ბლოგი შეიქმნა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის
სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,ჩემი
სკოლის მატიანე“ მონაწილეობის მიღების მიზნით.
ბლოგი შედგენილია სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლის შესახებ. მასში, მოყოლებული 1938 წლიდან, ბინა დაიდო ადგილობრივ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულმა სტატიებმა, ფოტოსურათებმა, კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების
მოგონებებმა და ამ ბლოგის ავტორის მიერ 2011 წელს გამოცემული 300 გვერდიანი წიგნის ,,სსიპ ქუთაისის N8 საჯარო სკოლა
1938-2011“ მასალებმა.
,,მოპოვებული საინტერესო მასალები გავითავისე, შევიყვარე, გულისა და სულის ნაწილი მივეცი და გამოვაფინე. მზის სხივები ვარგუნე შორეულ წარსულში მიმქრალ, ოდესღაც ვარსკვლავივით მოკაშკაშე, დაუშრეტელი ენერგიის მქონე უძვირფასეს პედაგოგებს: ბენიამინ გვეტაძეს, ვალერიან თუმანიშვილს, ივანე ვაშაკიძეს, ალიოშა სანდუხაძეს, რომან ცინცაძეს, ავთანდილ ქურასბედიანს, იულია ქუთათელაძეს, ვასილ კისკეიძეს, თამარ ჩაგელიშვილს, ვერიკო ქომურჯიშვილს, სიმონ არველაძეს, ლევან კაკაბაძეს, ზურაბ მოდებაძეს, ნუჩიკო ვასაძეს, ეთერ ბურჯანაძეს, ნათელა ხობუას, ტიტე ხაბურძანიას, თინა ბოჭორიშვილს, თინა შუბლაძეს, შურა ჩიტიანს, თამარ ასათიანს, ლეილა კეზევაძეს, ნორა ბურჯანაძეს, იაშა კაჭკაჭიშვილს, თამაზ მეძველიას, სულიკო საფაროვს, აპოლონ ჩირგაძეს, ბაბულია ჭირაქაძეს, მერი ვაშაკიძეს, ფრინა ფურცხვანიძეს, ნადია დევდარიანს, ნელი ღაჭავას, ვესტა ვოლკოვას, დიმიტრი ჩხიკვაძეს, ნოე ალავიძეს, დავით ცირეკიძეს, არჩილ ბარდაველიძეს, ნარგიზა ჩოგოვაძეს, გუგული ქიტიაშვილს და სხვებს, რომლებიც უშურველად აყალიბებდნენ XX საუკუნის თაობების ახალგაზრდების სულიერ სამყაროს და მხრებით მოიტანეს დღევანდელობა.
ვეცადე მაქსიმალური ინფორმაცია მომეკრიბა სკოლისა და კურსდამთავრებულების შესახებ. ამ მიზნით ტიტანური შრომა გავწიე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულყოფილების პრეტენზია მაინც არ მაქვს, ეს ბლოგი ხომ პირველი ცდაა…
კმაყოფილი ვარ იმის გამო, რომ 1938 წლიდან დღემდე, შევძელი და შევისწავლე სკოლის ხელმძღვანელთა, პედაგოგთა და კურსდამთავრებულთა სახელოვანი ნაკვალევი, რითაც ყველაფერი ის, რაც სადღაც-სადღაც იყო მიმოფანტული, უძილო ღამეების ხარჯზე საგულდაგულოდ შევკრიბე, მოვეფერე და სკოლის მატიანედ ვაქციე.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძვირფას საუნჯეს თაობები გაეცნობიან... გაეცნობიან იმათი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ვინც ერთ დროს ჟივილ-ხივილით დარბოდა სკოლის შენობაში, რომლებსაც ,,აი-იამ“ მეტყველება, წერა-კითხვა, აზროვნება, სიყვარული ასწავლა, ფრთები შეასხა და ცოდნის ამ ძვირფასი ტაძრიდან სხვადასხვა მიმართულებით „გადააფრინა“...გული სიამაყით მევსება... ბედნიერი ვარ, გააზრებული მაქვს გაწეული შრომის მნიშვნელობა...
მადლობა თქვენ, ამ ინციატივის ავტორებო !..."
მზია ზარნაძე
31მარტი 2016 წელი.
მადლობა თქვენ, ამ ინციატივის ავტორებო !..."
მზია ზარნაძე
31მარტი 2016 წელი.
ბლოგი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: მთავარი, ჩვენს შესახებ, დირექტორები, ყოფილი პედაგოგები, ყოფილ პედაგოგთა მოგონებები, წარჩინებით
კურსდამთავრებულები, კურსდამთავრებულთა მოგონებები, კურსდამთავრებულ პედაგოგთა მოგონებები,
პედაგოგიური კოლექტივი - 2016, სკოლის გამოცემები,
ფოტომატიანე - 1945-2001, ფოტომატიანე-
2001-2016 და ვიდეო/პრეზენტაციები...
ბლოგის შექნაზე იმუშავა
ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის
მეცნიერ მუშაკმა მზია ზარნაძემ.
Комментариев нет:
Отправить комментарий