950 წლიდან სპორტის ოსტატია, წლების მანძილზე ქუთაისის მოჭიდავეთა გუნდის უფროსი მწვრთნელია.

ნოდარ სერგოს ძე კუტივაძე - 1949 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, წლების მანძილზე მუშაობდა  საქართველოს სუბტროპიკულ მეურნეობათა ინსტიტუტში ქალაქ სოხუმში.

ზურაბ ფანჩულიძე - 1949 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1954 წელს -პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის საგარეო კოოპერაციის განყოფილების უფროსად.

ბორის კონსტანტინეს ძე გაბელია - 1949 წელს წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1954 წელს - სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, პოდპოლკოვნიკის წოდებით.

მურმან ალექსანდრეს ძე ლომთათიძე - 1949 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1955 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში მუშაობდა 25 წელი, იყო საქართველოს, საკავშირო და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, 1967 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება, 1970 წელს კი ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატის საპატიო წოდება. წლების მანძილზე მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოსთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად.

ნოდარ იასონის ძე სანდუხაძე - 1949 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1955 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1955 წლიდან მუშაობდა ს. ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხანაში, წლების მანძილზე იყო ქარხნის ნახევრადმისაბმელების საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი.

მიხეილ ვასილის ძე თვალიაშვილი - 1950 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო  სკოლა, შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სამხედრო-საავიაციო სკოლაში. მან მონაწილეობა მიიღო სამამულო ომში პოლონეთის, გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, ასევე მდინარე ოდერის ბრძოლებში. იგი ოთხი წითელი ვარსკვლავის ორდენისა და ათი მედლის მფლობელია, აქვს პოდპოლკოვნიკის წოდება. წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის აეროპორტის უფროსად.

ჯუმბერ ალექსანდრეს ძე აფხაიძე - 1950 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1955 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქ. ტყიბულის შახტების მიწისქვეშა ხანძრების ჩაქრობისა და სავსებო მასალის მოპოვების სამმართველოს მთავარ ინჟინრად.

ანზორ ვალერიანის ძე ყურაშვილი - 1950 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1956 წელს - მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ღვინის მრეწველობის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, მუშაობდა ტვიშის ღვინის ქარხანაში და პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას, 1958 წელს დაიღუპა ტრაგიკულად.

ჯემალ კაპჭელაშვილი - 1950 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1955 წელს -პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ქუთაისის გრანიტისა და მარმარილოს დასამუშავებელ კომბინატში მთავარ ინჟინრად.

ჯონდო ბარდაველიძე - 1951 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში უცხო ენათა ფაკულტეტზე გერმანული ენის სპეციალობაზე. 1963 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატად,  შემდეგ დოქტორად.

ბონდო იამანიძე - 1951 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო  სკოლა, 1956 წელს – თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1958 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ლუდის ქარხნის საჩამომსხმელო საამქროს უფროსად.

ნოდარ ალექსანდრეს ძე ლომთათიძე - 1951 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 23 წელი ემსახურებოდა ქართულ ქორეოგრაფიას, 1957 წელს მიენიჭა საქართველოს Iფესტივალის ლაურეატის საპატიო წოდება, მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოსთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის მოადგილედ.

იუზა სერგოს ძე ხაზარაძე - 1951 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1957 წელს  ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1968 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის  სპეციალობით, წლების მანძილზე მუშაობდა ბაღდათის რაიონულ გაზეთ „წითელი დროშის“ რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად.

რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი - 1952 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო  სკოლა, 1956 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, იყო ალმანახ „განთიადის“ რედაქტორი ქუთაისში, თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იყო მწერალთა კავშირის მდივანი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
არის „ჩვენი მეგობარი ნოდარის“ სცენარის და სხვა ნაწარმოებთა ავტორი. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობებისა და ნოველების მრავალი კრებული და რამდენიმე რომანი. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი „ცისფერი მთები“ - ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელსაც 1984 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია.

მურმან ცეცხლაძე - 1952 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, შემდეგ - სამხედრო აკადემია, წლების მანძილზე მუშაობდა პოდპოლკოვნიკის ჩინით გერმანიაში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. იყო სპორტის ოსტატი ფარიკაობაში.
უშანგი ვლადიმერის ძე ხოხიაშვილი - 1953 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით, 1969 წელს ქ. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა გამოცდები საკანდიდატო ხარისხის მოსაპოვებლად.

ნოდარ მიხეილის ძე ბეროძე - 1953 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1968 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. არის 20 სამეცნიერო შრომის ავტორი.
ბონდო ირაკლის ძე ბაზაძე - 1953 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1957 წელს - ქ. ხარკოვის საავიაციო-სამხედრო სასწავლებელი, 1962 წელს დაამთავრა ქ. ულიანოვსკის უმაღლესი საფრენოსნო სასწავლებელი, მუშაობდა გვინეაში ქალაქ ქაბულში, აფრიკის ქვეყანაში - გალის რესპუბლიკაში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის აეროპორტში მომარაგების უფროსად. მან ჰაერში როგორც მფრინავმა 10000 საათი დაჰყო.
ჯუმბერ ნოეს ძე გაფრინდაშვილი - 1953 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს - ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, 1968 წელს მუშაობას იწყებს ამავე ინსტიტუტში, თვალსაჩინო წარმატებისათვის ის მივლინებული იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბულგარეთში და რუმინეთში, მონაწილეობდა მსოფლიო ბავშვთა ქირურგთა სიმპოზიუმში ავსტრალიაში, მოპოვებული აქვს სამეცნიერო ხარისხი, წლების მანძილზე მუშაობდა ქ. მოსკოვის ბავშვთა მე-3 კლინიკურ საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ.

რანი რაფიელის ძე ჭაბუკიანი - 1954 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ჩაის მანქანებისათვის შიგაწვის ძრავის შერჩევის საკითხზე, ხოლო სადოქტორო - 1989 წელს. წლების მანძილზე მუშაობდა ქ. სოხუმში სუბტროპიკულ ინსტიტუტში მექანიზაციის ფაკულტეტზე და ამჟამადაც ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის მეცნიერებათა დოქტორი. პროქესორი.

თამაზ მიტუშას ძე ფურცელაძე - 1954 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტის მე-9 სამმართველოს უფროსად.

მარლენ ალფეზის ძე ფრუიძე - 1954 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. წლების მანძილზე მუშაობდა სსრკ ელ. ტექნიკური მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად, არის სს „იბერია 21“-ის დამფუძნებელი.

აკაკი გრიგოლის ძე ბრეგაძე - 1954 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, წლების მანძილზე მუშაობდა მთარგმნელად, მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში გაწეული წვლილისათვის 2004 წელს.

ზურაბ გრიგოლის ძე ბაკურაძე - 1954 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ბარიტის გეოლოგიურ-საძიებო სამმართველოში უბნის უფროსად, იყო პირველთანრიგოსანი კალათბურთში, 1967 წელს დაიღუპა ტრაგიკულად.

თენგიზ ვლადიმერის ძე დოღონაძე - 1954 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს - ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი, წლების მანძილზე მუშაობდა საქპურკონდიტროს ტრესტის ქუთაისის პურკომბინატში შენობა-ნაგებობათა და მანქანა-დანადგარების სარემონტო უბნის უფროსად.

ალბერტ  ჩაჩანაშვილი - 1954 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1961 წელს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა №1 პოლიკლინიკის ექიმ-ნერვოპათოლოგად და ბავშვთა საავადმყოფოს პოლიკლინიკის კონსულტანტად.

ბაქარ ვლადიმერის ძე ბაქრაძე - 1955 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1960 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის №2 რკინა-ბეტონის ნაკეთობათა უფროსად.

თენგიზ სიმონის ძე ყენია - 1955 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1963 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის საბინაო სამმართველოს უფროსად.

იუზა ისაკის ძე ცოციაშვილი - 1955 წელს წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1957 წელს - მუსიკალური სკოლა, მიენიჭა ორკესტრის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია, იყო ანსამბლ „ორერას“ მსახიობი და „ლალეს“ ხელმძღვანელი, 1971 წლის 29 იანვარს დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, წლების მანძილზე მუშაობდა ქალაქ სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში.

ავთანდილ  ვენედიქტეს ძე ბერეჩიკიძე - 1955 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1967 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. წლების მანძილზე მუშაობს სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში.

ტარიელ ნიკოლოზის ძე სილაგავა - 1955 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1960 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ქარხნის მთავარ ინჟინრად.

გიორგი ზაქროს ძე შავიძე - 1955 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1963 წელს - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1964 წელს მშობლიურ სკოლას გაუკეთა მესამე სართულის დაშენების, ასევე სასკოლო  ოთახებისა და სპორტული დარბაზის მიშენების პროექტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის მე-4 ტრესტის მე-3 სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად.

ზაურ გიორგის ძე გვენეტაძე - 1955 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1962 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის ვაჭრობის სამშენებლო-სარემონტო კანტორის უფროსად.

ზერო ვასილის ძე ცინცაძე - 1955 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1960 წელს - ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი, შემდეგ - მოსკოვის ხორცისა და რძის მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაცივრების ფაკულტეტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის ხორცკომბინატის მთავარ ინჟინრად.

ოთარ პლატონის ძე შალამბერიძე - 1956 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1968 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

ჯონდო ვარლამის ძე მოსიძე - 1956 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1961 წელს - ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, 1957 წელს გახდა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ფარიკაობაში, 1962 წელს დაინიშნა წყალტუბოს პურკომბინატის დირექტორად, 1963 წელს აირჩიეს წყალტუბოს მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

ვლადიმერ აკაკის ძე ლევიძე - 1956 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1963 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, წლების მანძილზე მუშაობდა „საქშახტმშენის“ ტრესტის ტყიბულის სამონტაჟო უბნის უფროსად.

ლევან გაბრიელის ძე კაკაბაძე - 1957 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, წლების მანძილზე მუშაობდა მეტალურგიულ საკვლევ ინსტიტუტში უფროს ინჟინრად, მოპოვებული აქვს სამეცნიერო ხარისხი.

გარბერტ დავითის ძე ბუცხრიკიძე - 1957 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1970 წლიდან აქვს დოცენტის  წოდება, მინიჭებული აქვს პირველი თანრიგი ჭადრაკში.

თემურ გრიგოლის ძე ჟღენტი - 1958 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1962 წელს - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კომკავშირის საქალაქო კომიტეტში აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ, იყო ორგზის საქალაქო ფესტივალის ლაურეატი მხატვრულ კითხვაში.

ბიატრისა აბესალომის ასული ბურჯანაძე - 1958 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1963 წელს - სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. იყო ორგზის ფესტივალის ლაურეატი მხატვრულ კითხვაში.

ზაურ გიორგის ძე ჩომახიძე - 1958 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით, 1963 წელს - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა ქუთასის ბამბეულის საქსოვი ფაბრიკის წარმოების უფროსად.

გულნარა დავითის ასული ბუცხრიკიძე - 1958 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით, 1963 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1957-58 წლებში საქართველოს ჩემპიონია მოსწავლეთა შორის ჭადრაკში, 1960 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონია გოგონათა შორის.მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის, სოხუმის და ლენინგრადის საერთაშორისო ტურნირებში. იგი წლების მანძილზე იყო თბილისის პერციზული სახეხი ჩარხების საკონსტრუქტორო ბიუროს ჯგუფის ხელმძღვანელი.

რომან ზონენაშვილი - 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1966 წელს - ლენინგრადის ელექტრო-კავშირგაბმულობის ინსტიტუტი, 1970 წელს დაამთავრა უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლა, 1969 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო ინსპექტორად რუსეთის ფედერაციის სავაჭრო სამინისტროში, ამასთან ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას.

ლერი პეტრეს ძე თუთარაშვილი - 1958 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, შემდეგ - საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტი, 1962 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება ფარიკაობაში, იყო საქართველოს სსრ ხუთგზის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების გუნდის წევრი, წლების მანძილზე მუშაობდა ტყავფეხსაცმელების კომბინატში ინჟინრად.

ნარგიზა კონსტატინეს ასული  იოსელიანი - 1958 წელს წარმატებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1965 წელს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. წლების მანძილზე მუშაობდა თბილისის მე-2 მუსიკალურ ტექნიკუმში და მე-9 მუსიკალურ სასწავლებელში.

ომარ ფურცხვანიძე - 1960 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, სწავლობდა ივანოვის მ.ი. ფრუნზეს სახელობის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურაში, მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი.

ჰამლეტ გრიგოლის ძე წულაია - 1960 წელს ოქროს მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში, მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი.

ტროფიმე აპალონის ძე ძოძუაშვილი - 1961 წელს დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით, 1966 წელს - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე  მუშაობდა ქუთაისის მოპირკეთების სპეც-სამმართველოს საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად.

ნოდარ დავითის ძე  ცირეკიძე - 1965 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1969 წელს - პოლიტექნიკური ინსტიტუტი, წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში და პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას.

ქეთევან ბაგრატის ასული ლოსაბერიძე - 1966 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, 1970 წელს - პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მა­თემატიკის ფაკულტეტი, არის სპორტის ოსტატი, საქართველოს ხუთგზის და სსრ კავშირის ორგზის, ევროპის სამგზის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მშვილდოსნობაში, საკავშირო შეჯიბრების პრიზიორი, ეწევა სამე­ცნიერო-საგანმანათლებლო მუშაობას.
მაგული კაკოს ასული  წულაია - 1966 წელს  ოქროს მედლით  დაამთავრა ქუთაისის მე-8 საშუალო სკოლა. 1968 წელს ჩაირიცხა ნალჩიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურ­ნალო ფაკულტეტზე.1974 წელს თავისუფალი განაწილების დიპლომით დაბრუნდა ქუ­თაისში.


1963-64 ს/წელი

1. ნებიერიძე თამაზ  დურმიშხანის ძე
2.ჩიკვაშვილი ლიანა იაკობის ასული - ვერცხლის მედლით
3. ძოძუაშვილი აპოლონ  აპოლონის ძე - ოქროს მედლით
4. ალავიძე როზა ნოეს ასული - ოქროს მედლით
5. ზონენაშვილი მერაბ  სიმონის ძე
6. ლაბაძე ინგა ივანეს ასული
7. ნანიკაშვილი მურთაზ  იაკობის ძე
8. ფანჩულიძე მაგული დავითის ასული - ვერცხლის მედლით
9. ქარქაშაძე გულვერ  ვარლამის ძე  - ოქროს მედლით
10. ჩიკვაიძე მედეა გიორგის ასული -  ოქროს მედლით
11. ძოწენიძე მანანა კარლოს ასული - ვერცხლის მედლით

1964-65 ს/წელი
1. ცირეკიძე ნოდარ დავითის ძე - ვერცხლის მედლით

1965-66 ს/წელი
1. ბგერაძე ირაკლი გიორგის ძე - ოქროს მედლით
2.ხუჯაძე ციური ამბროსის ასული
3. ლოსაბერიძე ქეთევან ბაგრატის ასული - ვერცხლის მედლით
4. ქარქაშაძე მაგული დავითის ასული - ვერცხლის მედლით
5. ჭეიშვილი ნარგიზა ოთარის ასული
6. გიორგაძე რევაზ დავითის ძე - ოქროს მედლით
7. ობოლაძე მერაბ ბენიას ძე
8. ქარქაშაძე გულნარა ვარლამის ასული
9. ციციაშვილი მარიამ დანიელის ასული
10. გრიგორაშვილი თამაზ დავითის ძე
11. მოძღვრიშვილი რაფიელ აბრამის ძე
12.სეფიაშვილი მზია შალვას ასული
13. ცანავა მადონა დავითის ასული - ოქროს მედლით
14. ბეჟუაშვილი ნარგიზა ფილიმონის ასული
15. ბეჟუაშვილი მაგული ვარლამის ასული

1966-67 ს/წელი
1. გოცირიძე მადონა დავითის ასული
2. ძოწენიძე იურა სერგოს ძე
3. ნიკოლაძე ლალი გრიგოლის ასული

1967-68 ს/წელი
1. ასათიანი ია გრიგოლის ასული
2. კისკეიძე როზმარი თენგიზის ასული
3. ტუკვაძე ქეთევან ვასილის ასული
4. ბარდაველიძე მიხეილ არჩილის ძე
5. ბობოხიძე თეიმურაზ ვაჟას ძე
6. დუშუაშვილი ზურაბ ენუქის ძე
7. ლობჟანიძე ვლადიმერი აკაკის ძე
8. ხახიაშვილი ციცინო ვარლამის ასული
9. გიორგაძე ნათელა დავითის ასული

1968-69 ს/წელი
1. ენუქაშვილი ირაკლი ისაკის ძე
2. ხაჭაპურიძე რომან უჩას ძე


1969-70 ს/წელი
1.მაღლაფერიძე გულნარა ოთარის ასული
2. ღურჭუმელიძე რამაზი პლატონის ძე
3. ბარდაველიძე თამარ არჩილის ასული
4.ბრეგაძე ამირან გიორგის ძე
5. გვენეტაძე თენგიზ გურგენის ძე
6. ელაშვილი აბრამ შაბათას ძე
7. ქარქაშაძე ნუგზარ სიმონის ძე
8. ლაბაძე გურამ ივანეს ძე
9. ყიფიანი სოსო ივანეს ძე
10. ჩაჩაშვილი ნათელა ხალიმის ასული

1970-71 ს/წელი
1. აბულაძე ზურაბ ოთარის ძე
2. არსენიძე მერაბ ვიტალის ძე
3.ბინიაშვილი ლევან მიხეილის ძე
4. კენჭაძე რაჟდენ გიგლას ძე
5. ყიფიანი მარინე ილუშას ასული
6.ხურციძე ნათელა შალვას ასული
7. არიშვილი ვახტანგ გივის ძე
8. ლობჟანიძე ნუნუ აკაკის ასული
9.ქონაშვილი შოთა  იოსების ძე
10. ყურაშვილი თეიმურაზ ოთარის ძე

1971-72 ს/წელი
1. ბინიაურიშვილი მარიამ დანიელის ასული
2. მაღლაფერიძე გიორგი ივანეს ძე - ოქროს მედლით
3. მაღლაფერიძე ნუგზარ ოთარის ძე
4. სალუქვაძე მარინა ნოდარის ასული
5. ტუკვაძე დავით ვასილის ძე
6. ჩაფიძე მარინე შოთას ასული
7. გაბადაძე პაატა დავითის ძე
8. გუგეშაშვილი ნატო დავითის ასული
9. მინდიაშვილი ანტონ სოლომონის ძე
10. ნებიერიძე რუსუდან არჩილის ასული
11. ფურცხვანიძე ლამარა ალექსანდრეს ასული


1972-73 ს/წელი
1. გოგლიჩიძე ამირან შოთას ძე
2.დოღონაძე ბადრი სერგოს ძე
3. კაპანაძე ლევან ვლადიმერის ძე
4.ბენდელიანი ციცინო შოთას ასული
5.გვეტაძე ნარგიზა ამბროსის ასული
6. იდაძე სერგო აკაკის ძე
7. ტოგონიძე მანანა ინდიკოს ასული

1973-74 ს/წელი
1. აბულაძე დავით ოთარის ძე
2. კენჭაძე რამაზ გიგლას ძე
3. ლოსაბერიძე ავთანდილ ვარლამის ძე
4. მაზავრიშვილი გივი ვლადიმერის ძე
5. მარგველაშვილი ავთანდილ იურის ძე
6. ტურაბელიძე ავთანდილ ვარლამის ძე
7. შარიქაძე გაიოზ გრიგოლის ძე
8.ბაჩილავა ზოია ვალიკოს ასული
9. ფრუიძე ზეინაბ შალვას ასული
10. ჩირაძე ნინო გიორგის ასული
11. ჩიკვაშვილი ნანი იოსების ასული
12.ძოწენიძე ცისანა გიორგის ასული
13. გაბადაძე დარეჯან შოთას ასული


1974-75 ს/წელი
1. კოპალიანი მარინე გიორგის ასული
2.ჟორჟოლაძე ცისმარი რაინდის ასული
3. ტყავაძე მალი პეტრეს ასული
4. ქობალიანი გრიგოლ ნიკოლოზის ძე
5.ყიფიანი ლიანა ვაჟას ასული
6. ასლანაძე ლევან გივის ძე
7. ვასაძე ანა შოთას ასული
8. ივანეიშვილი ლიანა იოსების ასული
9. სულაქველიძე ვაჟა იუზას ძე
10.ხიდაშელი ბესარიონ ვალერიანის ძე
11.ხურციძე ვერა შალვას ასული
12. ძოწენიძე მარინე გიორგის ასული


1975-76 ს/წელი
1. არიშვილი თეიმურაზ გივის ძე
2. გაბრიაძე რუსუდან ნოდარის ასული
3. ოჩხიკიძე მაია ოთარის ასული
4. ჩიხლაძე მაგული აპოლონის ასული
5.ჭელიძე დავით გიგლას ძე
6. აბდალაძე ქეთევან ვალერიანის ასული
7. სულამანიძე თამარ შალვას ასული
8. ტყეშელაშვილი თეიმურაზ სამსონის ძე
9. ქობულაძე ალექსანდრე სიმონის ძე
10.ყურაშვილი დიმიტრი ოთარის ძე
11. ცანავა მაია ოთარის ასული
12. ჭოხონელიძე ირა გურამის ასული
13. ხუჯაძე ინგა ვლადიმერის ასული
14. ჯიშკარიანი არჩილ შიოს ძე

1976-77 ს/წელი
1. გაბრიაძე გიორგი ნოდარის ძე
2. მორჩაძე მარინა რომანის ასული
3. ნიჟარაძე შალვა ვასილის ძე
4. შერგელაშვილი თამილა ზურაბის ასული
5. ცირეკიძე დავით გრიშას ძე
6. ჭიჭინაძე მარიამ გრიგოლის ასული
7. ხუციძე მანანა ამბაკოს ასული
8. იამანიძე მამუკა თეიმურაზის ძე
9. ივანეიშვილი ლელა იოსების ასული
10. ლექვინაძე მანანა ავთანდილის ასული
11.ჭაბუკიანი ჭაბუკი ტრისტანის ძე


1977-78 ს/წელი
1. დაშნიანი იზოლდა აკაკის ასული
2. იობაშვილი ბელა რომანის ასული
3.იოსელიანი პაატა ნოდარის ძე
4. ლანჩავა გრიგოლ ტუღუშის ძე
5. ყიფიანი ირინე ილუშას ასული
6. ჭელიძე ზურაბ გიგლას ძე
7.ლებანიძე მარიამ შალვას ასული
8. მიქაუტაძე რევაზ ნოდარის ძე
9. ოყრეშიძე მზია ლეოს ასული
10. სულწაძე რევაზ გურამის ძე
11.ღვინეფაძე ასმათ ტარიელის ასული
12. ხაჭაპურიძე თამარ უჩას ასული

1978-79 ს/წელი
1. არჩაია მაია მიხეილის ასული
2. ბიბილეიშვილი თამილა ომარის ასული
3. ბობოხიძე მალვინა ალიოშას ასული
4. ლობჟანიძე  ცისანავალიკოს ასული
5. ლომთაძე ნინო გიორგის ასული
6. მალაციძე თამილა ლავრიკოს ასული
7. მაღლაფერიძე ნარგიზა დავითის ასული
8. სვანიძე ჟუჟუნა ჟორას ასული
9. ღურჭუმელიძე მანანა არდევანის ასული
10. შვანგირაძე ქეთევან არჩილის ასული
11. ძოწენიძე თამაზ რუბენის ძე
12. ფურცხვანიძე იური ზურაბის ძე
13. არსენიძე ნაზი რეზიკოს ასული
14. ბანძელაძე ნუნუ შუქურის ასული
15. გოჩელაშვილი გოჩა ჯემალის   ძე
16. დალალიშვილი მაია გურამის ასული
17. გოგიაშვილი თამარ გურამის ასული
18. მორჩაძე თამაზ შოთას ძე
19. შერგელაშვილი მზისადარი ზურაბის ასული

1979-80 ს/წელი
1. გველესიანი ნინო ზურაბის ასული
2. ვაჩიბერაძე ვლადიმერ მურთაზის ძე
3. ლაჭყებიანი სოფიო ვლადიმერის ასული
4. ჟვანია ნინო ზაურის ასული
5. ცუცხაშვილი ნატალია დავითის ასული
6. ხარატიშვილი ზაზა ავთანდილის  ძე
7. ახრახაძე ბადრი შოთას ძე
8. ბერეკაშვილი კობა გივის ძე
9. გაბადაძე გოჩა კაპიტოს ძე
10. გამთენაძე ზაალ ირაკლის ძე
11. იამანიძე გოჩა თეიმურაზის ძე
12. ლოსაბერიძე ნანა შალვას ასული
13.შიუკაშვილი ნატო გიორგის ასული
14.ძნელაძე ნანა ზურაბის ასული
15. ჭელიძე ალექსანდრე ჯუმბერის ძე
16. ხარატიშვილი გია გემელის ძე

1980-81 ს/წელი
1. გოქაძე ლილე შოთას ასული
2. გრძელიშვილი ავთანდილ პეტრეს ძე
3. პატარიძე ამირან ზაურის ძე
4. სულამანიძე ლია გივის ასული
5. შარვაძე ჟანა გენადის ასული
6. ბიბილეიშვილი ამირან ომარის ძე
7. გაბრიჭიძე აბესალომ ზაურის ძე
8. ცნობილაძე ირინე ლერის ასული
9. ცუცხვაშვილი დავით დავითის ძე
10. ბარაბაძე მზია ზურაბის ასული


1981-82 ს/წელი

1. დარსაძე მზია გურამის ასული
2. მალაციძე გელა ლავრიკოს ძე
3. მიქაუტაძე მალხაზ ნოდარის ძე
4. მუკბანიანი ლაზო სერგოს ძე
5. ნიშნიანიძე იოსებ დავითის ძე
6. სულაბერიძე კობა ჟორას ძე
7. ბარდაველიძე კახა მურმანის ძე
8. ვერულაშვილი მაკა დავითის ასული
9. ივანეიშვილი ზაალ იოსების ძე
10.მამრიკიშვილი დავით დავითის ძე
11.მოსეშვილი გოჩა ჯემალის ძე
12. საფაროვა მარინა სულიკოს ასული
13. ფურცხვანიძე მამუკა ავალოს ძე
14. ქარდავა მირზა შოთას ძე
15. ქველიაშვილი გიორგი შოთას ძე
16. ქობულაძე ნინო სიმონის ასული
17. ჩირაძე ონისე გრიშას ძე
18. ხარატიშვილი ზაალ ავთანდილის ძე

1982-83 ს/წელი
1. აკოფოვი ნინო ამირანის ასული
2. ბუსკივაძე ლევან ჟორას ძე
3. გაბუნია ნანა ჰამლეტის ასული
4. გიორგაძე კობა ვახტანგის ძე
5. გიორგაძე თამილა გრიგოლის ასული
6. კერესელიძე  ინგა თამაზის ასული
7. ლოსაბერიძე იზოლდა აბელის ასული
8.მატარაძე მზია ბუხუტის ასული
9. მერკვილაძე კახაბერ უშანგის ძე
10. ოჩხიკიძე მეგი ოთარის ასული
11. პატარიძე მაია ჯონდოს ასული
12. სვანიძე ლელა ზურაბის ასული
13. ფურცხვანიძე დავით ლევანის ძე
14. ჭელიშვილი ანტიოფი გურამის  ასული
15. ხაზარაძე დავით ჟორას ძე
16. აფრიდონიძე არჩილ ამირანის ძე
17. ბუცხრიკიძე ირმა ცეზარის ასული
18.გაგნიძე ნუგეშა ვაჟას ასული
19. ზაქარეიშვილი ნუნუ მამიას ასული
20. ლომიძე ირმა ლერის ასული
21. მახათაძე ხათუნა გიორგის ასული
22. მაღლაკელიძე ლევან მურადის ძე
23.როინიშვილი დავით თამაზის ძე
24. ჭელიძე მეგი მორკინალის ასული
25. ჯინჭარაძე მალხაზ ჯემალის ძე

1983-84 ს/წელი
1. ბარდაველიძე ზაზა მურმანის ძე
2. ბიბილეიშვილი დავით გურამის ძე
3. გაბრიჩიძე ვალერიან ბორისის ძე
4. გაბადაძე მამუკა შოთას ძე
5.ვარდანიძე ნინო გივის ასული
6. ლანჩავა მაია იუზას ასული
7. ლოსაბერიძე მირიან ანტონის ძე
8. ნებიერიძე ფერიდე ჯემალის ასული
9. ჟვანია ქეთევან ზაურის ასული
10. სახელაშვილი კონსტანტინე გურამის ძე
11. ფურცხვანიძე მალხაზ მურმანის ძე
12. ყუფარაძე მაია კონსტანტინეს ასული
13. შარვაშიძე სერგო მიხეილის ძე
14. ჩუბინიძე მანანა გურამის ასული
15. კაჭკაჭიშვილი რუსუდან ალექსანდრეს ასული
16. კუჭუხიძე გოჩა გურამის ძე
17. ლოსაბერიძე ელისო ჭიჭიკოს ასული
18. ლომთაძე ნინო რევაზის ასული
19. ჩიტიანი მამუკა შოთას ძე
20. ხაჩიძე ბესიკ  თენგიზის ძე
21. სებუა ზაზა სერმანის ძე


1984-85 ს/წელი
1. ბრეგვაძე კახაბერ ჯემალის ძე
2.გოგოლაშვილი მაკა რომანის ასული
3.დეისაძე ლევან შოთას ძე
4. თავაძე  მაკაიურას ასული
5.იამანიძე მაია ჯონდოს ასული
6. იობაშვილი  დავით რომანის ძე
7. მერკვილაძე ხათუნა უშანგის ასული
8. პატარიძე ასმათ ჯონდოს ასული
9.ფურცხვანიძე ირაკლი ლეუშას ძე
10. ჭეიშვილი მარინე გურამის ასული
11. ხაზარაძე გოჩა ჟორას ძე
12. ძოწენიძე ხათუნა გიზოს ასული
13. გაბადაძე მალხაზ ალექსანდრეს ძე
14.გოჩელაშვილი ნანა ჯემალის ასული
15. გაბელაშვილი გოდერძი გურამის ძე
16. დოღონაძე დავით სამსონის ძე
17. ვახტანგაძე ლელა რევაზის ასული
18. მერკვილაძე ჭაბუკი ალექსანდრეს ძე
19. მინდაძე ირმა ინდისის ასული
20. ნემსიწვერიძე ნესტან ბუჭუს ასული
21.სებუა ნატო სერმანის ასული
22. ხელაძე ირმა თამაზის ასული
23. იამანიძე ნინო ბონდოს ასული

1985-86 ს/წელი
1. ბრეგაძე ბელა ბენიას ასული
2. კაჭკაჭიშვილი ზაზა ალექსანდრეს ძე
3. ლოსაბერიძე ვლადიმერ ჭიჭიკოს ძე
4. მორჩაძე ელგუჯა შოთას ძე
5. ნანობაშვილი დავით დევიკოს ძე
6. ფურცხვანიძე ირაკლი შალვას ძე

1986-87 ს/წელი
1. ალხაზაშვილი მაია ნოდარის ასული
2. ბობოხიძე ეკატერინე ჰამლეტის ასული
3. თუთაშვილი ირმა ვიტალის ასული
4.კვატაია მაკა გურის ასული
5. ფაიქიძე კახაბერ ანზორის ძე
6. ფურცხვანიძე გიორგი ჰამლეტის ძე
7. ქაჯაია ზაალ ივანეს ძე
8. აკოფოვი ნანა ამირანის ასული
9. დოლიძე ლელა მურთაზის ასული
10. ელიაშვილი გიორგი ირაკლის ძე
11. ლოსაბერიძე ნატალია დემურის ასული
12. უკლება გიორგი ბუდუს  ძე
13. ქართველიშვილი ლენა გურამის ასული
14. ქარქაშაძე დავით ჰამლეტის ძე
15.ღურჭუმელიძე ნინო არდევანის ასული
16. ძნელაძე თამარ ჯემალის ასული
17. ჭელიძე ნანა იუზას ასული
18. ხაჩიძე ელენე თენგიზის ასული

1987-88 ს/წელი
1. ალფაიძე ბესიკ ნოდარის ძე
2. გორგოძე სოფიო ვიტალის ასული
3. თავაძე მამუკა იურის ძე
4. ფაიქიძე ხათუნა ანზორის ასული
5.  ქათამაძე ეკატერინე მურთაზის ასული
6. ქათამაძე თეა მურთაზის ასული
7. ქათამაძე მაკა მურთაზის ასული
8.ჩაჩაშვილი გოჩა გაბრიელის ძე
9. გიორგობიანი მაკა გერმანეს ასული
10. კვანტალიანი გოგიტა ღუტუშას ძე
11. ლანჩავა ნათია გერმანეს ასული
12. გამთენაძე დავით აკაკის ძე
13.ლაღიძე ირაკლი ამირანის ძე

1988-89 ს/წელი
1. აფხაიძე ნინო კონსტანტინეს ასული
2. ახვლედიანი თამაზ ჯუმბერის ძე
3. მეძველია კონსტანტინე თამაზის ძე
4. შალიკიანი ეკატერინე თამაზის ასული
5.ძოწენიძე ირაკლი კოტეს ძე
6. გამრეკლიძე თამარ დემურის ასული
7. გოლეთიანი მაკა ომარის ასული
8. ლაღიძე ნინო ამირანის ასული
9. მაჩიტიძე ქეთევან ვალიკოს ასული
10. მინდიაშვილი ირაკლი ომარის ძე
11.ქართველიშვილი მამუკა გურამის ძე
12. ჩაჩაშვილი დავით გაბრიელის ძე
13. ცუცქირიძე გიორგი ემზარის ძე

1989-90 ს/წელი
1. ბრეგვაძე გოჩა ჯემალის ძე
2. დოღონაძე ლაშა სამსონის ძე
3. მაღლაფერიძე ია ავთანდილის ასული
4. უღრელიძე დავით ჯემალის ძე
5.ქართველიშვილი გრიგოლ გურამის ძე
6. ჭარხალაშვილი ელისო კუკურის ასული
7. ჭიღლაძე დავით იუზას ძე
8. ხარაბაძე ირმა ჯეირანის ასული

1990-91 ს/წელი
1. ახვლედიანი ლელა ლევანის ასული
2. აბულაძე მაკა ზურაბის ასული
3.  ჭარხალაშვილი ტარიელ გულადის ძე
4. ბზიკაძე ნათია ბიძინას ასული
5.ბოგვერაძე ვლადიმერ გიას ძე
6. დოღონაძე მადონა იუზას ასული
7. ელიაშვილი სერგო ნუგზარის ძე
8 მეძველია მაია თამაზის ასული
9. მეძველია ზაურ თამაზის ძე
10. მხეცაძე ხათუნა დემურის ასული
11. ნიკოლაძე ელისაბედ მურადის ასული
12. ტყეშელაშვილი პაატა ტარიელის ძე
13. ფხაკაძე შორენა ჟორას ასული
14. შანიძე კახაბერ გურამის ძე
15. ჯინჭველაძე ჯონი უშანგის ძე

1991-1992 ს/წელი
1.აბულაძე ნინო მევლუდის ასული
2. ებანოიძე ეკატერინე დიდიმის ასული
3. ებანოიძე იასონ დიდიმის ძე
4. მინდიაშვილი დალი ვალერიანის ასული
5. ჩოგოვაძე ნათია ემზარის ასული
6. ბობოხიძე სოფიო ბარნაბას ასული
7. მაღლაფერიძე მაია ავთანდილის ასული
8. სიმსივე ხათუნა ავთანდილის ასული
9. ჯიშიაშვილი მაკა ლევანის ასული
10.ღურჭუმელიძე ხათუნა არდევანის ასული

1992-1993 ს/წელი
1.მხეიძე ელგუჯა რომანის ძე
2. სულაქველიძე კახაბერ რამაზის ძე
3. გიორგაძე გრიგოლ ვახტანგის ძე
4. გოგოლაშვილი მაგდანა რომანის ასული
5. მხეცაძე მირანდა თემურის ასული
6. ტურაბელიძე ავთანდილ სერგოს ძე


1993-1994 ს/წელი
1. გაბადაძე ია გრიგოლის ასული
2. მაღლაფერიძე მალხაზ მურთაზის ძე
3.მაღლაკელიძე დავით გურგენის ძე
4. სიმსივე ეკატერინე ავთანდილის ასული
6. სიმსივე ხატია თენგიზის ასული

       1993-94 სასწავლო წლიდან 2005-06 სასწავლო წლამდე ქ.ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა განათლების სისტემის რეფორმა, რაც უპირველესად გამოიხატა საშუალო სკოლის მესამე საფეხურის სკოლებიდან გატანით.აღნიშნულ წლებში რეფორმის გავლენით ქუთაისში (და არა მთელს საქართველოში) უკვე ფუნქციონირებს არასრული საშუალო სკოლები და მესამე საფეხურის დამოუკიდებელი  პერსონალური სკოლები ე.წ ლიცეუმები (ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ეკონომიური და ა.შ).
      2004-05 სასწავლო წლიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა სიტუაციამ, ბუ­ნებრივია ზეგავლენა მოახდინა ე.წ „ქუთაისურ“ რეფორმაზე და ზოგად­საგან­მანათ­ლებლო სკოლებს დაუბრუნა წლების განმავლობაში ხელოვნურად ჩამოშორებული მესამე საფეხური, მაშასადამე არასრულმა საშუალო სკოლებმა მიიღო თავდაპირველი სტატუსი ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისა, რამაც ბუნებრივია გავლენა მოახდინა ლიცეუმების ლიკვიდაციაზე. ამ პერიოდიდან უკვე ქუთაისის მე-8 სკოლა გახდა საჯარო და აღუდგა ზოგად­სა­განმანათლებლო სკოლის სტატუსი. შესაბამისად
2005-06 სასწავლო წლებში ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლა წარმატებით დაამთავრა:


2005-2006 ს/წელი
1.არშილავა დავით ზაურის ძე
2. აფხაიძე სოფიო ლავრენტის ასული
3. გიორგაძე ნიტა გოჩას ასული
4. ელიაშვილი ირაკლი გიორგის ძე
5. ფხაკაძე ბექა პაატას ძე
6. შალიკიანი ნათია ელდარის ასული
7. ჩუბინიძე გიორგი გივის ძე
8. ჭელიძე ირმა თამაზის ასული
9. ხიშტოვანი ნინო ავთანდილის ასული

2006-2007 ს/წელი
1. ლაღიძე თამარ მალხაზის ასული
2. გვენეტაძე მაგდა ზოსიმეს ასული
3. ჭელიძე ინგა თამაზის ასული
4. კახიძე გიორგი გოდერძის ძე
5. სებუა ლევან ზაზას ძე
6. ტოგონიძე რატი თენგიზის ძე

     2007-2008 ს/წ მიმდინარე რეფორმის გამო მე-8 სკოლას (ისე, როგორც მთელ ქალაქს) დამამთავრებელი კლასი არ ჰყოლია, რადგანაც საქართველოს განათლების სისტემა გადავიდა 12 წლიან სწავლებაზე.



2008-2009 ს/წელი
1. ბანძელაძე მაია კონსტანტინეს ასული
2. ბარდაველიძე ბექა კობას ძე
3. გიორგაძე დავით მერაბის ძე
4. გიორგაძე ქრისტინე შოთას ასული
5. გოგოლაშვილი ნინო ალექსანდრეს ასული
6. გოტიაშვილი ლაურა კახას ასული - ვერცხლის მედალი
7. გოქაძე თინათინ ალექსანდრეს ასული
8. გოჩელაშვილი სოფიო გოჩას ასული - ვერცხლის მედალი
9. კვატაია ლიკა შმაგის ასული
10. მარგველაშვილი თინათინ არჩილის ასული
11. სირბილაძე ლაშა ლიონის ძე
12. ფურცხვანიძე თათია პაატას ასული
13. ფურცხვანიძე ლაშა გოჩას ძე
14. შალიკიანი ლალი ელდარის ასული
15. ადეიშვილი ოთარ ნოდარის ძე
16. ბოდოკია მარიამ გიას ასული
17. გოტიაშვილი ზანდა ქაიხოსროს ასული
18. კობახიძე ნანა ზაზას ასული
19. კუპრაშვილი აკაკი მერაბის ძე
20. ნიკოლაძე ნიკა ბესიკის ძე
21. ჩირაძე თეონა თეიმურაზის ასული
22. ხარშილავა ანა მერაბის ასული
23. ჯიმშელეიშვილი ქეთევან გურამის ასული


2009-2010 ს/წელი
1. გვეტაძე გიგა კონსტანტინეს ძე
2. გიორგაძე სალომე კობას ასული
3. კახიძე მარიამ გოდერძის ასული
4. დეისაძე თამარ თამაზის ასული
5. ლაღიძე ნინო მალხაზის ასული
6. შავგულიძე დავით ალექსანდრეს ძე
7. გვალია ხატია თენგიზის ასული
8. ბანძელაძე ანა დავითის ასული
9. ლაღიძე ამირან მალხაზის ძე
10. მანაგაძე მაგდა რევაზის ასული
11. მაღლაფერიძე მადონა ნიკოლოზის ასული
12. პაპაშვილი თეკლა დავითის ასული


2010-2011 ს/წელი
1.      ქვარცხავა ლორეტა მამუკას ასული
2.      ჯავახაძე  ცისია
3.      მაჩიტიძე თამარ   თენგიზის ასული
4.      ტურაბელიძე ნათია მერაბის ასული

2011-2012 ს/წელი
1.      ორგოძე ვახტანგ  კობას ძე
2.    ქაჯაია ცოტნე ანზორის ძე
3.    ჭარხალაშვილი ბექა ტარიელის ასული


2012-2013 ს/წელი
1.      ფურცხვანიძე ნანული გიორგის ასული
2.    სულამანიძე რუსუდან  დავითის ასული
3.    ფორჩხიძე დავით  მურადის ძე
4.    ფორჩხიძე სოფიო ზურაბის ასული
5.    გოჩელაშვილი ჯემალ  გოჩას ძე

2013 -2014 ს/წელი
1.      ბასილაძე გაგი გიორგის ძე
2.    ფურცხვანიძე თეკლე მამუკას  ასული


2014-2015 ს/წელი

1.      აბესაძე თამარ მალხაზის  ასული
2.      გაბადაძე ანი  გიორგის ასული
3.      ჭარბაძე მარიამ  კახაბერის ასული
4.      ჯოგლიძე მაგდა გოჩას ასული
5.      ფურცხვანიძე დავით გიორგის ძე






გამოყენებული ლიტერატურა: 
1.,,სსიპ ქალაქ ქუთაისის N8 საჯარო სკოლა“  1938-2011,                                                                                ავტორები:  მზია ზარნაძე, ლია გაბუნია .2011 წ. გვ.140-158.
 2.სკოლის არქივი.


Комментариев нет:

Отправить комментарий